კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მე-13 ტურის ოთხი მატჩი გაიმართა. თბილისურ დერბიში "დინამომ" ლიდერ "იბერია 1999"-ს აჯობა, "გაგრამ" კი ზედიზედ მესამედ მოიგო (ამჯერად სამტრედიასთან). "დილამ" შინ ფრედ ითამაშა "ტორპედოსთან" და კიდევ, ფოთელები ორი ბურთის სხვაობით აგებდნენ "სამგურალთან", მაგრამ 3:3 ითამაშეს.

გაგრა 2:1 სამტრედია

"გაგრამ" ზედიზედ მესამედ მოიგო, "სამტრედიამ" კი პირიქით - მიჯრით მესამედ წააგო.

გაგრელთა ნახევარმცველმა გიორგი პაპუაშვილმა საჯარიმო შეასრულა და ძლიერი დარტყმით გახსნა ანგარიში. ეს მე-14 წუთზე მოხდა. პაპუაშვილისთვის მეორე გოლია სეზონში და ორივე სამტრედიელებს გაუტანა.

მეორე ტაიმში სამტრედიელთა გამოცდილმა ფეხბურთელმა ლევან ხმალაძემ პენალტით გაათანაბრა.

74-ე წუთზე კი "გაგრამ" გადამწყვეტი გოლი მიითვალა. შეცვლაზე შესულების მეშვეობით: დავით ნაჭყებიას პასს მოჰყვა ზაზა ციცქიშვილის ზუსტი დარტყმა და 2:1. ეს ციცქიშვილის პირველი გოლია ამ სეზონში.

"გაგრა" მეშვიდე ადგილზეა, "სამტრედია" - ბოლოზე.

დინამო თბ 1:0 იბერია 1999

"დინამო თბილისმა" გვატემალელი ოსკარ სანტისის გოლით მოუგო ლიდერ "იბერია 1999"-ს. მე-19 წუთზე სანტისმა მარცხენა ფლანგზე კარგად იმოქმედა, დრიბლინგი შორიდან დარტყმით დაასრულა და მეკარე ლაზარე კუპატაძემ ბურთი ვერ მოიგერია - 1:0.

ეს სანტისის სადებიუტო გოლია კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში.

პირველი ტაიმის ბოლო წუთზე "იბერია 1999"-ს მცველი გიორგი ჯგერენაია გაუძევეს.

"დინამო თბილისი" მეხუთე ადგილზეა, ლიდერს 12 ქულით ჩამორჩება.

დილა 1:1 ტორპედო

ფრეების სერია გაგრძელდა. "დილამ" ზედიზედ მესამე ფრე ითამაშა, "ტორპედომ" კი სულაც მეხუთე. სხვათა შორის, ეს გორელთა მიჯრით მეათე წაუგებელი შეხვედრაა.

პირველ ტაიმში ქუთაისელთა ფორვარდმა ბიორნ იონსენმა ძელს მოარტყა ბურთი, თუმცა ზედ შესვენების წინ გიორგი არაბიძის ჩაწოდებულს მოჰყვა ნიკა სანდოხაძის ზუსტი თავური და სტუმრები წინ გავიდნენ.

მეორე ნახევარში დილას კაპიტანმა, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის პირველი წრის საუკეთესო ფეხბურთელმა ნიკა გაგნიძემ მშვენიერი მოჭრილი დარტყმით გაათანაბრა - 1:1.

"დილა" მეორე ადგილზეა და ერთი ქულით ჩამორჩება ლიდერ "იბერია 1999"-ს, "ტორპედო" კი მეოთხე საფეხურზეა.

კოლხეთი 1913 3:3 სამგურალი

ექვსგოლიანი ფრე. "კოლხეთი 1913" ჯერ 0:2-ს, მერე 1:3-საც აგებდა წყალტუბოს "სამგურალთან", მაგრამ საბოლოოდ გაათანაბრა.

შედეგად, ფოთელები მეექვსე ადგილზე არიან, ხოლო "სამგურალი" ბოლოსწინაზე დარჩა.

პირველი გოლი ასე გავიდა: ლუკა ხორხელმა კუთხური ჩააწოდა და ნიკა კალანდარიშვილმა თავური მიაყოლა. 37-ე წუთზე კი ალექსანდრე ვერულიძემ გამოიყენა გიორგი ფანცულაიას პასი და სხვაობა ორბურთიანი გახდა.

57-ე წუთზე ფოთელთა ნახევარმცველმა გიორგი ხარებავამ შორიდან დაბალ კუთხეში დაარტყა და სხვაობა შეამცირა - 1:2.

თუმცა მალევე ლუკა ხორხელმა ტექნიკური დარტყმით გაიტანა და "სამგურალი" თითქოს ახლოსაც იყო გამარჯვებასთან.

გავიდა კიდევ ორი წუთი და ფოთელებმა ისევ დაძაბეს თამაში: გიორგი აბუაშვილმა მშვენიერი ჩახვეული დარტყმით ცხრიანში მოათავსა ბურთი, ხოლო ბოლოს, 89-ე წუთზე ისევ აბუაშვილმა გაიტანა: თავური და 3:3.

erovnuliliga.ge

ფლაგმანის სქაომაგოს "ჩახევა" მოსვლიათო და ....
კეშას
თამაშს ბევრმა უყურა და ნაღდად არაფრით მიხმარებია ეგ მსაჯი დინამოს. ასევე შეგიძლია ინტერნეტში მოძებნო და ამ წელს მე-13 ტურია და ერთხელ ქონდა ნამსაჯი დინამოს თამაში მაგ მსაჯს. ასე რომ რაღაცას რომ წერ გადაამოწმე!
kesha
დინამო-იბერიას თამაშს უყურეთ ვინმემ? სირცხცილია რაც დინამოს თამაშებზე მსაჯები აკეთებენ, და კიდე ეს მსაჯი დიმამოს სალხის თამაშების 90% რატო მსაჯობს იქნებ ვინმემ ახსნას?
კოტე
უკბილო და უადგილო...
Ქუთაისელი
სამწუხარი ინფორმაცია გავრცელდა ცოტა ხნის წინ.სამწუხარო ქუთაისელი გულშემატკივარებისთვის,რომლებიც განწირული ხმით(ტრპეეეეედოოოო) ქომაგობენ ვარსკვლავებით გადაძეძგილ გუნდს-კარლო ანჩელოტის განუცხადებია,მომავალ წელს გუნდში დავრჩები თუ რეალში მომიყვანთ ავღანელ აკბარს,გიული მანჯგალაძეს და სანდოხაძესო.გვარდიოლას იენსენი,ჟორჟინიო და პირესი მიჰყავსო.ბაიერნს დანარჩენი ვარსკვლავი ლეგიონერები და შერგელაშვილი მიჰყავს.მინდა მოგიწოდოთ მთელ საქართველოს,მოვთხოვოთ ფედერაციას აკბარს და იენსენს სასწრაფოდ გაუკეთოს მოქალაქეობა.აკბარი საოცარი სიზუსტით ურტყავს.იენსენი კი მეორე ვან ბასტენია.გოლი გოლზე გააქვს,განსაკუთრებით თავით
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
შერმადინის "ტენერიფემ" ანდრონიკაშვილის "ანდორას" სტუმრად მოუგო
"არსენალი" ნუსას შეძენით ინტერესდება - "ლაიფციგმა" ნორვეგიელის ფასი დაასახელა
ბლექ ფორტრესმა პირველი გამარჯვება ზესტაფონში იზეიმა | ირაკლი ხოშტარიას წარმატებული დებიუტი
[VIDEO] ლოლაძის ოქრო და ინანეიშვილის ბრინჯაო ზაგრების გრან პრიზე
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
საბო: ბევრ უკრაინელ ფეხბურთელს ოსტატობა არ ჰყოფნის, მაგრამ საქართველოს მოვუგებთ
"ასეთია ჩვენი დონე, მაგრამ ქართველებთან არ წავაგებთ" - ამბობს უკრაინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] "თარიღი მითხარი და ერთი-ერთზე დაგანგრევ" - საბა ლაზიშვილმა უმარ ნურმაგომედოვი გამოიწვია
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 2-0 მეშახტე. რამდენიც საჭირო იყო...
[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXXIV ტური] "ტორპედო" სამეულში გამაგრდა, "კოლხეთი" გავარდა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-3 დინამო (ბთ). კიდევ ერთი ნაბიჯი ჩემპიონობისკენ
"თელავი" პლეი-ოფში ითამაშებს; "სამტრედია" გავარდა
[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXXIII ტური] რა შანსი იყო ბოლო წუთზე!.. "იბერიამ" ფოთში გაიმარჯვა და პირველი ადგილი შეინარჩუნა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
თბილისის "დინამომ" "სამტედიადან" ორი ფეხბურთელი დაიმატა
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 0-0 სპაერი. მასპინძელს მეტი შანსი ჰქონდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-3 ტორპედო. გამარჯვებულებს არ ასამართლებენ, მაგრამ ერთი კითხვა მაინც უნდა დავსვათ...
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 3-0 გაგრა. როცა სამი ექვსის ტოლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 0-0 იბერია 1999. "მესამე ძალა" ისარგებლებს...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-1 რუსთავი. უფრო ახლოს გასავარდნ ზონასთან...
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 2-0 სამგურალი. დამსახურებული გამარჯვება, ბრძოლა გრძელდება!
ეროვნული ლიგა. XXXIV ტური. "სამტრედია" - "დილა" [LIVE]
[VIDEO. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] უმოტივაციოთა უხვგოლიანი მატჩი ბათუმში! "კოლხეთს" დრო აღარ დარჩა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 0-2 იბერია 1999. ...პასუხი ფსიქოლოგებისთვის მიგვინდვია...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 0-2 დინამო (თბ). ჰაერივით საჭირო 3 ქულა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 3-2 ტორპედო. "იბერიამ" კინაღამ 3:0 გაფლანგა, "ტორპედოს" პლეი-აუტის ზონასთან 7 ქულა აშორებს
გიორგი "კვარას" გარეშე დარჩენილი პსჟ-ის წინააღმდეგ - ჩვენი მეტოქე "კოპენჰაგენი"
34-ე ტური: ჯერ ყველაფერი გასარკვევი რჩება
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-1 მეშახტე. ვის რაში არგია ფრე?
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 2-1 დილა. ...და შეინარჩუნებენ ადგილს ელიტაში
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
ლორიას შეცვლის - თბილისის "დინამომ" ბრაზილიელი მეკარე დაიმატა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXXV ტური] ფავორიტებმა იოლად მოიგეს! "იბერიას" ჩემპიონობამდე ერთი გამარჯვება აშორებს...
თბილისის "დინამომ" ბერძენ მცველს გაუფორმა კონტრაქტი
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
[VIDEO] თბილისის "დინამომ" მინსკის "დინამოს" სძლია და უეფას ახალგაზრდული ლიგის მომდევნო ეტაპზე გავიდა
Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა
[VIDEO] ჩინებული იყო. თორნიკეს და თბილისის "დინამოს" შოუ - ჩვენმა გუნდმა "კოპენჰაგენი" დიდი ანგარიშით დაამარცხა
BBC: "არსენალმა" ბართიშვილს ოფიციალური წინადადებით მიმართა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
კაცნაკლულმა თბილისის "დინამომ" "კოპენჰაგენს" პენალტების სერიაში მოუგო და მესამე ეტაპზე გავიდა
ტრავმირებული ბართიშვილი ამ სეზონში ვეღარ ითამაშებს
2024 წლის სეზონი დასრულებულია! "იბერია 1999"-მა ჩემპიონის ფარი აღმართა
[VIDEO. ეროვნული ლიგა] დაგვიანებული ხომ არ არის? "კოლხეთმა" თბილისში "გაგრა" დაამარცხა....
"ტორპედომ" და არაბიძემ კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყვიტეს
ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "თელავი" - "სამტრედია" [LIVE]
[VIDEO] იყო თუ არა მაკარიძის კარში დასანიშნი პენალტი და გასაუქმებელი ტიბუეს გატანილი? - "იბერია 1999"-მა "კოპენჰაგენთან" მატჩი მინიმალური ანგარიშით წააგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 2-3 დინამო (თბ). მთავარი არგუმენტი, ანუ რატომ იყო "დინამოს" გამარჯვება დამსახურებული...
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 3-1 დილა. ვის არგო და ვის აწყინა სანაკრებო პაუზამ?