საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება.

5 აპრილს, ირის ანტმანის გუნდი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ლიეტუვას უმასპინძლებს, 9 აპრილს კი, ბელარუსის ნაკრებს კვიპროსში დაუპირისპირდება.

მატჩებისთვის საქართველოს ნაკრები თბილისში ემზადება. ირის ანტმანის სიაში 23 ფეხბურთელია.

ირის ანტმანი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "გოგონები მოტივირებულები არიან და იციან, რა შესაძლებლობა ეძლევათ. ვერ ვიტყვი, რომ წილისყრაში გაგვიმართლა. ბელარუსი ძალიან კარგი გუნდია, ვიცით, რომ ლიეტუვის ნაკრები გაძლიერდა, რადგან ტრავმირებული მოთამაშეები დაუბრუნდნენ. ეს დიდი გამოწვევაა ჩვენთვის. მოთამაშეებს ვუთხარი, რომ იგივე მეტოქესთან მეორე შანსი ხშირად არ გვეძლევა. გვახსოვს, რომ ლიეტუვასთან საკუთარ მოედანზე წავაგეთ. მტკივნეული მარცხი იყო, თუმცა ასევე გვახსოვს სტუმრად მოპოვებული ქულა და კარგი თამაში ჩვენი მხრიდან. ასე რომ, გვსურს გავაგრძელოთ განვითარება, გავხდეთ კიდევ უფრო უკეთესი გუნდი, ვისწავლოთ თითოეულ მატჩში და გავაუმჯობესოთ ჩვენი თამაში".

გვანცა ქადაგიშვილი (ქალთა ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი): "გუნდში კარგი გარემოა. რთული მეტოქეები გვყავს ჯგუფში. მაგრამ, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დადებითი შედეგები მივიღოთ. ლიეტუვასთან გასვლაზე ფრე ვითამაშეთ, სახლში სამწუხაროდ დავმარცხდით და ახლა ვეცდებით, რომ გამარჯვება მოვიპოვოთ".

ნათია დანელია (ქალთა ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი): "მთელ საქართველოს ვულოცავ იმ წარმატებს და სიხარულს, რასაც ევრო 2024-ზე თამაში ქვია. რაც შეეხება ჩვენ მიზნებს, საკვალიფიკაციო ეტაპზე ჯგუფიდან გასვლას ვგეგმავთ. ლიეტუვას კარგად ვიცნობთ, რადგან წინა საკვალიფიკაციო ეტაპზე ორჯერ მოგვიწია თამაში. ვეცდებით, რომ კარგი თამაში ვაჩვენოთ და მაყურებელი გავახაროთ. ლიეტუვასთან მატჩის შემდეგ, შევისწავლით ბელარუსს და მათთანაც გამარჯვებაა ჩვენი მიზანი".

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: სვეტლანა გაბელაია (კოლხეთი ხობი), თათია გაბუნია (კვარტალი), ეკა თაბაგარი (ლანჩხუთი)

დაცვა: გვანცა ქადაგიშვილი (ლანჩხუთი), მარიამ კალანდაძე (ლანჩხუთი), სოფიკო ნარსია (ლანჩხუთი), ელენე ენჯიბაძე (ნიკე-ლუსო), სალომე გასვიანი (კვარტალი), თამარ ტატუაშვილი (ტრაბზონსპორი), ნინო ჩხარტიშვილი (ლანჩხუთი), ნათელა წოწერია (კვარტალი)

ნახევარდაცვა/შეტევა: ნინო პასიკაშვილი (კვარტალი), სალომი დიმოპულუ (კვარტალი), ნათია დანელია (კვარტალი), ანა ჩემინავა (ტრაბზონსპორი), თამარ ქველიძე (ეტლინგვაიერი, გერმანია), ტატა მატვეევა (ასია სპორი), ლიზი მწყერაშვილი (ნიკე-ლუსო), თეონა ბაქრაძე (ტრაბზონსპორი), ნინი ბუხრიკიძე (ნიკე-ლუსო), ანასტასია ბოლქვაძე (კვარტალი), მაიკო ბებია (ნიკე-ლუსო), თინათინ ამბალია (ლანჩხუთი)

nakrebi.ge

დათო
წარმატებები გოგონებო
tobo
შემადგენლობა სადაა?
ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
ეიზელის ღამე: 39 გარდაცვლილი ქომაგი და ტრაგედია, რომელმაც ფეხბურთი შეცვალა
[VIDEO] მესის 922-ე გოლი და "მაიამის" ფრე "ფილადელფიაში"
"მანჩესტერ სიტიმ" მაროკოელი ნახევარმცველი 100 მილიონად შეიძინა
ოქტომბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის პლეი-ოფის მატჩზე
ხარობს სრულიად აზერბაიჯანი - "საბაჰი" ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
"მიფრთხილდით" - მოურინიო ჟურნალისტს სახალხოდ "დაემუქრა"
"ლივერპული" პსჟ-ს დუბლიორების იმედადაა - შეძლებენ ბარკოლას და მბაიეს შეძენას?
[PHOTO] "ლაციოში" მუსოლინის შვილთაშვილის დებიუტი შედგა - ბოლონიას სტადიონი 100 წლის წინ იტალიის ყოფილმა დიქტატორმა გახსნა
გიორგი აბურჯანია კარიერას ინდოეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
"ვალენსიამ" 23 წლის ნიდერლანდელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"პსჟ-ში ხელშეუხებელი ფეხბურთელი აღარ არსებობს, ენრიკემ მეთოდები გაამკაცრა" - რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიასა და დემბელეს შეცვლის შემდეგ
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
მიქაუტაძის "ვილიარეალმა" კანადის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
"არავის სჭირდება კონფლიქტური ვინისიუსი" - ბრაზილიელზე კანისარესმა და მოურინიომ ისაუბრეს
[VIDEO] მეტოქეს შესანიშნავად დაუტრიალდა და ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა - სალიამ ახალგაზრდული პრემიერ ლიგა ბრწყინვალედ დაიწყო
"საბოლოოდ გაგაჩუმებს" - დვალიშვილმა ოქტაგონზე რუსეთის დროშის გამოჩენაზე უკმაყოფილება გამოხატა და მას პასუხი მახაჩევმა გასცა
[VIDEO] მამარდაშვილის უნიკალური შემთხვევა ვარჯიშზე - რა გააკეთა და რა პირობებში იყო "ლივერპულის" ქართველი მეკარე
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
ანტმანი: შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ კარგი თაობა მოდის
ბაქრაძის დუბლი - საქართველოს ქალთა ნაკრები ლიეტუვას დაუზავდა [VIDEO]
საქართველო - საბერძნეთი | მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევის დასკვნითი მატჩი
საქართველოს ქალთა ნაკრებმა ლიეტუვაში პირველი ვარჯიში გამართა
რა ითქვა საქართველოსა და ლიეტუვის ნაკრებების მატჩის შემდეგ
ირის ანტმანი: ჩვენი მიზანია, ქულები მომდევნო თამაშებში მოვიპოვოთ
ბელარუსი-საქართველო | ევრო 2025-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე შეხვედრა
საქართველოს ქალთა ნაკრებმა ფარერებთან თითქმის მოგებული მატჩი წააგო
ირის ანტმანი: მეამაყება, რომ დღეს ქართველი ვარ
საქართველო - ბელარუსი | საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე მატჩი თბილისში
ანტმანი: თუ შანსებს ვერ იყენებ, ამით მეტოქე სარგებლობს
ლიეტუვა - საქართველო | საკვალიფიკაციო ეტაპის მეექვსე შეხვედრა
ქალთა ნაკრები ფარერის კუნძულების ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს
საქართველოს ქალთა ნაკრებმა მეოთხე მატჩის წააგო. ხუთივე გოლი ბერძნებმა გაიტანეს - ორი საკუთარ კარში
საქართველოს ქალთა ნაკრები ბელარუსთან 0:3 დამარცხდა [VIDEO]
საქართველოს ნაკრებმა ბელარუსთან დასანანი მარცხი განიცადა, მაგრამ ჯგუფიდან გასასვლელად ბრძოლას აგრძელებს [VIDEO]
ისტორიული წარმატება - საქართველოს ნაკრებმა ლიეტუვას სტუმრად სძლია და პლეი-ოფში გავიდა [VIDEO]
"ლიეტუვაში მოსაგებად წავალთ და ქულებით დავბრუნდებით" - რა ითქვა ბელარუსთან მატჩის შემდეგ