საქართველოს 22-წლამდელთა ჩემპიონატის პირველი ფინალისტი ცნობილია. კოტე ტუღუშისა და კახაბერ დარახველიძის გაწვრთნილმა "ქუთაისმა" ნახევარფინალური სერიის მეორე მატჩიც მოუგო “სოხუმი-საქართველოს” და ფინალში გავიდა. მეორე ნახევარფინალურ სერიაში “ოვერტაიმი” 1:0 უგებს “სპორტუნის”.

ქუთაისელებმა ისევ დაძაბულ ბრძოლაში იმარჯვეს. სერიის პირველი მატჩი, რომელიც თბილისში გაიმართა, იმერულმა კლუბმა 92:90 მოიგო. ამჯერად ქუთაისელებმა 86:83 იმარჯვეს, რაც უპირველესად ბაქარი ბერეკაშვილის დამსახურებაა. კალათბურთში და ზოგადად, სპორტის ნებისმიერ გუნდურ სახეობაში, გამარჯვების ერთ მოთამაშეზე მიწერა არამართებულია, მაგრამ როცა კალათბურთელი მატჩის ბოლო 2 წუთში 3 სამქულიანს ჩააგდებს და 75:77 ჩამორჩენილ თავის გუნდს 84:79 დააწინაურებს, სწორედ ასეთ შეფასებას იმსახურებს.

ბერეკაშვილმა ჯამში ყველაზე მეტი – 32 ქულა ჩააგდო, მაგრამ მისი 3 სამქულიანი იყო ყველაზე მნიშვნელოვანი, რისი დახმარებითაც ქუთაისელებმა თამაშის გადარჩენა მოახერხეს. "სოხუმი-საქართველო" მატჩის უმეტეს დროს იგებდა, თუმცა ბოლო წუთებზე ქუთაისელებმა მოახერხეს თამაშის გადარჩენა და ეს, ცხადია, არ მოხდებოდა, ბოლო წუთებზე სამქულიანები რომ არ ჩაეგდოთ.

ბერეკაშვილთან ერთად იმერული კლუბის გამარჯვებაში სოლიდური წილი უდევს გიორგი სულაბერიძეს, რომელმაც 20 ქულა და 18 მოხსნა მოაგროვა. 18 ქულა, 9 პასი და 7 მოხსნა ჰქონდა გიორგი ოჩხიკიძეს. სოხუმელთაგან 21 ქულითა და 14 მოხსნით საუკეთესო იყო საბა შარვაშიძე. 19 ქულა მიითვალა ალეკო ვახტანგაძემ, 18 ქულა და 8 მოხსნით დაასრულა მატჩი გიორგი მირცხულავამ.

"ქუთაისი" ფინალშია და მეტოქეს ზემოხსენებულ "ოვერტაიმი"-"სპორტუნის" წყვილიდან ელოდება. ეს გუნდები სერიის მეორე მატჩს 16 აპრილს, 19:00 საათზე გამართავენ.

GBF.GE

მარკოიშვილი "გალათასარაის" მთავარი მწვრთნელია
ფიბა ევროპის თასი "თბილისი არენაზე": "ბათუმი" ჩეხურ "ოპავას" უმასპინძლებს
ქართველი მსაჯებისა და კომისრის ბარაქიანი ევროპული ოქტომბერი
ქოჩორაშვილის 67 წუთი - "სევილია" თასის მომდევნო ეტაპზე გავიდა
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
[VIDEO] ჩინებული იყო. თორნიკეს და თბილისის "დინამოს" შოუ - ჩვენმა გუნდმა "კოპენჰაგენი" დიდი ანგარიშით დაამარცხა
Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
დასაევი: საფონოვის მეოთხე ადგილი უბრალოდ თავის დამშვიდებაა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
დევონტრე ტომასის ბენეფისი ქუთაისში | თსუ-მ ქუთაისს მეორეც მოუგო და ჩემპიონობას მიუახლოვდა
"ქუთაისმა" ფინალში "კავკასია" დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონი მესამედ გახდა!
ისტორიული ბრინჯაო: ტყიბულის "ორბმა" სუპერლიგაში საპრიზო ადგილი მოიპოვა!
"სოხუმის" დამატებითი დრო: ირაკლი ჩლაიძე და ვახტანგ ქადარია
თასის ოთხთა ფინალში ქუთაისი მარგვეთს დაუპირისპირდება, თსუ – თელავს
სუპერლიგის ჩემპიონი "ქუთაისი" ევროთასებზე ასპარეზობას სლოკავურ "ლევიცესთან" მატჩით დაიწყებს
საქართველოს თასის გათამაშება დაიწყო
"ქუთაისი" დანიის ჩემპიონთან ბოლო წამებზე დამარცხდა და ფიბა ევროპის თასზე იასპარეზებს