კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა "ქუთაისმა" სუპერლიგის ფინალური სერიის მე-3 მატჩში "კავკასია" 100:77 დაამარცხა და ჩემპიონობას მიუახლოვდა. იმერული კლუბი სერიას 2:1 იგებს და თუკი მომდევნო მატჩში გაიმარჯვებს, საქართველოს ჩემპიონის ტიტულს მესამედ დაეპატრონება. მოგეხსენებათ, ფინალური სერია 3 მოგებამდეა და მეტოქეთაგან ჩემპიონობასთან უფრო ახლოს "ქუთაისია". ბექა წივწივაძის გაწვრთნილ "კავკასიას", რომელიც ფინალში პირველადაა, ჩემპიონობის მოსაგებად ზედიზედ 2 გამარჯვება სჭირდება, რაც შეუძლებელი არა, მაგრამ რთული მისაღწევი იქნება.

როგორც ანგარიშიდან ჩანს, ფინალური სერიის მე-3 მატჩი ქუთაისელებმა იოლად მოიგეს. 23-ქულიანი ლიდერობა არის იმ დალაგებული თამაშის შედეგი, რომელსაც იმერულმა კლუბმა საფუძველი მე-2 პერიოდში ჩაუყარა და დიდი შესვენების შემდეგ სრულყო. არადა, კოტე ტუღუშის გუნდმა პირველი პერიოდი 20:27 წააგო და მოგვიანებით 10 ქულითაც ჩამორჩა. ამ სოლიდური ჩამორჩენის შემდეგ სტუმრებმა (თამაში თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ჩატარდა) მოახერხეს თამაშის შემობრუნება, რაც უპირველესად საიმედო დაცვის დამსახურება იყო.

როცა დაცვა გაამაგრა, "ქუთაისს" შეტევაში გზა გაეხსნა. მეთოდურად, ნაბიჯ-ნაბიჯ იწყეს ქუთაისელებმა დეფიციტის აღმოფხვრა და უკვე დიდი შესვენებამდე წინ გაჭრა მოახერხეს. ეს უპირველესად დეტრეკ ბრაუნინგის დამსახურება გახლდათ, რომელიც უფრო ბომბარდირული თვისებებით გამოირჩევა და ცხადია, სტატისტიკაც სხვებზე უმჯობესი უგროვდება. არანაკლებ პროდუქტიული იყო აკაკი დვალიშვილი, რომელიც არა მხოლოდ ფარქვეშ, პერიმეტრიდანაც შედეგიანად მოქმედებდა. პირველი ნახევრის ბოლო წუთებზე "ქუთაისი" 41:35 დაწინაურდა, თუმცა დიდ შესვენებაზე სტუმართა მინიმალური ლიდერობა დაფიქსირდა – 47:46.

ნათქვამია, ვინ ც იგებს მე-3 პერიოდს, ის იგებს თამაშსო. ეს, ცხადია, ასპროცენტიანი ფორმულა არ გახლავთ, თუმცა მე-3 პერიოდი იმდენად საკვანძოა, მასში სოლიდური უპირატესობის მოპოვება გამარჯვების გზაზე მიმავალ კარს ფართოდ გიღებს. ჰოდა, 31:18 მოგებული პერიოდის შემდეგ "ქუთაისმა" მატჩის ბედი, ფაქტობრივად, გადაწყვიტა. დეტრეკ ბრაუნინგის შედეგიანი თამაშის შედეგი ტაბლოზე აისახა და ქუთაისელებს დარჩენილ ათწუთეულში თამაშის საბოლოო გამარჯვებამდე მიყვანა აღარ გასჭირვებიათ.

28 ქულით ბრაუნინგი მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გახდა. მის ანგარიშზე 5 შედეგიანი გადაცემა და 4 მოხსნაც იყო. აკაკი დვალიშვილმა შეხვედრა 17 ქულით, 8 მოხსნითა და 5 პასით დაასრულა 13-13 ქულა მარქუს გილსონმა და გიორგი ოჩხიკიძემ მოაგროვეს. "კავკასიაში" 20 ქულით ბომბარდირი გახდა ჯასტინ ფორესტი. 17 ქულა - გრეგ ფარჰემმა, ხოლო 15 ილია ლონდარიძემ დააგროვა.

ფინალურის სერიის მე-4 მატჩი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 27 მაისს, 19:00 საათზე გაიმართება.

GBF.GE

კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
რუსთავის გამარჯვება ბოლოსწინა წამზე | ჯეიდენ, შენ ხარ კინგი!
რუბენ გარაბაიამ ევრო-2028-ის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
WU17 | ლუქსემბურგი 1:0 საქართველო
17-წლამდე ნაკრების შემადგენლობა შესარჩევი ციკლის მატჩებისთვის
16-წლამდე ნაკრები რუმინეთს უმასპინძლებს
წელს ვეღარ ითამაშებს - ლაკრუას ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა
სარფიანი კონტრაქტი შესთავაზეს - "ფენერბაჰჩე" მენდილიბარს იწვევს
მოლაპარაკებების პოზიტიური დასაწყისი - "იუვენტუსი" ნაგელსმანის კანდიდატურას განიხილავს
კვერნაძე და კიდევ 2 სხვა - "რომა" ზაფხულში არჩევანს 3 ფეხბურთელს შორის გააკეთებს
პსჟ-სთან მატჩამდე - მიქაუტაძის და "ვილიარეალის" გამოუყენებელი შანსები და მარცხი "ესპანიოლთან"
[VIDEO] ჰაკიმი მთელი ბრწყინვალებით და პსჟ-ს ზედიზედ მეცხრე გამარჯვება
ქართული ხელბურთის 70 წლის იუბილე და საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა
პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა
აფრიკის თასი კვლავაც ყოველ 2 წელიწადში გაიმართება
იკარდი შეშლილივით ვარჯიშობს და ახალი კლუბის ვარიანტს ელის
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
კვერნაძის დასამატებლად ნადირობა იწყება - ქართველს ახალი მსურველები ჰყავს
[VIDEO] "მასზე ყველაფერი არასწორი აღმოჩნდა" - მამარდაშვილის ხუმრობა "ჩელსისთან" მატჩის შემდეგ, რასაც დიდი მხიარულება მოჰყვა
კომპანიმ საავადმყოფოდან გამოწერეს, მაგრამ ჯერჯერობით სამუშაოს ვერ დაუბრუნდება
"არარაობა სლუცკი და ბეჰემოთი ღურწკაია" - საფეხბურთო აგენტმა სლუცკის დასცინა და კითხვა დაუსვა, როგორ მოახერხა ქვედა ლიგაში გავარდნა, როდესაც გუნდში ხვიჩა ჰყავდა?
"ტორპედომ" და არაბიძემ კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყვიტეს
დევონტრე ტომასის ბენეფისი ქუთაისში | თსუ-მ ქუთაისს მეორეც მოუგო და ჩემპიონობას მიუახლოვდა
"ქუთაისმა" ფინალში "კავკასია" დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონი მესამედ გახდა!
ისტორიული ბრინჯაო: ტყიბულის "ორბმა" სუპერლიგაში საპრიზო ადგილი მოიპოვა!
დუდუ დადიანის თასი სუპერლიგის დებიუტანტმა "კავკასიამ" მოიგო
თასის ოთხთა ფინალში ქუთაისი მარგვეთს დაუპირისპირდება, თსუ – თელავს
"კაკტუსმა" "კავკასიას" სძლია და სუპერლიგაში ადგილი შეინარჩუნა
სუპერლიგის ჩემპიონი "ქუთაისი" ევროთასებზე ასპარეზობას სლოკავურ "ლევიცესთან" მატჩით დაიწყებს
"კავკასია" ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის გამარჯვებულია
"კავკასიამ" და "რუსთავმა" იმარჯვეს და სუპერლიგის ლიდერ "ოლიმპს" გაუთანაბრდნენ
"ქუთაისი" დანიის ჩემპიონთან ბოლო წამებზე დამარცხდა და ფიბა ევროპის თასზე იასპარეზებს
"კავკასიამ" "კაკტუსს" სერია გაუთანაბრა - სუპერლიგის საგზური მეხუთე მატჩში გათამაშდება