ესტონეთის ტურნირმა ბევრ კითხვას გასცა პასუხი და აღმოჩნდა, რომ იგორ კოკოშკოვი ევრობასკეტზე ისევ ძველ გვარდიას დაეყრდნობა
ესტონეთის საერთაშორისო ტურნირმა ბევრ კითხვას გასცა პასუხი. ყველაზე მთავარი: იგორ კოკოშკოვი ევრობასკეტზე ისევ ძველ გვარდიას დაეყრდნობა. მწვრთნელი ახალწვეულებს საკონტროლო მატჩებშიც არ აძლევს თავის გამოჩენის საშუალებას.

შეკრებიდან თბილისში უკვე გამოემგზავრა ფორვარდი მიხეილ ბერიშვილი. მის გარდა ნაკრებთან ერთად არ ვარჯიშობს კოტე ტუღუში (მენეჯერის ფუნქციები დაეკისრა). რაც შეეხება ტორინ გრინს, მას აპრილის ბოლოს მიღებული მძიმე ტრავმა ჯერაც ვერ მოუშუშებია და სარეაბილიტაციო კურსს გადის. თუმცა არაა გამორიცხული, ის ნაკრებს რამდენიმე დღეში შეუერთდეს. ამის შესახებ ნაკრების პრეს-ატაშე ირაკლი პერტაიას გენერალურმა მენეჯერმა მერაბ რატიშვილმა უთხრა:

- გრინს გასული სეზონის ბოლოს მოტეხილი ფეხის თითი ჯერაც აწუხებს. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ტრავმა თითქმის მოშუშებულია. გრინი 8 აგვისტოს ჩიკაგოს კლინიკაში გენერალურ სამედიცინო შემოწმებას გაივლის და თუ ექიმები ნებას დართავენ, საქართველოს ნაკრების შეკრებაზე გამოცხადდება.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე ეროვნული გუნდი 12 მოთამაშით გაემგზავრება. ფიბა-ევროპამ გადაწყვეტილება შეცვალა და აქამდე გამოცხადებული 14-კაციანი ზღვარი ორით შეკვეცა.

- მას შემდეგ, რაც ფიბა-ევროპამ ევრობასკეტზე მონაწილე გუნდებს შემადგენლობა 14-მდე გაზარდა, ფიბამ (ყველა რეგიონალურ საკალათბურთო ორგანიზაციაზე მაღლა მდგომმა ორგანომ) განაცხადა, რომ ოლიმპიადაზე და ზოგადად კალათბურთში მიღებულია გუნდში 12 მოთამაშის წარდგენა. ვისაც ოლიმპიადაზე თამაში სურს, ამ წესს უნდა დაემორჩილოს. ამის შემდეგ ფიბა-ევროპამ გააუქმა თავისი გადაწყვეტილება და ევრობასკეტზე, ლიტვაში გუნდები 12 მოთამაშით გაემგზავრებიან, - სიტუაციაში მერაბ რატიშვილმა გაგვარკვია.

ეროვნული ნაკრების წვრთნელი სადღეისოდ მოვარჯიშე 15-კაციან შემადგენლობას 12-მდე 16 აგვისტოს შემდეგ შეკვეცს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ
"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი
"უფალო, არავინ ვარ შენს გარეშე. საქართველო, გულში ხარ" - ალექსანდრე მერკვილაძემ გულშემატკივრებს მიმართა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა