ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

მაკელელეს ახალი როლი

მაკელელეს ახალი როლი

"პარი სენ-ჟერმენის" ყოფილი კაპიტანი კლოდ მაკელელე კლუბის ახალგაზრდულ გუნდს ჩაიბარებს
დედაქალაქური კლუბის ფანებმა ლიგა 1-ის პირველ ტურში "ლორიანთან" მხოლოდ იმედგაცრუება ნახეს. მიუხედავად იმისა, რომ კლუბმა შემადგენლობის გასაძლიერებლად ასტრონომიული თანხები დახარჯა, მან ვერაფრით მოახერხა იმ კლუბის დაცვის გატეხა, რომელმაც სეზონის წინ სამი უმთავრესი ვარსკვლავი - კევინ გამეირო, ჟერომ მორელი და მორგან ამალფიტანო დაკარგა. მათ შორის პირველი ახლა სწორედ მეტოქის ბანაკში თამაშობდა.

აი, რა განაცხადა მთავარმა მწვრთნელმა თამაშის შემდეგ:

"სეზონის ასე ცუდად დაწყება ჩვენთვის დიდი იმედგაცრუება იყო. პირველ ტაიმში ჩვენს თამაშში ნერვიულობა შეინიშნებოდა, განსაკუთრებით ბევრის უფლებას მეტოქეს ჩვენი მცველები აძლევდნენ. ამდენმა შეცდომამ მათ საკუთარი ძალების რწმენა შემატა. მეორე ტაიმში განსხვავებულად მივუდექით საქმეს, წინ დიდი ძალებით წავედით, თუმცა ბედმა გვიმუხთლა. მაყურებელმა ნამდვილი პსჟ მხოლოდ მაშინ იხილა, როცა უკვე გვიანი იყო. დიახ, სამი ქულა დავკარგეთ, მაგრამ ამიერიდან გპირდებით, რომ თამაშს მხოლოდ და მხოლოდ გავაუმჯობესებთ. დროთა განმავლობაში საკუთარი ძალების რწმენაც განგვიმტკიცდება. მიუხედავად ყველაფრისა, პანიკაში ჩავარდნა არაფერს გვარგებს. ამიერიდან მხოლოდ წინ უნდა ვიაროთ, რათა ერთიან გუნდად გადავიქცეთ. ეს არ იქნება იოლი, მაგრამ უნდა ვცადოთ".

მატჩის შემდეგ თავისი მოსაზრებები დააფიქსირა "ლორიანის" თავკაცმა კრისტიან გურკუფმაც. მან ხელიდან არ გაუშვა შანსი, "ეკბინა" მეტოქისთვის, თავისი ფეხბურთელები კი ქებით ცაში აეყვანა. აქვე გთავაზობთ მის განცხადებასაც:

"ადამიანებს რატომღაც სჯერათ, რომ კარგი გუნდის გაკეთება იოლად შეიძლება, თუკი აიღებ და ერთად მოუყრი თავს ყველა ვარსკვლავს. მაგრამ ყველას ავიწყდება, რომ ამისთვის დროა საჭირო. ჩვენ "ლორიანში" ყველამ დიდი ხანია გავისიგრძეგანეთ, რომ ვარსკვლავები მხოლოდ მაშინ იბადებიან, როცა ყველა გუნდზე მუშაობს. მეტოქეს პრობლემები სწორედ რომ კომპაქტური თამაშითა და გუნდურობით შევუქმენით. სწორად შერჩეული ტაქტიკის წყალობით კი დაკარგულ ბურთს მალევე ვიბრუნებდით".

"პარი სენ-ჟერმენის" ყოფილმა კაპიტანმა კლოდ მაკელელემ ფეხბურთელის კარიერა სულ რაღაც 2 თვეა რაც დაასრულა. თუმცა ვეტერანს ფეხბურთს მიღმა დიდხანს გულმა არ მოუთმინა და დღე-დღეზე პსჟ-ში უკვე მწვრთნელის რანგში დაბრუნდება. "ფრანს ფუტბოლის" ინფორმაციით, ის ამიერიდან პსჟ-ის ახალგაზრდულ გუნდს ჩაიბარებს.

მაკელელეს კანდიდატურა მოიწონა სპორტულმა დირექტორმა ლეონარდომ. ერთადერთი, რაც 38 წლის კლოდს ამ თანამდებობისგან აშორებს, ეს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ნასერ-ალ კელაიფის თანხმობაა. დანიშვნა უშუალოდ მისი ხელმოწერის გარეშე არ მოხერხდება. თუმცა ეჭვი არავის ეპარება, რომ ის ამ იდეის წინააღმდეგ არ წავა. აღსანიშნავია, რომ ორიოდე კვირის წინ "ჩელსის" მფლობელმა რომან აბრამოვიჩმა კლოდს კლუბის სელექციონერთა ჯგუფის ხელმძღვანელობა შესთავაზა, მაგრამ უარი მიიღო. მაკელელეს აღარ უნდა სამშობლოდან შორს ცხოვრება.

სეზონის დასრულების შემდეგ წავიდა ლუდოვიკ ჟიულიც, მაგრამ ის ზოგადად ფეხბურთიდან კი არა, კლუბიდან წავიდა და როგორც გუშინ "პარიზიენმა" გაარკვია, კარიერას ის "მონაკოში" გააგრძელებს, კლუბში, სადაც 1998/2004 წლებში გამოდიოდა. ვეტერანმა მეორელიგელებთან 2-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა, რის შემდეგაც მშობლიური კლუბი მას ადმინისტრაციულ თანამდებობას შესთავაზებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა

ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს

ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს

19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა