ევროპის ჩემპიონატმა კალათბურთში, სადაც საქართველოს ნაკრები მონაწილეობს, უკვე ბევრი კარგი კალათბურთელი დაკარგა
ერთი შეხედვით, ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში მოქმედი ლოკაუტი ვარსკვლავური ევრობასკეტის გარანტია უნდა ყოფილიყო, მაგრამ სინამდვილეში, კონტინენტის პირველობამ უკვე ბევრი კარგი კალათბურთელი დაკარგა. პირველ რიგში, ეს ევროპულ კლუბებში მოთამაშე სპორტსმენებზე ითქმის. გარდა ამისა, ჩემპიონატი შეიძლება გაეღარიბებინა ვარსკვლავთა საკლუბო კონტრაქტების დაზღვევას. სხვათა შორის ლოკაუტმა ეს პრობლემა კიდევ უფრო გააღრმავა.

არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ ბოლო დროს კალათბურთელთა ხელფასები მკვეთრად გაიზარდა, თანაც არა მარტო NBA-ში. დღეს ევროპაში არავის უკვირს ორი-სამი მილიონი ევროს ოდენობის ხელფასი. მაგრამ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კლუბებისგან განსხვავებით, ევროპულ გრანდებში მილიონიან ჰონორარებს საკუთარი რისკისა და შიშის ფასად იხდიან, რადგან კლუბები არაფრით არიან დაცულნი მილიონერი მოთამაშეების ტრავმებისგან.

NBA-ში საქმე სულ სხვანაირად არის დაყენებული. იქ ყოველი მოთამაშე ლიგის მიერ არის დაზღვეული. ტრავმის შემთხვევაში "უსაქმურობის" პერიოდში ხელფასს არა კლუბი, არამედ NBA-ზე მომუშავე სადაზღვევო კომპანია იხდის. რთული სათქმელია, რამდენიმე ასეული მილიონი დოლარი უჯდება ლიგას კონტრაქტების ასეთი დაცვა - მისი მოთამაშეების საერთო ხელფასი ორ მილიარდ დოლარს აღწევს! მაგრამ ისეთ აწყობილი ბიზნეს-მანქანაში, როგორიც ეროვნული საკალათბურთო ასოციაციაა, ალტრუიზმს ადგილი არ ექნება. რადგან იხდიან, ე. ი. სისტემა მუშაობს.

ევროპაში კი ასეთი სისტემა არ არსებობს. თუნდაც იმიტომ, რომ ფინანსურად ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ლიგა - ესპანეთის AჩB - ბიუჯეტის მხრივ ათჯერ ჩამორჩება მისი კლუბების საერთო ბიუჯეტს. ამ დროს კი NBA არა მხოლოდ ხარჯავს, არამედ თავისი მუშაობით ასობით მილიონ დოლარს შოულობს.

მცდარია მოსაზრება იმის შესახებ, რომ ლოკაუტამდე NBA-ის კლუბები დიდი ენთუზიაზმით არ უშვებდნენ მოთამაშეებს ნაკრებში. ამის წინააღმდეგი, პირველ რიგში, თავად NBA იყო, რომელსაც თავისი ვარსკვლავების დაზღვევა უწევდა FIBA-ის ტურნირებისთვის მზადებისა და მონაწილეობის პერიოდში.

ახლა კიდევ უფრო რთული გახდა NBA-ის მოთამაშეების ევროპის ჩემპიონატზე მიწვევა, რადგან ლოკაუტის გამო FIBA-სა და ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციას შორის მოქმედი ხელშეკრულება შეჩერებულია. ამის გამო ეროვნულ ფედერაციებს უწევთ ოკეანის გაღმა მოთამაშე კალათბურთელების დაზღვევა - არა ნაწილობრივ, როგორც ეს ადრე იყო, არამედ მთლიანად.

