Gazzetta dello Sport-ის დღევანდელი გამოცემა წერს, რომ ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩენის შემთხვევაში, "ნაპოლის", სავარაუდოდ, წამყვან ფეხბურთელებთან შელევა მოუწევს.

წყაროს ცნობით, თითქმის გადაწყვეტილია, რომ "პარტენოპეიდან" ვიქტორ ოსიმენი აიბარგებს და ეს ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე ვერგასვლის შემთხვევაში ერთგვარი ფინანსური შვებაც იქნება.

აურელიო დე ლაურენტისის გუნდმა გასული სეზონი 80-მილიონიანი მოგებით დახურა და ამ სეზონამდე გაცილებით კარგ მდგომარეობაში იყო.

Gazzetta dello Sport-ი წერს იმასაც, რომ თუ "ნაპოლი" ჩემპიონთა ლიგის საგზურს ვერ მოიპოვებს, ხვიჩა კვარაცხელიას შენარჩუნებაც ძალიან გაჭირდება და მისი ამბიციებიდან და ბოლოდროინდელი შედეგებიდან გამომდინარე, ქართველიც წასვლაზე იფიქრებს.

ჩვენი იტალიელი კოლეგები მამუკა ჯუღელის ბოლო განცხადებებზე აკეთებენ აქცენტს, სადაც მან თქვა, რომ "კვარას" დამატებით არაერთი ტოპ გუნდია დაინტერესებული და ეს ერთგვარი ნიშანიც იყო.

აქვე გეტყვით, რომ "პარტენოპეის" ჩემპიონთა ლიგის ზონამდე 11 ქულა აშორებს, თუმცა 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, რომელსაც დღეს გასვლაზე "სასუოლოსთან" გამართავს.

ქართველი
სოსო-ს იმდენს ვერ ხვდება გივი რო ხელფასიც თამაშობს როლს ფინანსური სარგებლის გარდა დაფასებაცაა და მართლა შეურაცმყოფელია როდესაც წინა სეზონის სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელს, ჩ3მპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდას და საუკეთესო ფეხბურთელებში მე 17 ადგილზე დასახელებულ ფეხბურთელს სერიაA-ში საშუალო ფეხბურთელზე ნაკლები ხელფასი აქვს.
ქართველი
აზრი გასაგებია რასაც ამბობ მაგრამ ერთი რამ გამოგრჩა გულშემატკივარი.არც ისე ადვილია 27 წლამდე დასვა გუნდის ლიდერი და ტიფოზების საყვარელი მოთამაშე. რამდენიმე თამაში კიდევ ხო და ის თამაშებიც უნდა მოიგოს რომ გაამართლოს ხვიჩას სკამზე დასმა. და ეს ნაპოლი ხვიჩა ოსიმენის გარეშე რაიმეს მომგები იყოს არა მგონია.
სოსო
ხვიჩა პროფესიონალი ფეხბურთელია!ეს ნიშნავს,რომ სარჩოს,ფეხბურთის თამაშით შოულობს და ესე იგი,სწორედ ფინანსური მხარეა,დიდწილად გადამწყვეტი.დღეს ხვიჩას,ოსიმენზე 8-ჯერ ნაკლები ხელფასი აქვს და ესე იგი,ის რასაც 1 წელში იშოვის,ხვიჩამ მთელი კარიერა უნდა ითამაშოს,იმდენის დასაგროვებლად.ეს ნორმალურია?თავის დროზე ლევან ყენია და ივან რაკიტიჩი,ერთად თამაშობდნენ.მერე ლევანმა ტრავმა მიიღო და დღეს,სადღაც გერმანიის ჭ კლასში აგორავებს ბურთს,რაკიტიჩმა კი,სახელიც გაითქვა და ქონებაც დააგროვა.რა გარანტიაა,რომ ხვიჩასაც არ დაგვიმტვრევენ?მაშინ როგორ იქნება?!რონალდო აღტაცებული იყო არაბეთის ლიგით?ან მესი,ამერიკის ჩემპიონატით?რატომ წავიდნენ იქ,რა ფული აკლიათ?მაგრამ მაინც წავიდნენ.დაფასება და პატივისცემა დაინახეს იქ და იმიტომ.მით უფრო,რომ პსჟ ს ხელმძღვანელობამ,ვერ დააფასა მესი და მისმა გულშემატკივარმაც ღირსება შეულახა ლეოს.სადაც პატივს არ გცემენ,იქ არ უნდა დარჩე!ეს ძველისძველი სიბრძნეა,თორემ მეც დავწერე,დე ლაურენტისს,საკუთარი ინიციატივით რომ გაეზარდა ხვიჩას ხელფასი,ისევე როგორც დანარჩენი საჩემპიონო შემადგენლობისა,დღეს ასე არ ჩავარდებოდა ნაპოლი.კარგ მუშას თუ კარგ ანაზღაურებას არ მისცემ,აღარავინ შეეცდება კარგად მუშაობას,.თუმცა ეს არ ნიშნავს,რომ კარგად მუშაობა არ შეუძლიათ.ორ დაახლოებით თანაბარ გუნდს შორის,ყოველთვის მეტად მოტივირებული გაიმარჯვებს,რადგან ის ბოლომდე იხარჯება.ერთ,ორ,რამდენიმე თამაშზე შეიძლება კაცი,მთელი გუნდი შეაგულიანი და მინდორზე ყველაფერი დადო,მაგრამ ხანგრძლივი მოტივაცია,მხოლოდ ფინანსურ მოტივაციას შეუძლია და ეგეც იმ შემთხვევაში,თუ ამავე დროს პატივისცემას გრძნობს.დღეს ნაპოლიმ სასუოლო გაანადგურა!თამაში წაუვიდათ,სასუოლოც გატყდა,არც დიდი უხეშობა ყოფილა და გაილაღეს,მაგრამ შეხვდებიან ვთქვათ ინტერს და ისინი,გოლს ადვილად არავის გაატანინებენ.ხვიჩას ძლიერ გუნდებთან ვერ გააქვსო,გოლი.ძლიერ გუნდს,ძლიერი დაცვაც ჰყავს,არც უხეშობას ერიდებიან და არავის უხარია დამტვრევა.ინტერის ფეხბურთელებს,გაცილებით უკეთესი ხელფასები აქვთ და არც ფეხებს იზოგავენ.ზელინსკი თუ ხვიჩა,რატომ შეაკლავენ თავს?გრძნობენ უსამართლობას,გონებით რომც სურდეთ,მაინც ვერ დაიხარჯებიან ბოლომდე და არც სხვები გადაახტებიან საკუთარ თავებს,დე ლაურენტისის ჯიბის გულისათვის!
ვ
აჩვენა?
ვახო
ხალხო კომენტარები საინტერესო და სახალისოა )) მარა მგონი ძალიან შორს წავედით უკვე ... ხვიჩას მენტალური პრობლემები შევისწავლეთ )) ახლა ლაურენტისზე გადავედით და არაფერიც არ გამოვა... არც საჭირო ცოდნა და რაც მთავარია სწორი ინფორმაცია არ გვაქვს.. რაც შეეხება ხვიჩას აგერ დღეს თამაშია უნდა წყალი შეისხას უნდა სილა გაიწნას მარა აზრზე მოვიდეს და რამე აჩვენოს! თუნდაც უშედეგო მარა ეფექტური რამე ... და დაიხარჯოს ბოლომდე.. სხვანაირად არ წავა მისი კარიერა კარგად
ბათუმელა - ს
დასვამს სკამზე და ჯდომაში გადაუხდის მილიონ ს ჩემტას? თუ აღარ მისცემს ხელფასს? ხვიჩას კონტრაქტი კონტრაქტია და მაგისი არა? კვარა მაგ ხელფასს ყველა ვარიანტში მიიღებს და კიდევ 3 წელი თუ არ მოუმატებენ ხელფასს, ფეხები რატომ უნდა დაამტვრევინოს, მთავარია დისციპლინა არ დაარღვიოს, შარი არ მოსდონ, თორემ, შარშანდელივით რატომ არ თამაშობო, ამას ვერავინ ეტყვის. ცნობისთვის : საერთო საშუალო ქულებით, რომლითაც სპორტული პრესა მოთამაშეებს აფასებს, კვარა გუნდში პირველია, იტალიის ლიგაში - მესამე.
ბეზ პიწი მინუტ ფსიქოლოგი. :))
წავიკითხე კომბლეს კომენტარი. :) არ ვაკნინებ ამ ადამიანს. უბრალოდ, მისი ნაწერიდან ვასკვნი, რომ აქვს მენტალური პრობლემები. არ ვუკარგავ იუმორის გრძნობას და არც იმას, რომ წიგნების მიმართ არაა უცხო. მაგრამ ასე ალოგიკური, ნახტომისებური გადასვლები ერთი აზრიდან მეორეზე, აშკარად არ მიუთითებს ჯანმრთელი ფსიქიკის ადამიანზე. სულ რომ ღადაობით წერდეს ადამიანი, ასე მკვეთრად განსხვავებული აზრები უცებ როგორ უნდა მოსდიოდეს თავში. :))
გივი
ლევანი-ს! ამდენს ვერ ხვდება სოსო. მისი პოსტები ძალაუნებურად შეურაცხმყოფელია ფეხბურთელისთვის. უნდა მას თუ არ უნდა.სულ ფულზე და ხელფასზე წერს თავის "შედევრებს". ხვიჩა რომ ვეღარ თამაშობს თითქოს ვერ ხედავდეს. მიზეზებს ეძებს. არ ვიცი შეიძლება წილშია მასთან და ამიტომ დარდობს
ლევანი
თქვენ თვითონ აკნინებთ ხვიჩას,ვინც ამბობთ რომ დაბალი ხელფასის გამო არ თამაშობსო.ესეთი რამე ჯერ არ გვსმენია რომ ფეხბურთელი დაბალი ხელფასის გამო არ თამაშობდეს.ისე ჩამოყალიბდით, დაბალი ხელფასის გამოა ხვიჩა ესეთი დაბალ პროდუქტიული თუ თანაგუნდეები რომ პასს არ აძლევენ.შარშან მარტის შემდეგ ძალიან მოკლებული აქვს ,რეალური მიზეზი არც ხელფასია,არც დე ლაურენტისი,არც მწვრთნელები და არც გუნდელები,თავის თAვში უნდა ეძებოს მთავარი პრობლემა.
კ ო მ ბ ლ ე
სა წავა სიმონ, ააა? წავა და ქე მოაჭრიან ყურებს, ფეხიც თუ არ მიაყოლეს მადლობა უნდა ვთქვათ. თხასავით ჭიგოზეა მიმბბული, მოზვერივით მიაყიდეს და ახლა საცხა აქსტაფაშია წამსვლელი? მარსზეც რო იყოს და თუნდაც ბერნაბეუზე, მიყიდულ გაყიდული ყველგან სხვისი შნირია, რავა, მაი არ იცოდით თქვენე? თქვენ გჯერავთ რო მართლა ხვიჩა არ თამაშობს? არ ათამაშებენ და ბიჭი დაქლიავდა ფიქრით რას მიშვრებიანო ამან ხო მთლა დააშტერა ვერ ხედავთ? ჯუღელმა რა ქნას? ხელი ღიპამდე წვდება და ვსიო. მეტს ვერ შლის თურმე, თვარაა კი მოიქნევდა, მარააა. ეეე,ეს მარაა მთავარი! აპა 10 ლიმონს საზიზღარი იტალიელი ბურჟუა ისე გადაყრიდა პროსტა კაიფის გულობიზა გეიხარე ხვიჩა წამებულოო! მიდი ხვიჩა გენაცვალეო ხო? ვაი თქვენ ბიზნესმენ პატრონებს. უტვინო ჯოგი ყოფილხართ მართლა, ჯოოო გიიიი. ჯ. ო. გ. ი. ასო ბგერა „ჭ“ ახლა ხო გეიგეთ სიმონ? ხოდა გაკვეთილად გექნებათ, თუ რაფრა დაამარცხა პიპინიას ცხენმა იაპონელები.
ბათუმელა
რანაირად იცით წერა, სად წავა, როგორ წავა?! კონტრაქტი აქვს 2027 წლამდე და შეუძლია ბებერ მელას არც ერთი ევრო ცენტი არ მოუმატოს ხელფასი და დაიტოვოს 2027 წლამდე! ზოგიერთი ქართველი სპორტული დირექტორივით გააფრთხილოს კვარა რომ თუ არ ითამაშებს ან არ გაუგრძელებს კონტრაქტს დასვავს სკამზე და ეგ იქნება, ლაურენტისია რა, ჯუღელა მოთხოვს პასუხს?
DONADONI
ისე მამუკას რო შეეშვა ყველაფერს აჯობებს, უფრო დამშვიდებული ითამაშებ ხვიჩა.
სოსო
პირველ რიგში მისადმი დე ლაურენტისის დამოკიდებულების გამო,მერე,გუნდის მიმართ მისი დამოკიდე3ბულების გამო და უკვე ამის შემდეგ,ამბიციების გამო იფიქრებს ხვიჩა,ნაპოლიდან წასვლაზე.იმ 80 მილიონის მოგებიდან,30 მილიონიც რომ დაემატებინა,ფეხბურთელების ხელფასებზე,მათი მოტივაცია აიწევდა და მთლიანად გუნდიც,გაცილებით უკეთესი იქნებოდა,ამ სეზონში.თვითონ ხვიჩას შემთხვევაშიც,შარშან ამ დროს,ხვიჩა როცა დაფრინავდა,დე ლაურენტისს,საკუთარი ინიციატივით და ყოველგვარი დამატებითი პირობების გარეშე რომ გაეხადა მისი ხელფასი,თუნდაც 3,5-4 მილიონი,ხვიჩა მადლიერი დარჩებოდა მისი ყურადღებით და ზაფხულში აღარაფერს მოითხოვდა.ძუნწი ორჯერ იხდისო.დე ლაურენტისს კი,სულ ცოტა სამჯერ მოუწევს გადახდა.1)ამ სეზონში ბევრს იზარალებს ნაპოლი,2)ფეხბურთელებს კარგ ფასად ვეღარ გაყიდის და 3)ახლების სასურველ ფასში ყიდვას ვეღარ შესძლებს,რადგან ქვეყანამ ნახა მისი საქციელი და კარგი ფეხბურთელი,მასთან ჩვეულებრივ ფასში აღარ წავა.
კოლა
იოკო ონოს მსგავსად, ლაურენტისმა, ბიტლებივით დაშალა ნაპოლი.
giorg
ძალიანაც კარგს იზამს თუ წავა. არსენალი მნჩესტერი ბაიერნი სიტი ლივერპული
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[PHOTO] ლამის დაასახიჩრეს. სლოტის თქმით, წამოსაწოლად ჩადიან - ოსიმენს და ლანგს ოპერაცია გაუკეთეს
[VIDEO] აი, ასე სცემენ თურქეთში პატივს ოსიმენს - ნიგერიელმა ქომაგების ამ ქმედებისას ცრემლები ვერ შეიკავა
ისევ არ გამოცხადდა - გაუვა ლუკაკუს "ნაპოლისთან" ურჩობა?
დე ლაურენტისს ფულით ვერ მოთაფლავთ - აურელიომ პრინციპულობა კიდევ ერთხელ გამოაჩინა
რა უშლის კვარაცხელიასა და ოსიმენის ტანდემის პსჟ-ში აღდგენას ხელს?
დე ლაურენტისს კონტე ძალიან მოსწონს - ხელფასის გაზრდასა და ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
[VIDEO] ომში იყვნენ თუ "ენფილდზე" - ოსიმენს თაბაშირი დაადეს, ლანგმა თითის ნაწილი დაკარგა
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
"ოსიმენმა "გალათასარაის" პრეზიდენტს "ლივერპულის" გაგდების შემთხვევაში ეს სთხოვა" - თურქი ჟურნალისტი საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ნაპოლიმ" ლუკაკუს ულტიმატუმი წაუყენა
"ნაპოლიდან", რომ დამიკავშირდნენ, ტირილი დავიწყე... ღამე ვერ ვიძინებდი" - ინსინიემ ახსნა, რატომ ვერ დაბრუნდა "პარტენოპეიში"
დე ლაურენტისი: კონტეში ეჭვი გეპარებოდათ?
"ხვიჩა უკმაყოფილო იყო, ოსიმენი კი ამას აკეთებდა..." - კალცონამ მისი მწვრთნელობის დროს "ნაპოლის" კულისებში მომხდარი ამბები მოჰყვა
[VIDEO] დე ლაურენტისის ვაჟი პოლიციამ იხსნა - ლუიჯის საკუთარი კლუბის გულშემატკივრები განურისხდნენ
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
32 მილიონად ნაყიდს 80 მილიონად გაყიდის - დე ლაურენტისმა შეიძლება მაკტომინეის ტრანსფერით გვარიანად იხეიროს