ავსტრიაში სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარებულ ოთარ კიტეიშვილს მალე "შტურმთან" კონტრაქტი დაუსრულდება და ჯერ უცნობია, დარჩება თუ სხვა გუნდში გადავა. თურქული Fotospor-ი იტყობინება, რომ ფეხბურთელის აგენტი გურამ კაჭახიძე ტრაპიზონში დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა, სადაც კლუბის ვიცე-პრეზიდენტ ზეიატ კაფკასს და მწვრთნელ აბდულა ავჩის შეხვდა.

სტატიაში აღნიშნულია, როგორ წარმატებას მიაღწია "ქართველმა მესიმ" ავსტრიაში, მისი ხელში ჩაგდება შეუძლიათ, თანაც უფასოდ, ჯერ გადაწყვეტილი არაფერია, მაგრამ ფაქტი საყურადღებოა, ვინაიდან "ტრაბზონსპორის" რეალურად გაძლიერება შეუძლია, საქართველოს ნაკრებში მისი თამაშის სანახავად კლუბის ძველი ხელმძღვანელობა თბილისში რამდენიმეჯერ იმყოფებოდა, თუმცა ტრანსფერი არ განხორციელდა და ოთარი 2018 წელს "შტურმში" გადავიდა.

"ტრაპზონსპორი" თურქეთის სუპერლიგის დასრულებამდე ორი ტურით ადრე 64 ქულით მესამე ადგილზეა და ევროპა ლიგაზე იასპარეზებს, ხოლო "შტურმი" ჩემპიონთა ლიგაზე მიიღებს მონაწილეობას და კიტეიშვილის შენარჩუნებას ცდილობს.

ავლიპ ზურაბიშვილი
თუ ტოპ 5 ლიგიდან არ ექნება შეთავაზება სჯობია შტურმში დარჩეს გარანტირებული 6 თამაში ჩემპიონთა ლიგაზე,კიდევ როდის ექნება ამის შანსი?! ტრაბზონი არა ქოჯაელი კიდე,გალათასარაი და ფენერბახჩე კიდე მოსულა,დანარჩენი ერთი ნაგავია დღესდღეობით თურქეთში
Status quo
არაა,თურქული გუნდი არ გინდა,რაა
თენგაბი
ჩემი აზრით, უკეთესია კიტე შტურმში დარჩეს. გუნდის კაპიტანია, ლიდერია, გუნდთან შეწყობილია და რაც მთავარია, პატივს ცემენ და აფასებენ. ეს არც თუ უმნიშვნელო ფაქტორია. ხვიჩას გუნდისგან ასეთი ხელშეწყობა რომ ჰქონდეს, ელემენტარულად პასებს რომ აწვდიდნენ დროულად, ლამის ორჯერ უფრო მეტ სარგებელს მოუტანდა გუნდს. გასათვალისწინებელი ფაქტორია მიქაუტაძის აიაქსური კარიერა. შეიძლება ავსტრია ბუნდესლიგა და პრემიერლიგა არ არის, მაგრამ მაგრამ სტაბილურად, ზომიერი ტემპით ისიც ვითარდება და შესაბამისად, კიტეც გააგრძელებს წინსვლას. თან მისი ასაკიც გასათვალისწინებელია. 20-21 წლის რომ იყოს, გარისკვა შეიძლება და ახალ გუნდთან შესაწყობად საკმაო დრო ექნებოდა. თუმცა რა ვიცი, კიტემ უკეთ იცის თავისი საქმე.
გიორგი ქართველი რუსთავიდან
ჩემი აზრით ჯერ ევროპაზე უნდა ითამაშოს და მერე ჩემპიონთა ლიგაზე, ავსტრიელებთან ერთად. დამიჯერეთ შეუმჩნეველი არ დარჩებათ და უკეთეს ლიგაშიც გადავა. კიტე მეტს იმსახურებს ვიდრე ტრაბზონია, კიტე მეტს იმსახურებს ვიდრე თურქეთია.
კირკიტა
ტოპ ლიგაში თუ არ გადავა, ცხადია, აჯობებს, ისევ შტურმში დარჩეს. გუნდის ლიდერად ჩამოყალიბდა, პატივისცემა არ აკლია და სათამაშო პრაქტიკა. მიქაუტაძის აიაქსში გადასვლის და სათადარიგო სკამის ხეხვის ისტორია ყველა ფეხბურთელმა უნდა გაითვალისწინოს.
დავით 67
თურქეთში არაფრით არ შეიძლება მისი გადასვლა, მოიძულებენ, რადგან 18 ივნისს სწორედ კიტე გაუტანს გოლს მათ ნაკრებს. ასე საჩქაროდ არაა საჭირო არსად მისი გადასვლა. მითუმეტეს ტრაპზონში
berg
ტოპ ლიგის გარდა არამგონია კიტე სადმე წავიდეს მითუმეტეს თურქეთში..შტურმი ყველანაირად ეცდება შენარჩუნებას..წარმატებები ოთარ!
სოსო
დარწმუნებული ვარ,სერიოზულად არც განიხილავს.ჯერ ერთი,ევროპამდე ძალიან ადრეა და მეორე,ავსტრიის საუკეთესო ფეხბურთელს,თურქეთში რა დააინტერესებს?აქედან, გზა პირდაპირ ტოპ ლიგისაკენ მიდის.კიტეს შესაძლებლობებში,არც ადრე გვეპარებოდა ეჭვი.უბრალოდ აქამდე,ძალიან ტრავმიანობდა,ამ სეზონში კი,სერიოზული ტრავმა არ ჰქონია და პოტენციალიც თითქმის სრულად გამოამჟღავნა.კიდევ აქვს ზრდის რესურსი და თუ ჯანმრთელად იქნა,სრულ სიმძლავრეზეც მალე გავა.ვფიქრობ ფიზიკური მომზადების გაუმჯობესება,კიტეს საშუალებას მისცემს,მთელი მატჩი შეუცვლელად ჩაატაროს და კიდევ უფრონსასარგებლო გახდეს.ტექნიკაში სასწავლი,არაფერი აქვს და მისი ტექნიკური აღჭურვილობა,ტაქტიკურად გამრავალფეროვნებაშიც დაეხმარება,თუ სხვა კლუბში გადავიდა.
zura222
აუ ეს "გენტები"ვერ არიან ? რა უნდა ტრაბზონში ? ეხლა ამასაც წაათრევს თავისი "აგენტი" ჭ ლიგის ჭ გუნდში და კვარასავით იქ უნდა დალპეს 5 წელი ?@@ კვარა კიდევ ახალგაზრდაა და 2027-ში წავა გრანდში მაგრამ კიტე უკვე 30 წელს უკაკუნებს და ბოლო შანსი აქვს წესიერ ლიგაში და გუნდში გადასვლის და ცოტა აზრზე მოვიდნენ ! თუ სხვა კარგი წინადადებები და ვარიანტები არ ექნება ტრაბზონში წასვლას ისევ შტურმში დარჩეს ჯობია გუნდის ლიდერია პატივს სცემენ და პლიუს ყოველ წელს ჩემპ ლიგაში მაინც ითამაშებს !
ბათუმელი ექსპერტი
კონტრაქტის გაგრძელება შეუძლია 6 თვით და ითამაშოს ჩემპიონთა ლიგაზე, ზამთრიდან თუ გააგრძელა შტურმმა ევროპულ ფეხბურთში წინსვლა კიდევ 6 თვე და ზაფხულში კი წავიდეს შტურმიდან
ჟორა
ევროპიდან თურქეთში წასვლა დიდი შეცდომა იქნება, მით უმეტეს თავისუფალი აგენტია და ყველა სიამოვნებით აიყვანს.
შაკო
1 წლიანი კონტრაქტი უნდა გააფორმოს ისევ შტურმთან. აგერ ევროპის ჩემპიონატი და აგერ ჩემპიონთა ლიგა და ზამთარში მაგარ გუნდში შეიძლება გადასვლა.
Noko
ტოპ 5 ის იქით არ უნდა განიხილონ ჩემი აზრით. თუ არადა იყოს ისევ შტურმში, ლიგაზე ითამაშებს
G.LA
ევრო ჩემპი მარტო ჩემპიონატი ხომ არაა? ეს იქნება სკაუტების თავმოყრის ადგილი, ასე ვთქვათ ბაზარი. სადაც ყველა ფეხბურთელს ექნება წარმოჩენის საშვალება. ასე საჩქაროდ კიტეს ტრაპიზონში შესაძლო გადასვლა შეცდომა მგონია. მითუმეტეს შტუტმი ლიგაზე გამოვა და შტურმის სულ-გულად კიტე გვევლინება. კიტეს ევროპის შემდეგ თუ რამე საინტერესო შემოთავაზება არ ექნება ლიგაზე ექნება თავის წარმოჩენის საშუალება.
ბექა
კიტეს ლა ლიგა დახატავდა!!
ემიგრანტი
ჯერ ევროპა.აქვს სათამაშო. თუ რომელიმე კლუბს შეუთანხმდება ტოპ 5 ის ან ლიგაზე არ მოთამაშე კლუბს. აგენტის სისუსტე იქნება იმიტომ რომ ევროპის მერე ბევრად მეტი შემოთავაზება ექნება არა მარტო კიტეს არამეტ ბევრ ქართველ ფეხბურთელს. ასე რომ.ჯერ ნუ ჩქარობთ. ...
რეალობა
არ არის საჭირო თურქეთი. გამოიჩენს თავს ნაკრებში და კარგ გუნდში გადავა.
თემო
არ გინდათ ეს თურქეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი და ეგეთო ქვეყნები რაააა. მანდ წარმატების შანსი არის ნული
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
თურქეთის ჩემპიონატს შესაძლოა, "სიტის" კიდევ ერთმა მეკარემ მიაშუროს
"გულიაშვილის შეძენა ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა შესთავაზა" - გიორგი ახალ გუნდში გადასვლას უახლოვდება
ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს
[VIDEO] კიტეიშვილის დუბლი, უმაღლესი შეფასებები, ორი გაძევება - "შტურმმა" ვენაში გაიმარჯვა და ლიდერია
კიტეიშვილი მამაგეიშვილმა შეცვალა - "შტურმმა" "ალტახს" სძლია
კიტეიშვილის და მამაგეიშვილის "შტურმი" "ზალცბურგს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] შეცვლაზე შესულმა კიტეიშვილმა დუბლით "შტურმი" "ვოლფსბერგერთან" მარცხისგან იხსნა
ონანას ისევ "მანჩესტერში" უნდა, "იუნაიტედს" აღარ - კამერუნელი ინგლისურ გრანდს დაემშვიდობება
თურქული გრანდების ბრძოლა დავითაშვილის ხელში ჩასაგდებად - ზურიკოს სხვა მსურველიც ჰყავს
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] თურქი გულშემატკივრები აღაფრთოვანა - ონანამ საგოლე პასი გააკეთა
"შტურმმა" მამაგეიშვილის მოპოვებული პენალტით გაიმარჯვა