აი თვალნათელი მაგალითი: არც ისე მდიდარმა ბრიტანეთის კალათბურთის ფედერაციამ 500 ათასი ევრო გადაურიცხა სადაზღვევო კომპანიას "ჩიკაგოს" ფორვარდ ლუოლ დენგის მიწვევისთვის, რომელიც წელიწადში 12.5 მილიონ დოლარს იღებს (ორჯერ ნაკლებს, ვიდრე დირკ ნოვიცკი). ამიტომაც გასაკვირი არ არის, რომ ბრიტანელები, რომლებსაც გარანტირებული აქვთ საგზური ლონდონის ოლიმპიადაზე, დღემდე ფიქრობენ - ღირს თუ არა დაზღვევის გადახდა დეტროიტელ ბენ გორდონისთვის. ბოლო ინფორმაციის თანახმად, "პისტონზის" მცველი, სავარაუდოდ, არ ითამაშებს ლიტვაში გასამართ ევრობასკეტზე. "გორდონი, ალბათ, არ იქნება გუნდში. საქმე მხოლოდ დაზღვევის თანხაში არ არის - პირობებიც მიუღებელია. ეჭვგარეშეა, გორდონი ითამაშებდა ევროპის ჩემპიონატზე, რომ არა NBA-ში მოქმედი ლოკაუტი", - ამბობს ბრიტანეთის ნაკრების დირექტორი კრის სპაისი.

ამასობაში, ესპანეთის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ხოსე ლუის საესმა გამოაცხადა, რომ ძმები გასოლებისთვის, ფერნანდესისთვის, კალდერონისთვის, რუბიოსთვისა და ნაკრების სხვა ვარსკვლავებისთვის მის ორგანიზაციას 5 670 000 დოლარის გადახდა მოუწია! ფრანგებს პარკერის, ნოას, ტურიაფის, დიაოსა და ბატუმის დაზღვევა 2.9 მილიონი დოლარი დაუჯდათ. არაფერი ცნობილი გერმანიის ნაკრების ორი ლიდერის - დირკ ნოვიცკისა და კრის კამანის დაზღვევის თანხაზე, თუმცა აქ ლაპარაკი იქნება ექვსნიშნა რიცხვზე.

აქვე გთავაზობთ იმ ცნობილი კალათბურთელების სიას, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ ითამაშებენ ევროპის ჩემპიონატზე:

ესპანეთი: გარბახოსა (ფ. "უნიკახა", დაასრულა სანაკრებო კარიერა);

ლიტვა: შიშკაუსკასი (ფ. "ცსკა", დაასრულა სანაკრებო კარიერა), მაჩიულისი (ფ. "მილანი", ტრავმა), კლეიზა (ფ. "ტორონტო", ტრავმა);

თურქეთი: ოქური (ც. "იუტა", ტრავმა), გიონლუმი (ფ. "ეფეს პილსენი", ტრავმა);

ბრიტანეთი: გორდონი (მც. "დეტროიტი", დაზღვევა);

პოლონეთი: ლიამპე (ფ. "კახა ლაბორალი", პირადი მიზეზი), იგნერსკი (ფ. "ბეშიქთაში", ტრავმა);

სერბეთი: რადულიცა (ც. "ცრვენა ზვეზდა", ტრავმა), რაკოვიჩი (ც. "მონტეპასკი", პირადი მიზეზი), რადენოვიჩი (ფ. "მენორკა", პირადი მიზეზი);

საფრანგეთი: მ. პიეტრუსი (ფ. "ფინიქსი", ტრავმა);

იტალია: ჯილი (ფ. "რომა", ტრავმა), ჯაკეტი (ფ. "რომა", ტრავმა), კროზარიოლი (ც. "რომა", ტრავმა), ბულერი (მც. დაასრულა კარიერა).

ლატვია: ბიედრინში (ც. "გოლდენ სტეიტი", დაზღვევა), ვალტერსი (ფ. "უნიკახა", ტრავმა);

საბერძნეთი: სპანულისი (მც. "ოლიმპიაკოსი", ტრავმა), შორცანიდისი (ც. "მაკაბი", პირადი მიზეზი), მავროკეფალიდისი (ც. "სპარტაკი",

პირადი მიზეზი), დიამანტიდისი (მც. "პანათინაიკოსი", პაუზა კარიერაში), პაპალუკასი (მც. "ოლიმპიაკოსი", დაასრულა სანაკრებო კარიერა), ცარცარისი (ც. "პანათინაიკოსი", პაუზა კარიერაში), პრინტეცისი (ფ. პაუზა კარიერაში);

ხორვატია: უკიჩი (მც. "ფენერბაჰჩე", ტრავმა), როჟიჩი (ფ. "ციბონა", ტრავმა), პლანიჩიჩი (მც. "ხიმკი", პირადი მიზეზი), ლონჩარი (ფ. "ხიმკი", პირადი მიზეზი), კუსი (მც. "ბენეტონი", პაუზა კარიერაში);

რუსეთი: კაუნი (ც. "ცსკა", ტრავმა), ჰოლდენი (მც. დაასრულა კარიერა);

სლოვენია: ბ. უდრიხი (მც. "მილუოკი", პირადი მიზეზი), ბრეჟეცი (ც. "ლოკომოტივი", პირადი მიზეზი), ნახბარი (ფ. "ეფესი", ტრავმა), ბეჩიროვიჩი (მც. პირადი მიზეზი), ვუიაჩიჩი (მც. "ეფესი", პირადი მიზეზი);

ბულგარეთი: ჯააბერი (მც. "მილანი", პირადი მიზეზი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გერმანიამ თურქეთი დრამატულ მატჩში დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ევრობასკეტიც მოიგო
თურქეთმა საბერძნეთი შეარცხვინა - სუპერ ფინალის მოლოდინში!
გერმანიამ ფინეთი მარტივად დაამარცხა და ევრობასკეტის ფინალში გავიდა
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
პსჟ-ს ტრავმის გამო შემტევი გამოაკლდა
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
პსჟ-ს და კვარაცხელიას უნიკალური მიღწევა - ამითაა ლუის ენრიკეს გუნდი გამორჩეული
18-წლამდელთა ნაკრები გიორგი ნემსაძემ ჩაიბარა
წლის საუკეთესო მებრძოლი - პოპულარულმა MMAJunkie-მ და ESPN-მა მერაბ დვალიშვილი აღიარეს
მეინუს აღარ გაუშვებენ - "მანჩესტერ იუნაიტედი" თავის აღზრდილს მინიმუმ ზაფხულამდე დაიტოვებს
"ბარსელონა" დაცვას გააძლიერებს - რა გეგმები აქვთ კატალონიელებს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე
"მილანმა" ორიჯის კონტრაქტი გაუწყვიტა - თითქმის 2-წლის უთამაშებლობის მიუხედავად, ის 4 მილიონს გამოიმუშავებდა
გვარდიოლას გვარდიოლის დიდი ხნით შენარჩუნება უნდა - "სიტი" იოშკოსთან ახალ კონტრაქტზე მუშაობს
[PHOTO] მხოლოდ პირსახოცით - "შახტარის" ფეხბურთელის მეუღლის მიერ სააბაზანოდან გამოქვეყნებულ თამამ ფოტოებს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა
ზირკზე კვლავ სერია A-ში? - მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია
[VIDEO] ბითაძის 14 წუთი - "გოლდენ სტეიტმა" "ორლანდო მეჯიქი" დაამარცხა
მორიგი გუნდი 58 წლის ასაკში - კაზუიოში მიურა პროფესიონალური ფეხბურთის თამაშს აგრძელებს
დე ლაურენტისი: კონტეში ეჭვი გეპარებოდათ?
[VIDEO] ნერესმა "ნაპოლის" იტალიის სუპერთასი მოაგებინა
რაფინია ალკანტარამ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა
ხვიჩა მწვრთნელს უსმენს - იმიჯის გამყარება და ის, რაზეც სამუშაოა...