დაახლოებით ორ კვირაში, სტადიონის სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესამოწმებლად უეფას წარმომადგენლები ჩამოვლენ
"მიხეილ მესხის" სტადიონის მოედნის საფარის დაგება დასრულდა. სტადიონზე კი, სხვა სარეკონსტრუქციო სამუშაოები სრული დატვირთვით გრძელდება - ვაკის არენა სასექტემბრო თამაშებისთვის ემზადება.

ამ ეტაპზე, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე ისაა, რომ დაახლოებით ორ კვირაში, სტადიონის სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესამოწმებლად უეფას წარმომადგენლები ჩამოვლენ, რაც სფფ-მ ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოს თავად სთხოვა. უეფა გაეცნობა სტადიონზე მიმდინარე სამუშაოებს და სფფ-ს რეკომენდაციებს დაუტოვებს, რათა მეოთხე კატეგორიის მისაღებად, თავიდანვე ყველა დეტალი იქნას გათვალისწინებული.

ამასთან, ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის - თემურ ქეცბაიას თხოვნით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ წერილობითი თხოვნით მიმართა უეფას. ვინაიდან, ეროვნული სტადიონის მინდვრის საფარი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, "ჯვაროსანთა" თავკაცს სურვილი აქვს 2 სექტემბერს, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მნიშვნელოვან საშინაო მატჩს ლატვიის წინააღმდეგ, მისმა გუნდმა, სწორედ, "მიხეილ მესხის" ახალ არენაზე უმასპინძლოს.

უეფას თანხმობის შემთხვევაში, ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებები "მოედნებს გაცვლიან" - 1 სექტემბერს, ოთარ გაბელიას გუნდი "ბორის პაიჭაძეზე" დაუხვდება ესპანელებს; ეროვნული ნაკრები კი, ვაკეში ითამაშებს.

დღეს კი, საღამოს 17:00 საათზე, "მიხეილ მესხის" სტადიონზე ქართული ფეხბურთის გულშემატკივართა კლუბ "ჯვაროსნების" აქციაა დაგეგმილი. გულშემატკივრები სტადიონზე შეიკრიბებიან და სარემონტო სამუშაოებში მიიღებენ მონაწილეობას. ამასთან, მოეწყობა მათი ოფიციალური წარდგენა-პრეზენტაცია. ღონისძიებაზე დასწრება და მონაწილეობის მიღება ყველა გულშემატკივარს შეუძლია, ვისაც სურვილი აქვს, საკუთარი წვლილი შეიტანოს სტადიონის განახლების პროცესში.

gff.ge

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა