ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ყველაზე ასაკოვანი ჩემპიონი

ყველაზე ასაკოვანი ჩემპიონი

ამერიკის დედაქალაქ ვაშინგტონის მასტერში ფრანგმა გაელ მონფილსმა 32 წლის ჩეხ რადეკ შტეპანეკთან წააგო.
ამერიკული ტურნირების სერია თანდათან ძალას იკრებს. დღეს მონრეალში დაიწყო სეზონში რიგით მეექვსე მასტერსი, მანამდე კი მამაკაც ჩოგბურთელებს ამერიკის დედაქალაქი ვაშინგტონი მასპინძლობდა, სადაც კარიერაში მე-11 ფინალი წააგო ფრანგმა გაელ მონფილსმა. მას 32 წლის ჩეხმა რადეკ შტეპანეკმა მოუგო.

ბოლო სამი წლის განმავლობაში ვაშინგტონში არგენტინელები იმარჯვებდნენ - 2008 და 2009 წლებში ეს გააკეთა ხუან მარტინ დელ პოტრომ, შარშან - დავიდ ნალბანდიანმა. ეს უკანასკნელი წელს ტიტულის დასაცავად ჩავიდა, მაგრამ პირველივე წრეში წააგო ჯეიმს ბლეიკთან.

ვერ ვიტყვით, რომ მთელი კვირის განმავლობაში აქ ბევრი სიუპრიზი დაფიქსირდა. მეოთხედფინალამდე მხოლოდ ორი განუთესავმა გააღწია - რადეკ შტეპანეკმა და დონალდ იანგმა. ეს უკანასკნელი ერთ დროს ამერიკული ჩოგბურთის ერთ-ერთ მთავარ იმედად მიიჩნეოდა, მაგრამ იუნიორებიდან "უფროსების" კატეგორიაში გადასვლა გაუჭირდა. მან ვაშინგტონში ATP-ის დონეზე კარიერაში პირველად გააღწია ნახევარფინალურ ეტაპზე: მეორე წრეში იანგმა მეოთხე ნომრად განთესილი იურგენ მელცერი დაამარცხა, მეოთხედფინალში კი შარშანდელი ფინალისტი მარკოს ბაღდატისი გამოთიშა ბრძოლას. ნახევარფინალში დონალდი შტეპანეკს შეხვდა და ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ გაუწია მას.

ბადის ზედა ნაწილში მთავარი ფავორიტი გაელ მონფილსი იყო და ფრანგი, როგორც ტურნირის პირველ ნომერს შეეფერება, დამაჯერებლად მიიწევდა წინ. პირველი რთული მატჩი მას ნახევარფინალში ჯონ ისნერთან ელოდა. ამერიკელი გიგანტისთვის ეს ტურნირი განსაკუთრებულია. 2007 წელს სწორედ აქ გაიცნო ისნერი ფართო საზოგადოებამ, როცა მასპინძელმა ზედიზედ ხუთი მატჩი მოიგო, მათ შორის ნახევარფინალი მონფილსის წინააღმდეგ. ოთხი წლის შემდეგ გაელმა რევანში აიღო - მან გადამწყვეტი სეტი ტაი-ბრეიკზე მოიგო, თანაც ერთი მატჩბოლის მოგერიება მოუწია.

შტეპანეკისთვისაც და მონფილსისთვისაც ეს პირველი ფინალი იყო ამ სეზონში. მათი ბოლო მატჩი ორი კვირის წინ ჰამბურგის გრუნტზე გაიმართა და მაშინ ფრანგმა ორ სეტში მოიგო - 6:4, 6:4.

ვაშინგტონში ყველაფერი პირიქით მოხდა. რადეკი შესანიშნავად მოქმედებდა და ორივე პარტიაში ნაადრევი ბრეიკის წყალობით ეუფლებოდა ინიციატივას. ჩეხი კარგად ინარჩუნებდა საკუთარ მოწოდებას და მონფილსმა ისე დაასრულა მატჩი, რომ ერთი ბრეიკ-პოინტიც არ მიუღია - 6:4, 6:4. გაელმა კარიერაში მე-11 ფინალი წააგო, სულ კი 14 ფინალში უთამაშია.

ამ გამარჯვების წყალობით რადეკი რეიტინგის საუკეთესო ოცდაათეულში დაბრუნდა, რაც მნიშვნელოვანია ამერიკის ღია პირველობის წინ განთესვის ნომრის მიღების მხრივ. სხვათა შორის 32 წლის შტეპანეკი წელს ATP-ის ტურნირის ყველაზე ასაკოვანი გამარჯვებულია.

Legg Mason Tennis Classic

ვაშინგტონი (აშშ). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 1 165 500 დოლარი

ფინალი

რადეკ შტეპანეკი (ჩეხ)-გაელ მონფილსი (საფ) 6:4, 6:4.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს

ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია

მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის

19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა