დღეს ეროვნული ლიგის პირველ ტურში სამი მატჩი ჩატარდა.

„ტორპედომ“ საკუთარ მოედანზე ქარიან ამინდში „სამტრედია“ 4:1 დაამარცხა. დუბლი 32 წლის ნორვეგიელმა თავდამსხმელმა ბიორ იონსენმა შეასრულა. გიორგი არაბიძემ გაიტანა და მეორე გოლის გატანაც შეეძლო, მაგრამ მეკარე მეგრელიშვილმა არ დაანება.

თბილისის „დინამომ“ სახლში „სამგურალს“ 2:0 მოუგო. ამ დაპირისპირებაში მსაჯმა ორივე გუნდის ფეხბურთელი გააძევა.

„იბერია 1999“-მა შოთა ნონიკაშვილის გოლით „თელავს“ 1:0 სძლია, რომელიც პირველი ტაიმის დასასრულს დავით გოგიტიშვილის გაძევების გამო რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა.

ქუთაისი. „რამაზ შენგელია“

ტორპედო - სამტრედია 4:1

გოლები: 1:0 ბარიოსი (5, საკ. კარში), 2:0 იონსენი (8), 3:0 არაბიძე (30, პენ), 4:0 იონსენი (66), 4:1 ჰაიდარი (76, პენ)

გაძევება: ჩაჩუა (87, სამტრედია, 87)

თბილისი. „დინამო არენა“

დინამო (თბ) - სამგურალი 2:0

გოლები: 1:0 საიმონი (10), 2:0 სიხარულაშვილი (32)

გაძევება: ლ.ხორხელი (82, სამგურალი), მაისურაძე (89, დინამო)

თბილისი. „დავით პეტრიაშვილი“

იბერია 1999 - თელავი 1:0

გოლი: შ. ნონიკაშვილი (45)

გაძევება: გოგიტიშვილი (45+6, თელავი)

პირველი ტური 3 მარტს „დილასა“ და „გაგრას“ შეხვედრით დასრულდება.

სიმართლე უნდა ითქვას
გასაგებია, სრულიად მესმის რასაც ამბობთ და დიდწილად გეთანხმებით. სწორედ მაგიტომ ავღნიშნე, რომ ორმხრივი პასუხისმგებლობაათქო. მოვედით სტადიონზე, ჩვენი გასაკეთებელი გავაკეთეთ ყველგან? ხო და გუნდმაც კეთილი ინებოს და პატივი სცეს მაყურებელს. გასაგებია რომ ხან წააგებ ხან მოიგებ, ფეხბურთია და ყველაფერი ხდება, მაგრამ აგდებული და უპასუხისმგებლო დამოკიდებულება მიუღებელია. ამ შემთხვევაში უბრალოდ რაღაცნაირად დამწყდა გული ჩემს საყვარელ ქუთაისელებზე. დარწმუნებული ვარ ყოველი შემდგომი თამაში უფრო მეტი მაყურებლით იქნება, მაგრამ ეს იყო პირველი თამაში, ახალწვეულები, ახალი მიზნები და ახალი გუნდი და მოლოდინი მეტი მაყურებლის მქონდა. უბრალოდ ეს არის და ეს. შესაძლოა ამინდმაც იმოქმედა. სიყვარულით დავწერე, წყენა არავისი მიფიქრია. მახსოვს კარგად 90-იან წლებში განათების ბოძებზე იყო ხალხი ადგილი რომ აღარ იყო. ერთადერთი სწორ მოდგომას და მრავალწლიან გეგმაზომიერ განვითარების გეგმას ტორპედოსაგან ვხედავ ჯერჯერობით მხოლოდ. იმედია ბოლომდე ასე გააგრძელებენ და სხვა გუნდებიც მსგავსად მოიქცევიან. მხოლოდ ერთი გუნდი როგორაც არ უნდა განვითარდეს გაზაფხულს ვერ მოიყვანს. კონკურენციაა საჭირო. ყველა ქართულ გუნდს წარმატებებს და პასუხისმგებლიან მიდგომებს ვუსურვებ.
gel-100
ბევრ რამეში გეთანხმები თუმცა როცა გულშემატკივრის პასუხისმგებლობაზე წერ მაგაში შეგედავები,,მაშინ როცა ბათუმის დინამოში კვარა,ზურიკო,ჯოვინო და კიდევ სხვა კარგი ფეხბურთელები თამაშობდნენ ბათუმის სტადიონი სულ სავსე იყო და გარემოც შესანიშნავი,,როგორც კი გაუშვეს ეს ხალხი და შემცვლელები შესაბამისი დონის არ მოიყვანეს ხალხმაც იკლო ბათუმის სტადიონზე და ყველგან მსგავსი მოხდება,,დასკვნაა?? დასკვნა ისაა რო ბერიძის და ფიფიას მაიმუნობების საყურებლად კიარ დადის ხალხი არამედ კარგი ფეხბურთის და ფეხბურთელების საყურებლად,,დახარჯონ ფული ჩამოიყვანონ კარგი ფეხბურთელები და მერე მოითხოვონ გულშემატკივრის პასუხისმგებლობა და სტადიონზე მისვლა,,ამათი სვარკის საყურებლად ვინ ივლის აბა
თენგაბი
იმის ფონზე, რომ დე ძერბის და ჩაბი ალონსოს ვერ მოვიწვევთ ჩვენი რესურსების შემხედვარე, კიდევ უნდა დავუკვირდეთ - სტივ კინის გაწვრთნილი გუნდი აშკარად მოძრავ ფეხბურთს თამაშობს და ფედერაცია უნდა დაფიქრდეს სანიოლთან კონტრაქტის დასრულების შემდეგ მის ნაკრებში მიწვევას. კინი, როგორც ჩანს კარგად შეეგუა საქართველოს, უკვე იცნობს ჩვენს ჩემპიონატში მოთამაშეთა პოტენციალს, ერკვევა თანამედროვე ფეხბურთში და გააჩნია სამწვრთნელო ინტელექტი.
რაბუ
ტორპედოს კონფერენს ლიგაზე მოხვედრის ნაკლებად მჯერა ამ ეტაპზე იმიტო რომ ოთხი ეტაპია და სადღაც საკმაოდ ძლიერი გუნდი დაგვეჯახება. იდეალური ვარიანტი იქნება წელს ჩემპიონობა და ლიგის გზით წასვლა. წარმატებები ქუთაისს
berg
რამე სასწაული თუ არ მოხდება ამ სეზონს ტორპედო მოიგებს წყნარად!
რაბუ
დაარქვით ამ გუნდს ქუთაისი FC Kutaisi. უფრო ლამაზი სახელია და არავინ გიწყენთ სახელის შეცვლას
სიმართლე უნდა ითქვას
ტორპედო შეტევაში ძალიან კარგი იყო. ახალწვეულებიც კარგად გაისარჯნენ და არაბიძე როგორც ყოველთვის კლასნია. თუმცა იყო შეცდომებიც. აშკარად ეტყობათ, რომ ჯერ კიდევ სჭირდებათ შეთამაშება. მომენტების რეალიზების ნაწილიც გასაუმჯობესებელია. ევროტურნირზე ძლიერ გუნდთან შესაძლოა ამდენი მომენტი ვერ შექმნა და თითოეული მომენტის გამოყენებას ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა. მაგრამ აშკარად ეტყობა გუნდს რომ პოტენციაპი აქვს. ისიც ეტყობა რომ მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებს. რაც შეეხება დაცვას, მიუხედავად დიდი ანგარიშით მოგებისა, საკმაოდ სუსტად გამოიყურებოდა. თითქმის ყველა ორთაბრძოლას აგებდნენ. იმდენად დიდი იყო შემტევების უპირატესობა პირველ ტაიმში, რომ ტორპედოს დაცვას დიდი საქმე არ ჰქონია, მაგრამ მეორე ტაიმში როდესაც შეუტია სამტრედიამ, ბევრი შეცდომა დაუშვეს, როგორც პოზიციური, ასევე ორთაბრძოლებში. საერთო ჯამში გუნდი კარგი იყო და ეტყობა რომ ბევრად მეტის პოტენციალიც გააჩნია. ძალიან გულდასაწყვეტია ცარიელი სტადიონი. ყველაზე დაბალფასიანი ბილეთებიც კი არ არის სანახევროდ გაყიდული. გულშემატკივრებსაც გვმართებს მეტი პასუხისმგებლობის აღება საკითარ თავზე და რაც ჩვენი ვალია ის ჩვენც უნდა გავაკეთოთ. როდესაც სავსე სტადიონია, ფეხბურთელებიც მეტ პასუხისმგებლობას გრძნობენ. 90-იან წლებში განათების ბოძებზე ადიოდა ხალხი, ადგილი რომ არ იყო. უფრო მეტ ყურადღებას თუ გამოვიჩენთ, გუნდებიც უფრო პასუხისმგებლობით მოეკიდებიან საქმეს. ყველამ ჩვენი გასაკეთებელი უნდა ვაკეთოთ. ეს პრობლემა არამარტო ქუთაისში, არამედ მთელს საქართველოში არის. ცარიელი იყო ბათუმის სტადიონი, თბილისის სტადიონი და ა.შ პ.ს სამგურალი მიუხედავად წაგებისა, შეტევაში კარგი გუნდი ჩანს. ჰქონდა ბევრი კარგი მომენტი. თუმცა რეალიზების დიდი პრობლემა აქვთ აშკარად და დაცვაც საკმაოდ სუსტად გამოიყურება. იმედია კარგი ჩემპიონატი იქნება. წარმატებები ჩვენს გუნდებს ევროტურნირებზე.

სამივე ფავორიტის თამაშს ვუყურე და რაც ჩანს ტორპედო ორი თავით აღემატება ყველას მაღალი პრესინგიბ სისწრაფეები მაგარი ფორვარდი ერთია დაცვა ცოდავს და იმედია გიგაური მალე გამოჯანმრთელდება ეს გუნდი ევროტურნირზეც იტყვის თავის სიტყვას და ელიგას ალბათ ცალი ფეხით მოიგებს.
analitikosi
ტორპედო კლიაიჩი 6,5(დიდი სამუშაო არც ქონია, მაგრამ ორ მომენტში კარგი იყო) სანდოხაძე 4,5 (სუსტია. პოზიციას კარგავდა, ართმევაზეც სუსტია) მონტეირო 5,5 ნადარაია 5,0 ( ხშირად კარგავდა პოზიციას, სისწრაფეც აკლია) მანჯგალაძე 5,0 (არა დაცვის ფლანგი მისი პოზიცია.პასის კულტურა აქვს) გიგაური 6,0 აკბარი 5,5 ჟუნიორი 5,5 არაბიძე 7,5(ცარიელი კლასია) ფელიპე პირესი 6,5 ჟუნიორი 6,5 იონსენი 7,0( იმის გარდა რომ დუბლი შეასრულა, მთელი თამაში არ გჩერებულა.) დასკვნა: რაც თვალსაჩინო იყო დაცვა გასაძლიერებელია, სამტრედიასთანაც კი ბევრი შეცდომა დაუშვეს. საყრდენი ზონა გიგაურის ტრავმის შემდეგ ჩავარდა შეტევა კარგი იყო: მოძრაობა, პრესინგი, გახსნა, დროული პასები. ჩანს კინის მუშაობა.
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 2-0 მეშახტე. რამდენიც საჭირო იყო...
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 3-3 ტორპედო. ...იცის ფეხბურთის თამაში, მაგრამ არ იცის მთავარი...
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-3 დინამო (ბთ). კიდევ ერთი ნაბიჯი ჩემპიონობისკენ
"თელავი" პლეი-ოფში ითამაშებს; "სამტრედია" გავარდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
თბილისის "დინამომ" "სამტედიადან" ორი ფეხბურთელი დაიმატა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-2 ტორპედო. გოლებით, მწვავე მომენტებით, მაყურებლის ყიჟინით...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 1-1 დინამო (თბ). მე-100 და სამართალი!
[VIDEO. ეროვნული ლიგა / ლიგა 2. პლეი-ოფი] "სპაერი" ცალი ფეხით უმაღლესშია, "თელავი" ფავორიტია...
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 3-0 გაგრა. როცა სამი ექვსის ტოლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-1 რუსთავი. უფრო ახლოს გასავარდნ ზონასთან...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
ეროვნული ლიგა. XXXIV ტური. "სამტრედია" - "დილა" [LIVE]
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 1-4 დილა. ფეხბურთი, რომელიც ერთ ტაიმს ეყო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 0-2 იბერია 1999. ...პასუხი ფსიქოლოგებისთვის მიგვინდვია...
თასის ოთხთა ფინალში ქუთაისი მარგვეთს დაუპირისპირდება, თსუ – თელავს
34-ე ტური: ჯერ ყველაფერი გასარკვევი რჩება
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-1 მეშახტე. ვის რაში არგია ფრე?
[VIDEO. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] იონსენი ზედიზედ მეორედ ხდება საუკეთესო ბომბარდირი, პლეი-აუტის ორივე წყვილი ცნობილია...
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
ლორიას შეცვლის - თბილისის "დინამომ" ბრაზილიელი მეკარე დაიმატა
"დილამ" ნახევარმცველი დაიმატა, რომელსაც ისრაელის ნაკრებში უთამაშია
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 1-3 დილა. როგორ დაისაჯნენ წყალტუბოელები...
თბილისის "დინამომ" ბერძენ მცველს გაუფორმა კონტრაქტი
[VIDEO] თბილისის "დინამომ" მინსკის "დინამოს" სძლია და უეფას ახალგაზრდული ლიგის მომდევნო ეტაპზე გავიდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 დილა. 3 ქულა და მესამე ადგილი
VIDEO | ეროვნულ ლიგა | გაგრა 1-1 ტორპედო. ლოგიკური ფრე "პეტრიაშვილზე"
[VIDEO. ეროვნული ლიგა / ლიგა 2. პლეი-ოფი] "მეშახტე" და "სპაერი" პირველად! ეროვნული ლიგა კახელების გარეშე...
"ჟალგირისის" ფეხბურთელებს შვებულება გადაედოთ - კიდევ ერთი სენსაცია კვიპროსში მოხდა
[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXXV ტური] "თელავმა" თბილისში მოიგო! ბოლო ტური ორივე კახური გუნდისთვის მნიშვნელოვანია...
[VIDEO] ულაზათოდ და უმომენტოდ - "იბერია 1999" "სენტ-ტრუიდენთან" დამარცხდა
"მიალბისთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
2024 წლის სეზონი დასრულებულია! "იბერია 1999"-მა ჩემპიონის ფარი აღმართა
[VIDEO] გამარჯვებასთან რა ახლოს ვიყავით - "იბერია 1999" "მიალბისთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXXIV ტური] ბათუმის "დინამოს" ქულაც ჰყოფნის, "თელავი" განწირულია...
"დინამოს" ეს ფეხბურთელი უღირსად მოიქცა, ქართველებმა ბოდიში მოგვიხადეს..." - "ჟალგირისის" პრეზიდენტი მიმართვას ავრცელებს
ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "თელავი" - "სამტრედია" [LIVE]
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 2-3 დინამო (თბ). მთავარი არგუმენტი, ანუ რატომ იყო "დინამოს" გამარჯვება დამსახურებული...
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 1-2 იბერია 1999. სხვა შედეგიც არ იყო გამორიცხული...
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 3-1 დილა. ვის არგო და ვის აწყინა სანაკრებო პაუზამ?