ქუთაისის ‘აიამ’ უშუალო კონკურენტ ‘ბათუმს’ 18:8 სძლია და სატურნირო ცხრილის მეორე საფეხურზე პოზიცია გაიმყარა.

მას 54 ქულა აქვს და 10-ით უსწრებს ‘ბათუმს’, რისი აღმოფხვრაც დარჩენილ სამ ტურში ძალიან რთული იქნება და დიდი ალბათობით, ფლეი ოფში პირველი ორი ადგილით ‘აია’ და ‘ლელო’ გავლენ (რომელიც 58 ქულით პირველ ადგილზეა). ‘ბათუმი’ 44 ქულით მე-3 პოზიციაზე რჩება, მდევრებს 8 ქულით უსწრებს და სავარაუდოდ რეგულარულ ჩემპიონატსაც ამ ადგილზე დაასრულებს, რაც მას ფლეი ოფის პირველ ეტაპზე მასპინძლის უპირატესობას მიანიჭებს.

მე-15 ტურის მეორე შეხვედრა „აია არენაზე“ გაიმართა. მასპინძლები თითქმის მთელი შეხვედრის განმავლობაში დომინირებდნენ, განსაკუთრებით პირველ ტაიმში და 4 ქულაც მშვიდად აიღეს.

ანგარიში მე-12 წამზე გაიხსნა. სტუმრები პირველი ბურთის მიღებისას შეცდნენ, ჯოსევანი ნდრავამ შოთა არეშიძეს პასი არ დაუგვიანა და მანაც საკუთარ გუნდს 5-ქულიანი ჰანდიკაპი დებიუტშივე შესძინა. მამუკა ნინიძემ ჯარიმით უპასუხა, თუმცა მერე გიორგი წიკლაური სინბინით დაისაჯა და მეტობაში მყოფმა მასპინძლებმა ორი ლელო გაიტანეს.

‘აიამ’ ჯარიმის კარში დარტყმას შერკინება არჩია, იქიდან ნოდარ დოლიძემ შეუტია და მიზანს უწია. მერე ოთარ მეტრეველმა და ამირან შვანგირაძემ მარჯვენა ფრთაზე ორჯერ შეუტიეს და თუ პირველ შემთხვევაში ფრთა გვერდით ხაზს შეეხო, მეორე ჯერზე ყველაფერი წესების დაცვით შესრულდა. დასკვნით 5 წუთში ‘ბათუმმა’ მოახერხა მეტოქის 22-ში ფეხის მოკიდება და ფორვარდების რამდენიმე დარტყმის შემდეგ ვანო ფუტკარაძემ ლელო გაიტანა – 15:8.

მეორე ტაიმი 5 წუთის დაწყებული იყო, როდესაც გიორგი ბაბუნაშვილმა არეკნით მასპინძელთა უპირატესობა გაზარდა, დარჩენილმა 35-მა წუთმა კი უქულოდ ჩაიარა და ‘აიამ’ 18:8 იმარჯვა. ბაბუნაშვილი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

RUGBY.GE

crocobet დიდი 10 სენსაციით გაიხსნა, სინი პატარძეულში წავიდა
crocobet დიდი 10 | "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონია!
crocobet დიდი 10 | ნიკა ამაშუკელი ფინალურ მატჩს მეხუთედ იმსაჯებს
U17 | საქართველო 0:0 ავსტრია
40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
უკრაინელი ფეხბურთელი შეიძლება "ბრენტფორდიდან" "ტრაპზონსპორში" გადავიდეს
ქართველი მსაჯები და კომისარი FIBA-ს მორიგ სანაკრებო მატჩებზე
არ გაჩერების კულტურა კალათბურთში - საქართველოს ბანკი კალათბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორია
"ამჟამად "რეალი" უფრო ძლიერია, ვიდრე პსჟ" - მარკ კუკურელია
პიერ-ანრი ბრონკანი: ვფიქრობ, სწორი მიმართულებით მივდივართ
ნაკრები ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს - დებიუტანტებმა კომენტარები გააკეთეს
18 წ. | ნიდერლანდებს ბრძოლაში ვძლიეთ, ფინალს ზედიზედ მე-11-ედ ვითამაშებთ
ბოლო წუთს გადაწყდება - უნგრელთა ვარსკვლავი თბილისში მოდის, მაგრამ...
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - ტონგა
17-წლამდე ნაკრები შესარჩევ ციკლს ავსტრიასთან მატჩით დაიწყებს
3×3 FALL 2026-ის სერიების პირველი ტურნირი გუნდმა არგომ მოიგო
კერიკის დღეები დათვლილია - პოჩეტინომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე თანხმობა განაცხადა
რა უნდა იყოს სვანაძის მიზანი? - უკეთესი ნაკრებისთვის!..
სკანდალი "გალათასარაიში" - ლეროი სანეს პარტნიორი ამტკიცებს, რომ ფეხბურთელს თანაგუნდელის მეუღლე სწერდა
ინფანტინოს ვენგერი შეცვლის? - ფრანგი FIFA-ს პრეზიდენტობაზე ფიქრობს
[VIDEO] "მამუს" საუკეთესო მატჩი "ლეიკერსის" მაისურით და გამარჯვება "ატლანტა ჰოუქსთან"
ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
უნგრეთამდე: თანამედროვე ფეხბურთის თამაში და სიყვარულის გაფრთხილება