რაფაელ ნადალი მზად არის დევისის თასის ნახევარფინალში ესპანეთის ნაკრებს საფრანგეთთან დაეხმაროს
რაფაელ ნადალი მზად არის დევისის თასის ნახევარფინალში სათამაშოდ. ესპანეთის ნაკრები ამ ეტაპზე საფრანგეთს ხვდება და მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი აცხადებს, რომ მიწვევის შემთხვევაში აუცილებლად დაეხმარება მშობლიურ გუნდს.

როგორც იცით, ნადალმა წლევანდელი გათამაშების პირველ წრეში შარლერუაში ბელგიის წინააღმდეგ ითამაშა, მაგრამ დაღლილობის გამო გამოტოვა ამერიკასთან მეოთხედფინალი. სხვათა შორის, რაფა არც საფრანგეთთან აპირებდა თამაშს, მაგრამ გადაიფიქრა, რადგან ჯანმრთელობის მხრივ მდგომარეობა გაუმჯობესდა - ნადალს აღარ აწუხებს უიმბლდონზე მიღებული ტრავმა.

"ეს ნახევარფინალური ეტაპია, თან საფრანგეთს შინ ვეთამაშებით. ძალიან საპასუხისმგებლო მომენტი დგას და თუ ჩვენი გუნდის კაპიტანი დამიძახებს, აუცილებლად ვითამაშებ", - განაცხადა Aშ-თან კომენტარში ნადალმა.

ეს ნახევარფინალი კორდობაში 16-18 სექტემბერს გაიმართება. ესპანელები მეტოქეს გრუნტის კორტს დაახვედრებენ.

ამასობაში, რაფაელ ნადალი გუშინ ჩავიდა მონრეალში და პირველი ამერიკული მასტერსისთვის მზადება დაიწყო. "უკვე კანადაში ვართ, სასტუმროში დავბინავდით, შემდეგ კი ფრენსის როიგთან ერთად ვარჯიში დავიწყეთ. მონრეალში მზიანი ამინდია, სასიამოვნოა კორტზე ყოფნა", - დაწერა "ტვიტერზე" საკუთარ მიკრობლოგში მსოფლიოს მეორე ჩოგანმა.

ესპანელს კანადურ მასტერსებზე ორჯერ აქვს გამარჯვება მოპოვებული. 2005 წელს მან ლეგენდარულ ამერიკელს ანდრე აგასის მოუგო ფინალში, სამი წლის შემდეგ კი გერმანელი ნიკოლას კიფერი დაამარცხა. შარშან ნადალმა ნახევარფინალში გააღწია, სადაც ბრიტანელ ენდი მიურეისთან ორ სეტში წააგო - 3:6, 4:6.

ამერიკული ჩოგბურთის ყოფილი ლიდერის ენდი როდიკის პრობლემებს ბოლო არ უჩანს. ჩოგბურთს კვლავ იწუხებს ძველი ტრავმა, რის გამოც მან მონრეალის მასტერსიდან განაცხადი გამოიტანა. ეს ტურნირი მომავალ კვირას დაიწყება. შეგახსენებთ, რომ უფრო ადრე როდიკი ვაშინგტონის ტურნირიდანაც მოიხსნა.

ასევე ცნობილია, რომ კანადურ მასტერსზე არ გამოვლენ შვედი რობინ სიოდერლინგი, ავსტრიელი იურგენ მელცერი, ესპანელი გილერმო გარსია-ლოპესი და ბელგიელი ქსავიე მალისე.

სხვათა შორის, როდიკმა შარშანაც გამოტოვა კანადური ტურნირი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა