ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

AS: "ბარსელონა" "კვარას" ხელში ჩაგდებას ცდილობს - მხარეებს შორის კონტაქტები შედგა

AS: "ბარსელონა" "კვარას" ხელში ჩაგდებას ცდილობს - მხარეებს შორის კონტაქტები შედგა

AS-ი იტყობინება, რომ საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" გარემარბის ხვიჩა კვარაცხელიას ხელში ჩაგდებას "ბარსელონა" ცდილობს.

"ბარსელონა" "კვარას" ხელში ჩაგდებას ცდილობს

"ღრმა კრიზისში მყოფმა "ნაპოლიმ" სამი მწვრთნელი გამოიცვალა, მაგრამ "კვარა" 10 გატანილი გოლითა და 6 საგოლე გადაცემით სერია A-ს მოთამაშეა, რომელმაც კარში ყველაზე მეტჯერ (101) დაარტყა ბურთი, ყველაზე მეტი გამამწვავებელი გადაცემა გააკეთა (147), მეტოქის საჯარიმოში ყველაზე მეტჯერ შეეხო ბურთს (64) და მასზე ყველაზე მეტჯერ დაჯარიმდნენ (70). Transfermarkt-ის მიხედვით ის ყველაზე ძვირად ღირებული მარცხენა გარემარბია (80 მილიონი ევრო) ვინისიუსის (150 მლნ) და ლეაოს (90 მლნ) შემდეგ. შედეგიანობისა და ასაკის გათვალისწინებით (23 წლისაა) მომავალ სატრანსფერო ფანჯარაში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მოთამაშე გახდება და მისი სახელი "ბარსელონას" სიაში ფიგურირებს.

ამ თვეებში ქართველის მიმართ "ბარსას" ინტერესის თაობაზე რამდენიმე ინფორმაცია გავრცელდა და როგორც AS-ისთვის გახდა ცნობილი, ბოლო კვირებში კლუბების ხელმძღვანელებს შორის კონტაქტები შედგა. ფეხბურთელის აგენტმა მამუკა ჯუღელმა Geo Team-ს განუცხადა, რომ ხვიჩას მამა "ბარსელონას" გულშემატკივრია და ძალიან გაუხარდება, თუ თავისი შვილი კატალონიურ გუნდში გადავა და ეს მიუხედავდ იმის, რომ თავად ხვიჩა "რეალის" ფანია. "ნაპოლის" პასუხი ტრანსფერის განხორციელებაზე განსაკუთრებულ იმედებს არ ტოვებს. დე ლაურენტისი ოსიმენის დაკარგვას შეურიგდა (მან კონტრაქტი 130 მილიონად გამოსყიდვის უფლებით გააგრძელა) და არ უნდა თავის მეორე ვარსკვლავსაც შეელიოს. იტალიელი ამაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში დაფიქრდება, თუ 130 მილიონს შესთავაზებენ, რაც ნაკლებად მოსალოდნელია.

"ნაპოლის" იდეა 24/25-ის პროექტშია, რომელსაც ახალი დირექტორი ჯოვანი მანა (იუვენტუსიდან) უხელმძღვანელებს და გუნდს კვარაცხელიას გარშემო ააგებს. ამიტომ დე ლურენტისი ჯუღელს მაისის ბოლოს შეხვდება და 2027 წლის ზაფხულამდე მოქმედი ხელშეკრულების გახანგრძლივებას შეეცდება. ხვიჩას მომავალი ამ მოლაპარაკებებზე იქნება დამოკიდებული. "კვარას" ამჟამინდელი სეზონური გასამრჯელო მილიონახევარ ევრომდეა, ოსიმენის კი - 10 მილიონი..."

• არგუტი

ხვიჩა უნდა გადავიდეს ბარსელონაში,თუ ეს შესაძლებელი იქნება.1)დღეს კრიზისშია,მაგრამ კრიზისი ისეთი გრანდისთვის მუდმივად ხომ არ შეიძლება გაგრძელდეს? გუნდი თანდათან დაიბრუნებს თავის თამაშს და თავის ადგილს და ამ პროცესის მონაწილე თავისუფლად შეიძლება გახდეს ხვიჩაც.2)ბარსელონას დღეს მის ადგილზე არ ჰყავს შესაფერისი ფეხბურთელი.ფელიქსი სრულად ვერ აკმაყოფილებს ბარსას დონეს და შეიძლება არც გამოისყიდონ.რაფინია კი გასაყიდ სიაში ჰყავთ ბარსასთვის შეუფერებლობის გამო.ასე,რომ ბარსელონა არის დღეს ყველაზე შესაბამისი ვარიანტი და მისასალმებელი იქნება ხვიჩას იქ გამოჩენა.

• მწარე სიმართლე.

ნუ გააფეტიშეთ ეს ხვიჩა, დიდი არაფერი ფეხბურთელია, საშუალოზე ოდნავ მეტია, ეგ არის და ეგ.

• კრიშტიანო როლანდო.

კვარა ბიჭო, მღალატობ? ჩემი მტრის გუნდში რა გინდა? შენი ადგილი რეალშია. გაფუჭდები ბარსაში და გახეხავ სათადარიგოთა სკამს, რადგანა კონკურენცია დიდია. მე გაფრთხილებ და მერე არ მითხრა არ გამაფრთხილეო.

• აუცვას!

ხვიჩა კვარაცხელიას ადგილი არ არის ბარსელონაში, რადგანაც ის არის კრისტინკასი და რეალის თავგადაკლული ფანია! მე როგორც ბარსას გულშემატკივარი, ნაღდად არ მინდა მისი გადასვლა ბარსაში!

• ბარსელი

ვინაა ბიჭო არა ადეკვატური.შენ აშკარად არც კვარაცხელიას კარიერას უყურებ.ზუსტად ისეთ გუნდებში გაითქვა სახელი სადაც კრიზისი იყო.რუბინი,ნაპოლი და საქართველოს ნაკრები.რუბინი გასავარდ ზონიდან ევროლიგებზე,ნაპოლი ჩემპიონი და საქართველო ევრო 24 ზე გაიყვანა.ზუსტად ეგ არ გინდა რომ ბარსამ თავის დიდება დაიბრუნოს,მაგრამ იმასაც ვერ ხვდები რამხელა გამოწვევაა ფეხბურთელისთვის ბარსაში თამაში.მე ბარსას ფანი ვარ და ზუსტად ვიცი რა დონეზე ავა კვარა ბარსაში.მე ყველა გუნდის ფანს ვცემ პატივს და შენც მაგას გირჩევ.

• შვეტე იასონ

მეგობარო, შენ აშკარად რეალ მადრიდის ფანი ხარ, ნუ თუ არ აღიარებ ეგ სხვა საკითხია. ფარული ფანი კი ნამდვილად ხარ. ნუ კაი შენ ვინც ხარ გასაგებია, ახლა რაც შეეხება ბარსაში კვარას გადასვლას, თუ ეს გამოვიდა და კვარა გადავიდა ბარსაში შენ გგონია რომ მამამისის სურვილის გამო გადავა ? მბაპეს მაგალითი რო მოგყავს აქ, ბარსას რთული პერიოდი აქვს მეგობარო ახლა, თუმცა ბარსა ყოველთვის ბარსა იქნება და ყოველთვის ერთი თავით მაღლა იქნება ფეხბურთელთა გულებში რაცქრუნდა ლივერპუსი ან ასტონ ვილას ფანები იყვნენ. ბარსაში და რეალში თამაშზე ყველა ოცნებობს რადგან ისინი სხვა განზომილებაა… შესაბამისად სხვა გამოცდილება და სხვა თავგადასავალი …

• ბონო

ყველაზე არაადეკვატური კომენტარია, რაც ამ ბოლო დროს მინახავს. ან არ დაგეზარა ამდენის წერა?

• იასონას უდარი

რამდენად იქნება კარგი ნაპოლიდან ბარსაში გადასვლა? ერთი კრიზისული გუნდიდან მეორეში რატომ უნდა გადავიდეს? მესმის,ბარსას ამ ქვეყანაში ბევრი ქომაგი ყავს,თან ისეთებიც ჭკუა რო არ მოეკითხებათ და დღემდე ვერ ხვდებიან,რომ მათმა მატარებელმა ჩაიარა,მესი აღარ ყავთ. სილქის კომენტატორი არის პავლიაშვილი,მაგარი ჩაქცეული ფანია ბარსელონას და ლევანდოვსკის გადასვლის მერე ამბობდა,ლიგის ფავორიტია ბარსაო,ტაში დაუკრეს და ბარსა ჯგუფში ჩარჩა. ყველაზე არაადეკვატური ფანები ყავს ბარსელონას,აინტრახთან რაც ქნეს ეგ ხო ცალკე ამბავია. კვარას ბარსაში გადასვლა იქნება რეგრესი,თუმცა მე არავინ მკითხავს,თავისი საქმეა და თავისი კარიერა. ჩემი აზრით,კვარა პრემიერლიგაში უნდა წავიდეს,ნებისმიერ გუნდში და იქ გამოსცადოს თავი. თუ ვინმეს გონია რო პრემიერლიგის რომელიმე გუნდი დიდ ფულს ვერ გაუმაზავს ნაპოლის სცდება,თან მაღალ ხელფასაც შესთავაზებს. ინგლისური გრანდები არ იყიდიან ჯერ,რადგან პრემიერლიგა სპეციფიური ჩემპიონატია,თუ საქმეში არ გნახეს,არ გიყიდიან და ამიტომ საშუალო დონის გუნდში გადასვლა ჯობია. მაგალითად,ასტონვილა ლიგის ზონაშია და ასევე ტოტენჰემი,ან ერთი იქნება ლიგაზე ან მეორე,თან ორივეს კარგი მწვრთნელი ყავს. პოსტეკოღლუსთან უჯობს გადასვლა. ბარსას ამბავი კი უნდა დაივიწყოთ,თან ეს სტატიაც ბარსას ფანის დაწერილს გავს. ამას რო დაწერ ჟურნალისტი "კვარას მამა ბარსას ქომაგია" რა მნიშვნელი აქვს ვინ ვისი ქომაგია? მბაპეს დედა და აგენტი ლივერპულის ქომაგია,თუმცა მბაპე რეალში მიდის,რატომ იცით? იმიტო მისთვის ასე ჯობია. რეალის ქომაგი არ ვარ,არავინ იფიქროს რო ამიტომ ვწერ,თუმცა სიმართლე სინათლეა. ლივერპულს ვქომაგობ ბავშობიდან,მინდოდა მბაპე ლივერპულში,თუმცა არარეალურია და მბაპესთვის რეალი ჯობია. მას დიდი ეგო აქვს და ამ ეგოს მხოლოდ რეალი დაუკმაყოფილებს. რაც არ უნდა მომწონდეს,რეალი საუკეთესო გუნდია ამჟამად,თუმცა რომ არა თავისი დროზე აკრძალვები და უაზრო ბრალდებები,ლივერპული იქნებოდა ეგეთი,უფრო სწორად იყო კიდეც. თუმცა ჯერ ევროთასებიდან გამოაგდეს ინგლისური გუნდები,მერე ადგილობრივად ბრალდებები წაუყენეს მტკიცებულებების გარეშე. იგივე რო რეალისთვის ექნათ,ვერც რეალი გაუქაცავდა,თუმცა ეს რეალის ბრალი არ არის,ამჟამად რეალი საუკეთესო გუნდია.ლივერპულს კი, კლოპის მერე ვიღაც ცხვირ მოუხოცავი პორტუგალიელი და მოყავს და ასე აპირებს რეალის ტახტიდან ჩამოგდებას :) ბარსას ფანებო,ეს არის ადეკვატური ფანობა და არა ის,რასაც თქვენ აწვებით.

• დავით 67

ronaldinho-ს!მოიცა და შარშან შენ გახადე გუნდი ჩემპიონი? ლაურენტისმა გუნდი ჭ კლასიდან ამოათრია. 2011 წლიდან ხუთეულში სულ შედიოდა, შარშან ჩემპიონი გახადა და ეს არაფერი? ის მარტო პრეზიდენტი არაა, ის გუნდის მფლობელია. ამიტომ სულ იქნება ასე. ეს ვინმეს უნდა თუ არა. ისწავლეთ კერძო საკუთრების პატივისცემა. ისიც ნორმალურია რომ მას ფულიც აინტერესებს. დიახაც ფული ეს არის ის ინსტრუმენტი, რომელსაც ბევრი რამის გადაწყვეტა შეუძლია. აქ არაფერი სამარცხვინო არაა. 27 წლის უკან 100დოლარად შევიძინე ერთი რაღაც,რომელიც მილიონ ორასად გავყიდე, ამიტომ ცუდი რამ ჩავიდინე? განთავისუფლდით კომუნისტური აზროვნებისგან. სოსო-ს! ხვიჩამ მგონი უამრავჯერ თქვა უკვე რომ ნაპოლიში ძალიან კარგად გრძნობს თავს და ამ ეტაპზე არსად აპირებს წასვლას. მითუმეტეს ზაფხულიდან ანაზღაურება საგძნობლად გაეზრდება. აურელიომ ჩვენზე კარგად იცის თუ როდის უნდა გაეზარდა ხელფასი. უკვე დადგა ეს მომენტი და ფულსაც არ დაიშურებს. უნიჭიერესი და უმაგრესი მენეჯერია აურელიო!

• ქომაგი

ბარსელონა ის მწვერვალია რომელიც კვარას და მთელ საქართველოს ჭირდება ბარსაში როცა თამაშობ სულ სხვა დონეა. კვარას კი შეუძლია ბარსას ლიდერი გახდეს.ვფიქრობ თუ ნაპოლიდან წავა ბარსაში უნდა წავიდეს და არსად სხვაგან.

• გოგა

მაგ ფლანგზე ბარსას ფელიში ყავს რომელიც ახალგაზრდა და ნიჭიერია ასევე რაფინია რომელიც საკმაოდ კარგ ფორმაშია ასისტები და გოლები გააქვს, ვფიქრობ ბარსას უფრო სხვა რგოლში ესაჭიროება გაძლიერება რავიცი

• barca

სულ კიდია კვარას ეგ შენი რეალიც და რონალდუც! ეგ რონალდუ იქნება ევროზე რო გამოისვამს კვარა.

• ronaldinho

ხვიჩას ფასის მომატებას ელოდება სხვა აზრი ლოგიკა აქ არ არის. 10 მილიონიან ფეხბურთელს 130 მილიონს რომ აფასებ ესეიგი ეს იქნება ერთერთი საუკეთესო მომგებიანი ტრანსფერი ფეხბურთის ისტორიაში, თუ ვინმემ 100 მილიონიც გადაიხადა მაინც შევა ხვიჩას ტრანსფერი ფეხბირთის ისტორიაში და ამას ხედავს ეს ნაბოზარი დე ლაურენდი და იცდის რომ უფრო ძვირად გაყიდოს ხვიჩა. გუნდი ახატია ამ წუწურაქს მთავარი ფულია მისთვის არანაირი გუნდის შენება არ იქნება დარხეული აქვს ნაპოლის სანამ ეს კაცია პრეზიდენტი იქნება არავის კარგი არ ელოდება ამის ხელში.

• არავითარი ბარსა!!!!!!!!!!!!

ხვიჩა, შენს კერპ როლანდოს ღალატობს? შეგირცხვეს ეგ ცხვირი ხვიჩა? რეალშია შენი ადგილი და მანდ აიდრასტე!

• კვარაისტი

რეალის გულშემატკივარი ვარ, მარა, თანახმა ვარ, გადავიდეს ბარსელონაში -:)

• დავით 67

მარადონა ნაპოლიშიც თამაშობდა. მარტო ეგ, არაა არგუმენტი

• სოსო

თუ ხვიჩა ხმამაღლა განაცხადებს,წასვლის სურვილს,დე ლაურენტისი,ვერ შეძლებს.მის ძალით დაკავებას.შეუძლებელია გუნდი ააწყო ისეთ ფეხბურთელზე,რომელსაც არაფრის ფასად აღარ სურს დარჩენა.დარჩება ფეხბურთელი,რომელიც სხვათა შორის აგორებს ბურთს და რაში სჭირდება ასეთი ფეხბურთელი,დე ლაურენტისს?!

• G.LA

ბარსას რომ სჭირდება გაძლიერება ფაქტია. ხვიჩასთვის ამ მომენტში ფანტასტიკური იქნება ბარსაში გადასვლა. გრანდში ხვიჩას ხილვა მგონი ყველა ჩვენთაგანის ოცნებაა. ნაპოლი მშვენიერი საფეხური იყო რაც ხვიჩას ძალიან წაადგა ყველანაირად. მწვერვალისკენ უნდა იმოძრაოს ხვიჩამ და ტიტულებისაკენ, რაც ნაპოლიში შეუძლებელია. ნაპოლი მხოლოდ 33 წელში ერთხელ ჩემპიონობს. ბარსა იყო და რჩება გრანდად არა მარტო ლა ლიგაში ასევე ჩემპიონთა ლიგაზეც, რასაც ნაპოლი ვერასოდეს მოესწრება. ახალგაზდა შემადგენლობაც დახვდება ბარსაში და ზედ გამოჭრილი იქნება ხვიჩას კარიერისთვის. ნეტავ ეს ტრანფერი შედგეს და იმედია ასეც იქნება. წარმატება კვარას. ❤️

• კვარას

ეს დიდი შანსია უნდა გამოიყენოს და მესის და რონალდინიოს გზის გაგრძელება სცადოს!!

• ლაშა

გახსოვთ კვარას პრეზენტაცია ნაპოლიში, როდესაც კვარა-მესის იძახდა ტიფოზთა ნაწილი და შემდე სულაც კვარადონად მოინათლა! მარადონა და შემდეგ მესი ხომ ორივე ბარსაში თამაშობდა, ხოდა ისეთი ტექნიკური ფეხბურთელისთვის, როგორიც კვარაა, ზედგამოჭრილი იქნება კატალონიური გრანდი და ახდება ბატონ ბადრის ოცნება!:-)

აბურჯანია კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს

ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა

გადრანი "კაირატიდან" "ბეითარში" გადავიდა

ქართველი მსაჯები სომხეთისა და ირლანდიის მატჩს განსჯიან

"ფენერბაჰჩეს" დომენიკო ტედესკო ჩაიბარებს

ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა

"ნოტინგემმა" ეშპირიტუ სანტუ გაათავისუფლა - მოურინიო მისი შეცვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია

"მარტო უნდა დავტოვოთ" - სკალონის ჰკითხეს, ითამაშებს თუ არა მესი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე

"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია

ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

უთავმოყვარეო და მშიშარა უწოდეს - სანტუშს აზერბაიჯანის ნაკრების დატოვება მაინც მოუწია

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ

[VIDEO] შერჩათ თურქებს იამალი? - ესპანელი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა

"წავაგეთ ნაკრებთან, რომელმაც კალათბურთის თამაში 12 თვის წინ დაიწყო" - რას წერენ ფრანგი გულშემატკივრები საქართველოსთან მარცხის შემდეგ?

შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის

"ჯერ კიდევ ყველაფერი შესაძლებელია" - კვარაცხელიას და დავითაშვილის კომენტარი

სავარაუდო შემადგენლობა თურქეთთან - სანიოლის საფიქრალი

ოფიციალურად: სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს "ნაპოლიმ" ელმასი დაიბრუნა

ანგისას გოლი 90+5-ე წუთზე - "ნაპოლიმ" "კალიარის" სძლია

რაშფორდს მიმდინარე სეზონში ტრებლის მოგების სჯერა

საქართველო VS თურქეთი - მსოფლიო ჩემპიონატისკენ დავიძარით!

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

ერთ დროს "ბარსელონას" შეუცვლელი ფეხბურთელი კარიერის 31 წლის ასაკში დასრულებასთან ახლოსაა

"ფეხბურთელები მისაბაძი მაგალითები არ არიან" - ჟიულ კუნდე

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

მოდელს მომღერალი არჩია - ლამინ იამალს არგენტინელ ქალბატონთან რომანი აქვს

უარი ხავისგან - "ლევერკუზენი" ახალი მწვრთნელის ძიებაშია

ბოლო დეტალები თანხმდება - ჰოილუნი კარიერას "ნაპოლიში" განაგრძობს

"ბარსელონამ" პენიას კონტრაქტი გაუხანგლძრივა და იჯარით გაუშვა

ჰოილუნი "ნაპოლის" უახლოვდება - "პარტენოპეი" ფეხბურთელის დაყოლიებას ცდილობს

"ნაპოლიში" კვარაცხელიას ეს ფენომენი შეცვლის" - ანტონიო კასანო

ჰოილუნი უკვე ნეაპოლში და დღეს "ნაპოლის" ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება

რისიც გვეშინოდა და როგორ უნდა "დაუძვრე" წაგებას - თურქეთის შემდეგ