გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ნაპოლის“ გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია პსჟ-ში კილიან მბაპეს შეცვლის მთავარი კანდიდატია, რაზეც კომენტარი ფეხბურთელის აგენტმა მამუკა ჯუღელმა გააკეთა. მან თქვა, რომ რა თქმა უნდა, შეთავაზებები არსებობს, როგორ შეიძლება არ არსებობდეს და მაისში უფრო მეტი გაირკვევა. იტალიურ მედიაში გულშემატკივრების გამოხმაურებებზე დაყრდნობით კი წერენ (საკუთარ პოზიციას ასე ახმოვანებენ), რომ ხვიჩა ამ სეზონში ჩვეულად კარგად ვერ თამაშობს და მისი წასვლა ტრაგედია არ იქნება, თუმცა საქმე საქმეზე რომ მიდგა, ჯუღელის განცხადებამ ყველა საკმაოდ შეაშფოთა. ქართველი გუნდში ერთ-ერთი ყველაზე დაბალანაზღაურებადია, მისგან თავგანწირვას მოითხოვენ, თან არც მხარდაჭერით და არც ფინანსურად არ უფასებენ და ალბათ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში აგენტის ჩარევა დროული და აუცილებელი გახლდათ.

დღეს აღნიშნულ თემას რამდენიმე სოლიდური გამოცემა გამოეხმაურა, რომელთა ამონარიდებს გთავაზობთ.

la gazzetta dello sport

დაეხმარეთ „ნაპოლის“, რომელიც კვარაცხელიას კარგავს და აგენტი ამბობს, რომ ბევრი შეთავაზება აქვს

„გუნდს კვარაცხელიას მაგია სჭირდება, რომელსაც სახიდან ღიმილი გაუქრა. ვინ იცის, იყო თუ არა ზაფხულში უკმაყოფილოთა ცნობილ ჯგუფში. ამის დაჯერება ქართველი ვარსკვლავის მორცხვი ბუნებისა და თავშეკავებულობის გათვალისწინებით ძნელად წარმოსადგენია, თუმცა აგენტი მამუკა ჯუღელი ძალიან ხშირად ერევა საქმეში და თანაც, გამაღიზიანებელ მომენტებში. მისი თქმით, მაისში ყველაფერი გაირკვევა. იქამდე სამი თვე დარჩა და აურელიო დე ლაურენტისი და მოთამაშის გარემოცვა კონტრაქტის განახლებაზე მოსალაპარაკებლად უნდა შეხვდნენ. რა აზრი აქვს ამის ახლა, „ნაპოლისთვის“ და იმავე ხვიჩასთვის მძიმე პერიოდში გაკეთებას. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ჯუღელი პირობების გადახედვის მიზნით ზეწოლის განხორციელებას ცდილობს“.

Corriere dello Sport

კვარაცხელია თავის ზეუნარებს კარგავს, ხოლო აგენტი ქომაგებს აფრთხობს

ხვიჩას უფერულ თამაშს, შეცვლებსა და ხშირად განერვიულებულ მომენტებს შორის რთული პერიოდი აქვს

„კვარაცხელიამ თავისი ზეუნარები დაკარგა და მიდი და ახლა გაიგე, რა ხდება. ვინ ჩააყენა ასეთ მდგომარეობაში? რა დაემართა სკუდეტოს მოპოვებისას სეზონის საუკეთესო ფეხბურთელს და ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშეს - როდის, როგორ და რატომ. ძალიან ბევრი კითხვაა პასუხის გარეშე. ვეღარ ვხედავთ მარცხენა ფლანგზე მის ზებგერით გარღვევებს, ილუზიონისტურ ასპარეზობას, პასებს და გამაოგნებელ გოლებს. ბურთაობით აღფრთოვანებული იყო, ახლა კი ღიმილი ჩაქრა და გუნდივით მოწყენილად გამოიყურება. ის სკონიცოს სიმბოლოს წარმოადგენდა, ხოლო ამჟამად სქოლასტიკის სიმბოლოა. ერთ-ერთი ყველაზე მეტად გაღიზიანებულია: მთელი გასული წელი მოედანზე თავაწეული გადიოდა და გამოდიოდა, ხოლო ამჟამად თავჩაქინდრულია, გამოხედვაც სევდიანი აქვს, სიბრაზის ნაპერწკლები თვალებსა და ტუჩებს შორის დაფრინავენ. მწვრთნელი ფრანჩესკო კალცონა დარწმუნებულია, რომ მალე ყველაფერი მოწესრიგდება და გუნდს კვლავ დაეხმარება. მისია შემდეგში მდგომარეობს - დავუბრუნოთ თავისუფლება, სილაღე და ბედნიერება.

თითქოს ეს საკმარისი არ იყო, ჯუღელი აგრძელებს განცხადებების გაკეთებას, რომლებიც აღელვებს ნეაპოლელთა გულებს და ქარიშხალს იწვევს. „ბარსელონა“ და პსჟ? ახლა მისი თამაში თვითრეკლამისთვის საუკეთესო საშუალება არაა, მაგრამ კვარაცხელიამ დაამტკიცა, რომ ის „კვარაა“, წმინდა იმპულსის მქონეა, ჟონგლიორია, საფეხბურთო სპრინტერის პროტოტიპია, სლალომისტია, ფეხბურთის მოყვარულთა სიხარული და აღფრთოვანებაა. თუმცა, ისე მოჩანს, გუნდის ინვოლუციაშია ჩათრეული, არ ძალუძს მისი მორევიდან ამოყვანა და თავადაც მორევშია.

პრობლემა, პირველ რიგში, კოლექტიურია, რაც სხვადასხვა მიზეზითაა გამოწვეული: დაიკარგა „კოდები“, თავდაჯერება და ტექნიკური მახასიათებლები, ადამიანური ურთიერთობები, ბრძოლის აგრესია და თანადგომა. ხვიჩა 23 წლის ფენომენია. მას ზურგს ბრწყინვალე სეზონი უმაგრებს, რაც ამავდროულად, ზეწოლას ახდენს, რომ ჩასაძირად განწირული ხომალდი ოსიმენთან ერთად უნდა გადაარჩინოს.

კვარაცხელია, ამ ქაოსში, კრიზისში სამი მწვრთნელის გამოცვლისას, როდესაც გუნდი მეოთხე ადგილიდან ძალიან შორს არის, შენ სიმშვიდეს საჭიროებ“.

Sportmediaset-ი წერს, რომ ოსიმენის წლიური გასამრჯელო 10 მილიონი ევროა, კვარაცხელიასი - 1.2 მილიონი. დე ლაურენტისი მისთვის ხელფასის მომატებას არ ჩქარობს. ამ დროს უსიამოვნო სიურპრიზების თავიდან ასარიდებლად ჩამოყალიბება მართებს, რამეთუ დიდი ალბათობით, ზაფხულში ოსიმენი წავა, „კვარას“ გუნდთან დამშვიდობება კი ტიფოზებისთვის დიდი დარტყმა გახდება.

Ilmattino მიიჩნევს, რომ აგენტი განცხადებებს „ნაპოლიზე“ წნეხის გასაზრდელად და ხელშეკრულების გადახედვის მიზნით აკეთებს.

გენა
კვარა რომ მაღალი დონეა ფაქტია. ორი და სამი ჩაგდებული თამაშით არ იზომება. მაგრამ მბაპე მაინც სხვა კლასია. კვარა მბაპეს დონე არაა და არც მგონია ოდესმე გახდეს.
Georgia
კილიან მბაპე შემცვლელად?! მდაა, რა ვიცი, რა ვიცი ...
ნოდარი
რა სისულელეა. ბიზნესია ჩვეულებრივი და ფეხბურთელი კი აქტივი. რაც უფრო კარგად ითამაშებს აქტივის ფასი მოიმატებს.
q
წატით თქვენი ნაპრუწი არ გაიშვას. არცერთი მწვრთნელი არ ითხოვს მოთამაშეებისგან, რომ კვარაზე გააკეთონ აქცენტი სხვა. სანამ შეიძლება ამ დაიგნორების ატანა კოლეგებისგან. არ გინდათ ვარსკვლავი გუნდში? ჰოდა გყავდეთ პოლიტანო და რასპადორი, რასაც აკეთებენ ბოლო თამაშებში და რას მოიგებთ, იმასაც ვნახავთ.

ლაურენტისის დავალებით აიგნორებენ ხვიჩას? და აზრი? 'ბარსელონას'რომ გასცდნენ, ძალიან დიდ ფულს აიღებს გუნდი, ანუ ლაურენტისი. რაში აწყობს ბარსელონასთან ხვიჩას "გაფუჭება" და თამაშის დანგრევა ფეხბურთელებისათვის დავალების მიცემით, კვარაზე პასი არ გააკეთოთო? ხელფასის მომატება რომ არ მოითხოვოს, იმოტომ? და რომც მოითხოვოს, რა მერე, არ მოუმატებენ და მორჩა. ვერც ვერაფერს იზამს. კონტრაქტის გახანგრძლივება აიძულოს იგივე პირობებით? ხვიჩამ იმსიგრძე კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომ ლაურენტისს წელსაც და გაისადაც შეუძლია მშვიდად იყოს და არ იჩქაროს. ხოლო თუ სარფიანად გაყიდვა უნდა, მაშინ პირიქით რაც უკეთ ითამაშებს კვარა მით უკეთ გაყიდის.
ფანი
რა ბარსა რა პსჟ ბოლო თამაშებს გადახედეთ საერთოდ გაჩერებულია თან იცის რომ აკვირდებიან მის თამაშებს და არ თამაშობს არ დარბის , მოდი სიმართლე ვთქვათ რომ არასტაბილური ფეხბურთელია 10 თამადიდან ერთხელ გამოანათებს დანარჩენი 9 თამაში უბრალოდ დადის სტადიონზე . აქამდე ვუყუფებდი იმის იმედით ან ეხლა იზავს რამეს ან ეხლა თქო მაგრამ მაგის სურვილიც დამეკარგა ერთი თამაში ორი თამაში სამი თამაში ტიპი დადის არ დარბის . ლივერპულთან ლიგაზე რა გააკეთა ჩაატარა კლასი , ფაქტია ნიჭი აქვს ტექნიკური არის მაგრამ შემდეგ ლიგის თამაშებზე გაჩერდა და დაგვიტოვა ტკბილი მოგონებები ასე ვერ წავა შორს სამწუხაროდ:(///
ციციკორე
ხვიჩას კონტრაქტში არაფერი უცნაური არაა. წარმოიდგინეთ, მეორე ლიგაში გავარდნილი რუბინიდან, ბათუმის დინამოს გავლით გადმოდის საშუალო სტატისტიკის მქონე ფეხბურთელი. რა გარანტია გაქვთ, რომ გაამართლებს?! მარა, გაამართლა კი არა, საუკეთესო სიზმარშიც არ დაესიზმრებოდა ლაურენტისს. ჯეკპოტი დაეცა. ჰოდა, რომელი გიჟი იტყვის ამ ჯეკპოტზე უარს?! რომ არ გაემართლებინა, ხელფასი უნდა დაეკლო? არაა ბიძია ეგრე. იძახით უმადური და ა.შ ახლა, ან ახალი კონტრაქტი უნდა გააფორმოს, ბევრად უკეთესი პირობებით, ან სხვა გუნდი მოძებნოს. აქაა საჭირო აგენტის მარიფათი.
შულაია
რას ბჟუტურებ თუ ხვდები, აუცილებელი კი არ არის გამოხტე და ყველა ნიუსზე აკომენტო, ასეთ აბდაუბდას რომ დაწერ, სანამ "გაგზავნას" დააწკაპებ გადაიკითხე მაინც, იქნებ მიხვდე რა სულელურ შეთქმულების ვერსიებს იგონებ და ცდილობ სხვასაც თავს მოახვიო ეს სირობა, მაგრამ რას მიხვდები თავში ტვინის მაგივრად როგორც ჩანს ფუჩეჩი გიდევ, თუ არა და ნორმალურად მოაზროვნე ადამიანმა სვანი რუსული სლენგით-სვანსკით,როგორ უნდა შეცვალო ან გვარი არ გაქვს ან სახელი.....ისე სირსკიი კაკრას მოგიხდებოდა რომ შემოქმედებით სახელად მოგენიშნა-მერე აჩხაკუნე შენი ბოდვები რამდენიც გინდა ლომოო!!...ბრჭყალებში რა თქმა უნდა...
სვანსკი
კვარასთან მიმართებით იგნორი ფეხბურთელებისგან, ნეიტრალიზება,ფსიქოლოგიურ ზეწოლა ისევ ნაპოლის პრეზიდენტისგან მოდის,ასე ვთქვათ ეს ფანდი ნებისმიერი ფეხბურთელის გასაფუჭებლად გამოდგება,დაუკვირდით რას ამბობდა და ეხლა რას ამბობს კალცონე,როცა მიხვდნენ,რომ კვარა შეიძლება დაკარგონ (ადრე აძაგებდა) ეხლა აქებს და თავისი იდიოტიზმის გამოსწორებას ცდილობენ,რა მამუკა? მამუკა ამათთან ანგელოზია, სატანა უნდა იყო,რომ ამათ აჯობო.კვარას სათამაშო პოზიციების შესუსტება პირდაპირ კავშირშია ნაპოლის პრეზიდენტის მსუქან ჯიბესთან,პრაქტიკული ვაჭრობის კიდევ ერთი მაგალითი
მირიან ს
ვინმე აძალებდა ან ჯუღელს ან კვარაცხელიას 2027 წლმადე ხელშეკრულების გაფორმებას?ეხლა რაღას წუწუნებენ?რა ფეხბურთსაც წელს თამაშობს,არ მგონია დიდად ხელფასის მომატებას რომ იმსახურებდეს.
გიორგი
მოაშორეთ ეს ქაჯი
Shavi kaci
Jugeli sagol!!! Xurdebi aqvs bichs xelfasi, aqvs jugels ufleba da valdebulia gaamwvavos tema tan yuradgebas iqcevs mediisas es ki ukve reklamas nishnavs... Raxan qartvelia 1,2 milioni sakmarisia,mashin roca 7 jer sauketesos nominaciashi agiarebuli fexburteli xar..eg araa martebuli da shansi araa xasiatze ar imoqmedos dachagrulad igrznobs nebismieri chventagani mis adgilas tavs...
ვალერი
როგორ ეტყობა ჯუღელს საუბრის მანერითაც და მოქმეებითაც რომ რუსულ და ქართულ ფეხბურთს არ გაცდენია.
ზაალ
მაგარი უტუ ჩანს ეს აგენტი. ნააზრევის შესაძლო შედეგებზე გარტყმაში არ არის. მარტო ოსიმენის მაგალითი რად ღირს.
მირიან
რა გინდათ ამ ჯუღელისგან. ყველაფერი ლაურენტისის ბრალია.ლიგის საუკეთესო ფეხბურთელს ყველაზე დაბალი ხელფასი(1.2 მილიონი) აქვს და მომატებაც არ უნდათ.ის შეთავაზება ხელფასის გაორმაგებაზე დაცინვა იყო. რამდენადაც ვიცით ხვიჩას მხარე თანახმა იყო 4-5 მილიონზე მაგრამ აფერისტი ლაურენტისი სხვანაირად ფიქრობდა. მას უნდოდა 2-3 მილიონად კონტრაქტის განახლება და გამოსასყიდის 100-120 მილიონამდე გაზრდა. ეს დაცინვად ჩათვალა ჯუღელმა(სწორადაც იქცევა) და კონტრაქტის განახლებაზე უარი თქვა. ზაფხულში გამოისყიდის ხვიჩა თავის კონტრაქტს და სადაც უნდა იქ გადავა.ამას ხვდება ლაურენტისი და უტევს ხან მედიიდან და ხანაც შიგ გუნდიდან
Sinsillo
რა კვარაცხელია ხოარ უბერავთ!?მთელი გუნდი არეულია,მითხარით ერთი ფეხბურთელი ნაპოლიდან რომელიც აჩრდილი არაა შაშანდელი სეზონის
რუსლანი
ეგ მარადონას ხანა მხოლოდ ნახევარი წელი გაგრძელდა?1 წელია კვარაცხელიას ნორმალურად არ უთამაშია,თუ რამოდენიმე გამონათებას არ ჩავთვლით.ნუ აგიჟებთ მაგ ბიჭს,ნუ ადარებთ ხან მარადონას,ხან მესის და ხან გარინჩას.
გიორგი
რა გინდათ თქვენ უმადურო ხალხო მაღალი კლასის ფეხბურთელი განუსაზღვრელი განვითარების პრესპექტივით ჩალის ფასად ჩაიგდეთ ხელში რომლის დამსახურებით თვით მარადონას ხანა დაბრუმდა ნეაპოლში და ხელფასის მომატებაც არ გინდათ რომელიც გროშებია მის დონესთან შედარებით და თუ კლუბს დატოვებს ზემოდან კიდევ უზარმაზარ მოგებას ნახავს კლუბის ბიუჯეტი.
თემო
ეს კაცი თავისი უცოდინრობით და სიბრიყვით გაშარავს კვარაცხელიას,აგერ ნახავთ.ჯერ ესერთი ჯუღელთან მოლაპარაკებას როგორ გამართავს რომელიმე კლუბი,როცა კვარაცხელიას ნაპოლისთან ხელშეკრულება 2027 წლამდე აქვს გაფორმებული.ანუ კლუბის გვერდის ავლით აწარმოებს მოლაპარაკებებს?ეს ფიფას წესდებით დასჯადი საქციელია.
ლაშა
ოსიმენთან დაკავშირებით ჯუღელმა თქვა, რომ წავა არაბეთში. სინამდვილეში ბრიტანეთში აპირებს გადაბარგებას, ეს კი ნაპოლისთვის სულერთია, თუმცა ოსიმენს გაუმართლა, რადგან სეზონში 10 მილიონიანი კონტრაქტის გაფორმება მოასწრო, როდესაც იანვარში გააფორმა ნაპოლისთან კონტრაქტი! ეს კი იმას ნიშნავს, რომ 10 მილიონის ნახევარს, 5 მილიონს ბრიტანეთში გადასვლამდე ჩაიჯიბავს. იეშმაკა და გამოსტყუა დე ლაურენტისს ოსიმ, და აი, ოსიმენმა კი შეურაცხოფად მიიღო მასზე გავრცელებული ამბავი სხვა კლუბში გადასვლის შესახებ... დე ლაურენტისმა კი თადარიგი დაიჭირა და ჭირვეულობს ე მანდ კვარაც არ დავკარგოო და ვინძლო ასეც მოხდეს, მაგრამ ნუთუ მართლა ვერ თამაშობს კვარა?! მთავარია საქართველოსთვის ითამაშოს და ნაპოლი მეორე პლანზეა ჩვენთვის!
მინო რაიოლა
მგონი მინო რაიოლას შემდეგ მამუკა ჯუღელი ყველაზე ცნობილი და ხშირად მოხსენიებული აგენტი გახდა ევრიპელი საფეხბურთო ჟურნალისტებისთვის )) მინიმუმ ნიგერიასა და იტალიაში იცნობენ უკვე ))
გიორგი
ძალინ კარგი,შეფუცხუნდით ცოტა,ღირსები ხართ ნეაპოლელებო ხო გინდოდათ წასულიყო ნაპოლიდამ??!!!ახლა რამ გაგაკვირვათ?!
ნოდო
ხვიჩა კი ორმაგად რომელსაც წინ ყავს და ვერ ამჩნევს რამდენად ზიანის მომტანი აგენტი ყავს
გრიშა პაპა
მოკლედ აგენტი ან ძაან ჭკვიანია ანაც იდიოტი,ვნახოთ რა იქნება 4 თვის შემდეგ.
გიო
არ არის ეს კაცი ნორმალური
Le Parisien: კვარაცხელია პსჟ-ს შეიძლება ბარსელონაში გაჰყვეს
გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა
Le Parisien-ი კვარაცხელიას ტრავმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
არისაბალაგა შეიძლება ფაბრეგასის გუნდში გადაბარგდეს
დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა
Le Parisien-ი კვარაცხელიას ტრავმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა
წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"
GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში
იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა
ლოჩოშვილმა ტრავმა მიიღო - "ნიურნბერგი" სახლში "ჰერტასთან" განადგურდა
გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა
"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ
"რეალს" გიულერის თაობაზე ორი კლუბი დაუკავშირდა - "სამეფო კლუბმა" გადაწყვეტილება მიიღო
"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა
"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია
"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა
[VIDEO] სათადარიგოთა სკამიდან შევიდა და ყველაზე შედეგიანი იყო - შერმადინის მაგარი მატჩი "რეალთან"
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა
"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ
ქართველი ტალანტი ჩაკვეტაძის სტილითა და ტოპჩემპიონატის პერსპექტივით - რა აახლოებს ხვიჩას "ოქროს ბურთთან" - ნუკრი რევიშვილი ბევრ თემაზე
პოლიტანომ "ნაპოლისთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
ტრიპიერი: გინდა, თვალმოუწყვეტლივ უყურო მესის თამაშს
ჯუღელის ნათქვამი მალე აცხადდება? - საუდის არაბეთში ოსიმენის კონტრაქტის გამოსასყიდს იხდიან, "მანჩესტერ იუნაიტედი" სხვა ფორვარდს იმატებს
"მის ჩანაცვლებას ვცდილობდით, მაგრამ ეს შეუძლებელია" - დე ლაურენტისმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"დე ლაურენტისი დათმობაზე წავიდა, ჯუღელის პირობები დაკმაყოფილდება" - "კვარას" ახალი ხელშეკრულების დეტალები ცნობილია
ბარტომეუ: ვიდეოგამეორება მხოლოდ "რეალს" სწყალობს
"თქვენ ჩემი მეგობრები კი არა, ძმები ხართ" - როგორ მიმართა ხვიჩა კვარაცხელიამ "ნაპოლის" ფეხბურთელებს დამშვიდობებისას
დაინტერესება სერიოზულია - კვარაცხელია გვარდიოლას სიაშია და "სიტი" ოფიციალური შეთავაზებისთვის ემზადება
"ოსერთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ოსერს" 1:0 ამარცხებს
"[VIDEO] ბარსელონასთან" მატჩის წინ ხვიჩამ ტრავმა მიიღო - პსჟ-მ "ოსერს" მცველების გოლებით მოუგო
ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა
"კვარაცხელიას ტრანსფერზე 6 თვე ხმაურის გარეშე ვმუშაობდით" - აგენტმა სიტუაცია განმარტა
Le Parisien-ი კვარაცხელიას ტრავმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
[VIDEO] 55-ე წუთიდან კაცნაკლულმა "მილანმა" "ნაპოლის" მოუგო
"თუ სხვა რამის გამო გაბრაზდა, არასწორი ადამიანი აირჩია" - დე ბრუინსა და კონტეს შორის დაპირისპირება მწიფდება? [PHOTO]
ნეიმარის ოჯახი ბარსელონაში სახლის იჯარით ასაღებად ჩავიდა
კონტე: "მილანთან" დავმარცხდით და არა რომელიმე აუტსაიდერთან
პსჟ-ს მეკარე: ძნელია მოტივაციის შენარჩუნება
Le Parisien: კვარაცხელია პსჟ-ს შეიძლება ბარსელონაში გაჰყვეს
"ნაპოლიმ" ისევ მოიგო და ერთპიროვნული ლიდერია