ვასრულებთ ATP-ში მიმდინარე სეზონის ეკვატორზე დაფიქსირებულ საშუალედო სტატისტიკურ მონაცემთა შეფასებას
დღეს დავასრულებთ პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციაში (ATP) მიმდინარე სეზონის ეკვატორზე დაფიქსირებულ საშუალედო სტატისტიკურ მონაცემთა შეფასებას.

პირველ ნაწილში ლაპარაკი იყო მოწოდებაზე, დღეს კი ATP-ის ვებგვერდი განიხილავს მოწოდების მიღებასთან დაკავშირებულ სათამაშო კომპონენტებს. დღეს მიღებაზე წარმატებული თამაში ხშირად მატჩების მოგების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი გახლავთ.

პირველი მოწოდების მიღებისას მოგებული ბურთები

რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია რა ძალის მოწოდება გააჩნია მეტოქეს. ძალიან კარგად გამუშავებული მიღებაც კი არ იმოქმედებს ორმეტრიანი ოპონენტის წინააღმდეგ, რომლისთვისაც ეისის შესრულება პრობლემას არ წარმოადგენს. ჰარდზე მნიშვნელოვანი როლს თამაშობს რეაქცია და ბურთის გრძნობა, გრუნტზე მოწოდების მოგერიება უფრო ადვილია და ამიტომაც ვხედავთ აქ ხანგრძლივ გათამაშებებს. ბალახის საფარზე დიდად ყურადღების გამახვილება არ ღირს, რადგან ბალახზე სეზონი ძალიან მოკლეა და სტატისტიკაზე დიდ გავლენას არ ახდენს.

პირველი მოწოდების მიღების ლიდერია ენდი მიურეი (37%). კვლევის პირველ ნაწილში დავრწმუნდით, რომ ბრიტანელს არცთუ ისე სახარბიელოდ აქვს საქმე საკუთარი მოწოდების დროს და ის ამ ნაკლს მიღებაზე კარგი თამაშით აბათილებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ვერ იქნებოდა ATP-ის რეიტინგის მეოთხე ნომერი. შემდეგ მოდიან როლან გაროსის მოულოდნელი მეოთხედფინალისტები - არგენტინელი ხუან-იგნასიო ჩელა (36%) და იტალიელი ფაბიო ფონინი (36%), აგრეთვე გრუნტის კიდევ ერთი სპეციალისტი ხუან მონაკო (36%). ფონინისა და მონაკოს მოწოდების მხრივ სერიოზული პრობლემები აქვთ, ასე რომ, მთელი მათი თამაში მიღებაზეა აწყობილი.

მხოლოდ მეხუთე ადგილზე იმყოფება რაფაელ ნადალი (35%). ჩვეულებრივ, ის სათავეში ედგა ამ სიას, მაგრამ ამ სეზონში საქმე მაინც და მაინც კარგად ვერ მიდის. მეორეს მხრივ, პირველ ადგილს მას მხოლოდ ორი პროცენტი აშორებს. ნადალს უიმბლდონის შემდეგ დაეწია ნოვაკ ჯოკოვიჩი. მათ ბევრით არ ჩამორჩება როჯერ ფედერერი (34%).

საგულისხმოა, რომ სიის ბოლოში ვხედავთ ეისების მხრივ ლიდერებს - მილოშ რაონიჩს (26%), ფელისიანო ლოპესსა (25%) და ჯონ ისნერს (24%).

1. ენდი მიურეი - 37%

2. ხუან-იგნასიო ჩელა - 36%

3. ფაბიო ფონინი - 36%

...5. რაფაელ ნადალი - 35%

...6. ნოვაკ ჯოკოვიჩი - 35%

...9. როჯერ ფედერერი - 34%

მეორე მოწოდების მიღებისას მოგებული ბურთები

ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სათამაშო კომპონენტი ჩოგბურთში. მეორე მოწოდება - ყოველთვის შანსია მიმღები ჩოგბურთელისთვის. ტურში მხოლოდ ერთეულებს გააჩნიათ რეალურად სახიფათო მეორე მოწოდება, უმრავლესობისთვის კი ეს არის უბრალოდ ბურთის საიმედოდ თამაშში შეყვანა, რომელიც მეტოქეს ბრძოლის გაჩაღების საშუალებას აძლევს.

სეზონში პირველი ადგილი ნადალს (58%) ეკუთვნის, მაგრამ მასთან თითქმის არაფერს აგებს ჯოკოვიჩი (58%) - სხვაობა მეათედებშია. ATP-ის ექსპერტები ამ ანალიზის დროს ხშირად აღნიშნავენ, რომ რაფაელს წელს ბევრი რამ არ გამოსდის, მაგრამ არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ მან როლან გაროსის მოგება შეძლო და თითქმის ყველა დიდი ტურნირის ფინალში ითამაშა. ბევრს მიაჩნია, რომ ესპანელის თამაში ოდნავ გაუფერულდა, მაგრამ მეორე მოწოდების მიღების პროცენტზე ამას არ უმოქმედია. რაფა ამ კომპონენტში კვლავაც საუკეთესოა.

აღნიშნულ სიაში მესამე ადგილზეა დავიდ ფერერი (57%), რომელმაც, როგორც ყოველთვის, წარმატებულად ჩაატარა გრუნტის სეზონი. მიურეის აქაც ყველაფერი წესრიგში აქვს, ფედერერი კი მხოლოდ მე-16 პოზიციაზე იმყოფება (51%). ნაწილობრივ ეს სტატისტიკა ხსნის კიდეც შვეიცარიელის წარუმატებლობებს მიმდინარე სეზონში.

1. რაფაელ ნადალი - 58%

2. ნოვაკ ჯოკოვიჩი - 58%

3. დავიდ ფერერი - 57%

4. ენდი მიურეი - 56%

...16. როჯერ ფედერერი - 51%

ბრეიკ-პოინტების რეალიზაცია

ზედმეტია იმის ახსნა, რამდენად მნიშვნელოვანია ეს მაჩვენებელი. ამ სიტუაციაში ბევრი რამ არის დამოკიდებული მოწინააღმდეგეზე, რადგან პრაქტიკაში ყოველთვის არ არის შესაძლებელი მოწოდების ან ძლიერი და სწრაფი შეტევის მოგერიება. მაგრამ თუ ბურთი უკვე თამაშშია და სიტუაციაც მეტ-ნაკლებად თანაბარია, აქ უკვე ბევრ რამეს წყვეტს ოსტატობა და ფსიქოლოგიური მდგრადობა.

ისეც ხდება, რომ გამოცდილ და ძლიერ ჩოგბურთელს ისეთი მოწინააღმდეგე ხვდება, რომელიც 10-20 ბრეიკ-პოინტს იგერიებს და ამით მეტოქეს სტატისტიკას უფუჭებს.

პირველ ადგილზე საკმაოდ მოულოდნელად ქსავიე მალისეს (50%) ვხედავთ, არადა, ვერ ვიტყვით, რომ ბელგიელი წარმატებულ სეზონს ატარებს. დღეისთვის ის 42-ე ადგილს იკავებს ATP-ის კლასიფიკაციაში. მეორეზე კი კვლავ ჯოკოვიჩია (48%), რომლის გვერდით დგას ნადალი (47%). მათი ყოფნა ამ სიაში გასაკვირი არ არის. ასევე კარგი რეალიზაცია აქვთ: ფრანგ ჟილ სიმონს (47%), შვედ რობინ სიოდერლინგსა (46%) და არგენტინელ ხუან მარტინ დელ პოტროს (46%).

ფედერერი (39%) არც ისე წარმატებულია ამ საჩოგბურთო განყოფილებაში და მხოლოდ მე-40 ადგილზე იმყოფება. თავის საუკეთესო წლებში როჯერი უფრო აკურატულად თამაშობდა ბრეიკ-პოინტებზე, ახლა კი მისი მხრიდან სულ უფრო ხშირია გადამწყვეტი მომენტების ჩაგდება.

1. ქსავიე მალისე - 50%

2. ნოვაკ ჯოკოვიჩი - 48%

3. რაფაელ ნადალი - 47%

...9. ენდი მიურეი - 46%

...40. როჯერ ფედერერი - 39%

მიღებაზე მოგებული გეიმები

პრაქტიკულად ეს კატეგორია წინა სამის ერთგვარი შეჯამებაა. საკმარისი არ არის უბრალოდ მოწოდების მოგერიება, საჭიროა მნიშვნელოვანი გათამაშებების მოგება და ბრეიკ-პოინტების ბრეიკებში გარდასახვა. ნოვაკ ჯოკოვიჩი წელს ამ კომპონენტში აშკარად ყველაზე ძლიერია - 39%. ამ პროცენტით ისე გამოდის, რომ სერბი ხუთიდან ორ გეიმში ბრეიკს აკეთებს.

ლოგიკურად, მეორე ადგილი ნადალს ეკუთვნის (36%), თუმცა ნოვაკთან სამი პროცენტი ჩამორჩენა სოლიდური გახლავთ. რაფას თითქმის არ ჩამორჩებიან ფერერი (36%) და მიურეი (36%). ფედერერი (27%) მეტოქის პირველ მოწოდებაზე წარმატებული თამაშის წყალობით მე-12 პოზიციაზეა, მაგრამ მის წინ მოკრძალებული ჩოგბურთელები არიან: ესპანელი პაბლო ანდუხარი (29%), სერბი ვიქტორ ტროიცკი (29%) და ჩეხი ტომაშ ბერდიხი (29%).

1. ნოვაკ ჯოკოვიჩი - 39%

2. რაფაელ ნადალი - 36 %.

3. დავიდ ფერერი - 36%

4. ენდი მიურეი - 36%

...12. როჯერ ფედერერი - 27%

ყველა ეს მაჩვენებელი ხაზს უსვამს იმას, რომ ამ სეზონში ჯოკოვიჩის გარღვევის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახდა მიღებაზე თამაში. ამ კომპონენტში წელს ის მართლაც ყველაზე ძლიერია, არადა, ჩვეულებრივ რაფაელ ნადალი ან დავიდ ნალბანდიანი გვევლინებოდნენ ლიდერებად, თუმცა არგენტინელი წელს ძალიან წარუმატებლად თამაშობს. რაფაელი კი მიმდინარე სეზონში მეორეა მიღებაზე, ისევე როგორც კლასიფიკაციაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"რაც არ უნდა მოხდეს ტურინში, მე ამ მომენტით უკვე სასწაულად ბედნიერი ვარ" - იანიკ სინერმა წელს მე-8 ტიტული მოიგო
უდიდესი სენსაცია პარიზში - ალკარასმა ნორისთან წააგო
[PHOTO] პირველი ქალი ჩოგბურთელი, რომელმაც მკერდი გაიდიდა - ფრანგმა გოგონამ მიზეზი ახსნა
[VIDEO. ეროვნული ლიგა] "პოკერი", 3 პენალტი, ავტოგოლი... "ტორპედომ" ბათუმის "დინამო" გაანადგურა
ზესტაფონის მარგვეთმა ბათუმში იმარჯვა და სუპერლიგაში გალიდერდა
კალათბურთის განვითარების პროგრამის ახალი სეზონი ქართლ-კახეთიდან დაიწყო
მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა - "რეალი" ვინისიუსის გასაყიდად მზადაა
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
ტრავმირებულ პსჟ-ში "კვარა" დაიწყებს - "მამარდა" "სიტის" წინააღმდეგ!
[VIDEO] მამუკელაშვილის კარგი მატჩი - "ტორონტომ" ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოიგო
19-წლამდელების შემადგენლობა საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩებისთვის
[VIDEO] შენგელიას 13 ქულა "რეალთან" - "ბარსელონა" კლასიკოში დამარცხდა
მიქაუტაძემ შიძლება "ესპანიოლთან" ვერ ითამაშოს
[VIDEO] ანდრია ბართიშვილის ჯადოსნური მომენტი! ამ ბიჭს მართლა კოჭებში ეტყობა...
[VIDEO. ეროვნული ლიგა] დაგვიანებული ხომ არ არის? "კოლხეთმა" თბილისში "გაგრა" დაამარცხა....
18 წ. | მზადების დასკვნითი ფაზა
[VIDEO. ეროვნული ლიგა] თბილისის "დინამომ" ლუკა ლაცაბიძის სადებიუტო გოლით გაიმარჯვა
16-წლამდე ვაჟთა ნაკრები მოლდოვას დაუპირისპირდება
დე ლა ფუენტემ თბილისში წამოსასვლელად ესპანეთის ნაკრები დარაზმა
მამარდაშვილის კიდევ ერთი შანსი. როდის დაბრუნდება ალისონი? - სლოტმა კომენტარი გააკეთა
"ბორჯღალოსნები" | ქოქრილმა "არწივებისთვის" 23 შეარჩია
საბა ლობჟანიძეს "ატლანტა იუნაიტედი" "ბარსელონას" ყოფილმა თავკაცმა მეორედ ჩაიბარა
მბაპეს აღარ შეეცილებიან - "რეალში" პენალტების შემსრულებელი ფრანგი იქნება