საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს. 31 მაისს ჩვენი გუნდი კვიპროსს სტუმრად დაუპირისპირდება, ხოლო 4 ივნისს მეტოქეს თბილისში უმასპინძლებს. ორივე შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება.

კვიპროსში გამგზავრებამდე ირის ანტმანის გუნდმა სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" ივარჯიშა. მოახლოებული მატჩების შესახებ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ირის ანტმანმა და ფეხბურთელებმა - ნინო ჩხარტიშვილმა და სალომე გასვიანმა ისაუბრეს.

ირის ანტმანი (საქართველოს ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "ორი უმნიშვნელოვანესი მატჩისთვის ვემზადებით. ეს შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ, რადგან მოედანზე თანაბარი ძალების მქონე ორი გუნდი გავა. თამაშის დღეს ყველაფერი ფეხბურთელებზე იქნება დამოკიდებული. ამ შეკრებაზე მათ ეტყობათ, რომ გამარჯვების მოპოვება ძალიან უნდათ. ჩვენ საკმაოდ კარგად დავიწყეთ ჯგუფური ეტაპი ლიეტუვის ნაკრებთან თამაშით, სადაც ორი გოლის გატანა შევძელით, თუმცა ჩვენი შეცდომების შედეგად ასევე ორი გოლი გავუშვით. ასეთი შეცდომების აღმოფხვრის შემთხვევაში შევძლებთ მომდევნო თამაშებში ქულების მოპოვებას".

ნინო ჩხარტიშვილი (ქალთა ნაკრების ფეხბურთელი): "ძალიან მნიშვენლოვანი მატჩები გვაქვს. ორივე თამაში ერთი მეტოქის წინააღმდეგ გველის, რაც რთული იქნება. დაახლოებით ერთი დონის გუნდები ვართ და გვაქვს შანსი, გამარჯვებით დავასრულოთ ეს თამაშები. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. შეკრება ძალიან კარგად მიმდინარეობს. მოტივირებულები ვართ და ვცდილობთ, რომ ვარჯიშებზე მაქსიმუმი გავაკეთოთ".

სალომე გასვიანი (ქალთა ნაკრების ფეხბურთელი): "მოსამზადებელმა შეკრებამ საკმაოდ ნაყოფიერად ჩაიარა. შევისწავლეთ მეტოქის სუსტი და ძლიერი მხარეები. ჩვენი მიზანი, რა თქმა უნდა, ორივე მატჩის დადებითი შედეგის დასრულებაა".

კვიპროსთან მატჩებისთვის საქართველოს ქალთა ნაკრები 23 ფეხბურთელით ემზადება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: სვეტლანა გაბელაია (ელიტა), თათია გაბუნია (კვარტალი), ეკა თაბაგარი (ლანჩხუთი)

დაცვა: გვანცა ქადაგიშვილი (ლანჩხუთი), მარიამ კალანდაძე (ლანჩხუთი), სოფიკო ნარსია (ლანჩხუთი), სალომე გასვიანი (კვარტალი), ნინო ჩხარტიშვილი (ლანჩხუთი), თამარ ქველიძე (ეტლინგვაიაერი, გერმანია)

ნახევარდაცვა/შეტევა: ნინო პასიკაშვილი (კვარტალი), ნინო ბუხრიკიძე (ნიკე-ლუსო), თინათინ ამბალია (ლანჩხუთი), ირინა ხაბურზანია (ლანჩხუთი), ანა წულაია (ლანჩხუთი), სალომი დიმოპულუ (კვარტალი), ლიზი მწყერაშვილი (ნიკე-ლუსო), მარიამ კაპანაძე (ლანჩხუთი), ანასტასია ბოლქვაძე (კვარტალი), ნათია ჯოჯუა (ნიკე-ლუსო), ნათია დანელია (კვარტალი), მაიკო ბებია (ნიკე-ლუსო), თეონა ბაქრაძე (ტრაბზონსპორი, თურქეთი), ანა ჩემინავა (ტრაბზონსპორი, თურქეთი)

nakrebi.ge

ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
"ვინ უნდა ჩაიბაროს "იუნაიტედი"? მათთან მიახლოებაც კი არავის მოუნდება" - ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
ანტმანი: შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ კარგი თაობა მოდის
საქართველო - საბერძნეთი | მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევის დასკვნითი მატჩი
მოლდოვა 0:1 საქართველო
ანტმანი: თუ შანსებს ვერ იყენებ, ამით მეტოქე სარგებლობს
მოლდოვა 1:0 საქართველო
საქართველოს ქალთა ნაკრებმა მეოთხე მატჩის წააგო. ხუთივე გოლი ბერძნებმა გაიტანეს - ორი საკუთარ კარში