საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ეკონომიკის სამინისტროს საფეხბურთო მატჩებზე დასწრების მსურველთათვის დიუსელდორფის და ჰამბურგის მიმართულებით დამატებითი პირდაპირი რეისების უზრუნველსაყოფად მუშაობის დაწყება სთხოვა. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომაზე განაცხადა და როგორც აღნიშნა, მნიშვნელოვანია, "ჩვენი თანამოქალაქეებისთვის ბილეთები იყოს ფიქსირებული დაბალი ტარიფით შეთავაზებული".

"როგორც მოგეხსენებათ, 18 ივნისიდან საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მატჩებს გამართავს. უკვე ძალიან დიდი მოთხოვნაა ავიაბილეთებზე, რითაც ავიაკომპანიებმა უკვე ისარგებლეს. ეკონომიკის კანონია, მოთხოვნა განსაზღვრავს მიწოდებას, შესაბამისად, თვითმფრინავის ბილეთებზე ფასები გაიზარდა. რიგ შემთხვევაში, რამდენჯერმე გაიზარდა ფასები. მინდა ვთხოვო ეკონომიკის სამინისტროს, რომ დავიწყოთ მუშაობა დამატებითი პირდაპირი რეისების უზრუნველსაყოფად დიუსელდორფის და ჰამბურგის მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი თანამოქალაქეებისთვის ბილეთები იყოს ფიქსირებული დაბალი ტარიფით შეთავაზებული. ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია როგორც გულშემატკივრისთვის, ისე საფეხბურთო ნაკრებისთვის. რაც მეტი ქართველი გულშემატკივარი დაესწრება საფეხბურთო მატჩებს, მით უკეთესია ნაკრების წარმატებისთვის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საფეხბურთო მატჩებზე ქართველი გულშემატკივრის მრავალრიცხოვანი დასწრება უზრუნველვყოთ. დარწმუნებული ვარ, რომ გუნდს შეუძლია ჯგუფიდან გასვლა და ჩვენ რა წვლილის შეტანაც შეგვიძლია, მაქსიმალური უნდა გავაკეთოთ. ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ჩვენი თანამოქალაქეებისთვის იყოს უზრუნველყოფილი მარტივი გადაადგილება გერმანიისკენ დაბალი ფასებით", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

წყარო: ინტერპრესნიუსი

ჯეჯე
კარგი კოწია, შენ ძვირად იყიდე ბილეთი პრინციპულად. :) მაგაზე გულს არავინ დაგწყვეტს.
gia
ვაი შენს პატრონს! ტუ გყავს საერთოდ
დავითი
ქუთაისი-დორტმუნდი 127₾ ღირდა თამაშამდე და დასრულების შემდეგ 1650₾ გახადეს ეგრევე
კონსტანტინე
მოკლედ დაიწყეს უკვე ე.წ. მოსყიდვები, ვინ არის თქვენი მათხოვარი! ქოცებო ! თქვენ ბილეთებზე იზრუნეთ, ჩვენ მივხედავთ!
Buxra-ს
ცოტა ადეკვატური კომენტარი ვერა??? რა შუაშია რუსეთის კანონი??? არ დაიღალე აგიტატორობით???
QT
ნამდვილად უნდა გაიფდეს. სანამ ევროპაზე გავიდოდით, დორტმუნდის მიმართულებით ბილეთი 200 ლარი ღირდა უკანა გზაც მაგდენი, ხოლო 27 მარტს უკვე 1700 ლარი დააწერეს. ნამდცილად ინდა დაუბრუნდეს ძველ ფასს და ბევრს მოგვეცეს წასვლის, გჯლშემატკივრობის და ჩვენი მაგარი ნაკრების მხარდაჭერის საშუალება.
Walter White
ერთი ორი იაფფასიანი ჩარტერი არ გამოუვა გოიაშვილს? ზოგიერთსაც გვყავს მულტიმილიონერი მამიკოები და იქნებ ჩვენც ვიქირაოთ 30000 ლარად ( ორი მხარე) ?
Buxra
არა რუსულ კანონს
ყოჩაღ
ყოჩაღ ერეკლე აქედანვე არჩევნებზე რომ ფიქრობ იქნებ ბილეთებზეც თქვა რამე ჰა
tENGO
თამაში მარტო დიუსენდორფში და ჰამბურგშია თუ როგორაა თქვენი საქმე, თუ ვიზზიარს ვერ უბედავთ დორტმუნდის მიმართულებით დოტაციური ჩარტერების მონიშვნას, ბილეთების ფასი 4-ჯერ რომ გაზარდა ამ კომპანიამ ივნისში, არაფერი ხომ,? არადა ყველაზე პრინციპული თამაში ჩვენებს სწორედაც დორტმუნდში აქვს თურქეთთან. ისე ამ დოტაციური ბილეთებით ისევ მათთან დაახლოვებული ე.წ. ბომონდა და ცნობადები ისარგებლებენ, ამ ღარიბი ქვეყნის ბიუჯეტის ხარჯზე.
ინტრიგანი
ვინც წახვალთ, ყველანი დაბრუნდით უკან. თქვენს მაგივრად მე ვერ ვიმუშავებ აქ.
ლექსო
გერმანიაში ლუდის დასალევად და ისე სასეირნოდ ხო არ ჩავალთ?! თამაშის ბილეთებზეც მოგვიგვარეთ რამე თორე ის 10 ათასი ბილეთი ვის ეყოფა? ფედერაციას უთხარით დაამატებინოს ან რავიცი რამე ქენით
გ.შ.
ბატონო პრემიერო უკვე მომწონხართ, ასე გააგრძელეთ
Pepelu
საქართველოს ნაკრებს, გერმანიაში ბეეევრი გულეშემატკივრის ყოფნა ორმაგად მეტ მოტივაციას და ძალას მიცემს. შესაბამისად ასეთი სწორი გადაწყვეტილებებით ბევრიც ვიქნებით და დარწმუნებული ძალიან კარგი ევროპის ჩემპიონატი გვექნება!!! საქართველოოოოო!!!!!!!!!!!!!!!!!
გოგი 92
ძლივს მართებულად გამოიყენა ვიღაცამ თავისი თანამდებოებრივი უფლება. ყველანი გერმანიისკენ და შემდეგ უკან სახლში!
ვარსკვლავი
ეგრე რა!! ძალიან კარგია მთავრობის გადაწყვეტილებების დროს გულშემატკივრების ინტერესების გათვალისწინება. კარგ საქმეს ტაშიც უნდა დაუკრა და მადლობაც გადაუხადო!!!
კოლხიდელი
შესანიშნავი იქნება,თუკი რაც ითქვა იმის ორგანიზება და განხორციელება მოხერხდება!
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
თბილისის "დინამო" სახალხო კლუბია, რომელიც მუდმივად დგას ქართველ ხალხთან ერთად" - ფიფიას პასუხი კობახიძეს
უეფას პრეზიდენტმა ირაკლი კობახიძეს მიმართა - მსოფლიოს აჩვენეთ, რომ ანგარიშგასაწევი საფეხბურთო ძალა ხართ
კობახიძე და კალაძე გერმანიაში საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს შეხვდნენ და წარმატება უსურვეს
ირაკლი კობახიძე - დღეს ევროპის ჩემპიონატზე პირველად აფრიალდება საქართველოს დროშა და აჟღერდება საქართველოს ჰიმნი; მჯერა, რომ საქართველო გაიმარჯვებს!
კობახიძე: EURO 2024-ზე დასასწრებად ჩარტერული რეისების ფასი 390 ევრო იქნება - ხელმისაწვდომი იქნება 3 ათასი ბილეთი, რომელთა გაყიდვაც ამ კვირაში დაიწყება
"დინამოს" სტადიონი ამორტიზებულია" - ირაკლი კობახიძემ დაასახელა მიზეზი, რის გამოც ეროვნული ნაკრების მატჩები ბათუმსა და "მიხეილ მესხზე" გაიმართება