<p>საქართველო 2028 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობაზე განაცხადს გააკეთებს.</p><p>ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.</p><p>„მინდა დავაანონსო ახალი მეგაპროექტი - ჩვენ წინა მთავრობის სხდომაზე გვქონდა საუბარი თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობის შესახებ. დღეს გვინდა მნიშვნელოვანი სიახლე გაგაცნოთ, რომელიც ამ შემთხვევაში სპორტს უკავშირდება. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი სპორტსმენების წარმატებით. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ ჩვენ გვაქვს სპორტის ყველა ძირითად გუნდურ სახეობაში უდიდესი წარმატებები. 30 წლის თავზე დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ჩვენმა ნაკრებებმა მოახერხეს პირველად ისტორიაში მნიშვნელოვანი წარმატებების მიღწევა. ფეხბურთელები პირველად გავიდნენ ევროპის ჩემპიონატზე, ჩვენმა რაგბისტებმა პირველად შეძლეს ექვსი ერის გუნდების დამარცხება, კალათბურთელები პირველად გავიდნენ მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც 16 მსოფლიოს საუკეთესო გუნდს შორის დაიკავეს ადგილი. წყალბურთელები გადიან ევროპის ჩემპიონატებზე, გავიდნენ მსოფლიო ჩემპიონატზე, ევროპის რვა საუკეთესო გუნდს შორის მოხვდნენ ზედიზედ ორჯერ. ჩვენი ხელბურთელები გავიდნენ პირველად ევროპის ჩემპიონატზე, სადაც პირველი ისტორიული გამარჯვება მოიპოვეს და ინდივიდუალურ სახეობებშიც გვაქვს უდიდესი პროგრესი. მედლების რაოდენობა არის გასამმაგებული ბოლო წლების განმავლობაში, რაც თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია.</p><p>ასეთი წარმატებები ჩვენ არ გვქონდა იმ ცნობილი 9 წლის განმავლობაში, როდესაც ხელისუფლების სათავეში იყო დღევანდელი ოპოზიცია. 90-იან წლებთან შედარებითაც კი, მაშინ სპორტი იყო უფრო წარუმატებელი, რასაც ჰქონდა თავისი კონკრეტული მიზეზები.</p><p>მინდა გაგახსენოთ კონკრეტული მოვლენები, რასაც მაშინ ჰქონდა ადგილი. ყველას გახსოვთ, როგორ მოხდა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევა და იმავე დღეს როგორ გააკეთებინეს არჩეულ პრეზიდენტს განცხადება გადადგომაზე. არაფერს არ ერიდებოდნენ, ასეთი უხეში ჩარევა ხდებოდა ფეხბურთში, სპორტში. ასევე მინდა შეგახსენოთ, რა მოხდა „თბილისის დინამოს“ გარშემო. რუსეთიდან ჩამოიყვანეს კონკრეტული ბიზნესმენი, რომელსაც მაინცდამაინც დიდი წარმოდგენა არ ჰქონდა ფეხბურთზე. მას ჩააბარეს ჩვენი ეროვნული სიამაყე, „თბილისის დინამო“, ჩვენი ისტორიული კლუბი და კლუბი ფაქტობრივად განადგურების პირამდე მიიყვანეს. ნულოვანი წარმატება გვქონდა ჩვენ მთელი ის წლები ევროტურნირებზე. ასევე, დღეს რომ შევხედოთ, საქართველოს ჩემპიონატზე „თბილისი დინამოს“, ათ თამაშში აქვს 12 ქულა და მეხუთე ადგილზეა. ამ მდგომარეობამდე მიიყვანა წინა ხელისუფლების პოლიტიკამ ჩვენი საამაყო სპორტული კლუბი. ცოტა ხნის წინ ამ ადამიანებს, ვინც დღეს არის „თბილისის დინამოს“ ხელმძღვანელობაში, უნდოდათ ჩვენი ისტორიული დინამოს ბაზის ტერიტორიაზე კორპუსების მშენებლობა. ეს არის დამოკიდებულება, რაც არის ზუსტად იმ პოლიტიკის გამოვლინება, რაც ჰქონდა წინა ხელისუფლებას. რა თქმა უნდა ამას არ დავუშვებთ, მაგრამ თვითონ დამოკიდებულება ამ ყველაფრიდან ჩანს. ეს ადამიანები „თბილისის დინამოს“ სახელით ავრცელებენ პოლიტიკურ განცხადებებს. რამდენიმე დღის წინაც გაავრცელეს პოლიტიკური განცხადება „თბილისის დინამოს“ სახელით და გააპროტესტეს გამჭვირვალობის შესახებ კანონი. როგორც ფეხბურთში ერკვევა, ისე ერკვევა როგორც ჩანს პოლიტიკაში „თბილისის დინამოს“ მფლობელი. ეს არის ყველაფერი იმ პოლიტიკის გამოვლინება, რომელიც ჰქონდა წინა ხელისუფლებას და რომელმაც მიიყვანა ჩვენი სპორტი წარუმატებლობამდე და ჩვენ დაგვჭირდა წლები მაში, რომ სპორტისთვის მიყენებული ზიანი გამოგვესწორებინა და მივსულიყავით იმ უნიკალურ წარმატებამდე, რომელიც ჩვენ სპორტს აქვს ყველა სახეობაში დღეს.</p><p>ასევე მინდა გავიხსენო კონკრეტული ფეხბურთელების მონაყოლი, ერთ-ერთი ფეხბურთელის მონაყოლი, რომელმაც პირადად მე მითხრა, რომ პოლიტიკური მიზეზების გამო უარი უთხრეს ნაკრებში გამოძახებაზე ერთ-ერთ უცხოელ მწვრთნელს, მაშინ ფეხბურთის ნაკრების მწვრთნელი იყო უცხოელი და მას აიძულებდნენ, რომ არ გამოეძახებინა კონკრეტული ფეხბურთელი, ერთ-ერთ ტოპ ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელი არ გამოეძახებინა საქართველოს საფეხბურთო ნაკრებში. პოლიტიკური მიზეზები ჰქონდა ამ ყველაფერს. ძალიან ხშირად, ასევე კონკრეტული ფეხბურთელის მონაყოლი, ნაკრების ფეხბურთელებს უწევდათ თბილისში ჩამოფრენა თამაშებზე საკუთარი ხარჯით“, - აღნიშნა პრემიერმა.</p><p>წყარო: <strong>ინტერპრესნიუსი</strong><br></p>
aburjga
ეს სტადიონი ნამდვილად ზედმეტია! მალე აშშ საქართველოს სახელმწიფოს გააუქმებს. ამ მთა გორებს გადაპარსავს, ბალახს დათესავს და გოლფს იდამაშებენ!
tempo
ესეთი პოლიტიკით ზენიტი ცსკა თუ ითამაშებენ მანდ
ადამიანი
როგორც კალათბურთის დარბაზი ააშენეს ისეთი იქნება.....არ დაბლოკოთ საქ.ბანკმა 234 მილიონი მოგება ორ თვეში თბს ბანკმა 167 მილიონი და ამას მიხედოს ხალხს რომ გვაყაჩაღებენ
გია
სტადიონი კარგია. მაგრამ ჩვენისთანა გაჭირვებული ქვეყნისთვის სხვა პრიორიტეტებია საჭირო. სტადიონი ფუფუნებაა და ჩვენ ამისთვის ჯერ არ მიგვიღწევია. მაგ ფულად თბილისში 3 ან 4 მეტროსადგურის მშენებლობა უფრო წაადგებოდა ხალხს. ვერ ხედავთ ისეა გაჭედილი ქალაქი მეტროს გარდა არაფერი არ უშველის. სტადიონი წელიწადში სულ 3 ან 4 დღით გჭირდება, ისიც თუ ძლიერი გუნდები ან პრინციპული თამაშებია. თუ არადა დინამო არენა, ბათუმი ან მესხის სტადიონი აგერ არ არის. ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის გვინდაო ეგეც ერთი ღის ამბავია ბოლო-ბოლო. მეტროსადგური კი სამუდამოა და ხალხი შვებას მაინც იგრძნობს(ოდნავ მაგრამ მაინც).
რუსეთს რაააა?
ეს ისე ერკვევა ფეხბურთში, როგორც ჟირაფი ჰოკეიში.)))))))))))))))
მშენებელი
სტადიონამდე ერთი კარგი რუსკი კარაბლი აიშენე, გირჩევნია))))
კახუჩელა
ამას ფრხბურთი ისე აინტერესებს როგორც მიშას დვორნიკობა მსუქანი ნაჭერი მანამ ორემიერია დანარჩენი არ აინტერესებს სად იცხოვრებს
ხასანა ძია
ხალხო როთ ვერ გაიგეთ სტადიონის ადგილი უნდა ჩიჩილაკს დაითრიოს თორემ ამ სტადიონზე ფეინორდთან ბილეთები მქონდა და კიბეებზე ვიჯექი მაშინ 75 000-ს იტევდა და ეხლა წარმოიდგინეთ რამდენი იყო იმ თამაშზე ანალოგიური ლივერპულთანაც ოღონდ მაშინ ჩემ სკამზე ვიჯექი
55555
ზოგადად რაიმე ახლის შენება რა თქმა უნდა კარგია, თუმცა არ მესმის რა საჭიროა თბილისში 1.5 მილიონიან ქალაქში 70 ათასიანი სტადიონის მშენებლობა, როცა ქალაქს უკვე აქვს 55 000 იანი მშვენიერი არენა, თუ მანდამაინც ტევადობაზეა საქმე, თავისუფლად შესაძლებელია დინამოს სტადიონის 10-15 ათასი ადგილით გაზრდა და მივიღებთ თითქმის იგივე ტევადობის სტადიონს, რის მშენებლობასაც გეგმავთ. ნუ იგონებთ ახალ ველოსიპედს, მაგას სჯობს ქუთაისში ააშენოთ თანამედროვე 25-30 ათასიანი სტადიონი.
ლექსო
ახლის აშენებას სჯობს ძველს მიხედოთ! ჩრდილოეთი და სამხრეთი მხარეები კონუსურად დაწიეთ, რეკონსტრუქცია გაუკეთეთ და ცოტათი შემოწიეთ დასავლეთი და აღმოსავლეთიც და მიიღებთ 70 ათსიან სტადოიონს, რომელსაც ტრადიცია და დიდი სიყვარული მოყვება!
საქართველო
კი სტადიონი ნამდვილად რუსული სიტყვაა :) ისეთივე განათლებული და წარმატებული ხელისუფლება გვყავს როგორც სტადიონია რუსული სიტყვა,ხალხიც შესაბამისია სამწუხაროდ. მეორე კიდევ კაცმა თქვა უნდა ავაშენოთო,დავანგრიოთო ხომ არ უთქვამს,სტადიონები როდის დაინგრა კარგად მახსოვს,ხმა არ ამოგიღიათ(ვერ იღებდით ხმას და მაგიტომ)ხოდა ის კი არ უნდა ვთქვათ რატომ სტადიონი და რატომ თბილისშიო, უნდა მოვთხოვოთ თბილისში რომ აშენდება ქუთაისშიც ააშენონ, ზუგდიდშიც და გურჯაანშიც.როგორ შეიძლება ისეთი დაბოღმილი იყო ადამიანი,როდესაც კარგ საქმეზეც მიზეზები ეძებო,რატომ არ უნდა ავაშენოთ სტადიონიო და მერე ფეხბურთელებს სთხოვდე წარმატებას რატომ ვერ მიაღწიეო.მაგიტომაც არიან ჩვენი ბიჭები გმირები,რომ უსტადიონებო და უაკადემიებო ქვეყანა ევროპის ჩემპიონატზე გაიყვანეს.კარგით გეყოფათ ამდენი ბოღმა,არც მე არ მეხატება ეს ხელისუფლება გულზე,არც მათი ამომრჩეველი ვარ,მაგრამ ერთხელ ხომ შეიძლება 35 წლის მანძილზე რაღაც საკითხში გავერთიანდეთ და მეტი სიყვარულით გავაკეთოთ საქმე
გოგა
ხო აი ენგურჰესზე რომ გქონდათ პრეზენტაცია და დიდი ზარზეიმით ტურისტული ზონა რომ უნდა გამხდარიყო საბაგიროები გაგეჭიმათ და გემებს და იახტებს ეცურათ შიგნით ისე ააშენებ მაგ სტადიონს და ჩემპიონთა ლიგის ფინალსაც უმასპინძლებ, ისე ერკვევი შენ ფეხბურთში როგორც მე ბიატლონში, ხალხი კიდე ამ საკენკს მერამდენედ კენკავს, წავედი გვიანია დავწექი ხვალ დილით ლაგუნა ვერეს აუზზე უნდა ვიცურო და მერე თუ დრო დამრჩა იპოდრომზეც ვირბენ ახლადრეაბილიტირებულ სკვერში
Nikoloz
იღბლიანი პოლიტიკოსია კობახიძე 2012 წლის მერე მინისტრად ვინც ყოფილა ვაფშე ყველას ჯობიააა უფალი გფარავდეს შენ ოჯაღთან ერთად კობახიძე!!!პროსტა ერთს გთხოვთ ხალხის სახელით თუ შენ თამაშებს აკრძალავ ქართველებისთვის შენ გახდები საქართველოს გმირიი!!!!და დედების გმირიიიი!!!
Karche ra
სოსო..ჯერ ერთი არ წაურთვიათ უეჭველი ვიცი საკაშვილმა 1 დოლარში რო ჩაუგდო ხელში დაუბრუნეს ნამდვილ პატრონს და მერე კიდე ბევრი ინვესტორი იყო მისული დინამოს შესაძენად და არუნდა გაყიდვა ხან 50% ყიდის ხან იმხელა თანხას ადებს რეალ მადრიდი გეგონება და ასე შემდეგ მედალს ორი მხარე აქვს ფიფია შექექილს ვინ რას წარმთევს ან წაართმევინებს დინამოც 1$ რად აქვს შეძენილი იცი?? ეტყობა არიციი..მილიარდი პროცენტით გეუბნები იყვნენ ინვესტორები და 100 მილიონს უხდიდნენ და არ ინება გაყიდვა არაოოოოოო როიცოდე ცნობისთვის...მინდაოო ბოლო მოვუღო და გავანადგურო დინამო თბილისიო..ისე არაბები ყიდულობდნენ უეჭველს გეუბნები პროსტა სრული მფლობელობა უნდოდათ და უარი სტკიცა მეგრული მერე მე რავქნა წიეოო..არადა აიღე შე ოჯახ აშენებულო ფული და ჩამოაყალიბე რამე გუნდი იყიდე მიწები და იქ გაზარდე ახალგაზრდებიც და ეროვნულ ჩემპიონატშიც გეყოლებიან ბიჭები..მაგრამ არაა გეუბნებით ქართველ ხალხს ამწარებს დინამოს გასაზიზღრებით...
!
ოჯახში მაინც სჯერათ რამე ამის ნათქვამი?!
@
ზარქუას ინტელექტი მეტის ღირსია ვიდრე პრემიერობა )))
დათი ბათუმელი
ახალი ყველაფერი კარგია და მისასალმებელი და რატო არა ქუთაისში? ხომ შეიძლება ამ ისტორიულ ქალაქსაც აჩუქოთ ერთი მშვენიერი სტადიონი? მარტო თბილისი ხო არაა საქართველო არა? ახალი კალადბურთის მოედანიც თბილისში აშენდა როცა ძველიც საკმარისი იყო და ახალი ბათუმშიი ან ქუთაისში აშენებულიყო ამით ცოტათი განვითარდებოდა შიდა ჩემპიონატიც მარა არა ყველაფერი თბილისში... დინამო, მესხი, მესხი2, პეტრო არენა და ა.შ მგონი საკმარისია არა?
The
70000 კაციანი სტადიობი გვქონდა 50 წლის წინ, საჭიროა უფრო დიდის გაკეთება 90-100 ათასიანის!
სოსო
კი არ დაკარგა,წაართვეს!მას შემდეგ ცდილობს დაიბრუნოს და ვერ იბრუნებს.დინამო რომ ძლიერ გუნდად იქცეს, ბევრი ფულია საჭირო,რომელიც იმ წართმეულ ქონებას უნდა მიეცა.ფიფიას შემოსავლები აღარ ჰკმარა და დინამოს გაყიდვის განზრახვა გამოაცხადა,თუმცა მსურველი არავინ გამოჩნდა.რაც ფული აქვს,იმით აკადემიას ამუშავებს და დინამოს აარსებებს,მაგრამ მეტის საშუალება,მას არ აქვს.თავის მოტყუებას აზრი არა აქვს,მით უფრო,რომ ამას,არც თვითონ მალავს.ნახეთ ინვესტორი და ფიფია,სიხარულით გადასცემს დინამოს საფეხბურთო კლუბს,თვითონ კი,აკადემიას მიხედავს.
ინსაიდ
სამი სტადიონი არ იქნება, ამათი გეგმით იწნება ორი… კულუარებში მიხეილ მესხის სახელობის (ლოკიმოტივის) ახლადრებილიტირებული სტადიონის დემონტაჟზე მიდის საუბრები… ცნობილ “მებენზინე” ძმებისთვის გადაცემას განიხილავენ, ალბათ იოლი მისახვედრია რა მიზნითაც…. საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა…
G.LA
ვინც ეგ დაიჯერა დიდი მეამიტები ყოფილხართ. ამდენი ზღაპრების და დანაპირებების შემდეგ კიდევ რომ გჯერათ ქოცებისა რამე. საჭიროებაც არ არის არანაირი უბრალოდ მტვერი დააყენა ამაის გახმოვანებით. ვინ რას ეკითხება მაგას რამის აშენებაში? ხვალ ახალი პრემიერი ვინმე ზარქუა იქნება.
სიმართლის მოყვარული
მე რაღაცა არ მესმის ეტყობა. რა საჭიროა 3 დიდი სტადიონი 1 ქალაქში? მილანში, ტურინში, გენუაში 1 სტადიონზე თამაშობს სერია-ა 2-2 გუნდი. მილანი და ინტერი, გენუა და სამპდორია და ა.შ. 2 აეროპორტი 15 კილომეტრში, 3 სტადიონი მილიონიან ქალაქში, როდესაც ევროტურნირზ 30 წელია გუნდი არ გყავს ... ბავსვთა მწვრთნელებისა და აკადემიების მომზადბა რომ დააფინანსონ მაგ ფულით, იქნება კონფერენც ლიგის ჯგუფში მაინც გავიდეთ
თემო
ავლაბრის და ვარკეთილის მეტრო სადგურების კოსმეტიკურ რემონტს აკეთებენ აგერ უკვე 4 წელია,არც თავი უჩანს და არც ბოლო მათ დასრულებას,გამზირების რეაბილიტაციას უნდებიან 2 წელი.ხოდა 70 კ სტადიონს ააშენებენ 4 წელიწადში?როცა ჯერ პროექტიც კი არ არსებობს.ეგ ხომ ზღაპარია.
ავაზა გუგას
მოსკოვში მსოფლიო ჩემპიონატზე, ლუჟნიკებში, პარკინგზე შესვლა საგანგებოთ დათვლილი საშვებით იყო. მოხდა ისე რომ, მანქანას, რომელითაც მარადონა გადაადგილდებოდა, ასეთი საშვი არ ჰქონდა და მარადონა იძულებული გახდა, სტადიონამდე დარჩენილი მანძილი ფეხით გაევლო. ევროპაში არის ბევრი დიდი და ცნობილი სტადიონი, რომელიც განლაგებულია ქალაქის ცენტრში და საერთოდ არ აქვთ პარკინგი, ამ სტადიონებთან მისასვლელად მანქანებით გადაადგილება თამაშის დღეს საერთოდ აკრძალულია, გარდა VIP პერსონებისთვის. თან ისე რომ მათი მანქანების მძღოლები პარკინგზე არ დგებიან, ჩამოსვავენ "ხაზეინებს" და ტოვებენ ტერიტორიას. მხოლოდ თამაშის დასრულების შემდგომ აკითხავენ წამოსაყვანად. ქალაქ გარეთ არსებულ სტადიონებს მართალია აქვთ პარკინგი, მაგრამ ბოლო 7 წელია, ზოგიერთ ამ პარკინგებზეც აკრძალეს მანქანის დაყენება, უსაფრთხოების მიზნით. მოგეხსენება თუ რა რაოდენობის ტროტილის ჩადება შეიძლება მანქანის საბარგულში და ასეთი ტერაქტი რა რეზონანს გამოიწვევს მსოფლიოში.
პასუხი ზაზას
არა ბიჭოს?! საპჭოთა დროინდელი სკოლები და ღამის სკოლები ჯობია. ცოტა რომ გაიხედოთ გარეთ არა? 21 საუკუნეა. ხალხი მარსზე აპირებს წასვლას და ჩვენ კიდევ იმ ძველ სისტემას მივტირით? ძალიან ცუდი განათლების სისტემა იყო მაშინ. თუ არ ჩავთლით ერთეულებს უმეტესობა ქრთამით ეწყობოდა უნივერსიტეტებში. და რავიცი კიდევ რამდენი რამ შემიძლია დავწერო მაგრამ ამით რა? არც ნაცი და არც ქოცი ვარ.
გულშემატკივარი
გლახუნა კი არა, გლახაკი, რომელიც რაებს როშავს ვერ კი წარმოუდგენია, ან შეგნებული, დიდი დემაგოგი იმ ფულებზე მიმჯდარი რომლის გამჭვირვალობასაც ითხოვს კანონი.
გლახუნა
რას მებჟუტურებით(?!), რას...და რა გინდათ,რა არ არის აქ მათალი(?!), აბა დეტალურად განვიხილით!.
ვაი ვაი ვაი
სტადიონიიიიიიიიიიიიიიიიიი ??????????? ეგაც რუსულად უნდა გეთქვაა?????????????? მაგას მოედანი ქვია - საფეხბურთო მოედანი ((
G.LA
ქართველებს 2058 წლისთვის მიწისქვეშა ბასეინს აგვიშენებთ და წყალიც აღარ დაგვჭიედება. თქვენ ხართ მოუშორებელი ჭირი საქართველოსთვის და კანონსაც მიიღებთ, არჩევნებსაც მოიგებთ ძალით, ფულით, გაყალბებით….)) ეგ ხალხი მანდ ვინც დაგრჩათ ქართველები მაგათაც მოინადირებთ. დარჩებით თქვენი ბანდიტური დაჯგუფება საქოცეთით სათავეში. ადრე შუა აზიის ქვეყნების ხალხის მიკვირდა ბატონებივით რომ ყავდათ მართველები. უარესი დაბეჩავებულია ქართველი ერი ახლა. წაკითხულიდან შინაარსის გამოტანის მხრივ ქვეყანა სადღაც უფსკრულშია ჩაკარგული. მგონი ასეთები ვიყავით და დავრჩით ახლაც. ერმა დაუჩოქეთ შევარდნაძეს, მიშა მიშას შეძახილებით ვსდიეთ სააკაშვილს და ახლა ქვეყნის მშვიდობის გარანდატ ბიძგვინას მივიჩნევთ. (ასე ზომბავს ქოცნება ხალხს) მამა და მარჩენალი კი უანდერძებს მაგ ქვეყანას უფლისწულს. ისევე როგორც ალიევმა უანდერძა თავის ვაჟს. ამ ყველაფერს ბეჭედს დაუსვამს ეგ კანონი, რომელსაც აუვცილებლად მიიღებენ.
მასტერს
საკუთარ განათლებას და პესიმიზს მიხედე და ნელა ქენი მალე არ დაგაბეროს
ისემც იხაროს თქვენმა ოჯახებმა!!!
ადრეც უნდოდათ, მაგრამ მაყუთი არ იყო და ახლა ბიჭებს ქართულ-ჯიგრულ პონტში უთქვამთ, ყველამ რაღაც გავიღოთო, ღარიბას ნახევარმილიონიანი საათი მოუხსნია, სხვას მიწის ნაკვეთები გაუყიდია, სხვას ბინა და მანქანები და სტადიონს რომ ეყოფა იმდენი ფული შეკრიბეს, აბა ჩვენი გადასახადებით რომ ააშენონ, ეგ რა ხეირია ჩვენთვის, საკუთარ შვილებს პირიდან ლუკმას ართმევენ და ჩვენთან მოარბენინებენ. მაააააააშ!!!!
asa
მაშინ როცა კახეთში და სამეგრელოში სტადიონი არ არის რა საჭიროა თბილისში ახალი სტადიონის აშენება? ვიღაც მეტყვის ფოთში ხოა სტადიონიო? კიი არის მარა არათუ უეფას ეროვნული ლიგის მოთხოვნებსაც კი ვერ აკმაყოფილებს და კოლხეთი ქობულეთში საფეხბურთო ცენტრში თამაშობს.
სიმართლე
ფიფიამ რადგან რუსთავის მეტალურგია დაკარგა თუ რაქნა არცვიციი მაგის გულისთვის დინამოს აფარჩაკებს ჯინაზე აბა სააკაშვილი იყოს წართმევდნენ ვაფშე გუნდს და ღირსიც იქნებოდა რადგან 100% არყიდის დინამოსას..ფულის შოვნის მეტი არიცის არადა გოიმმა გამოზარდოს გუნდი გადაუხადოს ხელფასიი ნორმალური დამლაგებლის ხელფასებს რო უხდის ბავშვებს და მერე 100ჯერ ძვირად გაყიდის..
ბაჩო
ჯარიმების წილი რამდენი იქნება ამ სტადინში??))
@
მიუნჰაუზენა
თედო
ბათუმის სტადიონზეც ასე წერდნენ, აშენდა კიდეც და ულამაზესი სტადიონი აქვს ახლა ბათუმს, ქუთაისში უნივერსიტეტი კი არა საბაყაყე შენდებაო და უმაღლესი სტანდარტების კომპლექსი აშენდა, ასე რომ მჯერა კიდეც და ზუსტად ვიცი რო აშენდება.
თედო
საუბარია ახალა აეროპორტეზე, ვაზიანში. საუკეთესო ადგილია ჩემი აზრით.
zaza
1000 კი არა ერთი ქარხნის მომსახურე-პერსონალი გვყავს ? რომელი პროფესიის ხალხი დაგვრჩა დღეს ქვეყანაში , კიდეც რომ აშენდეს ქარხნები , ვინ იმუშავებს იქ? ძველი და საშუალო თაობის ხალხი სააკიანმა ჩარეცხა და ახალი ვინ არის ? ქარხანას რომ დაეტაკებით , განათლების სისტემაზე კი არავინ არაფერს ამბობს და ,,ფაბლიქ სქულები " ევროპულ რეფორმად და პროგრესათ მიგაჩნიათ , ამაზე დაფიქრებულხართ ?
guga
ვაკეში რომ 70000 სტადიონი აშენდეს, მოხდება სრული პარალიზება ვაკე-საბურთალოსი (მნიშვნელოვან თამაშისას) აეროპორტის ტერიტორია კარგი ლოკაციაა ლოჯისტიკის თვალსაზრისით. საკმაო სივრცე იქნება პარკირების და შედარებით ადვილი მისასვლელი. ვაკე კი არა დინამოს სტადიონზე ვერ ხერხდება მარტივი მობილობა, იმის მიუხედავად, რომ 2 მეტროსადგურია იქვე.
1000 ქარხანა
სტადიონს 1000 აგუგუნებული ქარხნების გვერდით ააშენებენ ? თუ მექსიკაში სადმე საზღვართან ?
ავაზა
აეროპორტია მიმდებარე ტერიტორია, მეტად ქარიანი და ყარაყუმის უდაბნოს დასასრულის, მეტად ცხელი ადგილია და შეჯიბრების ხარისხს ხელს შეუშლის. ისევ სჯობია, საუკეთესო სპეციალისტების საშუალებით, ვაკის, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი გადაკეთდეს მაგ რაოდენობის დასატევად. ბუნებრივი ლანდშაფტი საუცხოაა, მწვანეში ჩასმული მარგალიტივით იქნება და თან ბუნებრივი მოვლენებიც ხელს არ შეუშლის.
კარლო
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტზეც ასე წიკვინებდნენ ბილწი,მართლა ბნელი მაგინარები,მაგრამ ჩაუვარდათ კოვზი ნაცარში...ასე იქნება სტადიონის შემთხვევაში.ეჰ,რამდენი სულითა და გონით ბნელი ადამიანია ჯერაც ჩვენში?!
აუეეე
შენააა ის რით ვერ გაიგე აქამდის რომ ეგ ისტორიული დინამოს სტადიონი 1 ლარად მისცა მიხუიამ ფიფიას …ორჯერ გაურემონტეს მთავრობამ და ფედერაციამ ( პირველად სუპერთასის წინ მეორეჯერ ახლა ახალგაზრდული ევროპის წინ ) და თვითონ ელემენტალურადაც რომ მოუაროს არ უნდა პირიქით სულ რაღაცეებს ითხოვს ომის გამო რომ ნაკრებმა ითამაშოს მაგ სტადიონზე …!!! ასე რომ მართალია აშენდეს ახალი სტადიონი და იყოს ქვეყნის ბალანსზე ითამაშოს ნაკრებებმა ჩატარდეს კონცერტები …აი მერე ნახავთ რას დაამსგსვსებს ფიფია მაგ დინამოს სტადიონს …ან დაშლის და კორპუსებს ააშენებს …როგორც ბაზასთან გააკეთა და მერე სხვებს დააბრალა და მიზეზად უნდოდა გამოეყენებინა რომ ბაზაც დაენგრიაა….!!!
Master
ვინც აი ამ განცხადებას სერიოზულად მიიღებთ და ამაზე სერიოზულ მსჯელობას დაიწყებთ რაზე უნდა გელაპარაკოთ ვინმე საერთოდ?????ერთხელ,ორჯერ,სამჯე ათჯერ...და კიდევ გჯერათ ყველა ზღაპრის.რუსეთის კი არა ყირგიზეთის ღირსნი ხართ ამ საკენსკის ამკენკავები.ევრობასკეტზე ერთი დარბაზი სამჯერ შეკვეცეს და ძლივს ააშენეს რაღაც ჯღანობა.რა 70 ათასიანი სტადიონი,რა ჯდება იცით?რა ლიგის ფინალი,სხვა სამყაროში ხართ?თან ახალ აეროპორტთან.ასე როგორ ინდა მოტყუვდე წარმოუდგენელია.განათლება,განათლებააააააა
მერაბი
აამდენი ტყუილი,ცილისწამება,ნაღდი სიგლახე,რამ დაგაწერინა "გლახუნ"? რუსულ-დიქტატორულის რამე რომ ეცხოს ამ ხელისუფლებას,თქვენ და თქვენისთანები ცხოველური შიშით, ფსევდონიმის ნიღაბქვეშაც კი ვერ გაბედავდით ამ ნაბოდვარის მეასედისაც კი საჯარო სივრცეში გადმოფრქვევას...
Irakli
ისე წერენ სატადიონს ავაშენბთო გეგონება საკუთარი ფულით აშენებ და არა ჩვენი გადასახადების ფულით.
ირაკლი ქუთაისელი
შენ ვინცხა ხარ კაი მოცლილი ჩანხარ
კაკი
წადი შეეშვი რა დინამოს...
გლახუნა
თქვენი რუსული;ცბიერება,ვერაგობა, გაიძვერობა,ფარისევლება, თვალთმაქცობა...ყელში ამოუვიდა მოსწავლეებცან კი. -სწორად ის ახალგაზრდობა-სტუდენტობა, მოსწავლეები დაგისვამენ მკაცრად კითხვებს- პასუხი გაეცემისათვის-2012 წლიდან რატომ; ძარცვავთ,აუსუსურებთ,აღატაკებთ,აკნინებთ საქართველოს სახელმწიფოს,ქართველ ერს, რატომ არ ასრულებს რუსული-კრემლიდან დირექტივებული;სიძულვილი, დემაგოგია, ზიზღის პროპაგანდას მხოლოდ ქართველი ერის არამარტო იდეური გახლეჩა-მუდნივი მძაფრი დაპირისპირებისათვის, რატომ შეაბრუნეთ საქართველო და ენერგეტიკულად-ეკო-რად ისევ იმ მტერ რუსეთის ეკო-კა-ენერგეტიკა-ზე ჩამოკიდეთ, რომელსაც 20%-ტი ქართული ყერ-ბუს ოკუპირებული აქვს,მარტო ბოლო 30 წელიწადი 60 000-ზე მეტი ვაჟკაცი დაგვიხოცეს (დღესაც გვიხოცავენ), 300 000 ლტოლვილი გაგვიხადეს, სძულთ, ეზიზღებათ - ვერასოდეს იტანენ დაქართველოს სახელმწიფოებრიობას და ერთდადერთი რასაც აცხადებენ -,,გვიბრძანებენ,, ,,შეეგუეთ რეალობას,,-ო(?!!!), -რატომ ეწევით რ უ ს უ ლ დაუსრულებელ- დაუცხრომელ ანტი-დასაუვლრ პოლიტიკა-პროპაგანდას,როცა ის დასავლეთი 34 წელიწადის გვეხმარება- ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო ს განმტკიცება,ტერ-მთლიანობის იურიდიყლ- სამართლებრივი დაცვა,სახელმწიფოს თავდაცვა-ჯარის გამძლავრენისათვის.. -რატომ ეწევით დაუცხროელ შიშის,მით რატომ გინდათ ქართფელიბა დაშინებულ- დაფართხალებულ ზომბებად აქციოთ,სადაც გადენიან-იქ რომ მიერეკებიან,როგორც რუსებ ხალხს -რუსეთად წოდებულ აზიური იმპერიის დღეგრძელობისათვის...ე.ი.რატომ გინდათ ქართველი-რუსად აქციოთ-,,ქართულ სხეულში რუსული სულით,,-იმპერიის დაფრთხალ მსახურად(?!), -რატომ არ ასრულებთ ევროკავშირის ყველა რეკომენდაციას,რის შედეგად ეკო-კა სწრაფად აღორძინება (მარტო სტატუსის მიღებით რეფორმებისათვის რამოდენიმე მლრდი უკვე გამოყოფილი რომ არის),შედეგად პარალელურად საზელ-ფოს თავდცვა-ჯარი გაძლიერდება,მით სერიოზული პერსპექტივები შეიქმნება,მით დაბრუნებას დაიწყებს 100 000 ემიგრანტად ქცეული ქართველი პერსპექტივების მქონე სახელმწიფო საქართველოში. -2012 წელსვე-რატომ დაბლოკეთ სტრ-ლი ეკო-რი პროექტები (არა მარტო ანაკლია-ლაზიკის), რატომ დაბლოკეთ თანამედროვე სამხედრო საჰაერო თავდაცვის სიატემების შემოტანა- განლაგება,თან 2-ჯერ,შიდა სამხედრო მრეწველობა,მით თავდაცვა-ჯარი უსაფრთხოების გამძლავრრბის პროცესი,რაც სახელმწიფოს განმტკიცების ახალ ეტაპს შექმნიდა, -რატომ შეწყვიტოთ ანტი საოკუპაციო საგარეო პოლიტიკა,მით მხოლოდ რომ ა კ ნ ი ნ ე ბ თ საქართველოს სახელმწიფოს ავტორიტეტს, მით ამ მიმართულებითაც პერსპექტივებს(?!), - რატომ გადაეცით ქართველი მეომრების მონაცემები კრემლის სპეც-სტრ-ებს, - რატომ ხართ ღორებივით გამდიდრებული, მაშინ როცა საქართველო ერთ-ერთ ყველაზე ღატაკ და უსუსურ ქვეყანად აქციეთ არა მარტო ევროზონის სახელმწიფოებს შორის, რეგიონშიც კი,შედეგად 900 000-ნი, თან შეუქცევდი ემიგრაციული გარემო რომ მოიტანეთ(?!), რატომ... - რატომ გძულთ ქართველი ერი და რატომ ეცინიკოსებით,ვერაგობთ, თვალთმაქცობთ,გაიძვერობთ,ეფარისევლებით..თქვენ , თავად მყერი, რუსებისაფან შეშინებულ- დაფართხალენულებს,მით სწორად სიძულვილით შეპყრობილებს-ქართველობა,მით უმეტეს ახალგაზრდობა რუსებივით უწიგნური,მშიშარა- ფრთხალი,აზროვნება დახშული...ხომ არ გგონიათ(?!), უშიშარი, მამაცი- შემღთული და ძალიან ნიჭიერია ქართველო ერი და თქვენის და იმ თქვენი პატრონების-რუსულ-აზოური იმპერიის მოშორებით მცირე დროშიც ძალიან წარმატებულ.სახელ-ფოს შექმნის,ძალიან წარმატებულს! -ადრე თუ გვიან-პასუხებს გაცემა მოგიწევთ ფა მუდმივ ვერ გიშველით-დაგიცავთ კრემლი და მისი კგბ-ფსბ-გრუ მათი პროპაგანდითურთ!
ბრაზი
შესაძლებელი რომ იყოს,არც ერთი ამჟამინდელი ბილწად ჩასაფრებული მაგინარი,არ უნდა გააკარო მაგ სტადიონს,როცა აშენდება და აგუგუნდება ჩვენი სპორტის,რაგბისა და ფეხბურთის სადიდებლად!
ATP 16
წაკითხულის შინაარსი, რომ ვერ გამოგაქვთ, რაზე უნდა გესაუბროთ. სადმე ვახსსენე აქცია და დემონსტრაცია? პრობლემა ის არის, რომ სიმართლე არ გსიამოვნებთ და სანამ ასე იქნება, ასე ვიქნებით სულ, შეიცვლება მხოლოდ იმ უსაქმურებისა და მედროვეების გვარები, რომლებიც პოლიტიკას მოერგებიან ამ ქვეყანაში და მილიონერებად წავლენ 3-4 წლიწადში, როგორც ყველა სხვა. რაც შეეხება დარბაზს, რახან არ გჯერათ, მიბრძანდით და თქვენი თვალით იხილეთ, უნივერსიტეტის ქუჩაზე, შესვლაც არ დაგჭირდებათ, კიბეებიდანვე დარწმუნდებით იმაში, რომ სიმართლეს ვიძახი. პროპაგანდიტობაც კომუნიზმისა და მაგ აზროვნების შედეგია, ხელისუფალს რომ საკუთარ სახლის ეზოდ მიაჩნია მთელი ქვეყანა, იცვლება თაობა იცვლება აზროვნება, მხოლოდ გახრწნილი და კორუმპირებული იყურება უკან მომავალში!!!
კოლხიდელი
ბრწყინვალე იდეაა.ღმერთმა შეაძლებინოს ჩვენ ქვეყანას მისი ხორცშესხმა!!!
ბესიკის
მათლა ბესოია? შედი ბუტკაში ქალო!
ATP16-ს
მაგარი პროპაგანდისტი ხარ! შენ თუ საღად მოაზროვნე ახაგაზრდებში, იმ ახალგაზრდებს მოიაზრებ, რომლებიც აქციებზე არიან დღე და ღამე, მაგრად ცდები. შუა თითის მჩვენებლები, უზრდელები, მოლოტოვის კოქტეილების მსროლელები, რომელთაც არაფრად არ უღირთ სხვისი სიცოცხლე, უმეტესობა დაბოლილია და აგრეთვე ლგებეტე თემიდანაა. და აი ამ თაობამ უნდა მართონ ქვეყანა? ვაი მართლა საქართველოვ, რა დღეში ხარ?
თემო
100%
ბესო
დაიწყეს წინასაარჩევნო დაბოლებები. ერთი ავტობანი ვერ დაამთავრეთ 12 წელია ისე ჩაეფლეთ კორუფციაში!
სოსო
თბილისის დინამოს სტადიონი,100 000 კაცზე იყო დაპროექტებული,მაგრამ მოსკოვმა მესამე იარუსი მოგვახსნევინა,სსრკში,ყველაზე დიდი სტადიონი,ლუჟნიკების სტადიონი უნდა იყოსო.წაკითხული მაქვს,სტადიონის იარუსების საყრდენებზე,ახლაც არის ის კონსტრუქცია,საიდანაც მესამე იარუსი უნდა დაშენებულიყო.ასე რომ ახლაც შეიძლება ეროვნული სტადიონის რეკონსტრუქცი ჩატარდეს და მისი ტევადობა გაიზარდოს.სტადიონის მთავარი არქიტექტორი ცოცხალია და მისი ხელმძღვანელობით შესაძლებელი გახდება,კონსტრუქციული ცვლილებების ჩატარება.მასზე უკეთესი ადგილმდებარეობის მოძებნა,დღევანდელ თბილისში,შეუძლებელია.ან ორი ასეთი დიდი სტადიონი,სად უნდა გამოვიყენოთ?თანამედროვე ტექნოლოგიებით,სტადიონის რეკონსტრუქცია საკმაოდ სწრაფად მოხერხდება და კონსტრუქციაც შემსუბუქდება.75 000 იანი სტადიონის ტევადობა,ინდივიდუალური სკამების დამონტაჟებით,54 000 ათასამდე ჩამოვიდა.100 000 იანი კი,სადღაც 70 000-ზე ჩამოვა და მიზანიც შესრულდება.
ფეოლა
ვაზიანში აშენდება?
ATP 16
რაც ააშენეთ ჯერ იმას მიხედეთ, შესულხართ საერთოდ ახალაშენებულ სპორტის სასახლეში? ევროპის ჩემპიონატის მერე არ დალაგებულა, მტვერსა და სიბინძურეს მიაქვს იქაურობა, ან სველი წერტილები რა მდგომარეობაშია, ან დარბაზი, წვიმის დროს წყალი ჩამოდის, არ იწმინდება იატაკი, ბავშვებს ალერგიული ხველა დაეწყოთ უკვე!!! მაგ პირობებში ცხოვრობთ სახლებში და მაგ პირობებში გყავთ საკუთარი შვილებიი?! საქართველოს ყველა მოქალაქის გადასახდელია ის გრანტები და კრედიტები, რასაც ინფრასტრუქტულ პროექტებში ხარჯავთ, ეგ თქვენი ფული არ არი და ეგ გაასაჯაროვეთ პირველ რიგში, ქარსელაძის ქონება და ანგარიშები, რამდენ კომპანიასთან აქვს ირიბი შეხება და ლოზუნგებით ცხოვრებას მოეშვით, კომუნიზმში აღარ ვართ!!! გინდათ ახალგაზრდობა გენდობოდეს და მხარს გიჭერდეს? მაშინ რეალური შედეგებით დაანახვეთ, რომ მათზე ზრუნავთ და არც ნაცი ენდომება და არც ქოციი, თავს გადადებს ამ ქვეყნის წარმატებისათვის. სხვაგვარად არ დაგემონება, რადგან ისტორიულად ვერავინ ვერ დაგვამონა, საუკუნეების განმავლობაში ბატონობის შედეგაც!!! არა ლოზუნგებს, არა კორუმპირებულ საქმოსნებსა და ბოლშევიკურ ნომენკლატურას, არა კრიმინალს, არა ნარკომანიასა და სამთავრობო ბარიგობას. ჯანმრთელი და საღად მოაზროვნე ახალგაზრდებისა და მომავლის დროა, რაც ლპება და იხრწნება, უნდა გადაყარო, სხვაგვარად ყველაფერს გახრწნის!!!
რეალობა
ცირკის ახალი შენობა ააშენეთ, სადაც ქოცები და ნაცები იჩხუბებთ ამომრჩეველთა გართობის მიზნით წინასაარჩევნო კამპანიების დროს.
"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა
"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი
შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?
ქართველი მსაჯები სომხეთისა და ირლანდიის მატჩს განსჯიან
"ფენერბაჰჩეს" დომენიკო ტედესკო ჩაიბარებს
ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა
"ნოტინგემმა" ეშპირიტუ სანტუ გაათავისუფლა - მოურინიო მისი შეცვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია
"მარტო უნდა დავტოვოთ" - სკალონის ჰკითხეს, ითამაშებს თუ არა მესი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია
ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
უთავმოყვარეო და მშიშარა უწოდეს - სანტუშს აზერბაიჯანის ნაკრების დატოვება მაინც მოუწია
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ
[VIDEO] შერჩათ თურქებს იამალი? - ესპანელი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა
"წავაგეთ ნაკრებთან, რომელმაც კალათბურთის თამაში 12 თვის წინ დაიწყო" - რას წერენ ფრანგი გულშემატკივრები საქართველოსთან მარცხის შემდეგ?
შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის
თბილისის "დინამო" სახალხო კლუბია, რომელიც მუდმივად დგას ქართველ ხალხთან ერთად" - ფიფიას პასუხი კობახიძეს
უეფას პრეზიდენტმა ირაკლი კობახიძეს მიმართა - მსოფლიოს აჩვენეთ, რომ ანგარიშგასაწევი საფეხბურთო ძალა ხართ
კობახიძე და კალაძე გერმანიაში საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს შეხვდნენ და წარმატება უსურვეს
ირაკლი კობახიძე - დღეს ევროპის ჩემპიონატზე პირველად აფრიალდება საქართველოს დროშა და აჟღერდება საქართველოს ჰიმნი; მჯერა, რომ საქართველო გაიმარჯვებს!
კობახიძე: EURO 2024-ზე დასასწრებად ჩარტერული რეისების ფასი 390 ევრო იქნება - ხელმისაწვდომი იქნება 3 ათასი ბილეთი, რომელთა გაყიდვაც ამ კვირაში დაიწყება
"დინამოს" სტადიონი ამორტიზებულია" - ირაკლი კობახიძემ დაასახელა მიზეზი, რის გამოც ეროვნული ნაკრების მატჩები ბათუმსა და "მიხეილ მესხზე" გაიმართება