გუნდის 38 წლის კაპიტან კრიასტიან დონის კი სამი წლით აეკრძალა ფეხბურთის თამაშის უფლება
ერთ-ერთ წინა ნომერში გაცნობეთ, რომ იყო შანსი "ატალანტა" სერია ა-ს მომდევნო გათამაშებიდან მოეკვეთათ და ამ გუნდის ადგილი გენუის "სამპდორიას" დაეკავებინა.

საქმე იმაშია, რომ ბერგამოული კლუბის მესვეურები რამდენიმე მოთამაშესთან ერთად თამაშების ჩაწყობაში ამხილეს და ამ საკითხზე სადისციპლინო კომიტეტის სხდომა გაიმართა. აღნიშნული სხდომა გუშინ გაიმართა და საინტერესო შედეგებით დასრულდა: მომდევნო სეზონს "ატალანტა" სერია ა-ში გაატარებს, მაგრამ -7 ქულით დაიწყებს, გუნდის კაპიტან კრიასტიან დონის კი სამი წლით აეკრძალა ფეხბურთის თამაშის უფლება.

თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ დონი უკვე 38 წლის გახლავთ, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ კარიერის დასრულება მოუწევს. ეს იმ შემთხვევაში, თუ დისკვალიფიკაცია იტალიის ფარგლებსაც სცილდება, ეს საკითხი კი ჯერ ღიაა და რამდენიმე დღეში გადაწყდება. დონი იქით იყოს და -7 ქულა მართლაც სერიოზული დანაკლისია, რომელიც ყველა შემთხვევაში გაურთულებს ბერგამოელებს "ელიტარულ" ცხოვრებას.

"ატალანტას" მწვრთნელი სტეფანო კოლანტუონო მიიჩნევს, რომ ფედერკალჩოს სადისციპლინო კომიტეტმა არასწორი გადაწყვეტილება მიიღო: "ჩაწყობილ თამაშებში ნამდილად არ მიგვიღია მონაწილეობა და გამოტანილი განაჩენი უსამართლოა. სიმართლე გითხრათ, ზუსტად არ ვიცი გვაქვს თუ არა უფლება გავასაჩივროდ მიღებული გადაწყვეტილება, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ ჩვენი სიმართლის დამტკიცებას შევეცდებით. ფეხბურთელები შოკირებულნი არიან და ცდილობენ, რომ გაერკვნენ ვითარებაში.

ცალკე სალაპარაკო თემაა კრისტიან დონის დისკვალიფიკაცია, რომელიც სამაგალითო გახლავთ მისი თანაგუნდელებისთვის და ვერავინ წარმოიდგენდა თუ მას ასეთი რამ დაემართებოდა. ვინც კრისატიანს ახლოს იცნობს, იმან კარგად იცის, რომ ჩაწყობილ თამაშში მონაწილეობას არ მიიღებდა. ნებისმიერ შემთხვევაში, მომავალი სეზონისთვის სრულფასოვნად მოვემზადებით და ყველას დავუმტკიცებთ, რომ "ატალანტა" ღირსეული გუნდია"

დონის დისკვალიფიკაცია მართლაც ცალკე სალაპარაკო თემაა, მისი სახით "ატალანტამ" წამყვანი ფეხბურთელი და კაპიტანი დაკარგა - აი, რას ამბობს თავად კრისტიანი: "წარმოდგენა არ მაქვს რომელ ჩაწყობილ თამაშებზეა ლაპარაკი და სიმართლე გითხრათ, არც მაინტერესებს. როგორც ჩანს, ვიღაც დაინტერესებული იყო ამ ყველაფრით და თავისას მიაღწია. თუ ფეხბურთის თამაშის უფლება არ მომცეს, ვეცდები, რომ კარიერა უცხოეთში გავაგრძელო. ვრცელდება თუ არა დისკვალიფიკაცია უცხოურ კლუბებზე? - სიმართლე გითხრათ, ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ყველაფერს ვიზამ, რომ ფეხბურთის თამაში გავაგრძელო. მართალია, 20 წლის ჯეელი აღარ ვარ, მაგრამ კარიერის დასრულებას ჯერ არ ვაპირებ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა