გერმანიაში, ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრების მატჩებზე დასასწრებად ფრენის ბილეთებს სახელმწიფო დაასუბსიდირებს.

შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი განმარტებით, დაინიშნება ჩარტერული რეისებიც. პრემიერის თქმით, ორი გზის ბილეთის ღირებულება 390 ევრო იქნება და მისი შეძენა 3 ათას გულშემატკივარს შეეძლება.

"18, 22, 26 ივნისს გაიმართება საქართველოს ნაკრების მატჩები შესაბამის ქვეჯგუფში და ძალიან მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტი ქართველი გულშემატკივარი დაესწროს ამ მატჩებს. ამისთვის მნიშვნელოვანია მგზავრობის გაიაფება და გამარტივება. შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ ზომები.

ხდება ჩარტერული რეისების დანიშვნა სუბსიდირებით. ასევე ვახდენთ რეგულარული ფრენების სუბსიდირებას. მატჩების თარიღებზე იქნება ეს ფრენები მორგებული. პირდაპირი რეისები იქნება უზრუნველყოფილი გერმანიის ქალაქებში - დორტმუნდში, ჰამბურგში, კიოლნსა და დიუსელდორფში. მთლიანობაში სუბსიდირებული ბილეთების შეძენის შესაძლებლობა ექნება 3 ათას გულშემატკივარს. დაახლოებით 2 ათასი გულშემატკივრისთვის იქნება უზრუნველყოფილი პირდაპირი ფრენები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან, ხოლო 1000 გულშემატკივრისთვის - ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან. ერთ გზის ფასი სუბსიდირებით იქნება 195 ევრო. შესაბამისად, ორი გზის ფასი იქნება 390 ევრო. გულშემატკივარს საშუალება ექნება, თვითონ ააწყოს საკუთარი მოგზაურობის განრიგი, შეუძლია დაესწროს 1, 2 ან 3 მატჩს და ექნება მოქნილობის სივრცე. საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ ამ ბილეთების შეძენას, ის მოქალაქეები, რომელთაც შეძენილი აქვთ საფეხბურთო მატჩის ბილეთები. ავიაბილეთების შეძენისას წარმოდგენილი უნდა იყოს შესაბამისი მატჩის ბილეთი. ბილეთებს გასაყიდად გამოვიტანთ კვირის ბოლომდე შესაბამის ელექტრონულ პლატფორმაზე", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

წყარო: "ინტერპრესნიუსი"

გიორგი
საინტერესოა სუბსიდირება რამდენი ევროთი მოხდა
DAVE
ჩვენი ფული, ჩვენი ფული, არაა მანდ ყქვენი ფული, თქვენი ფუკით აშენებენ საბავშვო ბაღებს :) ბიუჯეტში ჩვენი ფულიცაა და თან უფრო მეტი ვისაც ფეხბურთი გვიყვარს და წასვლა გვინდა და დიახაც ძალიან მაგარია როდესაც ხდება სუბსიდირება და ბიუჯეტში გადახდილი ჩემი გადასახადები რაღაც სახით მე და სხვა ხალხს გვიბრუნდება.
გიორგი
მიდი ჯიგარ რა გედარდება, შენი რა მიდის, ბუჯეტის ფულია რა, ისევ ამ ცხვრების ჯიბიდან ამოიღებ და ეგაა
s
იაფი მაინც იყოს. 400 ევროდ ისედაც იყო და არის ბილეთები:)
გივი
ეს უკუღმართი რობინ ჰუდია? ღარიბს ვართმევ მდიდარს ვაძლევო? თუ რა ხდება იქნებ ვინმემ გამაგებინოს. ღარიბი მოსახლეობის გადასახადებიდან რატო უნდა ფინანსდებოდეს ის ხალხი ვისაც ისედაც ჰქონდა ბილეთის ყიდვის საშუალება? თუ არის ისეთი ვინც 150 ევრო მატჩის ბილეთში გადაიხადა და თვითმფრინავის ფული აღარ დარჩა?
buba
შენ მიდიხარ მაინც და მე საერთოდ ვერ მივდივარ!!
QT
"თანამონაწილეობა მყიდველთან ერთად"
Obama
ეს გულშემატკივრებზე კი არა ჯორჯიან აირვეისზე მორგებული სუბსიდირებაა... რად მინდა 2 გზის ბილეთის 390 ევროდ ყიდვა, როდესაც ახლაც კი კარგად რომ მოიძიო ამაზე უკეთეს ფასად შეიძენ?! ჩაუჯექით სკაისკანერს, რა 390 ევრო...
სამართალი
მივესალმები ასეთ "მოსყიდვას"
ზურა
,,დასუბსიდირება" -ეს რთულად გამოსათქმელი სიტყვა ქართულად მოიფიქრედ ვინმემ და სიამოვნებით გამოვიყენებ ხოლმე.
Irakli
ჩვენი გადასახადებით გულშემატკივრებსთვის თვიმფრინავის ხარჯებს ვაფინანსებთ, ფულიანსაც და უფულოსაც. სხვა დროს ალბათ ვეცდებოდი უფრო დადებითად შემეხედა ამ ამბისათვს, მაგრამ ახლა ამას ვუყურებ როგორც არჩევნების წინ ამომრჩევლის მოსყიდვას! წარმატებები საქართველოს ნაკრებს!
QT
თამაშზე დასასწრები ბილეთი 30 ევრო ღირდა, ერთ თამაშზე მივდივარ და 3 დღე ცხოვრება და კვება 200 ევრო მიჯდება. აირზენამ ფრენას იცი რა ფასი დაადო? 5000 ლარი !!! და ასე დამიჯდება 1100 ლარი. ანუ ჯამში 1800 ლარი მინდა, რომ ჩვენები ვიხილო ევროპის ჩემიონატზე!!! ისეთი მოვლენაა, რომ კაი ხანი ვაგროვე ამისთვის ფული და ზუსტად ჩემისთანა ხალხისთვისაა (არამდიდარი) ეს ფასი. კიდე უფრო მეტად რომ დაესუფსიდირებინათ და უფრო იაფი ყოფილიყო კიდე მივესალმებოდი.
რა მაფიაა?
ჩვენ გადასახადის გადამხდელები დიდ პარტია ვაზელინსაც ვყიდულობთ ამასობაში ჩვენდა უნებურად... ვითომ ქულებს იწერენ ჩვენივე ფულით აღებული ხელფასებით რობოკოპების მიერ ჩვენივე ცემატყეპა რო მიაფუჩეჩონ... ზოოპარკში ვცხოვრობთ ჩვეულებრივად
"ციციკორე"-ს
ქრხნები მუშებს და მიწები გლეხებს", "ძალაუფლება მშრომელებს - ექპროპრიაცია ექპპლოატატორებს - "პროლეტარებო ყველა ქვეყნისა შეერთდით" - "ძირს მეფე მაღლა მუშა - უსათუოდ იქნება"
ციციკორე
თამაშზე დასასწრები ბილეთი თუ იყიდე და ღამის გასათევი ფულიც გაქვს, პლიუს სხვა ხარჯების გასაწევი თანხა, ბიუჯეტმა რატომ უნდა დაგისუფსიდიროს ავია ბილეთის ღირებულება? თუ შეძლებული არ ხარ, ვერც ევროს ბილეთზე გაიწევ. ვერ მისცემ თავს მაგის ფუფუნებას.გამოდის, ღარიბმა მდიდარი უნდა დაასუფსიდიროს?!
ზურა.
ყოჩაღ, ოცნება! ძალიანაც კარგი! ჩემი ოჯახიდან ორი მივდივართ გერმანიაში, წარმატება ჩვენს ბიჭებს!
ბრაზი
მისასალმებელი გადაწყვეტილებაა! ბედნიერ მგზავრობასა და ჩვენი ბიჭების წარმატებული თამაშებისაგან მინიჭებული სოხარულის განცდას ვუსურვებ გერმანიაში წამსვლელ ჩვენს თანამემამულეებს!
DAVE
კარგია, დამატებითი მგზავრობა მაინც არ დაგვჭირდება ქალქიდან ქალქში, მაგრამ ოდნავ მეტი რომ დაგესუფსიდირებინათ დ აბარემ მარილი მოგეყარათ და სადღაც 120 ევრომდე ჩამოსულიყო ერთი გზა იქნებოდა დიდებული.
ევრო 2026 | ფუტსალის ნაკრებმა თბილისური შეკრება დაასრულა
ჩაქრნენ ვარსკვლავნი, ზეცა იცლება - პელე 3 წლის წინ მონათესავე სულებს შეუერთდა, იქ ფეხბურთი არის?!
ერევნის ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა მოლდოვას დიდი ანგარიშით სძლია
ტიტე კალანდაძე: დავამტკიცეთ, რომ ყველას წინააღმდეგ შეგვიძლია თამაში - ახლა ჯგუფიდან გასვლას შევეცდებით
"სამგურალი" ბრაზილიელმა მწვრთნელმა დატოვა
ერთი კატალონიური გუნდიდან მეორეში - ტერ შტეგენს მუნდიალამდე სათამაშო პრაქტიკა სჭირდება
არტეტა მთავარი სამიზნეა - "რეალს" მწვრთნელის პოსტზე რამდენიმე ვარიანტი აქვს
[VIDEO] მიქაუტაძის სრული მატჩი და კაცნაკლული "ვილიარეალის" მარცხი "ბეტისთან"
ევრო 2026 | ფუტსალის ნაკრებმა თბილისური შეკრება დაასრულა
[VIDEO] ...აი, რატომ არ უნდა გააბრაზო "ბაიერნი" - საშინელი სამსჯავრო ლაიპციგში
სამი ფრის შემდეგ - ლობოტკამ "ნაპოლის" გამარჯვება მოუპოვა
[VIDEO] ალისონი ისევ არადამაჯერებელია - "ლივერპულმა" "ენფილდზე" აუტსაიდერს ვერ მოუგო
[VIDEOS] "რეალის" ფანების პროტესტსა და სტვენაზე პერესმა სიცილი ვერ შეიკავა - "ბლანკოსმა" ორმატჩიანი მოუგებელი სერია "ლევანტესთან" დაასრულა
[VIDEO] ქერიკის ბრწყინვალე დებიუტი - "იუნაიტედმა" მანჩესტერულ დერბიში დამაჯერებლად გაიმარჯვა
[VIDEO] ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" ერთ-ერთ ლიდერს თამაში შემოუტრიალა
"თავი ვინ ჰგონიათ?!" - კონტემ ამორიმი გააკრიტიკა
"გუნდი არ არის, ისინი უბრალოდ სამსახურში დადიან" - პერკინსმა "ლეიკერსი" გააკრიტიკა
"გრიფინმა" სუპერლიგის გუნდს ისევ მოუგო | თასის გათამაშების "კერკეტი" გუნდი კასპიდან
"მანჩესტერ იუნაიტედმა" ლუის ენრიკეზე უარი ამის გამო თქვა" - რას წერს ბრიტანული პრესა ესპანელ სპეციალისტზე?
მე-14 ტრანსფერი ბოლო 1 წელიწადში - "სიტიმ" გეჰი შეიძინა
[VIDEO] მამუკელაშვილი დაბრუნდა - "ტორონტო" "კლიპერსთან" დამარცხდა
ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სპორტინგმა" გაიმარჯვა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ლილთან" მატჩში?
"როგორც ფეხბურთში ერკვევა, ისე ერკვევა პოლიტიკაშიც" - რას აცხადებს ირაკლი კობახიძე რომან ფიფიაზე?
თბილისის "დინამო" სახალხო კლუბია, რომელიც მუდმივად დგას ქართველ ხალხთან ერთად" - ფიფიას პასუხი კობახიძეს
უეფას პრეზიდენტმა ირაკლი კობახიძეს მიმართა - მსოფლიოს აჩვენეთ, რომ ანგარიშგასაწევი საფეხბურთო ძალა ხართ
კობახიძე და კალაძე გერმანიაში საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს შეხვდნენ და წარმატება უსურვეს
ირაკლი კობახიძე - დღეს ევროპის ჩემპიონატზე პირველად აფრიალდება საქართველოს დროშა და აჟღერდება საქართველოს ჰიმნი; მჯერა, რომ საქართველო გაიმარჯვებს!
"დინამოს" სტადიონი ამორტიზებულია" - ირაკლი კობახიძემ დაასახელა მიზეზი, რის გამოც ეროვნული ნაკრების მატჩები ბათუმსა და "მიხეილ მესხზე" გაიმართება