ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ვინ არ გვაძლევს კვარაცხელიას გაკრიტიკების უფლებას? - ვერ ვიფიქრებდით, ამას თუ დავწერდით...

ვინ არ გვაძლევს კვარაცხელიას გაკრიტიკების უფლებას? - ვერ ვიფიქრებდით, ამას თუ დავწერდით...

ხვიჩა კვარაცხელიას "ჩასაფრებულები" არ აკლია; ჩვენ სულ ვცდილობთ, ვითარება ობიეტურად წარმოვაჩინოთ, არაერთი კომპეტენტური და სამართლიანი კომენტარიც იწერება. არსებობს მატჩები, სადაც "კვარას" გასაკრიტიკებლად, რაც მის მიმართ კეთილგანწყობიდან გამომდინარეობს, უფრო მეტი გარემოება არსებობს. ამას Sportall.ge-ს მკითხველი ხვიჩაც შესაბამისად მიიღებს, თუმცა ის ვითარება, რაც გუნდში ხდება, გვაიძულებს, აქცენტები სხვა ამბებზე გადავიტანოთ. ეს საერთოდ არაა თავის მართლების მიზნით "ისრების გადატანის" ცნობილი ტაქტიკა...

შორს და ღრმად აღარ წავიდეთ. ვალტერ მაცარის სამწვრთნელო შესაძლებლობები განსაკუთრებული იქნებ სულაც არაა, მაგრამ ის აკვირდებოდა უახლოეს როგორც კარგ, ისე ცუდ გამოცდილებას, რითაც შესაბამისი დასკვნები გამოიტანა. მაგალითად, ეს დასკვნა იყო ის, ლიდერებისთვის მაქსიმალურად კომფორტული ვითარება შეექნა, ისევ მწვრთნელისა და გუნდის ინტერესებისთვის. ოსიმენს ამ პერიოდში ბევრი გაუცდა (ნიგერიელი თითქოს ძველებურად შემართული არაა), კვარაცხელიასთან მიმართებით კი ვხედავდით, მაცარი როგორ იყო მონდომებული, მისთვის იდეალური პოზიცია და პარტნიორები შეერჩია. ამ გზაზე ბოლომდე ვერც ვალტერმა გარისკა, თუნდაც "მილანთან", სადაც კვარაცხელია მეორე ტაიმში ისევ მარცხნივ დააბრუნა, მაგრამ მცდელობა ბევრი იყო. ამასობაში ისიც გამოიკვეთა, თუკი ადრე ქართველი შედეგიანი ფლანგზე რუისთან ერთად იყო, ახლა მაცოკის მარცხენამცველობა უფრო პროდუქტიულს ხდიდა. კვარაცხელია-ოსიმენის დუეტის შედეგიანობის აღდგენამდე ახლა ცოტა დაგვაკლდა...

ვიღაც აუცილებლად გაიფიქრებს, რატომ უნდა აეწყოს ყველაფერი ხვიჩაზე ან გასულ სეზონში როგორ ახერხებდა ამხელა წარმატებასო. დიახ, დავუშვათ, გამოგყვებით ლოგიკაში. ფეხბურთელს, რა დონისაც უნდა იყოს, მუდამ ერთნაირი პერიოდები ვერ ექნება. ასეთ დროს ყველას მიზანი უნდა იყოს, ლიდერი ძველებურ კონდიციებში დააბრუნოს. უკვე მეორე შეხვედრის შემდეგ ვწერთ, რომ ის დამოკიდებულებები, რაც ახალ მწვრთნელ კალცონას აქვს, 77-ე ნომრის საუკეთესო ვერსიასთან ვერ მიგვიყვანს. ახლა ეს, რასაც გსურთ, იმას დავაბრალოთ, მაგრამ ფაქტი ასეთია. გავიხსენოთ იბრაჰიმოვიჩის ნათქვამი (ფეხბურთელებს არ ვადარებთ), გვარდიოლა მესის ყველა სურვილს უსრულებდა, ფორვარდადაც გადაიყვანაო...

როგორი იყო "კვარა" ბოლო მატჩში? - მწვრთნელის დავალებით აშკარად მეტს მუშაობდა დაცვაში, დაჯარიმდა კიდეც. მთელ რიგ ეპიზოდებში ბურთს ისე უფრთხილდება, ზედმეტ ფინტს არ აკეთებდა, რაც ტაქტიკურ დავალებასაც ჰგავდა. ხვიჩას სახე აშკარად არ უბრწყინავდა და მასში გარკვეული გარემოებების ამოკითხვა შეიძლებოდა.

თუკი კალცონა პრაგმატიზმს "აწვება", ახლა ამის დრო ყველაზე ნაკლებადაა, რადგან ოთხეულში გუნდი სასწაულის ძალით თუ მოხვდება. გავარდნის საფრთხეც არ არსებობს და ამ დროს მეტი რისკი და თავისუფლება უფრო მისაღები იქნებოდა. პარალელურად, სლოვაკეთის ნაკრების მწვრთნელს იმის ფუფუნებაც არ აქვს, ლიდერები ჯერ კიდევ გადაუწყვეტელ მატჩში დაასვენოს (მიუხედავად იმისა, შუა კვირას შეხვედრაა) და ეს კარგად გამოჩნდა. არაერთხელ დაგვიწერია, რომ მკვეთრად განსხვავებულია, როცა გუნდს ანგარიში მიჰყავს და როცა ჩამორჩენილია. იმ სივრცეების გათვალისწინებით, რაც მატჩის ბოლოს შეიქმნა, კვარაცხელია გატანის რეალურ შანსს მიიღებდა. ობიექტურობისთვის, აქ შეგვიძლია ისიც დავუშვათ, რომ როცა ქართველი მოედანზე არაა, მოწინააღმდეგეები შეტევისთვის უფრო იცლიან და ეს ნეაპოლელებს დამატებით საშუალებებს აძლევთ, რაც ვერ გამოიყენეს...

მაშინ ვერ ვიფიქრებდით, რომ ამას დავწერდით - როცა საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ხვიჩას ფორვარდად გამოყენების უპირატესობებზე ისაუბრა, "ჯვაროსნებში" არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ცოტა სკეპტიკურად განვეწყვეთ. დიდი ფეხბურთელობის მიუხედავად, სამწვრთნელო კუთხით გამოუცდელი ფრანგისგან ნამდვილად არ ველოდით, ლიდერისთვის იდეალური პოზიციის შერჩევაზე, მის ხასიათის გამოკეთებასა და შენიშვნების მისაღები ფორმით მიცემაზე ყველაზე მეტად თუ იზრუნებდა და არა იმას იტყოდა, ვერ ითამაშა და შევცვალეო, რაც კალცონამ. მარტის თამაშები ახლოსაა და გადამწყვეტ დაპირისპირებაში "კვარას" დიდი იმედი გვაქვს!..

დამაინც, კვარაცხელიაზე. "ნაპოლის" გოლის ეპიზოდში ჯაკომო რასპადორის პრესინგი და ბურთის მოპოვება შეუდარებელი იყო. ხვიჩამ ეს კომპონენტი მაქსიმალურად უნდა განავითაროს. მეორეა, რომ 77-ე ნომერს ნახევარდაცვამ უნდა მოუხეროხოს, პასი მაქსიმალურად ისეთ ეპიზოდებში მიაწოდოს, როგორშიაც ამ გოლის დროს ოსიმენი იყო. ისევ რასპადორის ვახსენებთ (ზედმეტი არ მოგვივიდეს) - ჯაკომო ცდილობს, ცენტრში შეიწიოს და კარში იმგვარი პოზიციიდან ურტყას, საიდანაც ნაკლებად ხელსაყრელია, მაგრამ ცდად ღირს - ბურთი მაინც არ დაიკარგება და შეტევის კუთხურიდან გაგრძელების შანსი მაინცაა... რამდენიმე მეურვის ქვეშ მოქცეული ქართველისთვის ყველაფერი რთულია, მაგრამ ხვიჩამ ტექნიკირი და დრიბლინგების არსენალი მაქსიმალურად უნდა გაზარდოს, ამ სეზონის პირობებშიც ისე ითამაშოს, გრანდების ინტერესი და ფინანსური მარჟა (მყიდველის ფასსა და გამყიდველის ფასს შორის სხვაობა) შეინარჩუნოს.

• სოსო

მშვიდობა თქვენ მობრძანებას,ამ საიტზე!თქვენი პოსტი,დიდებული პრეზენტაციაა და იმედია,მომავალშიც აქტიური იქნებით.

• გიორგი

მინდა ვუპასუხო არტ-ს: 1)ჩვენ ერთმანეთს არ ვიცნობთ და ჩემს თავს არ მივცემ უფლებას, შენობით გელაპარაკოთ. 2)მე არ ვმერვიულობ, მე მეცინება. თუ ამდენი ფეხბურთში ღრმად ჩახედულია, აგერ ბურთი და მოედანი, ტაშს დაგიკრავთ და მადლობას გეტყვით, თუ ხვისდარებს აჩუქებთ საქართველოს. 3) გუცაევმა, სულაქველიძემ, ქორიძემ რომ თქვას რჩევას მივცემო, მესმის. არაპროფესიონალები სხედან ბევრგან და ვხედავთ რა შედეგი გვაქვს სახელმწიფოში. 4) როცა მოყვასს რაიმე პრობლემა აქვს, იმას გამხნევება და თანადგომა სჭირდება. 4) ხვიჩა რომ რეალში, სიტიში, ბავარიაში იყოს, იქ გარემოცვა და დიდოსტატობა შენც გამაღლებს. ხვიჩა იქნება მსოფლიო ფეხბურთის ვარსკლავი მრავალი წელი!

• ხობარი

წინა სეზონი ნაპოლიმ 13-14 ფეხბურთელით მოიგო. ვერ დამისახელებთ ტოპ-5 ჩემპიონატის არამცთუ ჩემპიონს, ხუთეულში შემავალ ვერც ერთ გუნდს, რომელსაც ასეთი მწირი და მოკლე სკამი გააჩნდა. სწორედ ეს იყო წინა სეზონის ბოლოს ნაპოლის შეფერხების მიზეზი-ფეხბურთელები გადაიღალნენ. ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში გუნდი დატოვეს მთავარმა მწვრთნელმა, სპორტულმა დირექტორმა, დაცვის ძირითადმა ბურჯმა კიმ მინ ჯემ, მოგვიანებით ლოსანომ და ელმასმა, გაძლიერების ნაცვლად გუნდი კიდევ უფრო დასუსტდა. ამ ყველაფრის მთავარი "შემოქმედი" გახლავთ ამპარტავანი, ძუნწი, ხარბი და ბრიყვი დე ლაურენტისი, რომელმაც "მილანთან" ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური დაპირისპირების წინ უეფას დაუწყო გინება, შედეგად ნაპოლი-მილანის ორ თამაშზე სამსაჯოდ გაამწესეს რუმინელი და პოლონელი მსაჯები, რომლებიც უეფას მსაჯთა კომიტეტის ნებისმიერ დავალებას ზედმიწევნით ასრულებენ. შედეგად მივიღეთ "მილანის" კარში არ დანიშნული პენალტი და "ნაპოლის" საკვანძო ფეხბურთელის გაგდება. დე ლაურენტისის მიერ კონტროლირებადი პრესა დამნაშავეს ხან მწვრთნელებში ეძებს, ხანაც ფეხბურთელებში. ყველა ჭკუიანმა თავის დროზე თავს უშველა. რაც შეეხება ხვიჩას, ასეთ პირობებში და ასეთი მათხოვრული ხელფასით რასაც აკეთებს, თუნდაც ამ სეზონში, მეტისმეტია, ზედმეტია. თუ შეცვლიან დროზე ადრე, ან მეორე ტაიმში შემოიყვანენ, მშვიდად მიიღოს და როგორმე ჯანმრთელად ჩაამთავროს სეზონი. იმედია ნაპოლში ეს მისი ბოლო სეზონია!

• სოსო

ლშა იუვენტინოს.ილიადან დაწყებული და აკაკი წერეთლით დამთავრებული საქართველოს მოწინავე ინტელიგენცია,თითქმის მთლიანად,რეგიონებიდან იყო და რეგიონში ცხოვრება,ჩამორჩენილობას ნიშნავდეს,არ გამოდის.არც თავში ავარდნაა,რეგიონის მკვიდრთა დაავადება.ეგ ყველაფერი,აღზრდის და განათლების (გაუნათლებლობის) ბრალია.ეს პოსტი,მე არ მეკუთვნის.ჩემი სეხნიას დაწერილია და რა თქმა უნდა არასოდეს დავეთანხმები.გამოხმაურებაც ამიტომ ჩავთვალე საჭიროდ.

• ჟორა

ვერ გავიგე მე ვარ რეგვენი ფეხბურთში თუ ნაპოლის ყველა მწვრთნელი დეგენერატია. კვარაცხელი და ოსიმენი დაცვაში ნოლები არიან, მაგრამ როცა ნაპოლი თავს იცავს თუ ის და ოსიმენი თავიანთი საჯარიმოს გარეთ დადგებიან და მოგერიებულ ბურთს დაელოდებიან, მათთან მინიმუმ მოწინააღმდეგის სამი ფეხბურთელი დარჩება და შეტევებში ვეღარ მიიღებს მონაწილეობას. ამას მწვრთნელი როგორ ვერ უნდა ხვდებოდეს?

• ლშა_იუვენტინო

კვარა რანაირადაა რაიონიდან ? ერთი დღეც კი არ უცხოვრია რაიონში. ბაქოში დაიბადა და მაგის მერე თბილისში გაიზარდა , რაის რაიონ და რაის ქეცბაიაა რეებს ბოდავთ ?

• შულაია

ამდენი ბაქი-ბუქისა და უსაზღვრო გაფეტიშებით კი ხედავთ თითქმის ფსკერამდე დაეშვა ეს ბიჭი, განსაკუთრებით თვალშისაცემი ეს მორიგი ახალი მწვრთნელის მოსვლის შემდეგ გამოჩნდა,თითქმის ერთად დაკარგა ყველა ის თვისება რაც გამოარჩევდა სხვებისგან და იმედი გქონდა პროგრესირებას გააგრძელებდა. სამაგიეროდ მივიღეთ ერთი არაფრით გამორჩეული ფეხბურთელი, ყველაზე და ყველაფერზე გაბრაზებული, ეგოისტი წმინდა საფეხბურთო გაგებით,რომელიც გასახდელში არავის არ უყვარს და პასის გაცემისას ყოველთვის ბოლო არჩევანია.....და მაინც ამ სტატიაშიც იკითხება თითქოს კრიტიკა,მაგრამ ძირითადათ მაინც რაღაც გაპრავების მცდელობაა და კიდევ ე.წ. ჩასაფრებულების წვლილი მის რეგრესში, რომელიც გუშინ არ დაწყებულა, მაგრამ არავინ იმჩნევდა და განაგრძობდნენ უსაფუძვლო ტრაბახს......, აქვე აშკარად უნდა ავტორს ისე წარმოსახოს და ტოლობა დასვას კვარას და ოსიმენას ცვლილებებს შორის, ვითომდა ის ცუდი თამაშის გამო კი არ შეცვალეს არამედ ოსიმენივით რომელმაც აფრიკის თასისზე ურთულესი შეხვედრები ჩაატარა, გადაღლილია და გოლების გატანის შემდეგ ამოსუნთქვის საშუალებას აძლევენ.......კიდევ....სანიოლის რაღაც აღმოჩენაზე, კვარას პოზიციასთან დაკავშირებით.....და რაში წაადგა ნაკრებს ვითომდა მისი გენიალური აღმოჩენა, ჯგუფში მაინც ბოლოდან მეორეზე გავედით,კვარამ კი ყველა საკვანძო თამაში ჩააგდო,მათ შორის თბილისში ესპანეთის ნაკრებთან და ხუთ გუნდიან ჟგუფში,რომლიდანაც ორი გამსვლელი იყო მე-4 თამაშის შემდეგ შანსიც აღარ გქონდა, მაგრამ თუ სამიზნე მონღოლეთის და ტაივანის ნაკრები იყო,მაშინ ნაღდათ გაამართლა სანიოლის ნოუ ჰაუ-მ......ვიცი,აქ მეც ე.წ. ჩასაფრებული გამოვდივარ და ნაკლებათ სავარაუდოა ამ კომენტის გამოქვეყნება, მაგრამ მაინც...დღის ბოლოს სამსახურში ცოტა დრო დამრჩა და.....მაინც ვცადე დრო მაინც გავიდა და 6 სთ-იც ხდება.......მინდა კვარას წარმატება ვუსურვო, მაგრამ მე ხომ ჩასაფრებული ვარ.....

• კახა

ერთს ვიტყვი ტიპი ისეთი შეცვლილი და აჭრილია რო რავიცი რა ვთქვა გუშინდელი უღიმღამო თამაშმა კიდე ერთხელ დამარწმუნა რომ ტიპს სერიოზული პრობლემები აქვს!!

• არტ

შენ რატომ ნერვიულობ? პროფესორობის პრეტენზია არავის აქვს, ან ეგ რა შუაშია საერთოდ. შენ წარმოიდგინე, როდესაც გული შეგტკივა ადამიანზე, და ხედავ ხარვეზებს, რჩევის მიცემის სურვილი არის ბუნებრივი. თოფით ადგას ვინმე, ჩემი რჩევა გაითვალისწინეო? შეურაცყოფად რატომ უნდა აღიქვა რჩევა - გინდა მიიღე, გინდა არა. ვინ გაძალებს. ისე, თვითონ და მამამისმა იციან ყველაფერიო, არც ეგაა სწორი, ყველაფერი რომ იცოდნენ, ამდენი პრობლემაც არ ექნებოდა. ზოგჯერ გარედან უკეთ ჩანს რაღაცეები. ხოდა იქნებ გამოადგეს რაიმე მაინც იქიდან რასაც გარედან ეუბნებიან. თორემ ერთის მხრივ უსაგნო ბოღმიან ლანძღვას ან მეორე მხრივ უაზრო ქება-დიდებას და ლამისაა მსოფლიოში საუკეთესოდ გამოცხადებას რა აზრი აქვს ან ვის რაში გამოდგომია ოდესმე?

• zura222-s

ვინ არის ნაცი ხვიჩა? თუ ხვიჩას გულისხმობ უკან ახლოს ხომ არ გაქვს? სხვები საერთოდ არ მაინტერესებს..

• გიორგი

რამდენი საფეხბურთო დოცენტი, პროფესორი, აკადემიკოსი გვყოლია საქართველოში. გასაგებია, როცა გყავს ასეთი კვალიფიკაციური კადრები და არ ასაქმებ ფეხბურთში, მივიღებთ იმ შედეგს, რომელიც გვაქვს. თქვენ გგონიათ კვარა არ მამამისი არ აანალიზებენ მის თამაშს, თუ მართლა დაგესიზმრათ რომ ფეხბურთში სადოქტორო დაიცავით?

• ავთო 1964

ჩემი ღრმა რწმენით ხვიჩას ღრმა ჰიპნოზში შესვლის უნარი აქვს,სომნამბულაა.ეს საფუძვლად უდევს მის დიდ ნიჭიერებასთან ერთად პერიოდულ ჩავარდნებს!ხშირად ექცევა უარყოფით თვითჰიპნოზში!მოუძებნეთ ფსიქოთერაპევტი-ჰიპნოთერაპევტი!

• zura222

ეხლავე გეტყვით რაშია საქმე და ნუ გეწყინებათ. ნაცია და ნაცობს. ხალხს ხასიათი რო წაუხდინოს. არჩევნები მოდის. ეგ არი. კიდევ ვიტყვი რო ნაცებო, ნუ იყენებთ ჩემსს სახელს. გელ-100 შენ გაგიმარჯოს ძმა.

• ამაშია საქმე

შეიძლება კალცონეს ასეთი მეთოდი აქვს გააბრაზოს და აზრზე მოიყვანოს ხვიჩა რათა ბეჯითად ივარჯიშოს.ვეღარ უყურებს ხვიჩას დაცემას აბა თავისთავის მტერი ხომ არ არის.ჩვენც დავიღალეთ ლოდინით ვიხილოთ მაგარი ხვიჩა.

• არტ

ხვიჩას რაც ყველაზე მეტად დასახვეწი აქვს, ეს არის უბურთოდ მოძრაობა და თამაშის წაკითხვის უნარი.იმ შემტხვევაშიც კი, როცა მწვრთნელისაგან მკაცრი დავალება აქვს თავის ფლანგზე იმოქმედოს, ყოველთვის არის საშუალება უბურთოდ ცენტრში დროულად შემოწევის. ფლანგის გამოცვლისაც კი. გუშინდელ მატჩში ყველაზე სახიფათოდ მაშინ იმიქმედა, ფლანგი რომ შეცვალა რაღაც მომენტში და იქიდან ძალიან სახიფათოდ ჩააწოდა. განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა ნაპოლის ფეხბურთელები თითქმის არ აკეთებენ გრძელ პასებს, და ფლანგიდან ფლანგზე ბურთის გადატანას. მეტი და რაც მთავარია სწორად უნდა იმოძრაოს. ცალკე საკითხია ფსიქოლოგია. ესეც მისახედია. ზედმეტი წნეხი უნდა მოეხსნას.

• Lasha

კარგი სტატია იყო. 1-0-ს როცა იგებ და მოწინააღმდეგე იძულებულია, შეტევაზე გადმოვიდეს, სივრცეები შექმნას დაცვაში, ამ დროს არის კვარასნაირი შემტევი ყველაზე საშიში. იდიოტი უნდა იყო ადამიანი, რომ ასეთი მოთამაშე გაიყვანო ამ დროს. შედეგად კი მიიღო ის, რისი ღირსიც იყო. და საერთოდ, საიდან მოათრია ეს მწვრთნელები ამ შერეკილმა პრეზიდენტმა, არ მესმის. მგონია, რომ მოურინიოსთან თამაში მოუხდება, სწრაფ კონტრშეტევებზე. მეორე საკითხია კვარა. თითქოს აუღეს ალღო მოწინააღმდეგეებმა და თუ არ იმუშავა თვითონაც გარკვეული პარამეტრების გაუმჯობესებაზე (პრესინგი და კარში დარტყმა პირველ რიგში), ძალიან გაუჭირდება პირველ სეზონში შექმნილი მოლოდინების გამართლება.

• დათოს

შეიძლება სტატიის ავტორს არ ეთანხმებოდე, მაგრამ ხვიჩას გამართლება არასდროს უცდია. ახლაც ობიექტურად ამბობს კრიტიკას და უფრო მეტს იტყოდა, მწვრთნელის კიდევ ერთხელ უაზროდ შეცვლა და სხვა ფაქტორები რომ არ იყოსო. კარგად წაიკითხეთ? პრესინგზეც წერია და ვიღაც თუ აკომენტარებდა აქ რაღაცებს რუიზე, ავტორი რა შუაშია, პირიქით, მსგავსს სულ აბალანსებს

• დათო

სტატიის ავტორს, ისევ თავის მართლებასავით გამოუვიდა შემდეგი პრინციპით - ყველა და ყველაფერია დამნაშავე გარდა კვარასი, ერთადერთი მისი პრობლემა კი ფინტების სიმწირეა..სამწუხაროდ რამდენიმე სხვა ფაქტორთან ერთად ზუსტად ეგეთი დამოკიდებულება განაპირობებს მეტწილად ხვიჩას რეგრესს და როცა ამ დასკვნამდე მივალთ მეტისმეტად გვიანი არ იყოს... ჯერ იყო და სპალეტის ვუწოდებდით არაპროფესიონალს, პორტუგალიელ რუისაც გადავწვდით ეგ პასებს არ უკეთებსო, გარსიას ყველაფერი მოვიკითხეთ და არც მაცარისთვის დაგვიკლია რამე, ახლა ახალი მწვრთნელის ჯერიც მოვიდა, როგორ შეიძ₾ება ყველა დამნაშავე იყოს?? თურმე შეცვლა როგორ გაუბედეს ეგ ხომ ,,კვარადონაა", დაანებეთ ხალხო ილუზიებში ცხოვრებას თავი და ამ ბიჭსაც მეტად მიეცემა თავისი პოტენციალის გამოვლენის შესაძლებლობა

• Charley

ფაქტია გუნდი შავბნელ ბურუსშია გახვეული და ცუდი აურა სუფევს იქ. კალცონამ გუნდს ბურთის მეტად გაკონტროლება მოთხოვა სწორხაზოვანი პასებით რათა ის ქაოტურად არ დაიკარგოს რაც ბუნებრივია გულისხმობს ნაკლები ინდივიდუალურ ქმედებებს ფეხბურტელების მხრიდან და აგერ კვარა დრიბლინგზე/მოტყუებაზე ფაქტიურად არ წასულა ბურთის დაკარგვის შიშით. აქ სწორი ბალანსია საპოვნი, კალცონას დაბრუნებულმა 4-3-3-მა ისევ აუტის ხაზზე "მიასვარკა" ხვიჩა და კარგი პლაცდარმი შეუქმნა ოპონენტებს ისევ იმ სამ კაციან გალიებში გამოკეტონ კვარა რომელსაც ისედაც ართუ სახარბიელო პერიოდი უდგას და მწვრტნელი მეტი თავისუფლად გადაადგილების მაგიერ სიღრმეში პირიქით თვითონ ზღუდავს. არ ვიცი გამოსავალი რა არის უკვე დარღვეულია ხვიჩასა და ნაპოლის შორის ის ჰარმონია და აღმაფრენა რაც იყო, ალბათ ასეთ ვითარებაში წასვლაც ჯობს მაგრამ აქ ბებერ ლავრენტას ყავს "დაჭერილი" კაბალური კონტრაქტით და გუნდის გამოცვლაც ესეთ ვითარებაში რთულად მოსჩანს.

• ლადო

ხვიჩას შევეშვათ ეს არის იმ დონეზე რა დონეც საქართველოს ნაკრებს ეყოფა, მადლობა ღმერთს ვითარდება და პრესპექტივაც არის, ნუ ეხლა მესის და რონალდოს დონეს ნუ მოვითხოვთ მისგან, მთავარია ეხლა ჭავკვეტაძე და მიქაუტაძე ჩაჯდნენ ფორმებში მარტისთვის, კვარამ მეტი რა ქნას, ეს მაქსიმუმია, რატომ ითხოვთ საუეთესოს მსოფლიოში?

• ჩემი აზრით

უბრალოდ ხვიჩამ ვერ გაუძლო ამხელა ფსოქოლოგიურ დაწოლას.როგორც რუსები იტყვიან "გემიდან უცბად წვეულებაზე" აღმოჩნდა.ყველა ცდილობდა მის გამოყენებას.ქართული ოცნება დაუმსახურებლად ცდილობდა მისი წარმატებების მითვისებას,პატრიარქთან მისი შეხვედრა იმ ქალთან ერთად რომელთანაც ქორწინებაში არ იყო და იტალიაში აკითხავდა,ჩარტერული რეისები ნაპოლის თამაშებზე დასასწრებად.მოკლედ გადაიწვა.

• სოსო

არადა შარშან ამ დროს ამას ქარმოიდგენდა ვინმე? სინამდვილეში ტალანტია და შესაძლებლობა ბევრად დიდი აქვს, აქ ცოტა მენტალურ ან ფსიქოლოგიურ პრობლემასთან გვაქვს საქმე, არადა ქეცბაც რაიონიდან იყო მაგრამ არანაირი პრობლემები არ ქონია (თავში ავარდნას ვგულისხმობ).

• გიგი

ფაქტია, რომ ნაპოლის აკლია ის ფსიქოლოგიური კომპონენტები რაც გამარჯვების მოსაპოვებლად ბონუს შესაძლებლობად შეიძლება ჩაითვალოს. ესენია: გამარჯვებულის მენტალიტეტი, თავდაჯერებულობა და ხანდახან თავისუფლად მოქმედების უფლება. ამ ყველაფერს დამატებული "შაურიანი" მწვრთნელები და მივიღეთ ის რაც მივიღეთ. რაც შეეხება კვარაცხელიას თამაშს ყველა მატჩში ასრულებს რამოდენიმე გადაცემას რომელიც პოტენციურად გოლს უნდა მოასწავებდეს მაგრამ... უფრო მეტი უნდა აიღოს თავის თავზე მიუხედავად დავალებული შეზღუდული მანევრებისა(ბურთის "თრევა" არ ოგულისხმება, შორიდან დარტყმები იქნება სწორი). წარმატებები ყველა ქართველ სპორტსმენს.

• სოსო

იტალიური არ ვიცი და მათ მედიას ვერ ვეცნობი,მაგრამ რაც იქიდან სტატიები ითარგმნება,მათი ხარისხის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ,უკვე დროა,ღვთისავარ ანთაძის წერილები თარგმნონ და გამოაქვეყნონ,საკუთარ საიტებზე. არც ტაქტი ღალატობს,არც ობიექტურობა და არც ინტელექტი.

• მწვრთნელი

ფსიქოლოგია და ფსიქიკა! ადრეც დავწერე და იგივეს ვიმეორებ! ნაპოლიში (ისევე როგორც საქართველოს ნაკრებში) ნორმალური ფსიქოლოგი, თუ მუშაობს!? ყველა მთავარი მწვრთნელი ვერ გამოდგება კარგ ფსიქოლოგოდ! ეს ფაქტია!

გადრანი "კაირატიდან" "ბეითარში" გადავიდა

საზონოვი "ხეტაფეში" ტრანსფერის 120-წამიანი დაგვიანების გამო ვერ გადავიდა

ქართველი მეკარე ესპანურ გუნდში გადავიდა

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

"ჯერ კიდევ ყველაფერი შესაძლებელია" - კვარაცხელიას და დავითაშვილის კომენტარი

სავარაუდო შემადგენლობა თურქეთთან - სანიოლის საფიქრალი

ოფიციალურად: სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს "ნაპოლიმ" ელმასი დაიბრუნა

საქართველო VS თურქეთი - მსოფლიო ჩემპიონატისკენ დავიძარით!

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

[VIDEO] ნევეშის სუპერგოლები და კვარაცხელია შეცვლაზე - პსჟ-მ "ტულუზას" მოუგო

ანგისას გოლი 90+5-ე წუთზე - "ნაპოლიმ" "კალიარის" სძლია

ბოლო დეტალები თანხმდება - ჰოილუნი კარიერას "ნაპოლიში" განაგრძობს

ჰოილუნი "ნაპოლის" უახლოვდება - "პარტენოპეი" ფეხბურთელის დაყოლიებას ცდილობს

"ნაპოლიში" კვარაცხელიას ეს ფენომენი შეცვლის" - ანტონიო კასანო

ჰოილუნი უკვე ნეაპოლში და დღეს "ნაპოლის" ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება

რისიც გვეშინოდა და როგორ უნდა "დაუძვრე" წაგებას - თურქეთის შემდეგ