ოცწლამდელ მოჭადრაკეთა მსოფლიოს პირველობაზე გასულ შაბათ-კვირას ორი ტურის პარტიები გაიმართა
ოცწლამდელ მოჭადრაკეთა მსოფლიოს პირველობაზე გასულ შაბათ-კვირას ორი ტურის პარტიები გაიმართა.

ასპარეზობის რეიტინგფავორიტმა ნაზი პაიკიძემ საკუთარ მონაგარს მხოლოდ ნახევარი ქულა შესძინა - მე-5 ტურში თეთრებით ოლგა გირიასთან (რუსეთი) დამარცხდა, გუშინ კი ყაზახ გულისკან მახბაიევას შეუთანხმდა ყაიმზე და ექვსი შესაძლებლიდან მხოლოდ 4 ქულას მოუყარა თავი და მე-9 ადგილზე მყოფი ერთპიროვნულ ლიდერ ოლგა გირიას ქულა-ნახევრით ჩამორჩება. მართალია წინ კიდევ შვიდი ტურია სათამაშო, მდგომარეობის გამოსწორებაც შეიძლება, მაგრამ რეიტინგში ბევრად დაბლა მდგომ მეტოქეებთან ამდენი ქულის დაკარგვაც არ არის სახარბიელო.

ქეთი წაწალაშვილი 3,5 ქულით 30-ე ადგილზეა. შაბათს ინდოელ კარლა არუნიმას მოუგო, გუშინ კი მის თანამემამულე გოლე შვეტას სძლია.

მე-6 ტურში მეწინავეთა შეხვედრები ასე დამთავრდა: ოლგა გირია-დეიზი კორი (პერუ) 0,5:0,5, ნარმინ კაზიმოვა (აზერბაიჯანი)-ირინა ბულმაგა (რუმინეთი) 0,5:0,5, ელენა სემიონოვა (რუსეთი)-ჰულკარ ტოხირჯანოვა (უზბეკეთი) 1:0, სარანი (ინდოეთი)-როუთ რადმინი (ინდოეთი) 1:0, ჯულიანა ტერო (ბრაზილია)-გულნარ მამადოვას (აზერბაიჯანი) 0:1, იოვანა ერიჩი (სერბეთი)-კლაუდია კულინი (პოლონეთი) 0:1, კუბრა ოზთურქი (თურქეთი)-იულია დოგოდკინა (რუსეთი) 0,5:0,5.

მოჭადრაკები დღეს დაისვენებენ, ხვალ მე-7 ტურში კი ითამაშებენ: ბულმაგა (5)-გირია (5,5), კორი (5)-სარანია (4,5), მამადოვა (4,5)-სემიონოვა (5), კულონი (4,5)-კაზიმოვა (4,5), პაიკიძე (4)-ვო თი კიმ ჰონგი (ვიეტნამი, 4)... წაწალაშვილი (3,5)-ნანდიდჰაა (ინდოეთი, 3,5).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა