"ნაპოლის" სერიოზული საფრთხე უდგას, გუნდი მომავალ სეზონში ევროტურნირებს მიღმა დარჩეს და თუკი ხვიჩა კვარაცხელია აქ დარჩება, მისი მხოლოდ საშინაო ასპარეზზე ხილვა სამწუხარო იქნება. ამასობაში, "ბარსელონას" ინტერესზეც სერიოზულად იწერება. ჩემპიონატის დასრულებამდე 8 მატჩით ადრე კალცონას გუნდი ბრძოლას აგრძელებს და დღეს, 7 აპრილს, თბილისის დროით კვლავ ადრე, 17:00 საათზე, "მონცას" "ბრიანტეოზე" (16 917 მაყურებელი) ესტუმრება.

"მონცას" ბოლო დროს წარმატებული მატჩები ჰქონდა, გავარდნის საფრთხე აღარ აქვს და ე.წ. უმოტივაციო გუნდების კატეგორიაშია. პალადინოს გუნდის მეკარე მიკელე დე გრიგორიო შესრულებული "სეივების" პროცენტული მაჩვენებლით (80%) მეორე ადგილზეა (ვინც 20 და მეტი მატჩი ითამაშა). შედარებისთვის, ნეაპოლელთა კიპერ მერეტის მსგავს მონაცემში 65% აქვს.

"ნაპოლის" საშინელი სეზონი გამოსდის, მხოლოდ 45 ქულა. ამაზე ცუდად 2009-10 წლების შემდეგ არ გამოსულან, როცა ჩემპიონატი მეექვსე ადგილზე დაასრულეს... და როგორ გამოიყურება ხვიჩა კვარაცხელია? ის წარდგენილია მარტის საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციაში, თებერვლის შემდეგ კი, პენალტებიდან გატანილი გოლების გამოკლებით, მასზე მეტჯერ მეტოქის კარი არავის დაულაშქრავს - 5.

"ნაპოლი", ძირითადად, ხვიჩას გარეშე ემზადებოდა, ოსიმენს კი კარგა ხანია, არ გაუტანია...

ნეაპოლურ კლუბს "მონცასთან" ყოველთვის უჭირს. 1999-2000 წლებში, 4 მატჩში, გუნდებს თითო მოგება და ორი ფრე აქვთ, ბოლო ორი სეზონის განმავლობაში კი თითო მოგება და ერთი ფრე. კარგად გვემახსოვრება, სადებიუტო სეზონის მეორე ტურში "კვარამ" უახლოეს მოწინააღმდეგეს დუბლი შეუსრულა; იყო უკვე გაჩემპიონებული "ნაპოლის" მარცხი (0:2) მეორე წრეში, სადაც ქართველმა მეორე ტაიმში ითამაშა; ცოტა ხნის წინ, 29 დეკემბერს, უგოლო ფრე ნეაპოლში, კვარაცხელიას მეოთხე გაფრთხილება სეზონში და ამით გაბრაზებული მაცარის გაძევება...

ტრავმის შემდეგ ხვიჩამ უკვე გუნდთან ერთად ივარჯიშა და მას აუცილებლად ველით; იქნება თუ არა სასტარტოში, ამას მისი მომზადება გადაწყვეტს.

"სასუოლოსთან" ჰეთ-თრიკის შემდეგ, ვიქტორ ოსიმენს არ გაუტანია და ეს საქმე მოწყურებული ექნება. სირილ ნგონჟემ წინა ტურში ითამაშა და ახლაც გუნდთან ერთადაა.

შეხვედრას 46 წლის დანიელე დოვერი განსჯის, რომელიც ნეაპოლელებს ბოლოს 11 თებერვალს, "მილანთან" (0:1) წაგებულ მატჩში მოემსახურა.

ესპანური "ლა ლიგა" თასის ფინალის გამო ისვენებს. დღეს ჩვენებურების სხვა მატჩებიდან აღსანიშნავია გასავარდნ ზონაში მყოფი, გიორგი მიქაუტაძის "მეცის" სტუმრობა "ბრესტთან" (15:00 სთ). "ჟორჟი" გუნდის თვის ფეხბურთელის ნომინანტია; თასზე წარმატებული ოთარ კიტეიშვილის გრაცის "შტურმი" "ლასკს" უმასპინძლებს (16:30 სთ) ; პირველადგილოსანი ლაშა დვალისა და გიორგი ქვილითაიას "აპოელი" თემურ ქეცბაიასა და თავად ქვილითაიას ყოფილ კლუბს, "ანორთოსისს" დაუხვდება (18:00 სთ); პოლონეთში ნიკა კვეკვესკირის "ლეხი" "პოგონს" მიიღებს (17:00 სთ) და სამეულში შესვლას ეცდება!..

alex
მიქაუტაძემ გაიტანა ეხლა, 74 წთ-ზე..... მიდი ჟორჟ.... გენაცვალე!!!!
რეალობა
რუსი კრემლებოტი "????" ხშირად ხელს ასე აწერს: "დურაკ". Кремлебот Вася! Твои саморазоблачителные исповеди никого не интересуют.
L.J .
Es nakolkebi,grexia tu ra xdeba megobaro???rasac unda imas gaiketebs:tmebi sheichari,wveri gaiparse da ase shemdeg (patara bichi araa xvicha)ar texavs????
რეალობას
ვაი, შენს პატრონს დურაკ?
რეალობა
ტიპი, რომელიც აქ ხელს აწერს როგორც "????", ის კრემლებოტია, რომელიც ჯანაშიას სტატიის კომენტარებში რუსებწ აქებდა და ამტკიცებდა, რომ რუსებს ჩვენი გამარჯვება და ევრო24-ზე გასვლა ძალიან უხარიათო.
სოსო
შენ იცი?გაგვანათლე! ისე,სახელად ოთხი კითხვის ნიშანი(????),სრულ გაუგებრობას ნიშნავს.სწორად შეგიმჩნევია.
ერთხელ კიდევ თქვენი ფიგუ - ს
ეჰ, დაწერდა შოთა, ნანახი ჰქონდა უკვე ეგ თამაში, ვანგას ჰალალი გარე ბიძაშვილი იყო მამიდა გურანდუხტის მხრიდან.
tngh
წარმატებები ხვიჩას... და საქართველოს ნაკრებს!!!
ერთხელ კიდევ თქვენი ფიგუ
რას ნიშნავს ნიჭი. რვაას ორმოცდა ათი წლის წინ აღწერა შოთა რუსთაველმა ხვიჩას მიერ ატალანტასთან გატანილი გოლი: „ერთმანეთსა შემოსტყორცა რვა ცხრასა და ცხრა ჰკრის რვასა დაკოდილნი მკვდართა შინა იმალვიან მალვენ ხმასა“-ო ღღმერთმა გაახაროს ხვიჩა.
კიდევ ერთხელ თქვენი ფიგუ
მიყვარს საკითხის ბოლომდე ამოწურვა და მაპატიეთ. როგორც იტყვიან ბოლომდე გადახდილია. „კვარადონას“ ტიტულთან დაკავშირებით: სულ მცირე თხუთმეტი წელი იჯდნენ პელე და გარინჩა სამეფო ტახტზე.აგერ 50წელი იქნება და მიხეილ მესხის მეტი არავინ არ შეუდარებიათ, უცხოელებს მათთან. „ქართველი გარინჩა“-მხოლოდ ის. რატომ უკვირთ რომ კვარადონაც ქართველია.დიდება ქართულ გენს!! მთავარია ხვიჩამ ნაკოლკების კეთება არ ვდაიწყოს. ბატონ ბადრის მართებს დიდი ყურადღება. ეს მისი დიდი ვალია ქართველი ხალხის წინაშე. ამ ოჯახიდან კიდევ ერთ ასეთ ფეხბურთელს ველოდებით!
ისევ თქვენი მოსიყვარულე ფიგუ
სიმართლე გითხრათ ,დღეს აღარ მინდოდა თქვენი შეწუხება ,მაგრამ მაპატიეთ. ხვიჩას რომ მთელ სეზონში მხოლოდ ერთი ბურთი გაეტანა [ატალანტასთან] , მარტო ის იქნებოდა საკმარისი კვარადონას ტიტულის მისანიჭებლად.[თუმცა ის იმ დროს უკვე დიდი ხნის კვარადონა და კვარავაჯო იყო]. „შიგან ისრე გავერიე , გნოლის ჯოგსა ვითა ქორი, კაცი კაცსა შემოვტყორცე, ცხენ-კაცისა დავდგი გორი“ რვა კაცი ეხვია გარშემო და .მარტო იყო საჯარიმოში. ნიავი რომ არხევს დამწიფებულ ყანას ისე მიაწვინა ჯერ აქით და მერე იქით მთელი გუნდი ერთმსა კაცმა. მაგან თუ ასე გააგრძელა და .........
ფიგუ
მეგობრებო, ემოციებს ნუ ავყვებით. კრიტიკის და შენიშვნის გამოთქმის უფლება ყყველას გვაქვს, ოღონდ საზღვრები არ უნდა დავარღვიოთ. რაც შეეხება კვარადონას წოდებას --იტალიელები ტიტულებს ჰაერზე არ არიგებენ. მათ ეს ამბები არ ეშლებათ ბაჯო, დელ პიერო, ტოტტი ინძაგი......რატომ მათ არ მიანიჭეს ეს სახელი????? ცოტა დაუფიქრდით!!!!!!!!!!!!! შეიძლება ხვიჩასი ბევრს შურს, მაგრამ იგი კიდევ ბევრს მოახრევინებს თითს. წინსვლა და ბედნიერება ხვიჩას ქართველი ხალხის გასახარეებლად!!!
ფიგუ
ძალიან უხერხულია ზრდასრული ადამიანებისგან ერთმანეთის შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოხსენიება. თავი შეიკავეთ და ნორმალური, დასაშვები სიტყვებით გამოთქვით თქვენი აზრები. მიუღებელია ასეთი ტონით ლარაკი. „ზოგჯერ თქმითაც დაშავდებიის“.

არაკაცის ხმა მესმის, დურაქ!
მირო
კვარადონა ვინც დაარქვა,იმათმა შენზე უკეთესად იციან ვინც არის.ფეხბურთით განებივრებულ იტალიელებს ვერავინ ასწავლის ფეხბურთელის დონის შეფასებას.ტოჟე მნე ფეხბურთის ექსპერტი რა....
???-s
სად წაიკითხე არაკაცო მარადონააო?
ზვიადი
შემოვიდნენ გამმინუსებელი მინუსები
ტოჟე მნე-ს
შენ იცი რომ ღორს დაკვლის წინ ბლომანჟე არ უნდა აჭამო?

კვარა? ტოჟე მნე მარადონა რა, ნუ გვაცინებთ რა? მარადონამდე იცით რამდენი უკლია?
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ნაპოლიმ" ლუკაკუს ულტიმატუმი წაუყენა
ისევ არ გამოცხადდა - გაუვა ლუკაკუს "ნაპოლისთან" ურჩობა?
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"ნაპოლიდან", რომ დამიკავშირდნენ, ტირილი დავიწყე... ღამე ვერ ვიძინებდი" - ინსინიემ ახსნა, რატომ ვერ დაბრუნდა "პარტენოპეიში"
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა