ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტის, ნიკოლო სკირას ცნობით, "ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა ხვიჩა კვარაცხელიას ახალი, გაუმჯობესებული კონტრაქტი შესთავაზა.

"კვარაცხელია ამჟამინდელი კონტრაქტით ყოველწლიურად 1.3 მილიონ ევროს გამოიმუშავებს და ნეაპოლურ კლუბში ერთ-ერთი ყველაზე დაბალანაზღაურებადი ფეხბურთელია.

კლუბთან დაახლოებული პირების ცნობით, დე ლაურენტისმა გადაწყვიტა, რომ კვარაცხელიას საკუთარი ნიჭის შესაბამისი პირობები შესთავაზოს.

ნიკოლო სკირა იტყობინება, რომ ახალი ხელშეკრულებით, ქართველი დამატებით მილიონ ევროსა და ბონუსებს მიიღებს, რითაც ის ოსიმენის შემდეგ "ნაპოლიში" ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება, თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ დიდი ალბათობით, ნიგერიელი ამ ზაფხულს "პარტენოპეის" დატოვებს, შესაძლოა, ხვიჩა მომდევნო სეზონში "ნაპოლის" ყველაზე დაფასებულ ფეხბურთელად იქცეს", - წერს Napolipiu.

შეგახსენებთ, კვარაცხელიას "ნაპოლისთან" მიმდინარე ხელშეკრულება 2027 წლის ზაფხულში ეწურება.

დავით
აუცილებლად უნდა წავიდეს თუ ექნება შეთავაზება, ან კიდევ 3 წელი დარჩეს და შემდეგ უფასოდ წავიდეს კონტრაქტის გახანგრძლივების გარეშე. ვატყობ ჯუღელი ვერაფერს გახდება ლაურენტესთან.
ასე ვფიქრობ
თუ ნაპოლი ლიგაზე ითამაშებს შემდეგ სეზონში რატომაც არა. თუ არადა უნდა წავიდეს.
დათა თუთაშხია
არ უნდა გაახანგრძლივოს ხელშეკრულება არცერთ შემთხვევაში! სულ რომ 10 მილიონამდე გაუზარდონ ხელფასი, ეს უახლოეს 3 წელიწადში 30 მილიონი გამოდის. ამაზე მეტს ე.წ. “პადიომნების” სახით ნებისმიერ შემთხვევაში აიღებს, თუ ახალ კლუბს ტრანსფერში არ ექნება არაფერი გადასახდელი და ის თავისუფალი აგენტი გახდება კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ. გახანგრძლივებული კონტრაქტით მას კიდევ უფრო გაუჭირდება სადმე გადასვლა.
t.q
არავიტარ შემთხვევაში მანდ არ უნდა დარჩეს
სოსო
როცა ხედავ,რომ პატივს არ გცემენ,ოქროს მთებიც რომ მოგცენ,არ უნდა დარჩე!
gulshematkivari0703
კონტრაქტი რომ არ გაუხანგრძლივონ ისე ახალ კონტრაქტს ვინ დაუდებს მეგობარო. კონტრაქტი მინიმუმ 2029მდე დაიდება...
მათემატიკოსი
წაკითხულიდან გამომდინარე გამოდის, რომ ყველა სხვა ნაპოლის ფეხბურთელებს ოსიმენის და კვარაცხელიას გარდა ხელფასს დააკლებენ.
ახლა მივხვდი
"ნიკოლო სკირა იტყობინება, რომ ახალი ხელშეკრულებით, ქართველი დამატებით მილიონ ევროსა და ბონუსებს მიიღებს, რითაც ის ოსიმენის შემდეგ "ნაპოლიში" ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება". როგორც ჩანს, რედაქციას ციფრის ჩაწერა დაავიწყდა სიტყვებს "დამატებით" და "მილიონ"-ს შორის. ჩემი ვარაუდით, ციფრი 3 უნდა ეწეროს
სიმართლე
პირველ რიგში გაექცეს ჯუღელს
Bs
მთავარია გამოსყიდვის უფლებას რამდენს ჩაწერს ან ჩაწერს რო საერთოდ, კონტრაქტის ვადის მომატებაზე არც ერთ ვარიანტში არ უნდა დათანხმდეს. ჩვენ არ ვიცით რა უწერია მოქმედ კონტრაქტში, მხოლოდ ვმარჩიელობთ და გვინდა რომ ხვიჩიას უკეთესი პირობები ქონდეს, მაგრამ რა გამო მარტო ალაჰმა უწყის ;-)
რეზო
დე ლაურენტისის ახალი შეთავაზებაა 4 მილიონი ხეფასი + 1 მიიონი ბონუსი - "Il Napoli è al lavoro per il rinnovo di contratto di Khvicha Kvaratskhelia fino al 2029 (4 milioni all'anno più 1 di bonus)"
Ჯიმა ვარ მეც
7 მლნ ბევრია.დ-ლავრენტი წუწურაქია. 4,5 მეტი არ იქნება. ხვიჩას მაინც ვურჩევდი დარჩენას 2 წელი თუ მაგდენი მისცეს. ნაპოლიში შეუძლია კიდევ ისწავლოს, მაგალითად ლიდერობა. ლიდერობა მოედანზე მხოლოდ ხელების გაშლა და ლაპარაკი არ არის. გრანდებში ბევრი ვარსკვლავია და დამკვიდრება თავიდან მოეწევს. ამიტომ დაღვინება, მინიმუმ 1 წელი, ისევ ნაპოლიში სჯობს, მგონია. ფულის გარდა პირველ ადგილზე დგას კითხვა, რა თასზე ითამაშებს და ითამაშებს საერთოდ კი ნაპოლი. ტრიბუნა უნდა ჩვენ პატარა ჯიმას. ფული და მხოლოდ იტალიის ჩემპიონატი ცოტაა.
ფეოლა
ბარემ უთხარი საით გაიქცეს?
ჯიმა
ესსენი დასცინიან მგონი, თვითონ 150 მილიონად უნდათ გაყიდონ და ხელფასის მიცემა არ უნდათ. სადაა ლოგიკა პროფესორებო:)? მინიმუმ 7 მილიონი უნდა ქონდეს. ეგეც მინიმუმ. მოკლედ უნდა წამოვიდეს მაგ ბანძი გუნდიდან. ერთხელ ჟორდანიას ვუსმენდი და ნაპოლი ერთი სოფლის გუნდიაო და მაშინ გამიკვირდა რას ამბობსთქო:). თურმე მართალი ყოფილა:)
თორნიკე
სადაც ფულზე მიდგება საქმე დიდ ადამიანები გაურბიან ესეთ გარემოს. ხვიჩამ თვითონ ყველაზე კარგად იცის განვითარებისთვის რა არის საჭირო, მაგრამ წასვლაზეც უნდა იფიქროს.სხვა ლიგებშიც უნდა ინავარდოს. ცნობილია უფალთან როგორ არის ახლოს. ხვიჩა შენი მსგავსი ადამიანები ქმიან ეპოქებს და გათავისებულიც გექნება ეს.წარმატებებს გისურვებ ძმაო, უფალი შენთან.
არითმეტიკის ამბავია
ოსიმენის კონტრაქტი ხომ 10 მილიონია? ხვიჩას - გამისდის :1,3 +1 = 2,3 მილიონი . გამოდის : ოსიმენი > ხვიჩა × 4! ანუ, ერთი ოსიმენი მეტია, ვიდრე ოთხი კვარაცხელია ? პრინციპში, არაა დიდი სხვაობა ...
დდდ
მაგ მილიონით ლინდსტრომსაც კი ვერ ეწევა... გაიქეცი ხვიჩა...
HK
თუ გამოსყიდვის უფლება არიქნება ჩადებული (მაქ 100) ისე არანაირი ხელშეკრულება არუნდა გააფორმოს
gio
მათემატიკურად ვინ დათვალა? ანგისა, რასპადორ. დი ლორენცო, ლობოტკა ამათ ყველას 3 მილიონზე მეტი აქვთ. ლობოტკას და დი ლორენცოს 4 ზე მეტი.ამ ნამატით 5 ეულშიც ვერ შევა. პენსიე რო იზრდება ჩვენთან ეგ ამბავია
მამუკა
ანუ გამოდის 2,3 მილიონი, ბონუსები დაივიწყეთ იმიტომ რომ ნაპოლი ლიგაზე ვერ შევა წელს, ოსიმენის წასვლის შემდეგ ათეულიც სანატრელი გაუხდებათ. ეს თუ მაგარი პირობებია ან ლაურენტისია სულელი ან კიდევ ამათ ასულელებს
Osi=5kvara
მთელი საფეხბურთო ევროპა ხვიჩას ეკაიფება, მოკლედ DD
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
დე ლაურენტისს ფულით ვერ მოთაფლავთ - აურელიომ პრინციპულობა კიდევ ერთხელ გამოაჩინა
"ნაპოლიმ" ლუკაკუს ულტიმატუმი წაუყენა
დე ლაურენტისს კონტე ძალიან მოსწონს - ხელფასის გაზრდასა და ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
ისევ არ გამოცხადდა - გაუვა ლუკაკუს "ნაპოლისთან" ურჩობა?
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"ნაპოლიდან", რომ დამიკავშირდნენ, ტირილი დავიწყე... ღამე ვერ ვიძინებდი" - ინსინიემ ახსნა, რატომ ვერ დაბრუნდა "პარტენოპეიში"
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
დე ლაურენტისი: კონტეში ეჭვი გეპარებოდათ?
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
[VIDEO] დე ლაურენტისის ვაჟი პოლიციამ იხსნა - ლუიჯის საკუთარი კლუბის გულშემატკივრები განურისხდნენ
32 მილიონად ნაყიდს 80 მილიონად გაყიდის - დე ლაურენტისმა შეიძლება მაკტომინეის ტრანსფერით გვარიანად იხეიროს
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა