რუსთავში დიდი ზარ-ზეიმით გაიხსნა ახალი სპორტის სასახლე, სადაც პირველი ოფიციალური მატჩი კალათბურთში გაიმართა. მატჩამდე დარბაზს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, სპორტისა და ახალგაზრდობის, ასევე, ინფრასტრუქტურის მინისტრი ესტუმრნენ. რუსთავის დარბაზი მთავრობის წევრებთან ერთად გახსნა UFC-ის ერთადერთმა ქართველმა ჩემპიონმა ილია თოფურიამ. გახსნაზე იმყოფებოდა რუსთავის მერი და სხვა მრავალი სახელმწიფო მოხელე.

ილია თოფურიამ ახალ დარბაზში მოსულ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და საჩემპიონო ქამარი წარუდგინა, რის შემდეგაც სუპერლიგის მე-18 ტურის ბოლო მატჩი გაიმართა, რომელშიც "რუსთავმა" გურჯაანის "დელტას" უმასპინძლა. "რუსთავის" გუნდი სუპერლიგის ერთ-ერთი აუტსაიდერია და ბოლო მატჩებში ზედიზედ განცდილი წაგებების შემდეგ გავარდნის ერთ-ერთ კანდიდატი გახდა. აქედან გამომდინარე, ამ მატჩის მოგებას მასპინძლებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა – ერთი მხრივ, სატურნირო და მეორე მხრივ – საზეიმო განწყობის დასაგვირგვინებელი.

ბედის ირონიასავით მოხდა, რომ სწორედ ასეთი პრინციპული მატჩი, რომლის მოგებაც გახსნის საღამოს დაამშვენებდა და ისტორიაშიც ჩაეწერებოდა, რუსთაველებმა დრამატულად წააგეს. თითქმის მოგებული შეხვედრა რუსთაველებს ჯიბიდან გიორგი ტურძილაძემ ამოაცალა, რომელმაც საფინალო სირენის თანხლებით გურჯაანელთა გამარჯვების ბურთი ჩააგდო.

თუმცა, სანამ საქმე გადამწყვეტ ბურთამდე მივიდოდა, რუსთაველებს მოგების რამდენიმე შანსი გაუცუდდათ. შეხვედრის დასრულებამდე 1 წუთით ადრე "რუსთავი" 66:64 იგებდა და შეტევაში იყო. ბურთი აიზია დაშერმა ააცილა და გურჯაანელებმა შეტევა წარმატებით დაასრულეს – სირენამდე 35 წამით ადრე ბაირონ მაქსველმა გამათანაბრებელი გარღვევა განახორციელა – 66:66.

რუსთაველთა მორიგი შეტევა და სირენამდე 15 წამით ადრე მეტოქის საჯარიმოსკენ დაძრულმა დაშერმა ბურთი დაკარგა. "დელტამ" სწრაფი კონტრშეტევა განახორციელა, მაგრამ გადამწყვეტი სროლა ტურძილაძეს გაუცუდდა და დრო ამოიწურა. მსაჯებმა ვიდეორეფერი მოიშველიეს და განსაზღვრეს, რომ დასრულებამდე დარჩენილი იყო 0.6 წამი. ფარის ქვეშიდან შემოტანილი ბურთი ხელის ერთი მოძრაობით ტურძილაძემ რუსთაველთა კალათში მოათავსა და შეხვედრაც დასრულდა – 68:66. ასეთი დასანანი მატჩი რუსთაველებს ამ სეზონში არ წაუგიათ.

გურჯაანელთა რიგებში ბაირონ მაქსველი იყო საუკეთესო – 17ქულა, 10 მოხსნა, 5 პასი. მატჩის გმირმა ტურძილაძემ სულ რაღაც 17 წუთში 17 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა. 12 ქულა დ 8 მოხსნა ბექა ბექაურის ანგარიშზეა. რუსთაველებს დემარი კინგმა ულიდერა, 17 ქულა მიითვალა, გუგა პატაშურმა 9 ქულა დააგროვა, ხოლო სეთ აქსველმა - 8 ქულა და 10 მოხსნა.

GBF.GE

კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
რუსთავის გამარჯვება ბოლოსწინა წამზე | ჯეიდენ, შენ ხარ კინგი!
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
[VIDEO] ჩინებული იყო. თორნიკეს და თბილისის "დინამოს" შოუ - ჩვენმა გუნდმა "კოპენჰაგენი" დიდი ანგარიშით დაამარცხა
Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
დასაევი: საფონოვის მეოთხე ადგილი უბრალოდ თავის დამშვიდებაა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
"დელტამ" "მგზავრები" სერიაში 3:0 დაამარცხა და სუპერლიგის ფინალში გავიდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-1 რუსთავი. უფრო ახლოს გასავარდნ ზონასთან...
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
"ქუთაისი" ფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 0-2 იბერია 1999. მძიმე ყოფილა ლიდერის ტვირთი...
ნახევარფინალურ სერიებში "ქუთაისი" და "დელტა" დაწინაურდნენ
თბილისის "დინამო" სახალხო კლუბია, რომელიც მუდმივად დგას ქართველ ხალხთან ერთად" - ფიფიას პასუხი კობახიძეს
უეფას პრეზიდენტმა ირაკლი კობახიძეს მიმართა - მსოფლიოს აჩვენეთ, რომ ანგარიშგასაწევი საფეხბურთო ძალა ხართ
კობახიძე: EURO 2024-ზე დასასწრებად ჩარტერული რეისების ფასი 390 ევრო იქნება - ხელმისაწვდომი იქნება 3 ათასი ბილეთი, რომელთა გაყიდვაც ამ კვირაში დაიწყება
"დელტამ" სუპერლიგის ფინალური სერია ქუთაისში გამარჯვებით გახსნა
"ილიასთან შეხვედრამდე სულ სხვა ადამიანი ვიყავი, მან შემცვალა" - თოფურია მუნდიალის გმირ ფერან ტორესს შეხვდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
"დელტამ" "ქუთაისი" დაამარცხა და ფინალური სერია მე-5, გადამწყვეტ მატჩამდე მივიდა
როდის იქნება თოფურია ბრძოლისთვის მზად და დაუბრუნდება ოქტაგონს - ქართველს გეიჯისთან რემატჩი სურს
"დელტამ" "მგზავრები" ნახევარფინალურ სერიაში 2:0 ჩამოიტოვა
"შემდეგში კარგად გავარკვევ როგორ შეუმოწმებენ ხელთათმანებს" - ილია თოფურია დაბრუნდა!
"ცარუკიანსაც ვერ დაამარცხებს" - გეიჯიმ "მატადორზე" ისაუბრა
[VIDEO] როგორ აღნიშნა ილია თოფურიამ ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონობა
ირაკლი კობახიძე - დღეს ევროპის ჩემპიონატზე პირველად აფრიალდება საქართველოს დროშა და აჟღერდება საქართველოს ჰიმნი; მჯერა, რომ საქართველო გაიმარჯვებს!
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 3-1 დილა. ვის არგო და ვის აწყინა სანაკრებო პაუზამ?
"ფიქრი საკუთარი თავიდან უნდა დაიწყო" - ცარუკიანი თოფურიას განცხადებას გამოეხმაურა
კობახიძე და კალაძე გერმანიაში საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს შეხვდნენ და წარმატება უსურვეს
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
"დინამოს" სტადიონი ამორტიზებულია" - ირაკლი კობახიძემ დაასახელა მიზეზი, რის გამოც ეროვნული ნაკრების მატჩები ბათუმსა და "მიხეილ მესხზე" გაიმართება