ხვალ, 28 თებერვალს, სტარტს აიღებს და 3 მარტის ჩათვლით ტაიბეიში (ტაივანი) გაიმართება მსოფლიო ჩემპიონატი იუნიორთა შორის ფიგურულ ციგურაობაში, სადაც მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ნაკრები გუნდის წევრი სპორტსმენები:

ანასტასია მეტელკინა/ ლუკა ბერულავა (სპორტული წყვილი)

ინგა გურგენიძე (ერთეული)

კონსტანტინე სუპატაშვილი (ერთეული)

მარიია ალიევა -ეჰორ ბარშაკი ( სპორტული ცეკვები)

ჩვენი სპორტსმენები ოფიციალურ დელეგაციასა და ფედერაციის პრეზიდენტ მარიამ გიორგობიანთან ერთად უკვე ტაიბეიში იმყოფებიან. ბიჭების კატეგორიაში მსაჯთა შემადგენლობაში იმუშავებს საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი სალომე ჩიგოგიძე.

მსოფლიო ჩემპიონატზე სულ მონაწილეობას მიიღებს 45 ქვეყნის 187 სპორტსმენი.

პირველ სატურნირო დღეს, 28 თებერვალს, 19 სპორტულ წყვილს შორის იასპარეზებს ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას სპორტული წყვილი, რომლებიც ჩემპიონატის ფავორიტად ითვლებიან.

ეს წყვილი, მათი ასაკობრივი ლიმიტის გამო, იუნიორთა კატეგორიაში მონაწილეობას ბოლოჯერ მიიღებს. გვჯერა, რომ ანასტასია და ლუკა , გრან პრის გამარჯვებული წყვილი, ამ მსოფლიო ჩემპიონატზე კიდევ ერთხელ დაადასტურებენ თავიან შესაძლებლობებს და მსოფლიო დონეზე მათ კონკურენტუნარიანობას. ჩვენი წყვილის გამოსვლა მოკლე პროგრამით მე- 14 სასტარტო ნომრით საქართველოს დროით 08:45 საათზე დაიწყება.

ხვალვე, დღის მეორე ნახევარში, მოკლე პროგრამით იასპარეზებენ გოგონები. ინგა გურგენიძე 46 მონაწილე სპორტსმენს შორის 44 -ე ნომრით გამოვა 16:55 საათზე.

წარმატებას ვუსურვებთ ქართველ სპორტსმენებს სეზონის ბოლო, ყველაზე მნიშვნელოვანსა და საპასუხისმგებლო ტურნირზე -იუნიორთა შორის მსოფლიო ჩემპიონატზე.

წყარო: Georgian Figure Skating Federation

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა