ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

"ნაპოლი" "ბარსელონასთან" დამარცხდა და ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა [VIDEO]

"ნაპოლი" "ბარსელონასთან" დამარცხდა და ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა [VIDEO]

ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალურ მატჩში „ნაპოლი“ გასვლაზე „ბარსელონასთან“ 1:3 დამარცხდა, ორი შეხვედრის ჯამში დაპირისპირება 2:4 დათმო და გათამაშებას გამოეთიშა.

პირთამდე სავსე სტადიონზე შეხვედრა მაღალ ტემპში, ორმხრივი შეტევებით დაიწყო. პირველი მომენტი მასპინძლებმა შექმნეს, მაგრამ ფერმინმა ბურთი კარს ააცილა. ცოტა ხანში კი ტრადიციულად ჩავარდა ნეაპოლელთა დაცვა და ფერმინმა თავისი გუნდი დააწინაურა. შემდეგ მერეტის კარი კანსელომ დალაშქრა და სტუმრები თავიდანვე მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდნენ, რომლებიც თამაშის დალაგებას ვერ ახერხებდნენ და ბურთი კვარაცხელიამდე არ მიდიოდა. თუმცა რაჰმანიმ ანგარიში შეამცირა. მერე დი ლორენცოს თავური ტერ შტეგენმა მოიგერია და პირველი ტაიმი 2:1 დასრულდა.

მეორე ტაიმში „ნაპოლი“ იერიშებზე გადავიდა. ხვიჩას დარტყმული ბურთი ოდნავ ასცდა მიზანს. კუბარსიმ საჯარიმოში ოსიმენი წააქცია, მაგრამ მსაჯმა პენალტის დანიშვნა საჭიროდ არ მიიჩნია. კონტრშეტევისას რაფინიას მერეტმა არ გაატანინა. „პარტენოპეის“ მწვრთნელმა კალცონამ ტრაორესა და პოლიტანოს ნაცვლად მოედანზე ლინდსტრიომი და ოლივეირა შეუშვა. „ბარსა“ კი უპირატესობას დაეუფლა, ლევანდოვსკის მერეტმა არ გაატანინა, იამალმა მიზანს ვერ უწია. შემდეგ კი ლინდსტრიომმა ახლო მანძილიდან თავით ვერ გადაგზავნა ბურთი კარში. სამაგიეროდ, შანსი ლევანდოვსკიმ არ გაუშვა, რომელმაც სერხი რობერტოს პასი მიიღო და მეტოქის კარი დალაშქრა. მალე ნეაპოლელებმა კარგი მომენტი შექმნეს - კვარაცხელიამ რასპადორი მეკარესთან პირისპირ გაიყვანა, რომლის დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა. კომპენსირებულ დროში "კვარამ" მეტოქეს ბურთი აართვა, ისევ ოდნავ ააცილა მიზანს, შეცვალეს და თამაშიც დასრულდა.

შემდეგ შეხვედრას „ნაპოლი“ 17 მარტს მილანში სერია A-ს ლიდერ „ინტერთან“ გამართავს.

ბარსელონა. „ოლიმპიკ ლიუის კომპანისი“

ბარსელონა - ნაპოლი 3:1

გოლები: 1:0 ფერმინი (15), 2:0 კანსელო (17), 2:1 რაჰმანი (30), 3:1 ლევანდოვსკი (83)

• BET

რა წაიღეს ტვინი ამ ნაპოლით,ერთი საშუალოზე დაბალი დონის გუნდია :0

• არგუტი

როდესაც გასვლა ბარსელონაში გაქვს,(მიუხედავად იმისა ,რომ ის დღეს კრიზისშია )გახსნილი ფეხბურთი არ უნდა შესთავაზო(მითუმეტეს როცა არც შენ გიდგას კარგი დღეები),რამეთუ ის მაინც მასპინძელია და მასპინძლის ჟინით და მასპინძლის აურით მაინც გაჯობებს .კალცონამ დაუშვა დიდი შეცდომა როცა ეგონა რომ ნაპოლის შეეძლო ბარსელონას დაჯაბვნა ღია თამაშში.მაგრამ დაიწყო მატჩი და ნაპოლის დაცვითი რედუტები სოლომონ მორბელაძის ღობესავით მორღვეული აღმოჩნდა.მომენტი მომენტზე იქმნებოდა და საჭირო იყო სასწრაფო ზომების მიღება რათა აღეკვეთათ მტოქის თავისუფალი თარეში საკუთარ საჯარიმოში.არ მიიღეს ,ვერ მიიღეს და გოლებიც მალევე მიიღეს საკუთარ კარში.იმ მომენტში იქმნებოდა შთაბეჭდილება,რომ ნაპოლი ასტრონომიული ანგარიშით განადგურდებოდა,მაგრამ მეტოქის მოდუნებამ და მოლოდნელად კონცეტრაციის დაკარგვამ ,ნაპოლის მისცა შანსი თამაშში დაბრუნებისა.მეორე ტაიმში კი ბარსელონა კვლავ გონს მოეგო და საქმე ბოლომდე მიიყვანა.მე ერთი მაკვირვებს----გუნდი აგებდეს და მუდმივად უკან აკეთებდეს პასს,ჰაუტის მოწოდებას უამრავ დროს ახარჯავდეს,ორთაბრძოლებს სისტემატიურად აგებდეს,ტაქტიკას არ ცვლიდეს და ტემპის აწევას არ ცდილობდეს,რა გამოდის? რაც შეეხებათ კვარაცხელიას და ოსიმენს ,ისინი უდავოდ მაღალი კლასის ოსტატები არიან მაგრამ გუნდი მათ შესაძლებლობებს სათანადოდ ვერ იყენებს.იშვიათად გვინახავს ,რომ ხვიჩამ პარტნიორისგან ხელსაყრელ სიტუაციაში მიიღოს პასი და აგრეთვე იშვიათად გვინახავს ოსიმენზე გაკეთებული გადაცემა საჯარიმოში ,როდესაც ერთი ან მახსიმუმ ორი შეხების მეტი არ ინებოდა საჭირო.ამ დროს ის ხომ შეუჩერებელი ინებოდა და უამრავ გოლს გაიტანდა.პასები კი ფრთებიდან უნდა მიიღოს და სწორედ აქ არის საჭირო ხვიჩას უნარების გამოყენება ,რასაც გუნდი ვერაფრით ვერ ახერხებს ვერცერთი მწვრთნელის ხელში.ერთი სიტყვით ნაპოლი თავისი შემადგენლობით და მწვრთნელებით ,ამ ეტაპზე მეტის გამქაჩავი არ არის .ეგ არის და ეგ.

• ფიგუ

ზოომ. არ მინდოდა შენთან პოლემიკაში შშემოსვლა მაგრამ შენ ამტეხე . სომხები არ იჩემებენ პირამიდების აშენებას მაგრამ ურარტუ ნოეს კდობანი,რუსთაველი, ერევანი რომ რომზე უფრო დიდი ხნისაა „ეს ხომ ფაქტია“ახლა დაამტკიცეს რომ სტალინი სომეხი ყოფილა. ისე ჯობია ასეთ თემებზე ლაპარაკს შევეშვათ,ვილაპარაკოთ სპორტზე. ისე მანუჩარ მაჩაიძის ამბავი რო გორ გესიამოვნა შეგეტყო. რაც შეეხება ტალახაძეს და სხვებს იმიტომ ვახსენე რომ მათ ჭირდებათ სათანადო დაფასება და ხვიჩაც მაგათი დონის გმირია უკვე

• ვახო

კარგი რა ლუიშ.. ეგეც ნეაპოლელების ცუდზე მეტყველებს და არა კარგზე, ავარდნენ გოიმებივით. როგორ შეიძლება მარადონას შეადარო ან გაუთანაბრო კაცი (ეროვნებას რა მნიშვნელობა აქვს) რომელმაც რამდენიმე თვე ითამაშა კარგად.. მარადონას წინაშე არ არის უსინდისობა??? ვიღაცას ეწერა და ვეტანხმები ეტყობა ეგ ხალხი ზოგადად გამოირჩევა უმადურობით, მარადონას მიმართაც და კვარას მიმართაც, ხოლო კვარადონა არ გვინდა რა... ნამეტანია...

• ტიგრან მნაცაკანაშვილი

ა შენ თუ თქვი დაიწმინდება ნამდვილად.

• ვახო

მოდით 10 ბალიანი სისტემით შევაფასოთ ხვიჩას თამაში.. ნაპოლის მდგომარეობის, პარტნიორების მოქმედების და ა. შ. გათვალისწინებით მე დავუწერდი 8 ქულას მეტს ვერა.. ქონდა კარგი მოქმედებები ქონდა აშკარად ცუდი..თქვენ მეტს? ლაიქი დისლაიქი გამოავლენს )))

• ფიგუ

სიმართლე გითხრათ ამ გვარგადაკეთებულეზეა ნათქვამი„სისხლს რაღას უზამსო“. მე ვთქვი რომ ორი-სამ ი თაობა სჭირდება მეთქი დასაწმენდათ. ერთხელ მაინც თუ დაფიქრებულხართ რატომ უწოდეს ხვიჩას იტალიაში ჯერ კიდევ შუა სეზონში „კვარადონა“ .რომლის ბანერებითაც აჭრელებულია მთელი ნეაპოლის ქუჩები და გვერდით ამოუყენეს ხვიჩას ბანერები. მარადონას შეადარეს, რომლის ქანდაკებაც ნაპოლის გასახდელში უდგათ. ამით განა ყველაფერი ნათქვამი არ არის? როცა ხვიჩა 38 წლის გახდება იმაზე მეტი სახელი ექნება ვიდრე ახლა აქვს ბევრ აღიარებულ ფეხბურთელს. სათაურში ნაგულისმევო „პატრიოტებო““ ცივი წყალი დალიეთ.

• zoom

ერთი რაღაც ვერ გავიგე უმოწყალოდ კრიტიკის მაგალითი შეგიძლია მოგვიყვანო? ნიკი დაწერე ვინ გააკრიტიკა აქ უმოწყალოდ ? თუ ლაიქების გულისთვის წერ მაგ სირობას ?

• ლუჩანო სპალეტი

“ზეზვას” - კაი ბატონო, გაგიმარჯოს ღმერთმა, ნეტა ყველა ეგრე იყოს, მარა უმრავლეს შემთხვევაში მე რასაც ვხედავ ლიბერალები არიან სამწუხაროდ!

• ლუჩანო სპალეტი

“ზეზვას” - კაი ბატონო, გაგიმარჯოს ღმერთმა, ნეტა ყველა ეგრე იყოს, მარა უმრავლეს შემთხვევაში მე რასაც ვხედავ ლიბერალები არიან სამწუხაროდ!

• zoom

პატარა კაცი რომ დუხზე დავარდება და რაღაცეებს იგონებს განწყობის ასამაღლებლად ისე მოგდის ფიგუ:) ტალახაძეს და საგინაშვილს რატომ ახსენებ ფეხბურთთან საერთოდ? რაღა სომხები და რაღა შენ საბჭოთა ქართველი:) თურმე მხითარიანი რომ თამაშობდა ცუდად სომხები ამბობდნენ არაუშავს პირამიდები ჩვენ ავაშენეთ და გვყავდა იურიკ ვარდანიანი , იშტოიანი და ტიგრან პეტროსიანი :)) სავეცკი ქართველის ზამაშკები გაქვს .

• სპალეტ-ს

ჯუღელის ხელის ბიჭი რომ ხარ არ გიტყდება

• 123

აი რა მაგრად აფრეეენ

• ზეზვა

მე ნაციც ვარ ,ხვიჩაც მიყვარს და სამშობლოც( არქეოლოგი პროფესიით) და სულაც არ ვარ ლიბერალი.ეგ შენი მცდარი წარმოდგენებია და ნუ მიაბამ ერთმანეთს

• L.J .

Dacvam chaagdo tamashi(oliveras mgoni sportis saxeoba sheeshala araa pexburteli eg),kvaras warmateba!!!ra dagishavat am bichma ase umowyalod rom akritikebt???ar gitydebat???

• aburjga

მე მგონი ერთ ფეხბურთელს რაც მოეთხოვებოდა ყველაზე მეტი ხვჩამ გააკეთა. ვუყურე, მაგარი ბიჭია! ბოლო დროს ცოტაოდენი უიღბლობა თან სდევს, მაგრამ კიდევ უფრო მოუმატებს! მეტი სპორტული თავხედობა მოედანზე და ყველაფერი კარგად იქნება! ნაპოლიც მოუმატებს!

• სპალეტი

რავა ორგანიზებულად გამოძვრებიან ხოლმე ეგრევე ნაპოლის წაგებისას ეს ანტიქართველი ლიბერალი ვითომ გულშემატკივრები, თან ცდილობენ ანალიზი გააკეთონ ხოლმე, ვითომ ძალიან ადარდებდეთ ქართული სპორტის ბედი..?!! გაშიფრულები ხართ დიდი ხანია ყველანი - ამ ნაცებიან და ყველა გვარგადაკეთებულებიანად!!

• ფიგუ

როგორ გგონია მიხეილ მესხი 1961 წელს აიყვანეს პირველად ნაკრებში? ეს მაშინ შემოახიეს მაისური ხელი თ რომ იჭერდნენ. ან გუცაევი 20წლის პირველად გაიცნო ხალხმა, ან ხურცილავა? მაგრამ ძნელი მისახვედრი და გასაშიფრი არ ხარ. შენ ის ბოღმა ვერ მოგინელებია მესხის თაობამ [იამანიძე,კოტრიკაძე ,] თქვენს ახალგაზრდულ ნაკრებს 18:0[არ მეშლება თვრამეტით ნული] რომ მოუგეს.[ჩვენიც ახალგაზრდული ნაკრები ნაკრები იყო ]ხოლო თქვენი ახალი დიდი სტადიონი მანუჩარ მაჩაიძემ რომ „გახეთქა“ და გაგაჩუმათ. ასეა ეს ახპერ-ჯან

• ფეხბურთი

რომ იძახიან ამადაამ ფეხბურთელმა წარმატებას იმიტომ მიაღწია რომ ძლიერ გუნდში თამაშობს. აბა კვარამ რა უნდა თქვას საუკეთესოა და ჯღან გუნდში თამაშობს ?

• სოსო

მაგით რა?ყვავსაც თავისი ბახალა ურჩევნია,მთელ საფრინველეთს.ჩვენი სისხლია და ხორცი.ისიც და ნებისმიერი სხვა ქართველი ფეხბურთელი,მადრიდის რეალს და ბარსელონას მირჩევნია,ერთად აღებულს.ეს სიყვარულზე,თორემ ობიექტურობაც შეძლებისდაგვარად რომ უნდა შევინარჩუნოთ,ესეც ცხადია.შვილი სიყვარულით უნდა გაზარდო,მაგრამ ფხიზლადაც უნდა იყო,რომ გზას არ ასცდეს.ამ დროს,მკაცრადაც შეიძლება რაიმე უთხრა,დასაჯო კიდეც,მაგრამ ამავე დროს,მუდმივად უნდა გრძნობდეს,შენს სიყვარულს.სხვანაირად შვილს ღირსეულ ადამიანად ვერ აღზრდი.ვერც მხოლოდ სიყვარულით და ვერც მხოლოდ სასჯელით.დღეს ამდენი სისასტიკე რომ ტრიალებს ჩვენს ირგვლივ,სწორედ ამ ცალმხრივობის ბრალია.ჩვენ ნაკრებებს,საქართველოში გადამწყვეტი თამაშების მოგება ასე ძალიან რომ უჭირთ,ესეც ჩვენი,გულშემატკივრის ბრალია.იციან,ვერ მოგების შემთხვევაში რამდენი ქვა და ღორღი წამოვა მათი მიმართულებით და ამის შიშით,რაც შეუძლიათ,იმასაც ვეღარ ამჟღავნებენ მოედანზე.კარგი მშობელი,ბავშვს გამარჯვების შემთხვევაში,შეაქებს,დამარცხების შემთხვევაში კი,ანუგეშებს და გულს გაუკეთებს.საქართველოს ნაკრებებიც ყველასია,ესე იგი ჩვენთვის როგორც შვილი ისეა და თუ არ შევიგნეთ,რომ მის ყოველ წევრს გაფრთხილება სჭირდება,რომ მის ნაცვლად სხვა არავინ მოვა,ისევე როგორც,შვილს ვერავინ შეგვიცვლის,თუ ამას გავითავისებთ,მხოლოდ მაშინ მივაღწევთ წარმატებებს.ყოველ შემთხვევაში იმ სიდიდის წარმატებებს,რაც ამ ნაკრებს, ამ მომენტში შეუძლია.

• გოგა

უმარტივესი მათემატიკური ამოცანა გვეკითხება თუ ოსიმენი150მილიონი ღირს კვარაცხელია 100,რა ფასად უნდა შეფასდეს 17წლის იამალი?

• ფიგუ

გული არ მიძლებს რომ არ გამოვეხმაურო ზოგიერთებს რა დონის უკონტროლო უნდა იყოს ადამიანი რომ ვერ აღიქვავდეს რას ნიშნავს 22 წლის უცნობი ახალგაზრდის იტალიაში უმაღლესი ლიგის გუდში [იტალიაში ,სადაც ასეთი მაღალი დონის ფეხბურთია, სადაც ასეთი კონკურენციაა] პირველივე დღიდან ძირითადში დამკვიდრებას, გუნდის საუკეთესო მოთამაშის, იტალიის საუკეთესო დრიბლიორის, საუკეთესო ასისტის საუკეთესო ფეხურთელის სახელის მოხვეეჭა ,გუნდის გაჩემპიონება ! და თავს უფლება მისცეს გააკრიტიკოს. როგორც იტყვიან „აზრზე მოდი ბიჭო“ გთხოვთ ესეც დამიბეჭდეთ და მეტს აღარ შეგაწუხებთ [თუ ძალიან არ შეტოპეს] დიდი მადლობა

• juna

არგენტინას სსრკ-ამ მოუგო 1961 წკის 18 ნოემბერს მესხი მაშინ 24 წლის იყო, არც ვოვა გუცაევი იყო 17 წლის როცა მეტრეველმა მაისურა გადასცა (იყო 20წლის) და არც ხურცილავა 17 წლის თამაშობდა დინამოს ძირითადში. ამ ყველაფრის გადამოწმება თავისუფლად შესაძლებელია

• ფიგუ

ბოდიშს გიხდით არ ვიცი როგორ შევასწორო თუ საიტის ადმინისტრაცია შეასწორებს მადლობას გეტყვით წიბაასწარ „არგენტინა-სსრკ 2:1 კი არა არგენტნა-სსრკ 1:2 უნდა იყოს.

• Gia

Kimis gayidvit, spaleti da juntilos gashvebit ramdeni milioni dakarga wiwuraqma lavrentam daitvalos exla.sufta mevaxshea da gagebashi araa fexburtis. Gundis amwyobebi gaushva da ras daamsgavsa gundi. Kvara droze wadi maqedan tore nervozs agkideben.italiis chempions egeti dacva yavdes ubralod sircxvilia.

• ფიგუ

ძალიან მწყდება გული როცა „თურაშაულის პატრონი ტყეში მაჟალოს დაეძებს. “რა „ოცი წლის მესი“ რის „22 წლის მბაპე“ იცით რომ ცხრამეტი წლის მიხეილ მესხს ლივერ პლეიტზე მაიკებს ახევდნენ არგენტინის ნაკრების წევრები [არგ-სსსრ 2:1] და ამ ორი ბურთიდან ერთი პასი იყო მისი ხოლო მეორე მეტრეველის -მისი თანატოლის. ვლადიმერ გუცაევმა ჩვიდმეტი წლისამ საზეიმოდ ჩაიბარა 7 ნომრიანი მაისური თვით სლავა მეტრეველისაგან დინამოს სტადიონზე.[და არა„ დინამო არენაზე “ როგორც ზოგიერთებები ამბობენ]. მურთაზ ხუცილავა 17 წლისა როგორც კი მოხვდა დინამოს რიგებში მაშივე ძირითადში დამკვიდრდა. რომელი ერთი ჩამოვთვალო.ჩვენ გვიყვარს სხვისი გაფეტიშება. აბა დამისახელეთ სხვა სახელმწიფო რომელსაც ჰყავს ერთდროულად:გურამ თუშიშვილი. გენო პეტრიაშვილი.ლევან საგინაშვილი. კონსტანტინე ჯანაშია .ზაზა ფაჩულია ტოჩინოშინი. ლაშა ტალახაძე [მძიმე წონოსნები, თორემ შავდათუაშვილებზე. ლიპარტელიანებზე. გრიგალაშვილებზე,ბექაურებზე, ღვინიაშვილებე მაისურაძეებზე და სხვებზე აღარ ვლაპარაკობ] თუ გინახიათ საქართველოში ერთი ბანერი მათი გამოსახულებით რომ ახალმა თაობამ მაგალითად დაისახოს მათი სახეები და გმირობა [გმირობა მარტო ხმლის ქნევა არ არის, გმირობა არის აგრეთვე თავდაუზოგავი შრომა სამშობლოს სასახელოდ და ძალიახ ბევრ რამეზე უარის თქმა]. საიტის ადმინისტრაციას მოგმართავთ და ბოდიშს გიხდით რომ ამდენი ვილაპარაკე და არ დამიბლოკოთ თუ შეიძლება

• Me

კი ბატონო, მაგრამ ჩვენ უკეთესი არ გვყავს და მე ამას ვგულშემატკივრობ. რონალდო რომ არ არის ეგ ყველამ ვიცით მაგრამ ეგ რა შუაშია?

• ფიგუ

„რიკოშეტი“? „რიკოშეტი“?-გაგონდებათ? საინტერესოა რომელი საბავშვო ბაღიდან მოჰყავთ ეს კომენტატორები რომლებიც ფეხბურთის გარდა ყველაფერზე „ლაპარაკობენ“ რეპორტაჟების დროს ისე დიდი ბოდიში უნდა მოგიხადოთ რომ ოსიმენის აფსაიტებში ყოფნა და ბევრი სახიფათო მომენტის განიავება „მისი ბრალი არ იყო“--ჩემი ბრალია. გუნდს აკლია ფიზიკური მომზადება და სხარტი აზროვნება ია ტა დუმაიო

• კალცონე

ოსიმენზე არდანიშნული ნაღდი პენალტის ეპიზოდი ვნახე და მსაჯს თერთმეტმეტრიანი უნდა დაენიშნა. ერთხმად იგივეს ამბობენ იტალიური ტელევიზიების ექსპერტები. არ მესმის, ასეთი დონის ტურნირზე ესოდენ მნიშვნელოვან ეპიზოდს რატომ არ აქცევს Var-ი ყურადღებას. სწრაფად გადაწყვიტეს, რომ თამაშის წესების დარღვევას ადგილი არ ჰქონდა. ამას შეხვედრის მიმდინარეობაზე შეიძლებოდა გავლენა მოეხდინა.

• გოგია

მეგრელი-ს ზღვაა, მა რაა ცავატანემ. მთავარი პორტით - სევანსტოპოლ (ნოდარ დუმბაძეს დავესესხები :)).

• სოსო

არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა.უფრო ძლიერმა გაიმარჯვა.რომ არა მერეტი,ანგარიში გამანადგურებელი იქნებოდა!ჯერ ბარსას პირზე რძეშეუმშრალმა ლაწირაკებმა დაარბიეს ნაპოლის დაცვის სპილოები.მერე კი ,უკვე ბარსას ვეტერანებმაც გამოიღეს ხელი და საჯარიმოში დახატული კომბინაციიდან გატანილი მესამე გოლისთ გაგვახსენებს.ძველი ბარსელონა.ჩემთვის მოულოდნელი აღმოჩნდა დი ლორენცოს ასე სუსტი თამაში,თორემ დაცვის ცენტრისაგან ყოველთვის რაღაცა უბედურებას ველი და არც ახლა გამიცრუეს ცუდის მოლოდინი.დი ლორენცო,რასაც ჰქვია "გაგვიდირკეს",ოსიმენს კი,მშვენივრად უკეთებდნენ ხელოვნურ თამაშფარეს და ამაში,ოსიმენზე მეტად,პასის მიმცემი ნახევარმცველები იყვნენ დამნაშავეები.აშკარა იყო,რომ ბარსას ნახევარდაცვას მეტი შემოქმედებითი პოტენციალი აქვს,ვიდრე ნაპოლის ცენტრს და ეს,ამდენი ტრავმის მიუხედავად.ხვიჩამ თავისი მომენტები მაინც შექმნა,თუმცა სამწუხაროდ თანაგუნდელებმა გაანიავეს შანსები და ვერც თვითონ შესძლო,საკუთარი კარგი შანსების გამოყენება.მაინც ისე გამოვიდა,რომ ბარსელონამ შესძლო,კვარა -ოსიმენის დუეტის გათითოკაცება.ბარსელონა გაძლიერდება,ნაპოლისთვის კი,ეს მაქსიმუმი იყო.ასე რომ მოხდა ის,რაც უნდა მომხდარიყო და სჯობს საქართველოს ნაკრებზე გადმოვერთოთ.დე ლაურენტისის გულისთვის ნერვიულობა ნამდვილად არ ღირს.ტიპმა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე გასვლის შანსი და ამით სულ ცოტა 100 მილიონის შოვნის შანსი დაკარგა და და იმედია კიდევ მეტს დაკარგავს.ხვიჩამ,ნეტავ როგორმე გამოაღწიოს.

• ირაკლი

არა როგორც ვატყობ უმეტესობას კვარა მართლა მესის, მბაპეს და რონალდოს დონის ფეხბურთელი ჰგონია ნუ ნეიმარს ხო აღარც ვადრით ათრიეს კაცი პლაჟის ფეხბურთელი ეძახეს:)))) თქვენ მართლა პატარა ხო არ გგონიათ? მართალია 1 წელია რაც უმეტესობამ ფეზბურთის ყურება დაიწყო მაგრამ ჩაგუგლეთ მაინც სად იყო 20 წლის მბაპე (25 არის მეტის კი არა), 22 წლის მესი. 23 წლის რონალდომ კარიერა დაამთავრა მანჩესტერში და ახალგარდებს დღესაც კი უყურეთ აგერ - თუ უყურეთ თამაშს რა თქმა უნდა და იამალი თუ შეამჩნიეთ საერთოდ.. :))) მაღალი კლასის ფეხბურთელია ორი აზრი არ არის მაგრამ რამდენია ეგეთი? მუსიალა, ოპენდა, ფოდენი, საკა, პალმერი, ხიმენესი.... განა ცუდია ამ დონეზე მოაზრებოდეს რას ამბობ? ეს ზე 5% - ია, მაგრამ არაა ჩვენ ხო ყველა უნდა გავაღმერთოდ და მერე გავათახსიროდ ეს ხომ ჩვენი ეროვნული სპორტის სახეობაა.

• qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos

მთავარია ჩვენთვის ახლა ინტერთან რამე არ მოუვიდეს და ბერძნებთან მოემზადოს. თორე ნაპოლი რო სოფლის გუნდია ამას მე კიდე აგვისტოში ვწერდი.

• qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos

მომავალ სეზონში ბათუმი და ნაპოლი ერთ ჯგუფში იქნებიან კონფერენს ლიგაზე როგორც ჩანს

• დდდ

ხვიჩას თავის მართლება არ სჭირდება, მადლობის მეტი მის მიმართ არავის არაფერი აქვს სათქმელი... ლაურა ფეხბურთში იგივეა, რაც პუტინი - პოლიტიკაში... გენიალური ფეხბურთელების უმრავლესობას არასდროს მოუგია ოქროს ბურთი, თუ ხვიჩამ ვერ მოიგო, მაგასაც ავიტანთ... სევანი ზღვა წარღვნის დროსაც არ ყოფილა - ყოველთვის ტბა იყო, ქვეყანაც ყოველთვის იმათზე უკეთესი გვქონდა, ვისი სახელითაც ვითომ გვეღადავები და ბოლოს, რჩევა რჩევის წილ- როცა მუზა შემოგაწვება, ეცადა სპორტულ საიტებს მაინც ასცდე ხოლმე...

• მეგრელი

სევანი ზღვა გახდა უკვე?)))

• garegin meore

ქართველები ისე ამართლებენ ხვიჩას თითქოს დე ლაურენტისი პუტინი იყოს და ომით გემუქრებოდეთ.სულ თავის მართლებაში და რაღაცეების ახსნა-მტკიცებაში ხართ. გუნდმა ითამაშა ცუდად და როგორც ჩანს ხვიჩა არაა არც მესი და არც მარადონა და ალბათ ოქროს ბურთს ვერასდროს მოიგებს ,მაგრამ ამით ცხოვრება არ მთავრდება. მთავარია ნორმალური ქვეყანა ააშენოთ . ეს რჩევა ჩემგან სევანის ზღვის ნაპირებიდან .

• Nukri

დაცვა, ნახევარდაცვა აჭრილი,ასეთი თამაშით ნაპოლი ბარსას რომ ვერ დაამარცხებდა ცხადია, ხვიჩას სათანადოდ ვერ იყენებენ, პას ყოველთვის უგვიანებენ, უფრო მარჯვენა მხარეს არიან მიჯაჭვულნი და არაფერი გამოსდით, თუ ნაპოლში ვითარება არ შეიცვალა, ხვიჩას არ ექნება პროგრესი და დროულად უნდა გადავიდეს უკეთეს გუნდში

• იურგენ კლოპი

ბიჯო... სპალეტის აგენბდით კუთხეში ყავს მიმწვდეულიო - იმაზევე აგინებდით, სანიოლს, ამაზევე აგინებთ ამ მწვრთნელს და კიდე იმას - ამასა და გარსიას შორის რო იყო გაუგებარი კაცი - და ერთი კითხვა მაქვს საიდან ამდენი საფეხბურთო განათლება სად მოიხვეჭეთ? რაფა ლეაოს ნაკლები ტექნიკა აქვს, ჯანი თუ ნაკლებია მაგრამ ბიჭო რა ვერ გაიგეთ რომ როდესაც ახალგაზრდა სწრაფ შემტევთან გაქვს საქმე უნდა იდგეს იქ სადაც დგას და მერე სიარაფე რომ მოაკლდებათ ხოლმე აყენებენ ცენტრში - რონალდო, მესი - ან თუ ჩ....ვი დარჩები ფლანგზე როგორც ოკამპოსი და 28 წლის ასაკში ჩაგანაცვლებენ ახალგაზრდა უფრო სწრაფი შემტევით იპოვიან ვინმეს ბრაზილიაში ვედრო მანეთად.

• ზკ

ვაი იმ ბარსელონას ამისთანა ნაპოლისთან რომ წაეგო

• სიმართლე

ხვიჩას ორი ასისტი გაანიავეს. ლინდსტრომი და ოლივერა ლაგოდეხის ჰერეთშიც ვერ გაქაჩავენ

• დდდ

ვინც სერიოზულად ფიქრობთ, რომ ოსიმენზე პენალტი უნდა დანიშნულიყო და თანაც ამით ნაპოლის რაღაც შანსები გაუჩნდებოდა, ერთ კარგ რჩევას მოგცემდით ზოგადად ფეხბურთის ყურებასთან დაკავშირებით, მაგრამ ვშიშობ, არასწორად გამიგებთ და მეორე, არანაკლებ სასარგებლო რჩევას მოგცემთ - თუ მაინცდამაინც ყურებას არ იშლით, ეცადეთ, სიამოვნება მაინც მიიღოთ.. თუნდაც ასეთი თამაშებისგან...

• დავით 67

მეც ასე დავინახე რომ დააბიჯა. მანდ მსაჯს ვერ დაადანაშაულებ. ვარის ოთახში ვინც ზიან მათ უნდა მიეწოდებინათ ინფორმაცია

• სლავა უკრაინე

ხვიჩას დიდი პატივისცემა მაგრამ ბარსელონას როგორ უნდა წაეგო ამ სოფლის გუნდთან?!

• ბარსა

რა პენალი ანეგდოტს ყვები? თან რამის ფეხი მოაძროვო

• დურუ

რა თქმა უნდა ნაპოლის თამაშის ეს მანერა საკუთარ კართან, მოკლე პასები უკან, რომელიც უმეტეს შემთხვევაში გართულებებით სრულდება, დიდი სისულელეა, მაგრამ ამის მიუხედავადაც კი უნდა აღინიშნოს მსაჯის მიკერძეულობა ბარსას მიმართ, განსაკუთრებით, როცა აშკარა პენალტი ოსიმენზე არ დანიშნა ბარსას კარში, რომლის გატანის და 2-2-ის შემთხვევაში შესაძლებელია სრულიად სხვა თამაში წასულიყო.

• მურთო

პირველივე თამაშის მერე უკვე მოსალოდნელი იყო რომ ასე მოხდებოდა! თუმცა ოსიმენის ეპიზოდში პენალტი რომ დაენიშნათ მერე კაცმა არ იცის როგორ წავიდოდა თამაში! თვალებს ნუ დაიბრმავებთ ეხლა ბარსას ფანები და ნუ იტყვით რომ არ იყო, კაცს ლამის ფეხი მოაძრო ისე დააბიჯა!

• დინამიტი

რაღაც დიდად არ მგონია რომ ასეთი თამაშის მერე ბარსამ kk77 - ში 100 მილიონი გადაიხადოს. ასეთი დონის თამაშს ესპანეთის ჩემპიონატში ყველა მეორე ვინმე ნოუნეიმ როდრიგეს/ერნანდესი ან ყველა ვარიანტში ვინმე გარსია მაინც თამაშობს ყოველ შაბათ-კვირას, მაგრამ რა იცი ყველაფეეი მაფიაა. სადაც თავის დროზე ჩიგრინსკიში ლამის იმდენი გადაიხადეს რაც რონლდოში რეალმა :))) მოკლედ ჩვენ არხეინად ვიყოთ მთავარია კვარა ჩამოვა და დაგვეხმარება მარტის თამაშებში - ნუ თუ გავხდით ლუქსემბურგს, თუ კორონა არ ამოვარდა ან თუ გადამწვრები და დაღლილები არ ვიქნებით, რა თქმა უნდა

• ქომაგი

3 კვირაა ბარსას მოათრევს კვარა და მაინც ოსიმენზე ააგო თამაში მწვრთნელმა და კვარა ჰაუტის ხაზს მიაჯაჭვა. მაგარი ბანდაა ეს ნაპოლი. ან ანგისა რა ფეხბურთელია, ან ეს ოლივეირა სად იპოვეს, ან ის ლინდსტრიომი კიდევ. დანარჩენებიც საშუალო დონეა, ჰა და ჰა. ერთადერთი ვარსკვლავი ამ გუნდში კვარაცხელიაა. მეორე დროგბა უნდა გავხდეო ოსიმენმა, მაგრამ იმ დიდებული თავდამსხმელისა ამას არაფერი სცხია. ერთი თავისი დონის ფეხბურთელი რომ ჰყავდეს კვარას, რაღაცას ააწყობდა მასთან ტანდემში, მაგრამ ამათთან რა უნდა ააწყონ, სანამ პასს მისცემდნენ, მცველებმაც, კომენტატორებმაც და შემთხვევითმა ტელემაყურებლებმაც კი იციან, რომ კვარას მისამართით კეთდება გადაცემა, თვითონ რომ აკეთებს ისეთ მოულოდნელ, დროულ, გამოზომილ და მახვილგონივრულ პასებს აქეთ ვერავინ უკეთებს. ამიტომ მგონია, რომ უნდა წავიდეს პირველივე შანსის შემთხვევაში. უკეთეს გუნდში უკეთ გამოჩნდება და შესაბამისადაც დაფასდება მისი ტალანტი.

• დავით 67

გული დამწყდა რომ გამოვარდნენ, არადა გათანაბრების შანსები იყო. დაცვა ძალიან დაბნეული გამოიყურებოდა. ერთი ვერ გავიგე. ოსიმენზე არ იყო პენალტი?მე მომეჩვენა რომ იყო . ვფიქრობ არ იყო ბარსელონა ისეთი რომ მათი დამარცხება თუ არა ფრედ თამაში შეუძლებელი ყოფილიყო

• ირაკლი

ჩასაფრებულებო! - ვისაც გამწარება გინდათ, კი იცით რაც უნდა ქნათ ))

• giorgi 3

ნაპოლის დაცვაში თამაში საწავლო წიგნებში უნდა შეიტანო, თუ როგორ არ უნდა ითამაშო,იტალიური გუნდი მაინც არ იყოს

• vava

ამჯერადაც შარშანდელივით ანტიგმირი გახდა ტიპი - რა საჩუქარი ვერ შეირგო... აბა, ისე რომ ჩაიკარგა, მაგაში გასაკვირი არც არაფერი იყო - პირველი თამაშიც ვნახეთ

ლორთქიფანიძის დებიუტის მოლოდინში - "კრემონეზემ" სტუმრად "მილანს" სძლია

[VIDEO] სამი გიორგი ლიგა 1-ის მატჩში - "ლიონმა" "მეცს" მოუგო

[VIDEO] დავითაშვილმა გამარჯვების გოლი გაიტანა - "სენტ-ეტიენი" გალიდერდა

"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია

20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია

"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ

"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა

"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა

[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა

ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო

ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა

"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...

პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს

"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში

ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?

29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა

"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია

ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს

"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა

"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა

"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო

მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა

"ნაპოლი" ელმასის დაბრუნებას ცდილობს

ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო

ამას ხვიჩასგან ვერ წარმოიდგენდა - "რუბინის" ყოფილი ფეხბურთელი კვარაცხელიაზე

მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა

რაშფორდს მიმდინარე სეზონში ტრებლის მოგების სჯერა

"მის ჩანაცვლებას ვცდილობდით, მაგრამ ეს შეუძლებელია" - დე ლაურენტისმა კვარაცხელიაზე ისაუბრა

ინიგო მარტინესმა "ბარსელონასთან" კონტრაქტი გაწყვიტა და "ალ ნასრს" შეუერთდა

"ბარსელონა" ლა ლიგაში სეზონის დაწყებას საკუთარ სტადიონზე გეგმავს

[VIDEO] დე ბრუინის სადებიუტო გოლი - "ნაპოლიმ" ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო

"ფეხბურთელები მისაბაძი მაგალითები არ არიან" - ჟიულ კუნდე

"ნაპოლიმ" "რეალის" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა

ლუკაკუს "ნაპოლიში" ვარდი შეცვლის? - "პარტენოპეი" ვეტერან ფორვარდს უახლოვდება

მოდელს მომღერალი არჩია - ლამინ იამალს არგენტინელ ქალბატონთან რომანი აქვს

კონფლიქტი ამოწურულია - ტერ შტეგენი დათმობაზე წავიდა და კაპიტნის სამკლაური დაუბრუნეს

დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...

"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია