სუპერლიგის ფინალური სერია მე-5 გადამწყვეტ მატჩამდე მივიდა. საჩემპიონო, სუპერფინალურ მატჩს, ბოლო წლების მსგავსად, ისევ ქუთაისი უმასპინძლებს. 30 მაისს, მიხეილ ქორქიასა და ზურაბ საკანდელიძის სახელობის სპორტის სასახლეში გამართული მატჩის გამარჯვებული საქართველოს ჩემპიონი გახდება.

გადამწყვეტ მატჩში სუპერლიგის შარშანდელი ვერცხლისპრიზიორი “დელტას” დაუპირისპირდება. დღეს ოლიმპიურ სასახლეში გამართულ მატჩში ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილმა დელტელებმა იმერულ კლუბს შანსი არ დაუტოვეს და 86:75 დაამარცხეს. კოტე ტუღუშის გაწვრთნილი ქუთაისელები მეტოქეს კუდში მისდევდნენ და შანსს ინარჩუნებდნენ, თუმცა ბოლო წუთებზე მასპინძელთა შედეგიანი თამაშის წყალობით მატჩის ბედი გაირკვა. “დელტას” ლიდერობამ 10 ქულას გადააჭარბა, რისი გაბათილებაც წუთ-ნახევარში არარეალური იყო და ქუთაისელთა შემადგენლობაშიც მოედანზე ახალგაზრდა, სათადარიგო მოთამაშეები გამოჩნდნენ.

“დელტამ” ძალიან კარგად, შეკრულად და გუნდურად ითამაშა. მასპინძლებმა დასაწყისშივე რომ მოიპოვეს უპირატესობა, ქუთაისელები წინ არ გაუშვიათ. ყველა კალათბურთელმა მაქსიმუმი გაიღო და “დელტამაც” დამსახურებულად გაიმარჯვა. თბილისურ გუნდში 24 ქულით, 12 მოხსნითა და 5 პასით საუკეთესო იყო ბექა ბექაური. 14 ქულა მიითვალა ოთარ ფხაჯაძემ, საბა ლობჯანიძის ანგარიშზე კი 12 ქულა დაგროვდა. “ქუთაისში” 22 ქულით აკაკი დვალიშვილი გამოირჩა, ხოლო ჯობათან ლიმ 13 ქულა, 9 პასი და 6 მოხსნა დააგროვა.

მატჩის შესვენებაზე გაიმართა სუპერლიგის საუკეთესო ახალგაზრდად აღიარებული გიორგი კორსანტიასა და იუბილარი ვეტერანი კალათბურთელის, ვალერი ლომაძის დაჯილდოება. კორსანტიას გადაეცა ტრაგიკულად დაღუპული კალათბურთელის, ზვიად მიქაძის სახელობის თასი, რომელიც მას კალათბურთელის შვილებმა გადასცეს. კორსანტიას ერგო ასევე ტრადიციული, გელა დარსაძის თასი, რომელიც სეზონის საუკეთესო ახალგაზრდას ცნობილი კალათბურთელის მეუღლემ გადასცა.

ვეტერან კალათბურთელთა დახმარების ფონდის ხელმძღვანელი, რაინდის წოდების მფლობელი ვალერი ლომაძე, რომელიც 80 წლის გახდა, ეროვნული ნაკრების მაისურითა და სპეციალური სიგელით საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა დააჯილდოვა.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

Togo
ვაა დღეს სურიკობაა!!! :))))))))))))))))))
კსუ-კავკასიამ ივერიონი დაამარცხა და სუპერლიგას დაუმარცხებლად ლიდერობს
გაფრინდაშვილის გმირობა და რუსთავის ზედიზედ მე-4 გამარჯვება
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
შეკრების მესამე დღე | ნაკრებმა 23 ფეხბურთელით ივარჯიშა
"პასუხს აგებთ" - ილია თოფურია მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
U17 | საქართველო 0:0 ავსტრია
[VIDEO] ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს როგორ დაესხა თავს უმარ ნურმაგომედოვი და მისი გარემოცვა უკნიდან მერაბ დვალიშვილს
"კვერნაძემ შეიძლება "ფროზინონე" ნაახალწლევს დატოვოს" - ჟურნალისტი მიზეზს განმარტავს
[VIDEO] არასპორტული და ლაჩრული საქციელი - უსმან ნურმაგომედოვი მერაბ დვალიშვილს უკნიდან თავს დაესხა
40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
უკრაინელი ფეხბურთელი შეიძლება "ბრენტფორდიდან" "ტრაპზონსპორში" გადავიდეს
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
ქართველი მსაჯები და კომისარი FIBA-ს მორიგ სანაკრებო მატჩებზე
შეთანხმება მიღწეულია - პოჩეტინო დიდი ალბათობით, "მანჩესტერ იუნაიტედს" ჩაიბარებს
"ასე ჩემპიონთა ლიგის მოგება ძალიან გაუჭირდებათ" - კროოსმა "ბარსელონაზე" ისაუბრა
"19 წლის იამალი თავის ასაკში მესისა და რონალდოზე ძლიერია" - სტივენ ჯერარდი
"ასეთი რაღაცების გაკეთება არ შემიძლია" - ბელინგემმა საკუთარ უნარებზე ისაუბრა
"ქუთაისი" ფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა
დევონტრე ტომასის ბენეფისი ქუთაისში | თსუ-მ ქუთაისს მეორეც მოუგო და ჩემპიონობას მიუახლოვდა
ახალგახსნილ დარბაზში მასპინძელმა "რუსთავმა" "დელტასთან" ბოლო წამზე წააგო
"ქუთაისმა" ფინალში "კავკასია" დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონი მესამედ გახდა!
ისტორიული ბრინჯაო: ტყიბულის "ორბმა" სუპერლიგაში საპრიზო ადგილი მოიპოვა!
"დელტამ" "მგზავრები" ნახევარფინალურ სერიაში 2:0 ჩამოიტოვა
"დელტამ" "მგზავრები" სერიაში 3:0 დაამარცხა და სუპერლიგის ფინალში გავიდა
ნახევარფინალურ სერიებში "ქუთაისი" და "დელტა" დაწინაურდნენ
თასის ოთხთა ფინალში ქუთაისი მარგვეთს დაუპირისპირდება, თსუ – თელავს
სუპერლიგის ჩემპიონი "ქუთაისი" ევროთასებზე ასპარეზობას სლოკავურ "ლევიცესთან" მატჩით დაიწყებს
"დელტამ" სუპერლიგის ფინალური სერია ქუთაისში გამარჯვებით გახსნა
"ქუთაისი" დანიის ჩემპიონთან ბოლო წამებზე დამარცხდა და ფიბა ევროპის თასზე იასპარეზებს