სერია A-ს 26-ე ტურში "ნაპოლი" "კალიარის" ესტუმრა, მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.

"პარტენოპეის" გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ მოედანზე 73 წუთი გაატარა, ქართველი მატეო პოლიტანომ შეცვალა.

მისი გარჯა ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: Flashscore 6.7 ქულა, Sofascore 6.7 ქულა, Whoscored-ი 6.7 ქულა.

"ნაპოლი" სერია A-ს სატურნირო ცხრილში 37 ქულით მე-9 ადგილს იკავებს, "პარტენოპეი" მორიგ შეხვედრას 28 თებერვალს, "სასუოლოს" წინააღმდეგ გამართავს.

Sosos
აბა ეს Flashscore 6.7 ქულა, Sofascore 6.7 ქულა, Whoscored-ი 6.7 ქართული საიტებია?
SOSO
მაინც ვერ ამიხსნია რაში სჭირდება ამ გამოცემებს ასე გაბერილი და დავარცხნილი შეფასებები,სუბიექტური შეიძლება იყო სხვა და სხვა მიზეზით, მაგრამ ასე აშკარად თვალში ნაცარის შეყრა მაინც ზედმეტია.... რა-6,7!!...ბიჭი ისეთი გაცოფებული იყო თავის თავზე, თამაში რომ არ წაუვიდა ამ ბოლო ორ მატჩში ლამის ქვების სროლა დაიწყო, ყველაზე კარგად ფეხბურთელებმა ამ შემთხვევაში კვარამ იცის როგორ ითამაშა და რატომ შეცვალეს, სწორებაც საკუთარი თამაშის გამო იყო გაცეცხლებული და არა შეცვლით. ბარსრა გასაგებია, მაგრამ გუშინაც რა ფეხები შეეკრა ასე სუსტ მეტოქესთან, თანაც დასამტკიცებელი ჰქონდა რომ ბასრასთან უსუსური თამაში შემთხვევითობა იყო........მაგრამ ფაქტიურად ისევ ინერტული,უინტერესო და უშედეგო თამაში, ისევ ჯიუტად ცდილობს მატაობით,რაღაც შექმნას,რომელიც უკვე ყველამ იცის, რამდენჯერმე თითქმის დაძაბა მგომარეობა, მაგრამ მეტწილად დაკარგა ან უკან პასი.....კიდევ მისი ასეთი სწორხაზოვანი თამაში თვალშისაცემად აფერხებს ნაპოლის სწრაფ იერიშებს, ისე როგორც ვერ ისწავლა დაცვაში თამაში, რაც თანამედროვე ფეხბურთში ეთთ-ერთი ძირითადი კომპონენტია, ისე როგორც მაღალი პრესინგი, უდავოა ამას ჩემზე კარგად მწვრთნელი ხედავს და ამიტომაც შეცვალა ორივე ჯერზე თამაშის გადამწყვეტ ბოლო მესამედში......იტალიური გამოცემების შეფასებებშიც კარგად ჩანს თუ რა დონეზე ითამაშა-5.0-5.5, ყველაზე დაბალი გუნდში-რახმანთან,მაზოკისთან,ჯესუსის და ზელინსკისთან ერთად........არენანაპოლი-5.5, კალჩონაპოლი-5.0,გაზეტა-5.0 ეუროსპორტი.იტ-5.5.......
ტოტო
ვაი შენს პატრონს.
bebe
კვარას სჭირდება კარგი კონტრაქტი, უფრო სწორად ღირსეული კონტრაქტი
დავითი
იმედია მოუმატებს,სხვა გამოსავალი უბრალოდ არ არსებობს,სისწრაფე,სისხარტე,ფინტების და დრიბლინგების კიდევ უფრო დახვეწა,მუშაობა საკუთარ თავთან,შრომა აუცილებლად გამოიღებს შედეგს,წარმატებები!
თამაზ
იტალიელები ყოფილან პროვინციალები ფეხბურთში!!
ნელი გუგავა
ხვიჩა ჩვენო სიამაყევ,ჩვენო ზეადამიანო...უთვალავი სიხარული და წარმატებები გელოდება წინ.არდაგავიწყდეს ჯერ კიდევ 23 წლის ხარ.
თამაზ
იტალიელები ყოფილან პროვინციალები ფეხბურთში!!
გიო
ფსიქოლოგიურად ნამდვილად, ვერ არის მზად და მეტი თავშეკავება სჭირდება.
Ff
Axla nakrebis tamashamde nu gadaicveba emociurad morcha clevandeli sezoni xvicha. xuteulshic ver gaxvalt moeshvi da sakutari skilebi daxvece.tu iqneba barsadan zari aucileblad cadiii
Gogi-ს
აჰა, კიდევ ერთი - ვნახოთ რამდენ ლაიქს დააგროვებს ;)
Walter White
ჩემი ( მოკრძალებული) შეხედულებითა და სპორტში გარკვეული გამოცდილებით, მგონია რომ კვარაცხელიას პრობლემა არის იმაში, რომ ჯერ არ არის ფსიქოლოგიურად დამწიფებული.არ ესმის მთავარი, რომ ჯერჯერობით არის უდავოდ ნიჭიერი ფეხბურთელი, მაგრამ თუ ეხლა ვერ მოუმატა თამაშს, ვერ მოუმატა ფიზიკურ მომზადებას,ვერ მოთოკა ემოციები,მაშინ დადგება საფრთხე რომ გადაიქცევა საშუალო დონის ფეხბურთელი. ისიც მინდა ვთქვა, რომ გარემოცვას შეუძლია დიდი როლი ითამაშოს , როგორც წარმატებაში, ასევე კარიერის დანგრევაში.
Gogi-ს
პრობლემა იცით რაშია? ყველა რომ ასე ფიქრობთ, მაგრამ პირველ პირში არ ეუბნებით ამას - თუნდაც კომენტარებში.. სულ ვიღაცისთვის რაღაცის გადაბრალება.. სიტყვაზე, პირადად მეც ძალიან იოლად შემიძლია ვუშველო მის პრობლემას, მაგრამ აღიარებს კი, რომ პრობლემა აქვს?! პირიქით, ცა ქუდად არ მიაჩნია და დედამიწა ქალამნად და თქვენი წვლილიც საკმაოდ დიდია ამაში, ვინებიც ბოდიშის მოხდებით თუ შეაპარებთ ხოლმე პატარა საყვედურებს, არადა სარეკორდო ვარდნა აქვს ტიპს.. ახლა ერთი გოლი რომ გაიტანოს, გადადგამთ ყველაფერს ამის ქებით.. ორი თუ გაიტანა, ხომ საერთოდ, გინებას დაუწყებთ ყველა მის უბოდიშოდ მოკრიტიკეს.. ასე არ კეთდება საქმე, არაა..
რეგრესი თქვენ გაქვთ, ხვიჩას კი არა
რა გინდათ ხვიჩასგან ბოლოს და ბოლოს? კაცს მთელი თამაში არ ან ვერ ამჩნევენ, პასის მისაღებად ლამის საკუთარ საჯარიმოში ჩამოდის, 2-3 კაცი მუდამ წინ უდგას და ეჭიდავებიან, რა ქნას, გადააფრინდეს ყველას თავზე? ცდილობს რაც შეუძლია. ელემენტარულ სტენკას ვერავინ ეთამაშება, პოლიტანო ღორობს, რასპადორი-სიმეონეც იგივე, მცველებიც კი კარში უბრახუნებენ. მეორე თამაშია კარში ვერ დაურტყამს ამ ნახირის გადამკიდე. სადაა კაიუსტეებისა და ჟესუსების მოსაგები? გუნდია ნელი, მოკლე პასებით, თანაც უკვე მესამე გამობრაჰმანებული მწვრთნელით. სასწრაფოდ უნდა გადავიდეს უკეთეს გუნდში და ნახავთ თუ იქაც ჩემპიონი არ გახადოს პირველივე წელს.
საბურთალო
ამ კაცს უნდა ნებისმიერი სტაბილური და წყნარი გუნდი რომ თავადაც დამშვიდდეს და წინ სწრაფი ტემპით წავიდეს. მშვიდი გარემო უნდა ყველანაირად. აქედან ვგრძნობთ რა საზიზღარი გარემოა ლავრენტას ირგვლივ, უვარგისი კაცია ლავრენტა და ეს წესიერი ხვიჩა იჩაგრება რაღაც ფორმით
სიმართლე
ფულის ტომარა გონიათ შინაურებს და ჩადიან იქ საგრიალოდ ეტყობა. ფეხბურთს გულს ვეღარ უდებს ეტყობა. ცალკე ის აფერისტი რომ ყავს და ცალკე ვინ მოთვლის.......
ბათუმი
სამწუხაროდ რეგრესირებს კვარა. დროულად გონს მოეგოს, თუ უნდა, რომ ქინქლაძესავით რა ტალანტი გვყავდა არ ვიძახოთ.. ჯერ კიდევ არის დრო, ოღონდ ცოტა დრო.. იმედი მაქვს არ აუვარდება თავში, პროფესიონალიზმს შეინარჩუნებს, იშრომებს და მომავალი წლიდან გაგვახარებს!! წარმატებები!!!
Gogi
ამ ბიჭის პრობლემა ისაა როგორ ჩანს რომ გარშემო ბევრი ხალხი ყავს და არც ერთი არაა ჭკუის დამრიგებელი, დამკვალიანებელი. აშკარად ეტყობა ფსიქოლოგიური პრობლემებიც და შველა უნდა ამას. მარტო კალცონეს გინება საქმეს წინ ვერ წაწევს
europebshi
აქვე, ნაპოლის და კვარაცხელიას ვულოცავ იტალიის ყველადროის ყველაზე ცუდი ჩემპიონის წოდებას ..ეს ნიშნავს რომ მაგარ იღბლიანობასთან გვქონდა საქმე
D
ყველას გთხოვთ, გადაახვიეთ და 19:15 ზე დააყენეთ, დააკვირდით უბრალოდ, როგორ ლამაზად იწყებს კვარა შეტევას, მერე როგორ ავითარებენ მას დანარჩენი ნაპოლელები, რამდენი ხანი დგას ხვიჩა ცარიელი და როგორ ჯიუტად გადააქვთ ბურთი მარჯვენა ფლანგზე ამ ბოღმა თანაკლუბელებს. ეს პროვინციალი უბადრუკები ესენი. ერთი წამით არ დაფიქრდე ხვიჩა. წადი ამ გუნდიდან და ნებისმიერ დიდ კლუბში გამოჩნდება შენი ტალანტი და ბრწყინვალება.
europebshi
0-ს არ წერენ ესენი?
ჰკა მაგას კარსონებში
რა შუზუზუნა კალცონას კალიარიმ, დაგლიჯა მარა რა დაგლიჯა
gulshematkivari0703
ხვიჩაზე ძალიან მოქმედებს მწვრთნელების ცვლა და ასევე ეს ბოლო პერიოდი ძალიან ემოციურია. ხვიჩამ პირველ რიგში თავის ფსიქიკაზე უნდა იმუშაოს და მერე ემიციები უნდა აკონტროლოს! აი მაშინ ყველაფერი თავის ადგილზე დადგება...
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
მესიმ განმარტა, თუ რატომ აღნიშნავს გოლს სუპერგმირების სტილში
"ჩვენ ბესტი გვყავდა, თქვენ ქინქლაძე და კვარაცხელია" - ჩრდ.ირლანდიის ნაკრების მწვრთნელის პრესკონფერენცია
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც წარმატებას მივაღწევთ
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
"ხალხი თამაშებზე მის გამო დადის, ამიტომ "ოქროს ბურთი" მან უნდა მოიგოს" - ჩეხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ზოგიერთმა მათგანმა ფეხბურთის შესახებ ბევრი არაფერი იცის" - კვარაცხელიას ჟურნალისტებმა შედარება სთხოვეს
ალეგრი კედელზე მუშტებს ურტყამდა - რატომ აკვირდება "ნაპოლი" კვერნაძეს?
კვლავ სერია A-ში - დანიელ მალდინი "კალიარის" ღირსებას დაიცავს
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
სიომინი: ხვიჩა "ოქროს ბურთის" ნომერი პირველი პრეტენდენტია
[VIDEO] "ნაპოლიმ" ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
"იმსახურებს თუ არა კვარაცხელია "ოქროს ბურთს"? - საფონოვმა ამ კითხვაზე უპასუხა
[VIDEO] "არსენალმა" სტუმრად "ნაპოლის" მოუგო - "სპორტინგმა" "გალათასარაის" თამაში შემოუტრიალა
საქართველოს ნაკრები პირველი გამარჯვებისთვის! - გასაიდუმლოებული დეტალები ბუდაპეშტში
გოგლიჩიძემ შეუცვლელად ითამაშა - "უდინეზე" "კალიარის" დაუზავდა
კვერნაძით, რომლის ფასი გაორმაგდა, "რომა", "ნაპოლი" და პრემიერლიგის კლუბი დაინტერესდა
ლანგს ურთიერთობა ალეგრისთანაც აერია და ბოდიშის მოხდა მოუწია
"კალიარის" ფეხბურთელი კინაღამ აუზში დაიხრჩო
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
[VIDEO] ჩაკვეტაძის ერთი ტაიმი და "უდინეზეს" მარცხი "კალიარისთან"
საზონოვი არ ათამაშეს - "ტორინო" "კალიარისთან" დამარცხდა
შვილის ფეხზე დასაყენებლად დედა "ბეტისში" დამლაგებლად მუშაობდა - ფაბიან რუისმა დედის როლზე ისაუბრა