ბაქოს "ინტერმა", რომელსაც კახა ცხადაძე და გიორგი ჩიხრაძე წვრთნიან, შინ თოვუზის "თურანს" 1:0 სძლია
განვლილ უქმეებზე აზერბაიჯანული პრემიერლიგა დაიწყო და პირველი ტური რამდენიმე ქართველისთვის წარმატებული გამოდგა. ბაქოს "ინტერმა", რომელსაც კახა ცხადაძე და გიორგი ჩიხრაძე წვრთნიან, შინ თოვუზის "თურანს" 1:0 სძლია. გიორგი ლომაიამ, ვალერი აბრამიძემ და ილია კანდელაკმა შეუცვლელად ითამაშეს, ძირითადში იყო მთავარი მწვრთნელის ვაჟი ბაჩანა ცხადაძეც, რომელიც 68-ე წუთზე შეცვალეს.

ქართველები "თურანშიც" არიან - ალექსანდრე გოგობერიშვილმა და გიორგი ბერიაშვილმა მოედანზე 90-90 წუთი გაატარეს, გიორგი ჭედია კი თამაშში მე-60 წუთიდან ჩაერთო.

ბაქოს აზალ-მა, რომლის ღირსებასაც ნუგზარ კვირტია იცავს, სტუმრად ზაქათალის "სიმურგი" 3:0 გაანადგურა. კვირტიამ შეუცვლელად ითამაშა. ბაქოს "რავანი" გასვლაზე განჯის "ქიაფაზთან" 2:3 დამარცხდა. "რავანის" სასტარტო შემადგენლობაში იყო გიორგი გულორდავა, რომელიც 65-ე წუთზე შეცვალეს.

გადავინაცვლოთ სომხეთში, სადაც ჩემპიონატი, შეგახსენებთ, გაზაფხული-შემოდგომის სისტემით ტარდება. "ულისისა" და "პიუნიკის" ერევნული დერბი 1:1 დასრულდა. "ულისის" შემადგენლობაში თენგიზ უგრეხელიძემ, გიორგი კრასოვსკიმ, შოთა ჯიქიამ და ლევან აკობიამ ითამაშეს. ლევან ბუბუტეიშვილის "განძასარი" კი კვლავ ლიდერობს. ქართველმა მეკარემ სრულად ითამაშა, მისმა გუნდმა კი შინ "შირაქი" 4:0 გაანადგურა.

ლატვიური "ოლიმპსის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე მეტისმეტად წარუმატებელი დებიუტი ჰქონდა თამაზ პერტიას, რომლის გუნდიც რიგის "სკონტოსთან" 0:7 განადგურდა. "ოლიმპსი" ჯერჯერობით უიმედო აუტსაიდერია და იმედია, ქართველი სპეციალისტი თავის ხელს დაატყობს.

მოლდოვაში უქართველებოდ დარჩენილი "დაჩია" შინაურ კედლებში "ტირასპოლთან" 1:1-ს დასჯერდა, ტირასპოლის "შერიფმა" კი შინ "ზიმბრუს" 3:1 მოუგო. "შერიფის" უბერებელმა კაპიტანმა ვაჟა თარხნიშვილმა შეუცვლელად ითამაშა.

"ანჟიდან" "ფახთაქორში" გადასული ირაკლი კლიმიაშვილი ძირითად შემადგენლობაში მკვიდრდება. ტაშკენტური კლუბი, რომელიც ჩემპიონატში მეორე ადგილზეა, სამარყანდის "დინამოს" 0:0-ზე დაუზავდა. კლიმიაშვილმა და კახა მახარაძემ შეუცვლელად ითამაშეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა