გიორგი შერმადინმა ნეკნი გაიბზარა და თუ მისი გუნდი ესპანეთის ჩემპიონატის პლეი-ოფში შორს არ წავიდა, რა დროშიც ქართველი ცენტრი ტრავმას მოიშუშებს, მისთვის სეზონი, დიდი ალბათობით, დასრულებულია. ლიგა ენდესას 32-ე ტურში "ტენერიფე" სტუმრად "ბრეოგანს" შეხვდა და უშანსოდ – 54:76 წააგო. შეხვედრის პირველი პერიოდის ბოლოს წუთებზე შერმადინი მარსელიონიო ჰუერტასს ბლოკს უყენებდა და მას მეტოქე ჯასტინ რობინსონი შეეჯახა. შერმადინი დაეცა და მოედანი თანაგუნდელების დახმარებით დატოვა.

“საავადმყოფოში წაიყვანეს, მითხრეს, რომ ნეკნი აქვს გაბზარული. ეს არის დანაკარგი, რომელმაც შეიძლება პლეი-ოფზე გავლენა მოახდინოს, რადგან ის ჩვენთვის გადამწყვეტი მოთამაშეა. უკეთ თამაში გვმართებს, ზოგიერთმა მოთამაშემ უფრო მეტი თავდაჯერება უნდა აჩვენოს. დღეს პირველ მეოთხედში გიოც დავკარგეთ”, – აღნიშნა "ტენერიფეს" მთავარმა მწვრთნელმა ჩუს ვიდორეტამ.

რაც შეეხება მატჩს, გარდამტეხი მომენტი მესამე პერიოდი იყო, რომელიც ბრეოგანმა 13 ქულით მოიგო და თამაშის ბედიც მაშინ გადაწყდა. შერმადინმა მოედანზე მხოლოდ 6 წუთი გაატარა, ხსენებულ დროში კი 4 ქულა და 1 მოხსნა მიითვალა. ქართველი ცენტრი შეტევაში უშეცდომო იყო, რადგან 1-დან 1 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.

32 მატჩიდან 20 მოგებით "ტენერიფე" ცხრილში მე-6 ადგილზეა. რეგულარული ჩემპიონატის ბოლოსწინა ტურში უშერმადინო "ტენერიფე" 9 მაისს, სტუმრად, "ხუვენტუდს" ეთამაშება.

GBF

სოსო
ტენერიფე მის გარეშე?ძალიან გაუჭირდებათ.რა თქმა უნდა სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ.
საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
შერმადინის შედეგიანობა ვალენსიასთან გამარჯვებით ვერ დაფასდა
[VIDEO] შერმადინის უნიკალური მიღწევა - "ტენერიფე" "ბურგოსთან" დამარცხდა
[VIDEO] შერმადინის 11 ქულა და "ტენერიფეს" მეორე გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაში
[VIDEO] შერმადინი MVP გახდა - "ტენერიფემ" "ბარსელონას" დაუქამბექა
შერმადინი "სარაგოსასთან" მატჩის MVP გახდა - ქართველის მორიგი კარგი მატჩი ლიგა ენდესაში [VIDEO]
[VIDEO] შერმადინი ბრწყინვალეა - "ტენერიფემ" "ბრეოგანი" დაამარცხა
[VIDEO] შერმადინი მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და საუკეთესო გახდა - "ტენერიფე" "გრან კანარიასთან" დამარცხდა
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "გრანადა" "ტენერიფესთან" დამარცხდა
ესპანური ამბები: შერმადინის 14 და სანაძის 15 ქულა | შენგელია მურსიაში დამარცხდა, კორსანტიამ იმარჯვა
[VIDEO] 36 წლის შერმადინის ფენომენალური მატჩი ესპანეთის ჩემპიონატში
შერმადინის 10 ქულა "რეალთან" | "ტენერიფემ" ლიდერთან ლიდერობის შანსი ვერ გამოიყენა