<p>UFC-ის ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი მიმართვას ავრცელებს:</p><p>"როგორც იცით, ჩემ მიმართ ბოროტი ადამიანებისგან წამოვიდა ცილისწამება და აბსურდული ბრალდებები ჩემი სახელისა და რეპუტაციის შელახვის მიზნით, რამაც ძალიან იმოქმედა ჩემს ოჯახზე, ნათესავებსა და გულშემატკივრებზე. ჩემს მშობლებს ნერვიულობის ნიადაგზე სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემები დაეწყოთ. აქამდე ვიკავებდი თავს და არ მინდოდა ამ პროვოკაციებზე პასუხის გაცემა, ახლა კი იძულებული ვარ, მოგმართოთ და დაგამშვიდოთ. ვინც მე მიცნობს ემიგრაციასა და საქართველოში, ყველამ კარგად იცის, რომ მე არასდროს არ ჩამიდენია ისეთი საქციელი, რაც შეარცხვენდა ჩემს გვარს, ჩემს ოჯახს და ჩემს სამშობლოს.</p><p>მე არასდროს ჩემს სიცოცხლეში არცერთ ბრალდებულის საქმეზე არ დავუკითხივარ პოლიციას, არ მიმიცია ჩვენება არავის წინააღმდეგ და არასდროს ვყოფილვარ მოწმე სასამართლოში. ყოველთვის, რითაც შემეძლო, გვერდში ვედექი გაჭირვებულ ადამიანს, როგორც ძმა და როგორც მეგობარი. ყველაფერი, რაც ჩემზე ითქვა, არის საშინელი ცილისწამება. არ ვაპირებ დეტალებზე საუბარს და ვფიქრობ, რომ სოციალური ქსელები არ არის ის ადგილი, სადაც შეიძლება პასუხი გავცე ამ ბინძურ კამპანიას. გთხოვთ ყველას, შეინარჩუნოთ სიმშვიდე და არ აჰყვეთ პროვოკაციებს. მე მართალი ვარ ჩემი ოჯახის, ჩემი კაცობის, სამშობლოსა და ღმერთის წინაშე...!" - წერს მერაბ დვალიშვილი.</p><p><p><p><p><p><br></p>
ჭიჭე
Odala. ქურდობა გინდა ჩემი დედაია თუ რაშია საქმე ბიჭო?
ოდელია დელია XII
რას ბჟუტურობ თუ კაცი ხარ, ყავაზე მკითხაობ თუ კარტზე?
Georgia
დაიკიდე ძმაო.ცუდას რად უნდა მტერობა კარგია მუდამ მეტრიანი.
ვაგნერი ჯანაშია.
დაიკიდე ვიღაცა ჩაქუჩა კრიმინალი.შენგან ქამარი გვჭირდება.ჩაქუჩა კი ერთი ღვარძლიანი და შურიანი ვინმეა.ვერაფერს მიაღწია და სკდება ბოღმით შენი წარმატების ფონზე.
ჟორა გაბრიჭიძე
მერაბ, მე მჯერა შენი. იცოდე რაც უფრო წინ წახვალ, მით მეტი მტერი და გულღვარძლიანი კაცუნა გაგიჩნდება, ამიტომ მაქსიმალურად ეცადე ნაკლებად იკითხო კომენტარები. შენგან ქვეყანა ჩემპიონის ქამარს ელოდება და უნდა გაამართლო ეს მოლოდინი. წარმატებები ყველგან და ყველაფერში.
ქალი
არავაჟკაცურია ადამიანს, წარმატებულს რაღაცეები მოუგონო,წლების მერე და ცდილობდეს მისი რეპუტაციის შელახვას.მაშინ მაგ ჩაქუჩაზეც ითქვა რაღაც_რაღაცეები და გამოვიდეს ვინმემ და გული ატკინოს?
odala
ეჭვი მაქვს ამ კომენტარებიდან ნახევარი ჯალაღონიას დაწერილია, ფინიასავით რომ დასდევს ქართველ მებრძოლებს და ჟურნალისტობას იბრალებს. ფეისბუქიც აკლებული ჰქონდა ხურციძის ვიდეოებზე - ყველა მებრძოლი მერაბის გვერდით დგას და სულ ეგ არის რაც უნდა იცოდეო. გვერდით დგომაში რა იგულისხმება არ ვიცი, მაგრამ, ხურციძემ თქვა, მე რომ მოწმეებს რამე მოვთხოვო, შარში გავეხვევიო. ისიც ვიცი, რომ ეგ კაცი მთლად უდანაშაულო არ არის. ბრუკლინში ხალხი ლაპარაკობდა იმ პერიოდში, რომ ნაღდად აწუხებენ ქართულ ბიზნესებსო შულაია და მისი სასტავი. თუ დვალიშვილი და სხვებიც არ იყვნენ მაგ სასტავში, მაშინ რანაირად მოხდა მერაბის ამ ამბებში გარევა? მახსოვს მაყაშვილის სახელიც ისმოდა მაშინ ამ საქმეებზე. ჩაქუჩამ მაშინზე თქვა, ციხიდან, მაგ ხალხის გამო ვზივარო. მაყაშვილმა ვიდეოთი უპასუხა, გამოხვალ და ვილაპარაკებთო. იმის მერე არ ვიცი ილაპარაკეს თუ არა, მაგრამ რახან ახლა მერაბზე წავიდა ლაპარაკი და მაყაშვილიც არ ჩანს, შეიძლება ხურციძემ და მაყაშვილმა იბაზრეს და გაარკვიეს, რომ დვალიშვილი ნაღდად იყო მოწმის სახით გარეული. თუმცა ჩაქუჩას უდანაშაულობისაც არ მჯერა. თუმცა მოწმის გარეშე შეიძლება ვერც დაეჭირათ. პ.ს. მერაბი ჯიგარია, მაგრამ რომ ვთქვა თავს დავდებ არ არის-მეთქი მკისრებელი, მოვიტყუები.
ხვიჩა
ჩაქუჩა გვიმტკიცებს რომ ამერიკის სასამართლო მურუსიძის სასამართლოს დონისაა და "უდანაშაულო" კაცი დანაშაულის დაუმტლიცებლად ჩასვეს ციხეში )))))))
გიორგი
ჩაქუჩა არის ჩლუნგი აზრობრივად ჩამორჩენილი კანონიერი ქურდების ხელის ბიჭი. ვინმემ არ ჩაგაჩაქუჩოს სადმე ბიჭო!
პავლოვიჩი
ცილისწამება ბოროტების მეთოდია,რომელსააც არ უნდა აჰყვე. სიმშვიდე და წარმატებები.
ვახო...
მერაბ, ნამდვილად არ აყვე პროვოკაციებს... ცილისწამება, ერთერთი უდიდესი, საშინელი და ბოროტი ცოდვაა! ამიტომ, სიმშვიდე შეინარჩუნე და ყველაფერი გაირკვევა... წარმატებები მერაბს და ყველა ქართველ მებრძოლს!
დათო
აი რატომ ვაგებთ ომებს.ქართველი ქართველის მტერია.როგორ მტკივა გული რომ ბევრი ქართველი ქართველს აღარ ჰგავს.
საქართველო
დავით ჩაგეთვალა, მაგარი იყო ნაპოლეონი )))))
ნიკა
დოროყაშვილს სქესი არ აქვს კაცებიც ბევრნი არიან მისნაირი,მაგ ჩაქუჩა
დავითი
"ქართველ კაცს" ,ნაპოლეონი რა პონტში გაწერია მეტსახელი? ეს ორმაგი სტანდარტები კომფორტულიაა ხომ? )
ლუკა
100%-იანი, აშკარად რუსული პროპაგანდაა,ყველა სულგაყიდული ქართველის მონაწილეობით. ძალიან ეჩხირებათ რუსებს დვალიშვილი თავისი მკვეთრი და ხმამაღალი ქართული პოზიციით. კიდევ ბევრი რუსეთუმე გაიშიფრავს თავს.
ნიკა
არა უშავს მერაბ, ეს იმ კატეგორიიდანაა ვიღაც კრემლის მონები ტიკტოკზე, რომ ვიდეოებს დებენ უკრაინის დროშა გულზე აქ და საქართველოსი ფეხზეო (საქართველოს რომ გულით ატარებ პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით ვიცით), მიზანმიმართულად მოქმედებენ. იგივე მოხდა ჩრდილო მაკედონიასთან. მაგი ჩაქუჩა კიდე წარსულის გადმონაშთი კრიმინალია, თავის ხალხს უცხო ქვეყანაში რომ ფულს ძალავს მასეთს კაცი არ ქვია, რამის თავი თუ ქონდა აბა ამერიკელებთან მისულიყო :), აბა კითხეთ ვადაზე ადრე რატომ გამოუშვეს ციხიდან? ან დეპორტი რატომ არ მისცეს? ამიტომ ეს მოტივაციისთვის გამოგადგება და სულ წინ იარე
fuuu
ჩაქუჩას ქმედებაში ჩანს მისი გაბრეცილი აზროვნება. ასეთი არასწორი ცხოვრების გზაზე დამდგარს პრობლემებს რა გამოულევს. გილოცავ მერაბ, წარმატებებს გისურვებ.
დუდუ
შურიანი ყოფილა ეს ჩაქუჩა და ვაბშე რა ხმას იღებს? სპორცმენი კაცი რომ ვიღაც რაჟდენას დაუდგები ავჩარკად და რეკეტირობას დაიწყება და ვიღაც საცოდავების გალახვას საერთოდ რაზეა ლაპარაკი
Რაგბის ფანი
მერაბ დვალიშვილს მხარს უჭერს საქართველო!
ნაპოლეონი
ქართველი კაცი რომ იტყვის ,მე მცხვენია რომ სტალინი ქართველი იყო,ის ჩემ თვალში არის ნული. . .დანარჩენი აღარ მაინტერესებს. . .მერაბ დვალიშვიშვილი ამის შემდეგ ნულია ჩემ თვალში. .
ზურა
წარმატებები მერაბს და ილიას. მერაბ შენ საქმეს მიაწექი რა დროს ეგეთებზე ფიქრია? ჩემპიონი უნდა გახდე
სიმენონი
არვიცი რახდება რეალურად, მაგრამ ჩაქუჩა როგორც მინიმუმ არასწორად მოიქცა როცა ის ვიდეო ჩაწერა. თუ რაიმე არასწორი მოხდა მერაბის მხრიდან ცოტა სხვანაირად უნდა აეხსნა. ვანელებზე ყოფილა ნაწყენი მერაბს გვერდით უდგახართო და ვითომ მე არავის ვახსოვარო, ვის უნდა ახსოვდეს ვისთვის რა გაუკეთებია ან სად უხსენებია ვანი და ვანელები, მაგრამ არავის არ დავიწყებია მიუხედავად ამისა და ყოველთვის ყველა ძალიან წუხდა რა პრობლემებიც ქონდა მაგის გამო. მერაბმა რაც შეცდომა დაუშვა ვანელობა და ქუთაისლობა ხუმრობით როცა მოიხსენია, მაგის გამოც არავინ გაბრაზებულა, გულზე მოხვდა ხალხს, მაგრამ აპატიეს. მერაბმაც მიხვდა რომ ცუდად გამოუვიდა და ცდილობდა გამოსწორებას. ახლა ჩაქუჩამაც კეთილი ინებოს და როგორი საჯარო ვიდეოთიც დაიწყო საუბარი ამ ბინძურ თემებზე, ასევე საჯაროდ ახსნას მისი საქციელი, ბოდიში მოიხადოს და ჩაეხუტოს ამ კაცს და დავიწყოთ სუფთა ფურცლიდან. შეცდომები ყველას მოსდის მაგრამ მერაბის ჩამშვებლობას ვერ დავიჯერებ. თუ დაიბარეს დაკითხვაზე მივიდოდა და გასცემდა პასუხს, მერე რა? ფიგურირებდა დვალიშვილის სახელი და გვარიო, რა გასაკვირია?
ბრუკლინელი
8-10 წლის უკან ქართველები ბრუკლინში ფაქტიურად ყველა ერთმანეთს ვიცნობდით და ყველამ იცოდა ვინ რა პიროვნება იყო, ეხლა ამ პერიოდში აირია სიტუაცია რაც ეს მექსიკა გახსნეს ვერ გაიგებ ვინ ვინ არის, ხო და რისი თქმა მინდა ყველამ მშვენივრად იცის რომ რაჟდენა და ჩაქუჩა ერთად მოქმედებმდნენ, სადაც რაჟდენას ავტორიტეტი ვერ ჭრიდა იქ ჩაქუჩა ერეოდა საქმეში და ბევრი ქართველიც უცემია, ზოგ ზოგიერთმა ადგა და დაწერა განცხადება, ერთ-ერთ ქართულ რესტორანს წილს სთხოვდა რაჟდენა, სერიოზული გარჩევები იყო, ვიღაც დაიჭრა კიდეც, წილს სთხოვდნენ იმ ბიჭებს ვინც "პს რიჩარდში" მუშაობდა, ვინც არ გადაიხადა სცემეს კიდეც, კიდევ რამდენი რამე, ეხლა რომ გამოდის ჩაქუჩა და იძახის აბა სად არის ის ხალხი ვისაც ნეკნები ჩავუმტვრიეო, მაჩვენეთო. ჩაქუჩას ჰქონდა 10 წელი მისჯილი, ისევე როგორც კიდევ რამდენიმეს, ჩაქუჩას უშვებენ ადრე და თან დეპორტიც არ მისცეს, როცა დანარჩენებს სასჯელის შემდეგ დეპორტი მისცეს და ციხიდან პირდაპირ ტრაპთან მიაცილა პოლუციამ, დასკვნები თვითონ გამოიტანეთ ვინ ითანამშრომლა პოლიციასთან
გიორგი
ასეთივე შავი პიარი აგორებულია ქართულად ილია თოფურიაზეც. ე, ბიჭო რამდენი უნდა ვწერო აქ, რამდენი ქართველის გასახარებელი მნიშველოვანი ფაქტიც მოხდება იმდენი მიზანმიმართული მცდელობა იქნება მიუკიბავად რო ვთქვა, იქბნება რო ჩაგვიჯვან ხასიათში. სხვა დანიშნულება კი არა აქვს ამას. ხვიჩაც ამის მარტო ერთი ნაწილია. სხვა იქნება წარმატებული ქართველი, ეგრევე აგორდება იმაზეც. ძაან აშფოთებთ ქართველის მეჟდუნაროდნი წარმატება. უკაცრავად, მაგრამ ეს ქართველები ცოტა არ იყოს და წავიდებილებთ, რა, და ეგ ერთადერთი არა, მაგრამ მთავარი იმედია ჩვენი 'მოყვარეების' ხელში. 'გლახუნამ' მოიწერა რო ქართულის მცოდნე პირები არიან ჩართული ამ საქმეში ვლადიკავკაზში, რაც ჭკუასთან ახლოსაა. ცნობილია 'ბოტების ქარხანა', აწ დაბრედილი პრიგოჟინის პირმშო. არ არის გამორიცხული სხვა ძალებიც იყონ ჩაბმული, მაგრამ ანტიქართული კამპანიის ნაწილი რომაა უკვე იდიოტისთვისაც ფაქტია. ამაზე მე კი არა აქაური სპეც სამსახურები უნდა მუშაობდმნენ. არ არის ეს მარტო ჩვენი ავადმყოფობის, 'მკლავი მომჭრეს, კარგი რატომ აგიგია'-ს მიზეზით.
oto777
მერაბ ყველას ძალიან გვიყვარხარ და გვეამაყები,წამითაც არ გამიფიქრია,რომ რასაც გწამებენ მართალია.ერთი ნაბიჯი დაგრჩა ჩემპიონობამდე და ეხლა მარტო ამაზე იფიქრე დაიკიდე სხვა დანარჩენი.წარმატებები და წელს ქამარი გვინდა აუცილებლად.ღმერთმა დაგლოცოს და კიდევ უფრო გაგაძლიეროს!!!
Fila
გაგახსროს ღმერთმა მერაბ. ჩაქუჩასნაირ პიტალოებს ნუ მოუსმენ.
s
გრუზინი მოძველბიჭო ბოღმა ტიპი რეებს აბრალებს მერაბს … ამერიკაში წავიდა საქმე კარგად მიდიოდა მაგრამ თვითონ გაუჩალიჩა თავის თავს და ეხლა მერაბს აბრალებს… ფუ შენი არაკაცი ხარ ჩვეულობრივი ტო
wtf
ჩაქუჩა არის ერთ უჯრედიანი და რაც აყურყუტეს იმაზე მეტი ქართველებისგან ეკუთვნის. ემიგრაციაში წასულ ხალხს წვალებით ნაშოვნს ართმევდა და სცემდა დაუნდობლას სანამ ბოლო კაპიკს არ ამოღლეტდნენ ვითომ ქურდი რაჟდენა შულაიას უკანალში ძრომით. ეგეთები ამოსაძირკვები არიან და გასარიყი ერიდან. თქვენ კიდევ ვიდეობს უღებთ და ინტერვიუებს ართმევთ მაგ არა კაცს.
დავით 67
ეხლა უკვე ამ ბიჭსაც მიადგნენ? რა ბოროტი ხალხითაა ეს ქვეყანა სავსე. 3,5მილიონიან ქვეყანაში, ამდენი უსაქმური, ბოროტი, ჭორიკანა,სხვისი ცხოვრებით მცხოვრები, არის სხვა რომელიმე ქვეყანაში კიდევ?
სიმართლე
კაცი ხარ კაცური ჯიგარო, საქართველოს მოყვარული
გულშემატკივარი
პროვოკაციებს არ აჰყვე მერაბ. წარმატებულ კაცს ყოველთვის ცილს სწამებენ. შენ არ გაქვს თავი სამართლებელი,ყველას უყვარხარ და ერთი ორი კაცუნას გამო არ ღირს ნერვიულობა. შენს გვერდით ვართ ბოლომდე!
ვაჰმე
ღმერთიც შესაბამისად დაგაფასებს და მფარველობას არ მოგაკლებს. გაიხარე.წარმატებები!
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
დვალიშვილი არ დაისვენებს - მერაბი ჰენრი სეხუდოს კიდევ ერთხელ დაუპირისპირდება
"დროა, ცოლი და შვილები გყავდეს" - იანმა დვალიშვილის პოსტს უპასუხა
[VIDEO] "მერაბის მიმართ მხოლოდ სიყვარული და პატივისცემა მაქვს" - უაითმა დვალიშვილთან კონფლიქტი დასრულებულად გამოაცხადა
"ეს ჩემი ქმარია!" - პიოტრ იანის მეუღლე მისი მეორე ნახევრის დვალიშვილთან გამარჯვებას გამოეხმაურა
"დვალიშვილისთვის სწრაფად გამოჯანმრთელება არ მისურვებია" - რუსეთში ჩასულმა იანმა თავი იმართლა
წლის საუკეთესო მებრძოლი - პოპულარულმა MMAJunkie-მ და ESPN-მა მერაბ დვალიშვილი აღიარეს