ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ქოჩორაშვილი: მართალი ვიყავი საკუთარ თავთან... ამას არ უნდა ვეცდუნებინე - როცა იმის შანსია, შენი ქვეყანა დაამწუხრო...

ქოჩორაშვილი: მართალი ვიყავი საკუთარ თავთან... ამას არ უნდა ვეცდუნებინე - როცა იმის შანსია, შენი ქვეყანა დაამწუხრო...

საქართველოს ნაკრებისა და "ლევანტეს" ნახევარმცველმა გიორგი ქოჩორაშვილმა საბერძნეთთან პლეი-ოფის ფინალური მატჩის პერიპეტიები ლელა წურწუმიას გადაცემაში, "სტუმრად ლელასთან" გაიხსენა:

"რამდენიმე წლის წინ არათუ პენალტს, ჯარიმასაც კი არ ვასრულებდი. 2-3 წელია, რაც ამაზე ფსიქოლოგიურად მუშაობა დავიწყე. ბავშვობიდან ისე ჩანდა, თითქოს დარტყმა ჩემი საქმე არ იყო, მაგრამ როცა ყოველდღიურად საკუთარ თავზე მუშაობ და ვარჯიშობ, აუცილებლად გამოგივა. ბევრი მეუბნებოდა, დამატებითი ვარჯიში რა საჭირო იყო. ამიტომ ჩემთვის ეს მოტივაციის წყარო გახდა, ყოველ დილით გავდიოდი და ხელოვნურ საფარზე ინდივიდუალურად ვემზადებოდი.

"ვალიადოლიდის" წინააღმდეგ მეკარემ ჩემი დარტყმული პენალტი რომ მოიგერია, ამან უფრო დიდი მოტივაცია მომცა...

ფინალის წინ მე, "კვარა", ზურიკო და ბიჭები ვვარჯიშობდით და თერთმეტმეტრიანების დარტყმა კარგად გამომდიოდა. დამატებითი დროის ბოლო წუთებში მაინც სულ ემოცია მოდის - "დავარტყა?!" არის შანსი, ვერ გამოიყენო პენალტი და შენი ქვეყანა დაამწუხრო. ყველაფერი ეს გვერდზე გადავდე და ვთქვი, რომ ამისთვის დიდი ხანი ვემზადებოდი. დანარჩენი უკვე ერთგვარი ლატარიაცაა...

როცა დამატებითი დრო დასრულდა, თავს იმაზე მშვიდად ვგრძნობდი, ვიდრე სხვა მატჩებში ვარ. მზად ვიყავი და უნდა მეცადა, რადგან თუ არ ცდი, ვერასდროს გაიგებ, მართალი იყავი თუ არა... მე ვიყავი მართალი საკუთარ თავთან, რადგან ბევრი ვივარჯიშე და მადლობა ღმერთს, რომ ეს დამიფასდა...

პენალტების შემსრულებლების სია ზურაბ ხიზანიშვილს ეჭირა. ვილი სანიოლმა იკითხა, პირველი ვინ არტყამსო და "ქოჩორაო", უთხრეს...

რამაც დიდი მუხტი მომცა, ის იყო, რომ პირველ პენალტს ჩვენ ვასრულებდით. კაშიამ არჩევანი მოიგო და გვკითხა, გვინდოდა თუ არა დაგვეწყო, რასაც სიამოვნებით დავეთანხმეთ. ბურთი როცა ავიღე, პენალტის ნიშნულამდე გრძელი გზაა... საკუთარ სუნთქვას ვუსმენდი და ვცდილობდი, აწმყოში დავრჩენილიყავი, არც იმაზე მეფიქრა, რაც მომავალში მოხდებოდა და არც წარსულზე, ამას არ უნდა ვეცდუნებინე, რადგან ამ დროს თავში ცუდი ფიქრები მოგდის, რატომ აიღე პირველმა ბურთი... შიში არაა პრობლემა, მთავარია, მან არ შეგიპყროს... ყოველი მატჩის წინ ვნერვიულობ და ესაა, რაც გვაცოცხლებს, ნერვიულობა გვაძლევს ძალას. ისევ ძველ დროს დავუბრუნდი, 5 წლის წინ გაცილებით განვიცდიდი...

წინა დღეს ვიცოდი, რომელ მხარეს უნდა დამერტყა და მხოლოდ ამაზე ვფიქრობდი..."

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე 18 ივნისს ჩაერთვება, ჩვენს ჯგუფში კი თურქეთი, ჩეხეთი და პორტუგალია არიან.

• ნიანია ბაკურიანი

მართლა ასეა?არსებობს ეგვიპტური,ამერიკული,შვედური,თურქული,ბრაზილიური,რუსული და ა. შ. კანონები?ყველა ქვეყანა რა კანონსაც იღებს ის იმ ქვეყნის კანონია და არა სხვა ქვეყნის,რუსული კანონი ბუნებაში არ არსებობს,ეს სიტყვები:რუსული კანონი,ყურით მოთრეულია მანქურთების მიერ და უვიცთ აბოლებენ,რომ ამღვრეულ წყალში ბევრი თევზი დაიჭირონ,არა მარტო ეს კანონი,არამედ ლუსტრაციის კანონიც სასწრაფოდ უნდა მიიღონ,რომ საქართველომ საბოლოოდ დაისვენოს.

• იასონას სოსოს

და თქვენ გგონიათ რო აზრი გამოიტანეთ ფეხბურთელების ნათქვამიდან? დაარეგისტრირდა კანონპროექტი და რუსული დაარქვეს,მერე დაიწყო აქციები "კი ევროპას,არა რუსულ კანონს" და ფეხბურთელებმა გააკეთეს განცხადება.როგორც თქვენ ამბობთ,ევროპა უნდათ და აგინებენ რუსეთს,ხოდა დაძაბეთ გონება და გვითხარით,რას ნიშნავს ეს? აქცია მიმდინარეობს მოთხოვნით,რომ ევროკავშირის "არა რუსულ კანონს" და ევროპის კარს გვიხურავენო,ხოდა რას ნიშნავს ფეხბურთელების განცხადება თუ არა აქციის მხარდაჭერას. ასეა,სხვას საყვედურობდეთ აზრის ვერ გამოტანაში და თვითონ ვერ გამოგქონდეთ აზრი,მაგარია ხო? ასეა მთელ ქვეყანაში,აზრის გამოტანა არ შეუძლიათ,რადგან აპრიორი მართალი გონიათ თავში მოსული აზრი,კითხულობენ რაღაცას და ახსენდებათ თავისი აზრი,მართალია ის და არა სხვა. როცა ადამიანი საუბრობს უნდა მოუსმინო,დაფიქრდე და გაიაზრო,მერე გამოიტანო აზრი სააშკარაოზე. მე არ ვცემ არცერთ ფეხბურთელს პატივს(ვინც მხარე აირჩია) და არა მარტო მათ,ყველა ვინც მხარეს ირჩევს არის მოღალატე. ძალიან მარტივია ყველაფერი,ჩვენი დაპირისპირება აწყობს მტერს და არ აწყობს საქართველოს,ვინც ამას აკეთებს ნებით თუ უნებლიედ არის არასწორი. 30 წლის წინაც ასე დაიწყო,ორივე მხარეს ეგონა რო მართალი იყო და დაანგრიეს ქვეყანა. ამიტომაც მე არ ვირჩევ მხარეს და არ ვაკეთებ განცხადებას. დაიმახსოვრეთ,ისევ იქნება სამოქალაქო დაპირისპირება და საქართველო გარება რუკიდან. საქართველო უფრო მეტია,ვიდრე რომელიმე პარტია ან ენჯეო. მე ჩემი ქვეყნის და ხალხის ერთგული ვარ,არცერთი ორგანიზაციას არ უნდა მისცე უფლება მეზობელს დაგაპირისპიროს. ჯარში რო ვიყავი ფიცი დავდე და სწორედ ეს არის ჩემი მოვალეობა,ვემსახურო ქვეყანას და ხალხს. ორივე მხარე ხალხია,საქართველოს მოქალაქეები და ერთობლიობაში არის საქართველო. ამიტომამ პოლიტიკოსები დასხდნენ პარლამენტში და ისაუბრონ,ამაში ვუხდით ფულს,სხვადასხვა მხარეს მყოფი მოქალაქენი დასხდნენ ტელევიზიაში და ისაუბრონ,პირველ არხს მოქალაქეები ვუხდით ფულს,ხოდა უნდა დააორგანიზოს ეს. საუბარს ალტერნატივა არ აქვს და შეთანმხებას.

• დავით 67

დავით 67-ს-ს! დიდად მადლობელი ვიქნები. რა ვიცი გაუნათლებლად არ მიმაჩნია თავი და არც არავის უთქვია. არ ჩამოვთვლი ჩემს დიპლომებს. რა აზრი აქვს.? რამე ახალს თუ მასწავლი დიდად დამავალებ. ადამიანი სულ სწავლებაში უნდა იყოს. რაც შეეხება ამბები.ჯი-ს ეს სუფთა ქოცური საიტია. ათასში ერთხელ გამოგიქვეყნებენ კრიტიკულ კომენტარს. რასაც ვერ ვიტყვი სპორტალის მიმართ. ისინი ყოველთვის მიქვეყნებენ კომენტარს

• Pepelu

ვინ არის გამყიდველი?? :))))))))) კი ხარ ღირსი საქართველოში ვცხოვრობდე მარა … :))))))))))))))))

• Pepelu

სოსო მეც მაგას ვამბობ სენსიტიურ დროს ფეხბურთელებმა პოსტები დაწერეს ისეთი, რაც საერთოდ კავშირში არ იყო განსახილველ საკითხთან. რა შუაშია ევროპის კავშირში შესვლა გამჭვირვალობის კანონთან? ბიჭებმა კიდე საქართველო ევროპა არისო. სხვა დროს რატომ არ წერენ ასეთ პოსტებს?დღეს და გუშინ დაეწერათ იგივე პოსტი! ესეიგი იმ კანონთან ბმაში დაწერეს!! ამიტომ წავიკითხოთ ყველამ კანონი გამოვიტანოთ ჩვენი აზრი და არჩევნებზე გამოვხატოთ ჩვენი პოზიცია, როგორც ევროპაში და ცივილიზებულ სამყაროში ხდება!! თუ გამოხატვის და არჩევნების უფლება შეზღუდეს მაშინ, რაც გუნდა ის უქენი!!! უბრალოდ გია ბარამიძეს, ნიკანორ მელიას, გვარამიას, მიშას, გირჩს, ხოშტარიას და სხვა ნაცებს რიმ ვხედავ ეგრევე ვხვდები კანონი არაფერ შუაშია და თან დასამალი აქვთ საქმიანობა!!!!!

• კოტორაშვილი

აწყობდა კია გამსახურდიას მაგ კანონის მიღება?

• დავით 67-ს

ცდილობ, აკადემიურად წერო და განათლებული ადამიანის პოზიციიდან დააფიქსირო შენი აზრები. :) არადა, აზრებიც დაულაგებელი გაქვს და პუნქტუაციაც. მოქალაქეობრივ პოზიციაზე აღარაფერს ვამბობ, ყველას უფლებაა, ცდებოდეს. რამდენი კომენტარიც დაგიწერე, იმდენი არ დამიბეჭდა არც ამბები.გე-მ და არც ამათ. მიზეზიც ვიცი. არადა, ეს გვერდიც იგივე მედიაგაერთიანებისაა. თუ ესენი მაინც არ დამალავენ ჩემს კომენტარებს, შენს განათლებაზე ვიზრუნებდი. :))

• Levani

თურქეთსაც რო აქვს იგივე კანონი და საკაიფოდ ცხოვრობენ ევროკავშირის გარეშე? იქეთაც შეესივნენ და გერმანია გაასტამბოლეს. ჩვენ კიდე ცისარტყელას დროშებით ვეხვეწოთ? მერე რა მოხდება იცით?ევროპაც დაგიკიდებს თურქეთი გაგასტამბოლებს და რუსეთი გაგაროსტოვებს შენი ხალხი კიდე ტაქსისტებად და ბოზებად მოემსახურებიან. ასეა ბაბუ,შენი პრინციპი უნდა გაატარო ყოველთვის

• დავით 67

სოსო- ს. და რომ ეთქვათ პირდაპირ დაშავდებოდა რამე? მარტივ წინადადებაში ჩვენი მომავალი ევროპაშია რომ თქვა ქოცები ხომ ღიზიანდებიან და გულისხმობენ ვინც ასე ამბობს ის ნაცია და ა.შ.?

• სოსო

პეპელუ,მეგობარო,ყველაფერში გეთანხმები,დამოკიდებულებებში,შეფასებებში,მაგ კანონის შეფასებაში,მაგრამ არც ქოჩორას და არც რომელიმე ნაკრების წევრს,კონკრეტულად ამ კანონის შესახებ,კრინტიც კი არ დაუძრავთ.რაც ამ საიტზე მათი განცხადებებია,არც ერთი არ ახსენებს,ამ კანონს. რატომ უნდა ვუსაყვედუროთ,ან მას,ან მის რომელიმე თანაგუნდელს იმაზე,რაც არ უთქვამთ?

სექტა თვლის, რომ თუ ევროპა გინდა, ე.ი. ეს კანონი უნდა გააპროტესტო. ამ დროს ლოგიკა ამაში საერთოდ არ არის, მაგრამ სექტას ესე აწყობს და ესე თარგმნიან.

• tngh

წარმატებები "ქოჩორას" და საქართველოს ნაკრებს!!!

• ციციკორე

ზვიადის დროს რომ ლუსტრაცია მოეხდინად, ჩემს ფეხებს დალევდი მოსიარულე წმინდანის სადღეგრძელოს. ნახევარი საქართველო ამა თუ იმ ფორმით კგბ-თან თანამშრომლობდა.

• დავით 67

მინდა მივმართო იმათ, ვინც ფეხბურთელებს ეუბნება რომ ხმა არ ამოიღონ და მხოლოდ ფეხბურთი ითამაშონ. ამ ბიჭებში მარტო ფეხბურთს ხედავთ? აქტიური კარიერის დასრულების შემდეგ თქვენ აუშენებთ ქვეყანას? ყველა სრულწლოვანი და პენსიონერიც ვალდებულია გამოთქვას თავისი აზრი და მთავრობის თუ სხვა ვინმეს უღირს საქციელზე ჰქონდეს რეაგირება. ისე ამბობთ თითქოს ამ ქოცებს პარლამენტი არ ჰყავდეთ გამოჭედილი სპორტსმენებით. თუ თქვენი აზრით კარიერას რომ დაასრულებენ მხოლოდ მაშინ ემატებათ ტვინი და მერე შეიძლება მოჯდე სკამზე და მუნჯივით იჯდე სავარძელში მინიმუმ 4 წელი. სანიკიძე და კაჭარავას ვგულისხმობ. სხვები მაგალითად ყაველაშვილი კალაძე და ა.შ ხმას მაინც იღებენ. არაფერ კარგს ამბობენ, მაგრამ ლაპარაკობენ მაინც. ეს ორი კიდევ მუნჯივით სხედან. სანიკიძე არ ვიცი, მაგრამ კაჭარავა სულ 10ჯერ იქნება მისული პარლამენტში. ეგ მაინც დანამდვილებით ვიცი. ჩემი პატივისცემა ქოჩორას.

• სოსო

დავით,კიდევ ერთხელ ნახეთ,კვარას,ან რომელიმე სხვა ფეხბურთელის განცხადებები,რომელიმე თუ კრინტს მაინც ძრავს,მაგ კანონის შესახებ?ყველა ევროპის გზაზე და რუსეთის მტრობაზე ლაპარაკობენ.მაგაში ყველანი ერთიანები ვართ და რატომ აბრალებთ იმის თქმას,რაც რეალურად არ უთქვამთ,არც კვარას და არც რომელიმე სხვას?ეს ამდენი ხალხი,ნაცების ტელევიზიების სიტყვებით რომ ლაპარაკობთ,ვერ ხვდებით,რომ მათ ჭკუაზეც დადიხართ?მეორე მხრიდან,მათი ჯიბრით,სხვები გაჰკივიან საწინააღმდეგოს და გვერდიდან რომ უყურებ,სულელების დავად მოჩანს,ეს ყველაფერი.უსაგნო და თვითონ გამოგონილ ფაქტებზე დაყრდნობილი,სიმართლესთან ახლოსაც კი რომ არ არის.

• დავით 67

ირაკლის-ს! საქართველო ევროპაა და განცალკევებით მისი დაყენება არაა სწორი. მარტო რომ ვერ შეძლებს საქართველო არსებობას იცი ალბათ. თუ არ იცი?. ჩემ აგარაკზე მეზობელი მყავს ერთი, ისიც ასე გაიძახის. მხოლოდ საქართველოო, სხვისი დედაცო...მაგრამ ფული რომ დასჭირდება ძმას ურეკავს გერმანიაში გამომიგზავნე, თორემ დამიხმა ხე-ხილიო ))

• Ნაცებო თქვენი შუბა დავხიე

ყველა დაწყნარდით ე.გ. რუსული კანონი უფრო ადრე უნდა მიეღოთ,ზვიად გამსახურდიას დროს და დღეს ნაღდ საქართველოში ვიცხოვრებდით. ამ კანონსაც მიიღებენ და ეს ეს გეი აქციაც მალე დამთავრდება

• Pepelu

ჯერ ერთი საგადასახადო ინსპექცია აღარ არსებობს, მეორე კიდე თუ ეგრე ყველაფერს აბარებენ მაშინ რაღა პრობლემაა? ისედაც ხომ შეუძლიათ აგენტის იარლიყი მიაკრან? ლომჯარიამ და გიგაურმა დამატებითი დეკლარაცია რომ შეავსონ ამიტომ არის ნახევარზე მეტი საქართველო რუსეთის გუბერნიის მომხრე? ქოცები გასაგებია, მაგრამ ნაცები არიან ქვეყნის მტრები და ქართველთმოძულეები!!!!

• სოსო

მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანაში ჩაატარეს გამოკვლევები,რამდენად კარგად გამოაქვთ წაკითხულის შინაარსი,ბავშვებს და საქართველო,ძალიან დაბლა,აუტსაიდერებში აღმოჩნდა.ეს ყველაფერი,ამ საიტზეც აშკარად შეინიშნება.სპეციალურად,1 აპრილამდე ჩავყევი,ამ საიტის სტატიებს,ვინ რას ამბობდა,ეგრეთწოდებული "რუსული კანონის"შესახებ და ვერც ერთი მოქმედი ქართველი ფეხბურთელის გამოსვლაში ვერ ვნახე,მასზე რაიმე არსებითად ნათქვამი.ყველა ლაპარაკობს,საქართველოს ევროპულ არჩევანზე და რუსების მიმართ უარყოფით დამოკიდებულებაზე.ყველაფერი დანარჩენი,უკვე მკითხველის ფანტაზიის და ინტერპრეტაციის საკითხია.ქრისტიანობის მიღებიდან მოყოლებული,საქართველო მუდამ ევროპისაკენ მიისწრაფოდა და ახლაც ასეა.რუსეთთან დაახლოებაც ისტორიულად იმიტომ დაიწყო,რომ კონსტანტინოპოლის დაპყრობის შემდეგ,საქართველო მაჰმადიანური ქვეყნების ტომარაში მოექცა და რუსეთის სამხრეთისაკენ წინსვლით,საქართველომ,მისი გავლით,ევროპასთან კავშირის ახალი გზის ძებნა დაიწყო.თავის დროზე,ბიზანტიასთან არ გვქონდა ომები?არ გვღალატობდა და არ გვიპყრობდა?ისიც ევროპა და მასთან დამაკავშირებელი გზა იყო,რომელსაც ბოროტად იყენებდა.მას ვებრძოდით,მაგრამ ამავე დროს კულტურული ფასეულობებიც მაინც მათთან დაახლოებული გვქონდა და ზოგჯერ თუ ვებრძოდით,ზოგჯერ მათთან ერთადაც გვიწევდა ბრძოლა,ქრისტიანობის გადასარჩენად.არ გვწყინდა მათი მტრობა და დაღვრილი სისხლი?გვწყინდა და მერე როგორ,მაგრამ ისიც კარგად ვიცოდით,რომ მათ იქით გზა არ გვქონდა და ქრისტიანობის ხათრით ამასაც ვიტანდით.რუსეთმაც გაგვამწარა,წაგვართვა,ჩვენი სისხლიც დაღვარა და გამწარებულები ვართ,რა თქმა უნდა აუგსაც გულიანად ვეტყვით და უფრო უარესსაც.როგორც ეს ბიჭები იქცევიან,ესეც სრულიად გამართლებულია,მაგრამ ეს კანონი,მათ გამონათქვამებთან რა შუაშია?!არც ერთს არ უხსენებია,ეს კანონი და რატომ ვაქებთ ან ვლანძღავთ იმის გამო,რაც მათ არ უთქვამთ?!პოზიციის თუ ოპოზიციის პროპაგანდას ისე ავდევთ,რომ არც კი ვფიქრობთ,რას ვაკეთებთ,სწორედ ეს არის უბედურება და ხალხის ბრბოდ ქცევა,სხვის ლოზუნგებს და წივილ კივილს,ყოველგვარი კრიტიკის და ანალიზის გარეშე რომ ავდევთ.ეს არის უდიდესი საფრთხე.ისეთ სისულელეებს ვაკეთებთ,რომ ვერც ვხვდებით და არც პასუხისმგებლობას ვგრძნობთ,საკუთარ სისულელეზე და გაფუჭებულ საქმეზე.ხელმეორედ გადახედეთ საქართველოს ნაკრების ბიჭების გამონათქვამებს,ამ საიტზე და ნახეთ,ვინმე ეხება,ამ კანონს?მაშ რატომ აგინებთ,ამ ბიჭებს?არ ხართ მოტყუებულები?არ არიან ეს ბიჭები ცოდოები?ხომ უნდა იფიქროთ რაღაცაზე,სანამ ვიღაცას შესდგებით?მაგრამ არა ბატონო,ვიღაცა რაღაცას გეტყვით და ის როგორ მოგვატყუებსო,შემოწმებაც არ გინდათ,მათ ნაცვლად თქვენ იწყებთ ყვირილს და ომს!ახლაც იმაზე ვთქვათ,ამ ბიჭების ასე ფეხქვეშ გაგდება,რას ემსახურება?არ ავნებს,საქართველოს ნაკრების ერთიანობას და საბრძოლო სულისკვეთებას?ვის წისქვილზე ვასხამთ წყალს,ჩვენივე სისულელით,ხომ უნდა დავფიქრდეთ?!არ შეიძლება ხალხო,ასე!გაიგეთ,რომ სხვა, რაღაცას რომ ჩაგჩიჩინებს,სათავისოდ ჩაგჩიჩინებს,თავისი ინტერესები აქვს და შესაძლოა თქვენთვისვე მავნებელი რამე გაგაკეთებინოთ.ქვეყანაში რა ხდება,ამაზე მთავრობაა პასუხისმგებელი და მას უნდა ჰქონდეს,ყოვლისმომცველი ინფორმაცია.ის ამისი ვალდებულია,შენ,მისი ბოროტად გამოყენების საშუალება არ უნდა მისცე,მაგრამ თვითონ სახელმწიფოსაც უნდა ჰქონდეს კანონი,რომელიც ვინმე სხვას არ მისცემს,ქვეყნის წინააღმდეგ რაიმე მავნებლობის გაკეთების საშუალებას.თუმცა ეს უკვე სხვა საკითხია და ქართველი ფეხბურთელების წინააღმდეგ აგორებულ ამ ტალღას,მეტად ნუღარ დავუკავშირებთ. ვისაც სურვილი აქვს,ვიკამათოთ ამ საკითხებზე,კანონის ავ კარგზე,ყველას აქვს,საკუთარი მოსაზრება,მაგრამ სპორტსმენებს ნუ შევეხებით.ნებისმიერმა მათგანმა,თავისი თავგანწირვით დაადასტურა,რომ ქვეყნის ერთგული შვილია და პოლიტიკური სიმპათიების მიუხედავად,პატივისცემას იმსახურებს.

• ირაკლის

ქართველი ერის არჩევანი საქართველოა ! "არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი, არავითარი სხვა გზა, სხვა ხსნა არ გამაჩნია..."

• ირაკლის

სულელებო! უპირველეს ყოვლისა საქართველო უნდა დააყენოთ წინ და არა ევროპა და ამერიკა!!!!!! ვაი თქვენს პატრონებს უპატრონოებო? აბა "ერთობას" მიაწექით სარწმუნოება, რაში გჭირდებათ?

• Irakli

ევროპა ქართველი ერის არჩევანია, და ამ არჩევანს რომ მხარს უჭერ ე.ი. ერის გვერდით დგახარ. მადლობა ამისთვის და წარმატებები ქოჩორას!

• pepelus

1. ჯერ თვითონ გარკვეულიყავი, ქოჩორას და ბიჭებს რომ აბრალებ ვერ გარკვეულანო. გამჭვირვალეობაო რომ იმეორებ ქოცისტანის სისულელეს. აგიხსნი - ნებისმიერი ორგანიზაციის, მათ შორის ნებისმიერი არასამთავრობოს შემოსავლები - ვისგან, როდის, რამდენი ჩაერიცხათ, ფიქსირდება საგადასახადოში. და სავსებით გამჭვირვალეა. თუ ვინმე ინფორმაციას მალავს, ამისთვის არსებობს საგადასახადო ინსპექცია. თუ უფრო დაწვრილებითაა საჭირო თანხების ხარჯვის ჩაშლა, არც ამის დამატებაა რთული უკვე არსებულ კანონმდებლობაში. ხოლო თუ ვინმე კრიმინალურს აკეთებს რამეს, ამისთვის არსებობს უშიშროება და სამართალდამცავი ორგანოები. 2. ამიტომ ეს რუსული კანონი არაფერს მატებს გამჭვირვალობას, და ერთადერთი, რასაც ემსახურება, არის ის, რომ ყველა არასამთავრობოს მიაკრას აგენტის იარლიყი, რაც შემდეგ საშუალებას მისცემს ხელისუფლებას კანონი გაამკაცროს ნაბიჯ-ნაბიჯ, როგორც ეს რუსეთში გააკეთეს და შეავიწროვოს ყველა, ვინც ხელისუფლებას რამეში ეწინააღმდეგება. აი ამიტომაა ეს კანონი რუსული. 3. ეხლა რაც შეეხება იმას, რომ ნაცები ბოროტები არიან. ნაცებზე უფრო ბოროტები ქოცები არიან! მაგალითები გინდა? შენ დაგავიწყდა ესენი ხელისუფლებაში როგორ მოვიდნენ? თოთო ბავშვის სისხლზე ხელის მოთბობა არ შერცხვათ, იმას რომ თავი დავანებოთ, რომ ზედ არჩევნების წინა დღეს როგორღაც საეჭვოდ აღმოჩნდა ბავშვი ქვევრში, საეჭვოდ ოპერატიულად აღმოჩნდა იქვე ბერიკაშვილის ქალი ("ხალხოო, ბავშვი მოკლეს ნაცებმა ხალხოო... ') და ასევე საეჭვოდ კარგად წაადგათ ეს ქოცებს საარჩევნოდ.. ან იქნებ კიწმარიშვილის "თვითმკვლელობისა" გჯერა, ან იქნებ თვალები არ დაუთხრიათ ამათ ბავშვებისათვის, ან იქნებ ვიღაც სხვა გაუსწეორდა იმ საცოდავ ჟურნალისტს, მისი ცხედარი დედას გამოსტაცა, კიბეზე თრევა-თრევით გააქანა გაურკვეველი მიმართულებით ( ექსპერტიზაზეო) და მერე მისი სახელი ლაფში ამოსვარა - ნარკომანი იყოო...

• jordan beli

ბაბუაწვერა ვერ დაგეთანხმები რო მარტოობაში და გაიჭირვებაში დაიღუპა ლევანა.ლევან თედიაშვილი ხო ფენომენი იყო.სპორტში ხო იყო ფენომენი და განუმეორებელი და მსახიობიც იყო ნიჭიერი.ხოდა ფენომენები ხო გამოირჩევიან განსაკუთრებული და განსხვავებული ხასიათით.მარადონა აიღე,ტაისონი...ლევანაც განსაკუთრებული ხასიათის ადამიანი იყო.შვილის სიკვდილის მერე,რომელიც ხელებში დაეღუპა 180 გრადუსით შეცვალა ცხოვრების წესი,ჩაიკეტა და ერთი შეხედვით სულ მოღიმარი და ხუმარა გულჩათხრობილი გახდა.ადგილობრივი და სხვა ყოფილი და მოქმედი სპორტსმენებიც სულ აკითხავდნენ და ყველაფერში გვერდით ედგნენ.უბრალოდ თავად აღარ სურდა არვისთან ურთიერთობა.ბავშვობის მეგობრებთანაც აღარ ურთიერთობდა თორე ხალხის სიყვარული და გვერდში დგომა არ მოჰკლებია. აი პოლიტიკოსებზე რა გითხრა,ერთი თემურ შაშიაშვილი ვნახე ვინც საფლავამდე მიაცილა ლეგენდა.ის ხალხი კი ვინც მის ნაფეხურებს კოცნიდა, უკან დასდევდა და ლოცულობდა რო ლევანას დაეცემინებინა რო პირველს ეთქვა ხეირიო იქ არავინ მინახია. აქ ბევრს ეტკინა პოლიტიკოსებზე და რა ვიცი ვინც მე მიტინგებზე 2007 წლიდან მოყოლებული და არჩევნებზე მცემდა მეც და სხვა მაშინ ოპოციონერებს, ამათ ყველა გამგებლად ან საკრებულოს თავჯდომარეებად დანიშნეს და მოადგილეებად და მეფიცებიან იმ არსახსენებლების გვერდით არასოდეს არა ვმდგარვართო.ფაქტია ესენი სულ ერთად არიან თორე რომელი ჭკვიანი გამოიტანდა ამ კანონს როცა ბავშვმაც კი იცის გაზაფხული და შემოდგომა ყველაზე საპროტესტო პერიოდებია.აგვისტოში გამოეტანათ ამათაც ეს კანონი,მაგრამ ყველაფერი კეთდება ერთი მიზნისკენ საქართველო ქართველების გარეშე.

• Დავით კორკოტაშვილი

მეგობრებო, ფეხბურთი გვაერთიანებს მთელ ერს, ხოლო პოლიტიკა გვყოფს და გვაპირისპირებს. შესაბამისად, ფეხბურთელებმა ამ ლოგიკით თავი უნდა შეიკავოს საკუთარი პოლიტიკური შეხედულებების დაფიქსირებისაგან... ეს ანაბანა სამწუხაროდ ვერ გაიგო ჩემმა სათაყვანებელმა ფეხბურთელმა ხვიჩამ, რომელმაც უკვე მეორედ აირჩია ერთი მხარე, რის გამოც რბილად რომ ვთქვა გული დაწყვიტა მეორე მხარეს. და აირჩია ის მხარე, რომელმაც მისი პატრიარქთან ვიზიტი და მისი კურთხევა დიდი ხნის საბულინგო თემად აქცია... ამიტომ, მოვუწოდებ ჩვენს სპორტსმენებს ნუ აირჩევენ დაყოფილ საზოგადოებაში რომელიმე მხარეს და საკუთარი ძალისხმევა მოახმარონ საზოგადოების გაერთიანებას.

• tazo

რუსეთუმე სომხური სიტყვა და ქართველებ ქვეყნის სიყვარულზე შენ რატომ გველაპარაკები

• ზიზის

ქოცების ბოტობაა საამაყო ზიზიკო?

• Pepelu

სანამ სხვების განათლების, სამკლას დამთავრების, მოღალატეობის, ქურდობის, რუსების მონობის თუ სხვა საკითხების შეფასებას დაიწყებთ საკუთარი თავით დავიწყოთ!! როგორ აქ ისე სოც. ქსელებში მწერალი ხალხის საკმაოდ დიდი ნაწილი უბრალოდ ვერ წერს ელემენტარულად რომ აზრი გამოვიტანოთ!! მერე მეორე, რაც ამ კანონს შეეხება არც მე არ მომწონს არც ქოცები არ მომწონს!! პირიქით სამართლიანი საფუძველი მაქვს არ მომწონდეს მაგრამ ზუსტად ვიცი ნაცები ბოროტები და საქართველოს მოძულეები არიან!! როგორ დავიჯერო ეხლა ხვიჩამ და ქოჩორაშვილმა კანონი წაიკიყხეს, შენიშვნები გააკეთეს, გაანალიზეს შემდეგ რუსულ კანოს შეუდარეს და ისე დაწერეს პოსტები?!! იმეორებენ სხვის ნათქვამს და აყვნენ სხვის ფეხის ხმას!! კანონი, რომელიც თავისუფლებას ზღუდავს არ არის მოსაწონი და არც მე არ მომწონს!!!! თუმცა ქართულ ვერსია წავიკითხე და რაც, ახლანდელ რედაქციაში წერია არაფერი ისეთი არ არის, რაც ევროპის კავშირთან ჩვენს ურთიერთობებს დააზარალებს ან გაწყვიტავს!!! როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქე ფულს იხდის ესეიგი რაღაც ინტერესიც აქვს!!!! და გავიგოთ რა ინტერესია და რაში იხარჯება ეს ფული!! დეკლარაციის შევსების გამო ქვეყანას ცეცხლი რატომ უნდა წაუკიდო არ მესმის!! ლევანტეს თამაშებზე ქოჩორაშვილის გამო დავდივარ დაღლილ-დაქანცული სამსახურის მერე და გიო გთხოვ ამდენ სიყვარულს და პატივისცემას წყალში ნუ ჩამიყრი, ნაცებთან და პოლიტიკოსებთან კავშირის გამო!!!!!

• ნუგზარი

ტყუილს წერთ! ლევან თადიაშვილის შვილი მსხვილი ბიზნესმენია! ივანიშვილის პენსიაც ჰქონდა 3000 ლარი,როგორც სხვა დიდ ჩემპიონებს!

• ზურა

და ვინ თქვა რომ ზოგიერთო პროფესიის ადამიანს აზრის გამოთქმის უფლება აქვს და ზოგს (მაგალითად ფეხბურთელს) - არა! ჩემი გადასახედიდან შეიძლება შენც ვერ ერკვევი პოლიტიკაში და რა გავაკეთო ახლა...

• Pepelu

ჰაჰაჰა ალბათ გრილ ოთახში ზიხარ, კაი კლავიატურა გაქვს, არაჩვეულებრივი კომპიუტერი და ქართულად მაინც შეცდომებით წერ!:)))))))) მოდი ჯერ წერექართულად და კანონების და სხვისი განათლების შეფასებაზე მერე გადადი!! ქოცები რეებიც არიან მაგას სზვა ნუ მასწავლით ძაან კაათ ვიცი უბრალოდ ამათზე ბეეეევრად!!!!! ბოროტები არიან ნაცები ყველანაიარი აღქმით, ფორმით და არსით!!!!! ამიტომ ნაცობა ტეხავს

• xmali

პოლიტიკაში ნუ შეხვალო - არიგებენ ჭკუას აქ რუსეთუმეები - წადით ბიძიკო - წადით და ეს კაცი მიხედავს როგორმე საკუტარ აზრებს!.. ან რამდენი ყოფილხართ თქვენი გამყიდველი...

• ირაკლი ქუთაისელი

კალაძე თუ გეერკვა შე კაცო ეს რკინის ნერვებიანი ვერ შეძლებს ვითამ?

• ბაბუაწვერა

ჯორდან ბელი მართალი ხარ.პოლიტიკოსების ნდობა შეიძლება?რომელმა პოლიტიკოსმა დაუფასა ღვაწლი ლევან თედიაშვილს?ამბობენ გაჭირვებაში და მარტოობაში გარდაიცვალაო

• ლევანი

გიორგი, ფეხბურთს მიხედე, ფეხბურთს! დიდება საქართველოს!

• ნამდვილი კორბენი

როგორც ადამიანი - საღად მოაზროვნე და პრინციპული. როგორც ფეხბურთელი - ქართველი ნაინგოლანი. გვჭირდებოდა ასეთი და გვყავს. წარმატებები ქოჩორ !!!

• კორდენას

კორდენ, აპრუწუწუნ???

• მირო

ქოჩორავ და ყველა ფეხბურთელებო,ნყ შეხვალთ პოლიტიკაში,გეტყობათ ვერ ერკვევით მაგაში და არცაა საჭირო.ითამაშეთ ფეხბურთი და ასახელეთ საქართველო.პოლიტიკა ბინძურია და სახელებს გაიფუჭებთ იქ ხელების ფათურით,აუცრუვდება თქვენზე გული გულშემატკივრებს.დამიჯერეთ,ნუ გახდებით ნაცების ბინძური თამაშების იარაღი.

• ენვერი

ამას ვეღარ უმკურნალებენ! დაგვიანებულია!

• ირინა

100%!!

• ივა

გეთანხმებით!

• ჰაჰაჰა

კალიაძე, ორკლასგანათლებიანი ყაველა, ზარკუა და დანარჩენი ქოცისტანი ხომ რას ამბობ, ისე ერკვევა კანონებში მეტი რომ არ შეიძლება, ჰა პეპელუჯან?

• აბა რას იტყვი კორბუნა?

კორბენ! შევხვდეთ რა? მე ზანგი ვარ და შეგირთავ ცოლად და მერე წაგიყვან ჩვენთან აფრიკაში!

• ვვვ

ძალიან საამაყო და კარგი ბიჭი ხარ! მოვა დრო და შენი შთამომავალი ისე იამაყებს შენით, როგორც დღეს ღირსეული წინაპრებით ვამაყობთ, ვინც ყოველთვის ქვეყნის მხარეს იდგა

• გულშემატკივარი

წარმატებები ჩვენს ბიჭებს! მიდი ქოჩორ, ამ ქოცბოტებს ყურადღება არ მიაქციო, ხელფასზე ზრუნავენ, რა ქნან, როცა მეტი არაფერი შეუძლიათ. საქართველოს უყვარხართ, იბრძოლეთ, იშრომეთ და ყველაფერს მიაღწევთ. მადლობა ყველაფრისათვის!

• კორბენას

იმკურნალე, ჯიგარო, რუსეთში. კარგი ფსიქიატრიულები აქვთო, ამბობენ. მერე კი სამუდამოდ დარჩი იქ.

• გივი

მაგ ნაც ქალთან არ უნდა მისულიყავი!

• ზიზი

ნაცობა სირცხვილია!!!!!!!!!!

• როლანდი

და მამაშენსაც რომ მიხედო კარგი იქნება!

• korben dallas

ქოჩორ, კაცების კაცი ხარ!! ვამაყობ პირადად მე ყოველგვარი ფამილარობის გარეშე, ამ ლიბერალი ბრჭყვიალა თაობის, ზე კაცით! გიო, ძმობილო, შენც მომავალ შავკანიანი, შვილების მამა იქნები და მჯერა ნებისმიერ ქართველს ვინც რასების აღრევაზე, ლიბერალიზმზე და თანამედროვეობაზე იტყვის უარს შენი ავტორიტეტით, ყველას პასუხს გასცემ! ასევე, ერთი სული მაქვს, ნაკრების კაპიტანი გახდე, და ზუსტად ვიცი შენ არ შეგეშლება ვინც რუსეთუმე იქნება და ოდნავადაც კი ცუდად შეეხება უმცირესობებს, ლგბტ იქნება არა ქართველები თუ მუსლიმები, სამუდამოდ მოკვეთ ნაკრებიდან და ახლოს არ გაიაკარებ! გიო, გაუმარჯოს, ბრწყინვალე, ლიბერალურ საქართველოს! სლავა უკარაინე! დიდება ლიბერალიზმს!

• Pepelu

გიორგი ფეხბურთს მიხედე ძალიან გთხოვ!!!! ნიჭიერი, შრომისმოყვარე, თავდაჯერებული კაცი ხარ და გთხოვ ფეხბურთს მოახმარე შენ არ გაქვს იმხელა ცოდნა, რომ შენი საერთაშორისო იურიდიული დოკუმენტების ანალიზი დავიჯეროთ და რაშიც შენი გვჯერა იმაზე გადაერთე!!!!! გეყოფათ საქმეში ჩაუხედავ ხალხს სხვი ნათქვამის გამეორება!!!!!!!! გეყოთ!!!!!!

• იორამი

ე ბიჭო, პენალტი გაიტანე! ამას მარადონას, მესის ან ჭილაიას (ლივერპულთან) დრიბლინგებით რომ გაეტანა, ხომ წარმოგიდგენიათ! უნდა შევახსენო, რომ ჩვენი ნაკრები შესარჩევიდან ვერ მოხვდა ევროზე ... ახალი წესებით გვერდიდან შევედით! დიდი მადლობა! ევროზე ერთ თამაშს მაინც თუ მოიგებთ, უფრო დიდი მადლობას გეტყვით!

• გულშემატკივარი

გენაცვალე ქოჩორ! საუბარშიც იგრძნობა რამდენად მაღალი ინტელექტის პატრონიცაა. წინ საქართველო!

• jordan beli

P.S.დამავიწყდა მეთქვა(რჩევა მომეცა,ცოტაოდენი ოფლი მეც დამიღვრია სპორტში,როგოც კახელები ვიძახით ხოლმე ცოტა მეც ,,მიბღლარძუნია") ქოჩორ არ აჰყვე პოლიტიკას და პოლიტიკოსებს-ესენი დღეს აქეთ არიან,ხვალე იქით იქნებიან,მხოლოდ სახელებს იცვლიან და პატრონებს.არცერთი პოლიტიკოსი არ დაგიკრავს გულწრფელად ტაშს და არ ეყვარები ისე,როგორც ნაღდ ქართველ გულშემატკივარს.

• ეჰე?

ნაცების "ტევეში" წამოსკუპდი ბიჭი?

• jordan beli

ქოჩორაზე იმდენი დაიწერა და იმდენი ითქვა სანიოლის თამადობით რო მეგონა ყველაფერი ითქვა და გავიგეთ ამ ბიჭის შესახებ მეთქი. ყველა ინტერვიუს შემდეგ სულ ახალს ვიგებ მე პირადად მის შესახებ.ასეა როცა თავი აზროვნებს ფეხებიც გემორჩილება და ხელებიც.დღევანდელ სპორტში მხოლოდ ისეთი სპორტსმენები აღწევენ დიდ წარმატებას ვისაც ინტელექტი აქვთ და არა თავცარიელი გაპიარებულები. რა მაგარი ბიჭი ყოფილხარ ქოჩორ.წარმატებებს გისურვებ ნადირო!ბექაურისარიყოს არ გაჩერდე!!!

• ქართველი.

წადით თქვენი! ნაცების მხარეს, რო ადამიანი დადგება, გინდ სპორტსმენი იყავი, გინდ ხელოვანი და გინდ ნებისმიერი დარგის მუშაკი, იქ უკვე დამთავრებულია თქვენი საქმე! ვენაცვალე ჩვენს სახელოვან რაგბისტებს! აი ნაღდი ქართველები ვინ არიან!აქ "ოცნების" მხარდაჭერაზე კი არ არის ლაპარაკი, უბრალოდ კაცის მკვლელ ნაცებზეა ლაპარაკი! იმასაც ვერ ხვდებით, რო ამ მეცოცხეებს რევანშის დუჟები სდით და თავიანთი ბნელი საქმეების გასაკეთებლად, ამ პატარა გოგო-ბიჭებს იყენებენ, ეს თაობა პრაქტიკულად დაკარგულია!

• სოსო

შრომას მოაქვს,თავდაჯერება.

როგორ ფორმაში ხვდება ხვიჩა სანაკრებო მატჩებს - ბარკოლას მარცხნივ ურჩევნია...

საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია

სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება

ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა

"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა

[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს

"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა

"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი

"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?

"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა

"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა

ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია

ქოჩორაშვილის "სპორტინგის" მეკარე "ტორინოში" გადავიდა

რამ შეიძლება შეუშალოს ხელი საქართველოს ნაკრების "აჩქარებას" - ვინ არ იქნება შემდეგ მატჩში და რა პრობლემას შექმნის ეს...

"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში

"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა

სუარესი ქოჩორაშვილის თანაგუნდელი ხდება - "სპორტინგი" გიოკერესის წასვლის შემდეგ ბომბარდირს იმატებს

ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

ქოჩორაშვილი სადებიუტო გოლთან ახლოს იყო - "სპორტინგმა" ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო

ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სპორტინგი" სუპერთასის ფინალში "ბენფიკასთან" დამარცხდა

გაჰყიდის თუ არა "სპორტინგი" იულმანს და რატომაა ეს ქოჩორაშვილისთვის მნიშვნელოვანი?

მთავარი საქართველოს სიამაყე და ღირსეული გამარჯვება იყო! - ერთი წელი ევროპის ჩემპიონატზე გასვლიდან

მეტოქეები ცნობილია - ეროვნული ნაკრები ივნისში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს