კვიპროსის საერთაშორისო ტურნირზე მორიგი მატჩები გაიმართა, სადაც საქართველოს მეტოქეები რუსეთი და ბულგარეთი გამოდიან
კვიპროსის საერთაშორისო ტურნირზე მორიგი მატჩები გაიმართა.

ჩვენ ეს ტურნირი იმიტომ გვაინტერესებს, რომ მასში საქართველოს ნაკრების მომავალი ევროპის ჩემპიონატის მეტოქეები - რუსეთი და ბულგარეთი გამოდიან.

პირველ დღეს ეს გუნდები ერთმანეთს შეხვდნენ - რუსეთმა ბულგარეთი 88:51 გაანადგურა. მომდევნო მატჩებში კი ორივე მათგანი დამარცხდა: რუსეთმა იტალიასთან წააგო, ბულგარეთმა - პოლონეთთან.

რუსეთის ნაკრებში წინა მატჩისგან განსხვავებით არ უთამაშია ანდრეი კირილენკოს. სავარაუდოდ, მას მცირე ტრავმა აწუხებდა და მწვრთნელებმა იგი არ დატვირთეს. რუსები იგებდნენ პირველი ტაიმის შემდეგ (37:32), თუმცა მეორეში იტალიელებმა ანდრეა ბარნანისა და სტეფანო მანჩინელის აქტიურობით თამაშში გადრატეხა შეიტანეს და საბოლოოდ 71:67 იმარჯვეს.

ბულგარეთმა კი მხოლოდ პირველი მეოთხედი მოუგო პოლონეთს, ისიც 1 ქულით, რის შემდეგაც ჩამორჩა და საბოლოოდ 55:64 დამარცხდა. უნდა აღინიშნოს, რომ პოლონეთი შესუსტებული შემადგენლობით თამაშობდა. მის შემადგენლობაში არ იყო არც გუნდის ლიდერი მარცინ გორტატი, არც ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდი მაციე ლამპე და არც ნატურალიზებული ამერიკელი მოთამაშე, ბულგარეთი კი ოპტიმალური შემადგენლობით იყო და შეხვედრა ისე ჩაამთავრა, მოგების შანსი არ მისცემია.

ბულგარელთაგან 14 ქულით საუკეთესო იყო დეიან ივანოვი, ხოლო ფილიპ ვიდენოვმა 11 ქულას მოუყარა თავი. დღეს, ტურნირის ბოლო ტურში ბულგარეთი ისრაელს შეხვდება, ხოლო იტალია - პოლონეთს.

კვიპროსის საერთაშორისო საკალათბურთო ტური. 6 აგვისტო

რუსეთი 67:71 იტალია

ბულგარეთი 55:64 პოლონეთი

gbf.ge

ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ
"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი
"უფალო, არავინ ვარ შენს გარეშე. საქართველო, გულში ხარ" - ალექსანდრე მერკვილაძემ გულშემატკივრებს მიმართა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა