სერია A-ს 27-ე ტურში „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე „იუვენტუსი“ 2:1 დაამარცხა.

შეხვედრა თავიდანვე მაღალ ტემპში დაიწყო, ორმხრივი შეტევებით. პირველი მომენტი სტუმრებმა შექმნეს, მაგრამ ვლაჰოვიჩის თავური ოდნავ ასცდა მიზანს. კვარაცხელიას მჭიდროდ მეურვეობდნენ, სამჯერ წააქციეს და მსაჯმა ვლაჰოვიჩს ყვითელი ბარათი უჩვენა. მასპინძლები თანდათან უპირატესობას დაეუფლნენ. დი ლორენცოს დარტყმულმა ბურთმა მიზანს ვერ უწია. შემდეგ ოსიმენის წაქცევისთვის არბიტრმა ბრემერი გააფრთხილა, ხოლო ხვიჩასთან უხეშობისთვის - კამბიასო. ტურინელებმა კი დაწინაურების ჩინებული შესაძლებლობა გაუშვეს ხელიდან, როდესაც მეკარე მერეტთან პირისპირ გასულმა ვლაჰოვიჩმა ბურთი ძელს გაარტყა. საპასუხო იერიშისას „კვარა“ მცველს გაექცა, დაარტყა კიდეც, თუმცა ბურთს მეკარე შესნი დაეუფლა. 43-ე წუთზე კი ქართველმა „ნაპოლი“ წინ გაიყვანა. მერე ვლაჰოვიჩმა მესამე შანსი ვერ გამოიყენა და პირველი ტაიმი 1:0 დასრულდა.

მეორე ტაიმი „იუვეს“ იერიშებით დაიწყო. კამბიასომ ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ გაიტანა. სწრაფი კონტრიერიშისას კამბიასომ ხვიჩას მაისურზე მოქაჩა და გაზონზე დასცა, მაგრამ მსაჯმა დაინდო და მეორე ყვითელი ბარათი არ უჩვენა. მწვრთნელმა კალცონამ ტრავმირებული რაჰმანი ესტეგორით, ხოლო ტრაორე და პოლიტანო ზელინსკით და რასპადორით შეცვალა. აქედან მოყოლებული, თამაში პოზიციურ ბრძოლაში გადავიდა და კიეზამ ანგარიში გაათანაბრა. 86-ე წუთზე საჯარიმოში ოსიმენის წაქცევისთვის პენალტი დაინიშნა. უმაღლესი საფეხბურთო სასჯელი ვიქტორმა სისრულეში ვერ მოიყვანა, მაგრამ შესნისგან მოგერიებულ ბურთს რასპადორიმ კარში მიუჩინა ადგილი. „იუვენტუსი“ შტურმზე გადავიდა. რუგანიმ მაგარი შანსი გაუშვა ხელიდან. 90+3-ე წუთზე კვარაცხელიას ნაცვლად მოედანზე ლინდსტრიომი შევიდა და ნეაპოლურმა გუნდმა საკუთარ მოედანზე ისევ სძლია "იუვეს".

„ნაპოლი“ 43 ქულით მეშვიდე ადგილზეა და 8 მარტს „ტორინოს“ უმასპინძლებს.

ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“

ნაპოლი - იუვენტუსი 2:1

გოლები: 1:0 კვარაცხელია (43), 1:1 კიეზა (81), 2:1 რასპადორი (88)

გამოუყენებელი პენალტი: ოსიმენი (88)

ფუ აქ ისევ ასეთი ჩამყაყებული კომენტარები იწერება. წადი კიეზას უგულშემატკივრე. ხვიჩას ღირსი არ ხართ თქვენნაირი გამოქვაბულის ხალხი

რა საცოდავი ხარ. ბოღმამ არ გაგხეთქოთ ჰეითერები
დავით 67
სოსო-ს! მინდა გამოვეხმაურო თქვენს კომენტარში,ეგრეთწოდებული ხვიჩას ვითომ "გამკრიტიკებლებზე" თემას. ისინი ხომ არიან და არიან, მაგრამ არც ის მომწონს რომ წერენ აი ხომ გაიტანა ხვიჩამ, აი ხომ მაგრად ითამაშა და ა.შ. თითქოს ჩვენ გვქონდეს რამე დასამტკიცებელი. უფრო რაღაც შურისძიებას ჰგავს, მათი მხრიდან ვინც ხედავს რომ ხვიჩა მაგარი ფეხბურთელია. ასე რომ გული მოფხანა არაა საჭირო ჩემი აზრით. ხომ გაგიგია მგლის თავზე სახარებას კითხულობდნენო.მე უფრო ის მადარდებს რომ ბევრს წაკითხულიდან შინაარსის გამოტანა არ შეუძლია. აქ ერთი გადამეკიდა იმის გამო რომ ვთქვი მესი არ იმსახურებს 2023ში საუკეთესოდ აღიარებას მეთქი. ჩასაფრებულია სულ და ჩემს კომენტარს გაფაციცებით კითხულობს და სისულელეებს მიწერს. არადა უამრავჯერ მაქვს დაწერილი რომ მესი უდიდესი ფეხბურთელია, რომელმაც ეპოქა შექმნა, თუმცა მე პირადად რონალდო მირჩევნია. ეს ჩემი გემოვნების ამბავია და უნიჭო ვაი გულშემატკივრებს არ ვახვევ თავზე ჩემს აზრს. მითუმეტეს (არ ვტრაბახობ )მათზე ბევრად კარგად მესმის ეს სპორტი.
Გოგა მორ ავია
დაანებე ფეხბურთის ყურებას თავი، მაინც არ გესმის არაფერი.ყველა წამყვანმა ანალიტიკურმა საიტმა საუკეთესოდ დაასახელა ორივე გუნდიდან!მარა შენ მაინც ვერ მოგაწობა თავი
gzp-ს
აბა, ახლა გააღე პირი და სთქვი "ააააა"- სთქვი "აააა"...
აკაკი-ს
"ბევრი მინახავს თქვენისთანები - აკაკიები, ბაკაკიები" (გრიგოლ ორბელიანი)
სოსო
ჩემ მიერ დავით 67-სადმი პასუხში,სადაც გიორგი არაბიძის თემას ვეხები,შეცდომა გამპარვია.ეტყობა ტექსტის კორექციის დროს.იქ მიწერია,კარგად ათამაშდა და ვფიქრობ ,გაფართოებულ განაცხადში სხვა უნდა გამოიძახონ მეთქი.აქ,სიტყვა "სხვა "ამოსაღებია.შემდგომი ტექსტიდანაც ჩანს,ჩემი მოდგომა,მაგრამ მაინც ბოდიშს ვითხოვ.გრამატიკული შეცდომა შეიძლება მოგივიდეს,მაგრამ აზრის შემცვლელი შეცდომა,არ უნდა დაუშვა.დღევანდელი გიორგი არაბიძე,იმსახურებს გაფართოებულ შემადგენლობაში და სანაკრებო სიტუაციაში მოხვედრას.
გაანძრიეთ თავი
2 ყვითელს რო აკიდებ იუვეს დაცვას, რა მოტყუებაზე საუბრობ. უყურე ვაფშე თამაშს? რანაირ ანალიზს აკეთებს ეს ხალხი სასწაული პირდაპირ.
სოსო
დავით 67-ს.მთლად მასეც არა,დავით.გუნდმა თქვა,რომ ბიჭებო,ეს თამაში უნდა ვითამაშოთ და ითამაშეს.დაამტკიცეს,რომ ბევრი რამ შეუძლიათ და გუნდის წარუმატებლობა,მათი უუნარობის ბრალი არ არის.იუვე კარგი გამღიზიანებელი იყო და ითამაშეს.ხვიჩაც სანაკრებო მატჩისათვის ემზადება.პრობლემები არსად გამქრალა!გუნდმა სულისთვის ითამაშა და არა ფულისათვის.მეორე მხრივ,იუვემაც ფეხბურთი ითამაშა და არა გამარჯვებისათვის,ყველაფრის ფასად.ჩეხვა რომ წასულიყო,მაშინ რა იქნებოდა?ეს არის,თორემ ფეხბურთელს,კარგი ფეხბურთის თამაში ყოველთვის უხარია.თუ შეამჩნიე,მატჩის შემდეგ,გუნდი ზეიმობდა,ხვიჩა კი რამდენჯერაც აჩვენეს,გაღიმებული არ ყოფილა. ეს ყველაფერი კარგი,ორივეს გვიყვარს ფეხბურთიც,ხვიჩაც და ერთმანეთში მოვრიგდებით,მაგრამ მე ისიც დავწერე,მომდევნო უგოლო მატჩამდე გაჩუმდებიან მეთქი,"გულშემატკივრები" და მაგაში ნამდვილად შევცდი.არსად შემძვრალან და აღმოჩნდა,რომ თუ სუპერგოლი არ გაუტანე,სუპერ გუნდს,თანაც ყოველ თამაშში,მაინც არაფერი ხარ.გამოდის, მართლაც საერთო მიზნით მოქმედებენ და ცდილობენ,სანაკრებო მატჩებისათვის,ფეხბურთელები ფსიქოლოგიური წონასწორობიდან გამოიყვანონ.აქეთ,კაშიაზე გაააქტიურეს ცისარტყელას თემა,იქით მამარდაზე,იქით ზურიკო გაანულეს და აქეთ,მიქაუტაძე.არც კვირკველიას აკლებენ ტალახს(გუშინ,ის მატჩის საუკეთესოდ დასახელდა,თავის გუნდში) და ალბათ დარჩენილ დროში არც სხვებს დაივიწყებენ(ჯაბაც ხომ ფაქტობრივად მათი შხამიანი ენების გამო დაემშვიდობა ნაკრებს).მართული ჩანს ეს პროცესი და ისიც ვიცით,ვისგან.მართალი ხარ გიორგი!მომდევნო თამაშამდე ლაფის სროლის გადადებისათვის დრო აღარ აქვთ,ნაკრების თამაშებამდე ხომ სულ ცოტა დარჩა და დღესვე სჭირდებათ,ბიჭების მწყობრიდან გამოყვანა. აქვე,არაბიძის თემასაც შევეხები.გიორგი მართლაც კარგად ათამაშდა და ვფიქრობ,მწვრთნელებმა გაფართოებულ სიაში სხვა უნდა გამოიძახონ.ნაკრებში ამდენი ხანია არ ყოფილა და არა მგონია პირდაპირ ძირითადში დაყენება ამ თამაშებში მოხერხდეს,მაგრამ ნაკრებთან ერთად ვარჯიში,მასაც და მწვრთნელებსაც ბევრს დაანახვებს.დღევანდელი არაბიძე ვფიქრობ უკვე სხვა ადამიანია.მან ბევრი ნახა და გადაიტანა,ბევრსაც იფიქრებდა...შეხედვად ნამდვილად ღირს.სხვა თუ არაფერი,შესაძლოა ისე მოხდეს,რომ კონკრეტულ შემთხვევაში,სტანდარტების კარგი შემსრულებელი გვჭირდებოდეს და ამ ამოცანის გადაწყვეტა,ყველაზე კარგად,მას შეუძლია.ყოველ შემთხვევაში,ნახვას წინ რა უდგას?!

აი ახლა თუ ბოღმა არ ხარ...ახსნას აზრი არ აქვს.
gzp
რეკოშეტით, გაუმართლა ამჯერად. სხვა თამაშებში უკეთესი პოზიციიდან არ უმართლებდა. რეალურად გააზრებული გოლი გაიტანა კიეზამ. თან დააკვირდით უკნიდან ვინ მიაცილებდა :)) , გაეპარა მაგ მომენტში 77-ს
აკაკი
თქვენ მართლა ხო არ გძმარავთ ამ ხვიჩას გულშემატკივრებს კი არა და (გულშემატკივარი მეც ვარ) მგონი პირდაპირი მნიშვნელობით თაყვანისმცემლებს?! მოწინააღმდეგეს მოხდა ბურთი და ისე გაიტანა გოლი. ასეთი იყო, მაგრამ რა თქმა უნდა გოლი კარგია. საერთო ჯამში მისი თამაში მოსაწონი იყო? ხვიჩა რითიც იყო ცნობილი და აწიც უნდა იყოს არის მისი კაცის მოტყუება და დრიბლინგი. სეზონის განმავლობაში გოლების ფურორს ვერ მოახდენს და უფრო თავი უნდა გამოიჩინოს მოწინააღმდეგეს მოტუებებით რაც გუშინ ერთიც კი ვერ გააკეთა. მე ვიღაც ხვიჩას მოძულე რომ არ გეგონოთ აქ კომენტარებში იმათ "ვებრძონოდი" ვინც კაშიას მაიმუნურ საქცილეს და ხმის არ მიცემას ამართლებდა. მოკლედ ხვიჩას იუვესთან კარგად არ უთამაშია და ნუ იმუნათებით. აი ახლა ხო ითამაშა მაგრადო.
დავით 67
სოსო-ს! მიხვდი ბოლოსდაბოლოს რომ ფინანსური ამბები უკანა პლანზე იწევს. )). მეც სულ მაგას ვიძახი როცა მოედანზე გადიხარ მებრძოლი ხდები, როგორც ჯარისკაცი და არა აქვს მნიშვნელობა რამდენს იღებ ხელფასს. დღეს ძაან მაგარი იყო ხვიჩა, თან იღბალიც ნაპოლის მხარეს იყო. იუვემ ისეთი მომენტები გამაზა,რომ ასეთი პოზიციებიდან გოლის გატანა უფრო ადვილი იყო ,ვიდრე აცდენა.ვფიქრობ ბარსელონასთან უფრო მაგრად ითამაშებს ჩვენი ხვიჩა.
ქ. გ.
კამბიასომ წესები დაარღვია საჯარიმოში. ვიდეო https://youtube.com/shorts/NaGPR-Yl7J4?si=nvkJqR4mwrX_iXhF
ქ. გ.
კამბიასომ საჯარიმოში ჭიდაობის ილეთებით რომ წააქცია ხვიჩა, 100% პენალტი უნდა დაენიშნა მსაჯს.
ქ. გ.
25:10 ბრემერი წითელს იმსახურებდა. ოსიმენი მეკარესთან პირისპირ გადიოდა, ბრემერმა რომ მოცელა.
Levani
კვარას და ოსიმენის კლასი რო არა ნაპოლი სვარკაა. ტრაორე და რაჰმანი ძალიან სუსტებია. ასევე რასპადორი ჯობია პოლიტანოს და გუნდის მმართველია შესაცვლელი
დავით 67
კი . ნუგზარ გელაშვილიც მაგარი იყო)
გიორგი
არა, 9 გოლიც რო გაიტანოს არ გაჩუმდებიან))), დავალებას ასრულებენ და იმიტომ. არიან მოხალისეებიც, და ისინიცარ გაჩუმდებიან)))
გიორგი
'ფენომენი დაბრუნდა' - ამას წერს იტალიური მედია კვარაცხელიას თამაშზე. Sofascore-მა ხვიჩა ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატის თებერვლის თვის სიმბოლურში შეიყვანა. აი ეს, და კიდევ სხვა მრავალი მსაგავსი ფაქტია საინტერესო ფეხბურთის მოყვარულისთვის, და არა ნიფხავ ჩახდილი 'ბოტების' ბრიყვული შავი პიარი, გამიზნული ქართული ფეხბურთის გულშემატკივარის სიხარულის ჩაშხამებისთვის. ეს უფრო აქაური სპეცსამსახურებისთვის უნდა იყოს საინტერესო. ისე, ეს საიტიც უნდა იყოს დაინტერესებული რომ არ იყოს გამოყენებული ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობისთვის და კონტროლის მექანიზმებზეც იზრუნოს.
სოსო
ძლიერ გუნდებთან ვერ გააქვსო და აჰა,გაუტანა!მომდევნო იმ თამაშამდე გაჩუმდებიან,სადაც გოლს ვერ გაიტანს და მერე ისევ ასისინდებიან! მაგარი თამაში გამოვიდა და ეს პირველად იყო,როცა მთელი ნაპოლი,შარშანდელივით ერთ მუშტად შეკრული,ერთი მიზნისათვის იბრძოდა.ბრავო კალცონა!რა თქმა უნდა ნაკლოვანებები ისევ აშკარად ჩანს,მაგრამ გუნდმა განწყობა დაიბრუნა და როცა მიზანს დაისახავ,ამ დროს ფინანსური პრობლემები უკანა რიგში იწევს.ამ განწყობით,გარკვეული გარემოებების დამთხვევის პირობებში,ნაპოლის ჩემპიონთა ლიგის ზონაში შესვლაც შეიძლება მოხერხდეს.მსაჯმა იუვეს ორ ფეხბურთელს,ორ შემთხვევაში არ მისცა მეორე გაფრთხილება და ორივეჯერ გააფრთხილებდა,პირველი გაფრთხილებები რომ არ ჰქონოდათ.წესი წესია,თორემ მათ ისეთი დარღვევები არ ჰქონდათ,რომ ჯამში,გაძევების ღირსები ყოფილიყვნენ.ამიტომ ამ ფაქტებს,არც მე გავაპროტესტებდი,განსაკუთრებულად.ხვიჩაზე არაფერს ვიტყვი,ყველამ ვნახეთ როგორ ითამაშა და მხოლოდ ფლანგზე თამაში,,აშკარად მწვრთნელის დავალება იყო.ამ თამაშში შერჩათ,მაგრამ ამდენი შეცდომა უკანა ხაზში,სხვა დროს ცუდად დაუჯდებათ.გაშვებული გოლის ეპიზოდში,ხვიჩა ბოლომდე არ ჩავიდა უკან და მისი პოზიციიდან შევიდა გოლის ავტორი,დაზღვევით კი,არავინ დააზღვია.
შენა
რითმის მქსოველი ხარ,რითმის მქარგავი- ისე აქანდაკებ რითმებს როგორც ქვითხურო ნატიფ ორნამენტებს, ზედგამოჭრილი რითმხურო ხარ! კააა!!!
ლავრენტი
კაი, რა! ძლივს რაღაც გვიხარია და რაომ გვიშლი ნერვებს? )
Miqautadze
კი, როგორ რა, მალხაზ - სექტის მიერ რეალობის ვერ აღქმა და დისლაიქებიც გამიგია - არ იდარდო მაგაზე :D
მალხაზ ჯობავა
გამართლებაა ძმა ეს ცხოვრება, რა არ გაგიგია
გუსანი
ძლივს ,მაგრამ მოიგო ნაპოლიმ , ისევ ხვიჩას და ვიქტორის მონდომებით მოიგეს, მაგრამ ეს პენალტი აქილევსის ქუსლად რჩება ნაპოლისთვის. დაცვა კი კრიტიკას ვერ უძლებს, დი ლორენცოც ხშირად სცდება. ხვიჩასაც ვულოცავ, პატარა რაღაც ლაფსუსი მაინც გაეპარა კიეზას გოლის დროს, მაგრამ არაუშავს.... ფიზიკას უეჭველი უნდა მოუმატოს და გააგრძელოს ზრდა,...ისე ბურთის ფლობის მიუხედავად საგოლე მომენტებით იუვე ჯობდა, ნაპოლის მაგრად გაუმართლდა. ჩვენ კი გვახარებს ხვიჩას ფორმაში შესვლა.....
dato
აწი დროა ესე ყველა თამაშზე მოუმატო
ლევანი
მართლა რამდენი მომენტი ვერ გამოიყენა იუვემ, მაგრამ ფეხბურთი ეს არის. ნაპოლი ყოჩაღ, ძვლივს ბურთის დაჭერა გაიხსენეს. კვარა კი მხეცია, სულ გუნდზე თამაშობს და აზრიანად. მართლა კარგი თამაში იყო, ვისიამოვნე.
იკა
ორივე გუნდში ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო, საუკეთესო იყო
სიმართლე
როცა ინდომებ მხეცი ხარ........
სად წევიდა
ვერ შეაჩერებს ვერაფერი სიტყვას გაბედულად, მაინც ვიტყვი თუნდაც ჩამქოლონ - კმარა კვარა!!! (ვარდნა) ნუ დახვედი ჭ კლასზე
Toto
წარმატებები კვარას!!
Miqautadze
იუვენტუსს ამდენი შანსი საერთოდ როდისმე ვერ გამოეყენებინოს, არც მახსოვს.. მითუმეტეს ალეგრის 1:0-ლა იუვეს და თითქოს ეს უიღბლობა არ ეყოფოდათო, ტიპმა ასეთ მნიშვნელოვან მატჩში ვიღაც უვიცი ღლაპი გამოიყვანა (რატომ კაციშვილმა არ იცის), პენალტი ააკიდებინა და გაიყვანა DDDD ნაპოლის პირიქით, ყველაფერში გაუმართლა: პირველი გოლის რეკოშეტისასაც და პენალტის დროსაც - დამატებაზე
ზურა
გელა ნუგზარაშვილიც კარგად გაისარჯა დღეს
მანფრედ კალცი
ხვიჩუკა, გენაცვალეეეე!
აბურჯანია კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს
ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა
გადრანი "კაირატიდან" "ბეითარში" გადავიდა
ქართველი მსაჯები სომხეთისა და ირლანდიის მატჩს განსჯიან
"ფენერბაჰჩეს" დომენიკო ტედესკო ჩაიბარებს
ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა
"ნოტინგემმა" ეშპირიტუ სანტუ გაათავისუფლა - მოურინიო მისი შეცვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია
"მარტო უნდა დავტოვოთ" - სკალონის ჰკითხეს, ითამაშებს თუ არა მესი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია
ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
უთავმოყვარეო და მშიშარა უწოდეს - სანტუშს აზერბაიჯანის ნაკრების დატოვება მაინც მოუწია
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ
[VIDEO] შერჩათ თურქებს იამალი? - ესპანელი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა
"წავაგეთ ნაკრებთან, რომელმაც კალათბურთის თამაში 12 თვის წინ დაიწყო" - რას წერენ ფრანგი გულშემატკივრები საქართველოსთან მარცხის შემდეგ?
შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის
"ლაიფციგი" ამ ზაფხულს შესაძლოა, კიდევ ერთმა ფორვარდმა დატოვოს
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
"ნაპოლიში" კვარაცხელიას ეს ფენომენი შეცვლის" - ანტონიო კასანო
"ჯერ კიდევ ყველაფერი შესაძლებელია" - კვარაცხელიას და დავითაშვილის კომენტარი
ოფიციალურად: სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს "ნაპოლიმ" ელმასი დაიბრუნა
უარი კლუბისგან და ფეხბურთელისგან - ლოკატელი "იუვენტუსში" რჩება
სავარაუდო შემადგენლობა თურქეთთან - სანიოლის საფიქრალი
საქართველო VS თურქეთი - მსოფლიო ჩემპიონატისკენ დავიძარით!
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
ვეა "იუვენტუსიდან" "მარსელში" გადავა
ანგისას გოლი 90+5-ე წუთზე - "ნაპოლიმ" "კალიარის" სძლია
ბოლო დეტალები თანხმდება - ჰოილუნი კარიერას "ნაპოლიში" განაგრძობს
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
ჰოილუნი "ნაპოლის" უახლოვდება - "პარტენოპეი" ფეხბურთელის დაყოლიებას ცდილობს
პსჟ-ის მცველი შესაძლოა, "იუვენტუსში" გადაბარგდეს
ჰოილუნი უკვე ნეაპოლში და დღეს "ნაპოლის" ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
რისიც გვეშინოდა და როგორ უნდა "დაუძვრე" წაგებას - თურქეთის შემდეგ