დონეცკის "შახტარის" ქართველი მცველის ირაკლი აზაროვის აგენტმა მამუკა ჯუღელმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მისი კლიენტის შეძენით შოტლანდიური გრანდი "სელტიკია" დაინტერესებული.

Inside Celtic ახლა უფრო შორს წავიდა და სავარაუდო ტრანსფერის დეტალები გაამხილა. წყარო წერს, რომ გუნდები ერთმანეთს უკვე დაუკავშირდნენ და მოსალოდნელ გარიგებაზეც დაილაპარაკეს, უკრაინული მხარე კი შოტლანდიელებისგან 22 წლის ჩვენებურის სანაცვლოდ 5 მილიონ ფუნტს ითხოვს.

ინფორმაციისთვის, აზაროვის გადაბირებით საფრანგეთის ლიგა 1-ისა და იტალიის სერია A-ს გუნდებიც ინტერესდებიან.

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა მცველი ვილი სანიოლმა ევროპის ჩემპიონატზე არ წაიყვანა.

ლაშა
ქეცბაიას კი ასწავლიდი ჭკუას,ამასთან რა უფლება გაქვს მწვრთნელის გადაწყვეტილებაში ჩაერიო,თან ხომ ვილიმ გაიყვანა ნაკრები ევროპაზე.

ეგ რომელია?
ერო
ალბათ შოტლანდიაა ,მეტი არაფრით
Kvekeskiri
რეალურად შახტარს და სელტიკს რო შეადარებ ან სლავა უკრაინა ხარ ან ფეხბურთში არიფი რითი სჯობია და თქვენებურად რომ ვთქვათ ყველაფრით,შინაარსში არ შევალ
საქართველო
დარწმუნებული ვარ რომ აქ პიროვნული ამბავია და მაგიტომ არ იძახებს აზაროვს და არ აღიარებდა და ვითომ შენგელია,წიტაიშვილს აბრალებდა აზპროვის გამოუძახებლობას, ეხლა უბრალოდ გზა მოჭრილი აქვს, ან გამოიძახებს აზაროვს ან პირდაპირ უნდა თქვას რომ პირადი ურთიერთობის გამოო. პ.ს. იმედია იმიათ არ გაიმართლებს თავს რომ კანკავა საყრდენია და აზაროვი ფლანგის მოთამაშე.
ნუგზარი
კანკავას ნაცვლად აზაროვს დაიმატებს.
jordan beli
თუ კი ნაკრებს კანკავასნაირი ფეხბურთელი სჭირდება,ჩემი აზრით აზაროვი კი არ უნდა გამოიძახოს-გიგაური უნდა წაიყვანოს.ტრამვის მერე რამდენად არი ფორმაში არ ვიცი მაგრამ კანკავასნაირი მებრძოლი დღეს გიგაურია
l.J.-Ს
ერთი უნდა გითხრა კიდევ ექსპერტო-შახტარში ნებისმიერი ბურთის მომწოდებელი ბიჭი სჯობია მაგ თქვენ აჯაფსანდალის ძირითადის მოთამაშეს. თქვენ მართლა ჩემპიონი ხო არ გგონიათ თავი?ხო აბა-საბურთალომ ნამდვილად წააგო პრედლაჟენიას გუნდთან.ან დილამ სამტრედიას ვერ მოუგო.დადგმული სპექტაკლები რო არის ეს ეროვნული ლიგა ცოტახანში ევროთასებზე გამოჩნდება
ლექსო
კანკავას მაგივრად როგორ უნდა გამოიძახოს?,კანკავა საყრდენია,ნახევარმცველი,აზაროვი ფლანგის მცველი.
Ლაშას
კაი ძმაო,გასაგებია,როგორც შენ იტყვი.
l.J.-Ს
ალბათ ბათუმელი ხარ და გასაგებია.თქვენ ფეხბურთთან ისე ხართ როგორც თხა აფიშასთან. აზაროვზე რო იძახი წიტაიშვილი სჯობიაო,ეგ რო მასე იყოს წიტაიშვილი ითამაშებდა შახტარში და აზაროვი მაგ აჯაფსანდალში სადაც წიტაიშვილი თამაშობს
Badri-ს
ბადრიჯან ოღონდაცა რაა...დაწყნარდი ძალიან გთხოვ.გეხვეწები არ ქნა.გემუდარებით სრულიად საქართველო.იმყოფინე რაც შენ გახეულ-გაგლეჯილები გყავს. აქეთ გორას წიხლა ვკრავ იქით გორას ძვრას უზავ...აპრუწუწუ
არტ
რეალურად არაფრით. მეტიც, შახტარიდან მართლა მაგარ გუნდში გადასვლა უფრო ადვილია, ვიდრე სელტიკიდან.
Noko
კარგი კითხვაა
ქართველი
არაბიძე წაიყვანოს ევროზე
Gomako
ყველაფრით, 1)ბრიტანული გუნდია 2)სავსე სტადიონია 3)განვითარების პერსპექტივა მეტია/სკაუტების თვალთახედვის არეა 4)მშვიდობა და სტაბილურობაა 5)ლიგის ჯგუფშია 6)მარადმწვანე ჩემპიონია შახტარივით ეხლა ჩერკასთან და რუხთან ხოხიალი სჯობია თუ რეინჯერსთან 4 გარანტირებული თამაში?! შახტარი ომის დამთავრებისთანავე გაკოტრდება/ფულის გამტარია ამ ეტაპზე გასაგებლარია?!
L.J .-ეს
ყველანაირი მიკერძოების გარეშე დავწერ რომ შენგელიაც და წიტაიშვილიც უფრო მაღალი კასის მოთამაშეები არიან ვიდრე აზაროვი. სანიოლს ვეთანხები არჩევანში განსაკუთრებით წიტაიშვილი, ტექნიკური და კრეატიული მოტამაშეა, თანაც მოაზროვნე აზაროვს აქვს სისწრაფე კრეატივი ნოლი :) ეგ რომ მაღალი კლასის მოთამაშე იყოს 5 მილიონი არ ეღირებოდა შახტარი თავის მოთამაშეებს 50 მილიონად ყიდის და უფრო მეტ ფასში
fani
რითი ჯობია და "სელტიკი" პირდაპირ არის დაშვებული ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, ხოლო "შახტარს" შესაძლოა საკვალიფიკაციოდან მოუწიოს ბრძოლა ჯგუფში შესასვლელად
Tem
რით ჯობია სელტიკი შახტარს?
Badiri
ეს ბიჭი ნაკრებში სასწრაფოდ უნდა აიყვანონ, კანკავამ უარი განაცხადა მის ნაცვლად ირაკლი აზაროვი უნდა იყოს. ფედერაცია დაელაპარაკოს ვილის და ირაკლი ბიჭებთან ერთად ნაკრებში შეავსოს, თორემ სანიოლის ჩემი ხელით გავხევ. ამ ბიჭის ევროზე არ წაყვანა დიდი უსამართლობააა
L.J .
Ra magrad gadaob,Shegelias da Witaishvilis pasi gaige da mere ixumre....
d
5 მილიონი ცოტაა არც ისეტი განსაკუთრებული ყოფილა აქ რომ ამბავი ატყდა რატომ არ გამოიძახა სანიოლმაო :)
dato
ახსნა არ აქვს აზაროვის გამოუძახებლობას. გარდა იმისა რომ შახტარში და ლიგაზე თამაშობს, ტაქტიკურად საჭირო იყო. 4 მცველია ნტაქტიკაზე ვერ გადავალთ რადგან მარცხენა მცველი არ გვყავს. კი შენგელია და წიტაშივილი კარგად თამაშობენ მაგრამ ვინგერები არიან და 3-5-2 ში ჯდებიან. გარდა მაგისა შენგელიას 2 თვიანი უთამაშებლობის მერე რა გარანტია რომ ფორმაში მოასწრებს შესვლას? იმედია კანკავას ნაცვლად გამოძახებს აზაროვს.
ლაშა
არავითარი ბრიტანეთი! საფრანგეთი ან იტალია…
ცოტნე
სელტიკში გადადის, და ნაკრებში ადგილი არ მოიძნება. ტიპი ლიგაზე მუდმივად თამაშობდა , სიმბოლურში შეიყვანეს. შენგელია რომელიც 2 თვეა უთამაშებელია რაღაც ბერძნულ მაიმუნ გუნდში თამაშობს. ანზორას მაგივრად გამოეძახებინა . რა მაყუთს უხდიან ამისთანას რომ ანზორა ნაკრებში გამოიძახონ მითხრას ვინმემ ან ამიხსნანს. ერთი ლინკი ჩამიგდეთ რის გამოა ანზორა ნაკრებში. კაშია ან კანკავა? ყველაზე ნელი დაცვა ჩვენ გვეყოლება აგერ ნახეთ თქვენ!!
ბათუმელი ექსპერტი
სელტიკი არაა ცუდი ვარიანტი თუმცა საფრანგეთის ლიგა 1 და სერია A უკეთესი ვარიანტია, ნუ ევროსაგზურებისთვის მებრძოლ გუნდებს ვგულისხმობ. წარმატებები
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანი დანიურ გუნდში გადავიდა
მიმდინარე სეზონში მეორედ - “სელტიკმა” მწვრთნელად ო’ნილი დააბრუნა
ხარობს სრულიად ყაზახეთი - "კაირატი" ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა
სენსაცია - "კაირათმა" შოტლანდიაში ფრედ ითამაშა და ჩემპიონთა ლიგას უახლოვდება
[VIDEO] 2:7 - თბილისის "დინამო" "შახტართან" დამარცხდა
კიტეიშვილის "შტურმი" ოთხი გამარჯვების შემდეგ "სელტიკთან" დამარცხდა
[VIDEO] სიგუამ "ფიორენტინას" გაუტანა და "ლოზანა" პლეი-ოფში გაიყვანა - მექვაბიშვილის "უნივერსიტატეას" დრამა ათენში
[VIDEO] აზაროვის საგოლე პასი და 18 წლის ბრაზილიელების გოლები
აზაროვის გარდა "შახტარს" უკრაინის ნაკრების მცველი დატოვებს
"სელტიკმა" შესაძლოა, მთავარი მწვრთნელი დანიშვნიდან 2 კვირაში მოხსნას
აზაროვი "შახტარიდან" მიდის - გადაწყვეტილება გადახედვას არ ექვემდებარება
რა ხდება აზაროვთან დაკავშირებით - კონფერენს ლიგაზე შესანიშნავად ასპარეზობს, უკრაინის ჩემპიონატზე კი არ ათამაშებენ
კიდევ ერთი ქართველი ესპანეთში?
"შახტარს" აზაროვი და კიდევ შვიდი ფეხბურთელი დატოვებს
ბრენდან როჯერსმა "სელტიკის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა
"ჰამბურგი" გამოსყიდვას არ გეგმავს - გოჩოლეიშვილი სავარაუდოდ, "შახტარში" დაბრუნდება