Sportitalia-ს დირექტორი ჯანლუიჯი ლონგარი იტყობინება, რომ "ნაპოლის" თავდამსხმელით, ვიქტორ ოსიმენით პსჟ, "ჩელსი" და "არსენალი" არიან დაინტერესებული, მაგრამ გამოსასყიდი ფასის, 130 მილიონი ევროს გადახდას არ აპირებენ, თავად ნიგერიელს კარიერის საუდის არაბეთში გაგრძელება არ უნდა, მაგრამ სხვა გზა არ რჩება.

ლონგარის მტკიცებით, ოსიმენის გამოსასყიდად მხოლოდ "ალ ახლია" მზად და ტრანსფერის განხორციელება რეალურია. მოკლედ, ხვიჩა კვარაცხელიას აგენტის, მამუკა ჯუღელის ნათქვამი მართლდება, რომ ვიქტორი საუდის არაბეთში ითამაშებს.

"ნაპოლის" ოსიმენის შემცვლელად რომელუ ლუკაკუს დამატება სურს და მას უკვე ესაუბრა გუნდის ახალი მწვრთნელი ანტონიო კონტე. ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ცნობით, "ჩელსი" ლუკაკუს იჯარით გაშვების წინააღმდეგია და 45 მილიონ ევროზე ნაკლებად არ გაყიდის.

ლუკაკუმ გუშინ ლუქსემბურგთან მოგებულ ამხანაგურ მატჩში (3:0) დუბლი შეასრულა და ახლა მის ანგარიშზე ბელგიის ნაკრებში 85 გატანილი გოლია.

ხვიჩა
დათარსა ...
ამატაკი-ს
რა მაგარი ,,მზე" ხარ
იასონას უდარი
100% ხარ,ხვიჩა არის მარგალიტი,დაფასება და მოფრთხილება სჭირდება. ჩვენ ვართ მცირე რიცხოვანი ერი,თუმცა გვყავდა უამრავი მაღალი კლასის ფეხბურთელი. ჩემს საყვარელ რაღაცას ვიტყვი,ყიფიანის ქვეყანაში კვარაცხელიები არ გვიკვირს,სისტემა უნდა აეწყოს ისე რო ეს ხალხი არ დაიკარგოს და ნიჭის რეალიზება მოახდინონ.რა თქმა უნდა ხვიჩას გავლენა უზარმაზარი იყო ნაპოლიზე,სულ რო არაფერი გააკეთოს მოედანზე,2-3 კაცი სულ მის ახლოს არის და პოლიტანოების მაგვარ ფეხბურთელებს თამაშის საშუალება აქვთ. ნაპოლის არ აქვს ეს ვალდებულება მთლად,თუმცა ქართველებს ნამდვილად გვაქვს ვალდებულება ხვიჩას შევუქმნათ კომფორტი და თავისი ნიჭის რეალიზება მაქსიმალურად მოახდინოს. ვიღაცეები კი ცდილობენ სათავისოდ გამოიყენონ ხვიჩას სახელი და ცნობადობა,რაც წაგებული თამაშია მათთვის. ხვიჩა არის ერის საკუთრება და სახე,ის არავის და ყველას ეკუთვნის,ამიტომაც ყველას მოვალეობა არის მისი მოფრთხილება. ყველა ცნობილმა სახემ მხარე აირჩია,თუმცა ხვიჩამ არა და ათასმაგად დავაფასე,როცა ორივე მხრიდან ზეწოლა დიდია და შენ არცერთს არ ემორჩილები,ეს არის დიდი ნებისყოფის საქმე. ხვიჩა ყოველთვის დადგება იქ,სადაც საქართველოა და არავის მისცემს უფლებას თავისი ინტერესებისთვის გამოიყენონ. კიდევ ერთხელ,მადლობა ხვიჩას მშობლებს და სამეგრელოს ასეთი ბიჭის გაზრდისთვის.
გიორგი
გეთანხმები. თუნდაც იმტომ რომ მაგის უადგილო ლაპარაკი ისევ ხვიჩას ვნებს.

ეს კომენტარი კი არა, არამედ მოხსენებაა! "გრძელი სირყვა მოკლედ ითქმის".
რაბუ
საინტერესო შეფასებაა
ამატაკი
არა მარტო ჩვენთან, იტალიაში გულშემატკივართა საკმაო რაოდენობა ოსიმენში განსაკუთრებულ ფეხბურთელს ხედავდნენ და გაჩემპიონებაში მის წვლილს აზვიადებდნენ. მაშინ როცა წინა წელიც ნაპოლიში გაატარა, იგივე სპალეტისა და ბევრად უკეთესი შემადგენლობის მხარდამხარ. იყო მხოლოდ ერთი განსხვავება იმ გუნდებში: წინა წელს არ ჰყავდათ ხვიჩა, ვინც როგორადაც არ უნდა ქირქილებდეს ამ თემაზე აქაც და იტალიაშიც, ფაქტი ჯიუტია და მერე როგორი ჯიუტი. საოცარია , მაგრამ ხვიჩას სიდიადის უარმყოფელი ეს სკეპტიკოსები ვერაფერმა გადაარწმუნა: ზოგი კომს მიაწერდა (ვნახეთ ბავარიაში), ზოგი სპალეტის (იქ იყო წინა წელსაც და ვნახავთ ნაკრებში) და ბოლოს დიდი ნაწილი ოსიმენს ადიდებდა (ვნახეთ მასზე რეალური მოთხოვნა). გასულ წლებში ოსიზე ბევრად უკეთესებთან, იგუაინსა და კავანისთან ერთადაც კი ვერ ეღირსენ ჩემპიონობას.რატომღაც ვერაფრით ამოღერღა ამ ხალხმა, რომ სინამდვილეში ნაპოლის 33 წლიანი ლოდინის დასასრული შექმნა ერთმა ბიჭმა - ხვიჩა კვარაცხელიამ. თუ ეს არ ჩანს ძალიან აშკარად, მხოლოდდამხოლოდ იმიტომ, რომ ის წესიერი , მორიდებული ბიჭია. საერთოდ არ ცდილობს მკვეთრად განსხვავდებოდეს მისნაირი მილიონობით წესიერი ბიჭებისაგან. არ ყეყეჩობს, ქალებს არ იცვლის ნასკებივით, არაა გატატუებული, ჩვბეულებრივი ვარცხნილობა და ჩაცმის სტილი აქვს, რელიგიური და ოჯახისმოყვარეა. ხომ ცხადია, რომ უხეირო აგენტი ჰყავს, მაგრამ ალბათ მამის ხათრით მასაც არ ელევა. გულშემატკივართა ნაწილისათვის ეს დახასიათება "ვარსკვლავობის" კრიტერიუმებში არ ჯდება. იმის მაგივრად რომ უყურონ და დატბნენ მხოლოდ ნაღდი ფეხბურთით, ზიზილპიპილოების გარეშე მაინც უკმარისობას განიცდიან და ათასგვარ სისულელეებს როშავენ. რათქმაუნდა არიან კარგი ფეხბურთელები, როგორიცაა უდაოდ ოსიმენი, ზელინსკი, ლობოტკა და სხვები, რომელთაც ძალუძთ კარგი შედეგის დადება. ხოლო ცოტაა ხვიჩასნაირი ფეხბურთელები, რომელთაც მოაქვთ ტიტულები. მიუხედავად მინდორზე პოზიციისა,მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ისინი გავლენას ახდენენ თანაგუნდელთა და მთლიანად გუნდის თამაშზეც კი. სწორედ ამაშია პრინციპული განსხვავება კარგ მოთამაშესა და ტოპებს შორის. ნეაპოლში კი არა, ხვიჩამ დააბრუნა სტადიონზე ბათუმისა და ყაზანის გულშემატკივარიც კი. სრული ანშლაგი თამაშების დასწრებაზე, ოპტიმიზმი და აღტაცების შეგრძნება. აი, რა შეუძლია მართლა ტოპ ფეხბურთელებს. ეს ყოველივე კარგად იციან სპალეტიმ, ენრიკემ, კონტემ და სწორედ ამისათვის ბოლომდე ცდილობენ ჰყავდეთ გუნდში რამდენიმე თუ არა ერთი მაინც ხვიჩას დონის ფეხბურთელი. რეალობა არის ასეთი, თუ ის გაინტერესებთ და თუ მხოლოდ ილუზიით არ კმაყოფილდებით.
სოსო
მეც ვისურვებდი,მაგრამ ბარსას ისე უჭირს,თავის ფეხბურთელებს ვერ უტარებს რეგისტრაციას და ხვიჩას ტრანსფერი,უფრო ოცნების სფერო მგონია.დე ლაურენტისს როგორმე უნდა გამოუსხლტეს და პსჟ შუალედურ რგოლად გამოდგება.მანამდე,სანამ ბარსაც ცოტა მოღონიერდება,ფინანსურად.პსჟ-ს ორგანიზაცია და გულშემატკივარი,არ მომწონს,მაგრამ დე ლაურენტისს ყველა სჯობია.ხელფასი მაინც ექნება,ნორმალური და მწვრთნელი კი,კარგი.გუნდის მფობელიც გამოცდილებას იძენს და ვინ იცის,სიტის მსგავსად,მანაც დიდ მიზნებზე გაიყვანოს,გუნდი.მაშინ მანდ დარჩენაზეც შეიძლება ფიქრი.
დათო
რა გამართლდება და რა არა ეს არავინ არ იცის, თუმცა ჯუღელს ეგ, რომ არ უნდა ეთქვა - ეს სიმართლეა...
Sake
დიდ ფეხბურთში ტრანსფერების 90-95% ფანჯრის დახურვამდე 2-3 დღით ადრე ხდება,ხოლო მანამდე რაც ხდება ეს ძირითადად ჟურნალისტებისა და აგენტების ხმაურია.მე არ ვიცი პსჟ-ს ვარიანტი რამდენად რეალურია,მაგრამ კვარა, ნაპოლის რომ უნდა დაემშვიდობოს ეს ნათელია,ეგ კაცი(ლოურენტისი)ფეხბურთიდან,შორსაა, ანუ გუნდის კონსტრუქციის შექმნას არ ან ვერ აკეთებს,იმ უბრალო მიზეზის გამო,რომ არ იცის,რომან ფიფია დინამოს ცნობადს ვერ გახდის ვერასოდეს,იმიტომ,რომ მასაც ფეხბურთი გონია ის რაც მინდორზე ხდება,არავისთვის უცხოს არ ვიტყვი,მაგრამ ფეხბურთი დღეს ის ინდუსტრიაა,რომელისთვისაც სიახლეებს შეძლებისადაგვარად სწორი მიდგომით ყოველდღიიურ რეჟიმში უნდა მიყვებოდე,მთელი სეზონის განმავლობაში ლოურენტისის ყველა ქმედებამ (ალბათ შეუგნებლად)გამოიწვია ის,რომ გუნდი დაიშალა და ე.წ.რაზდევალკის რაზბორკები მომრავლდა.კვარა უდა წავიდეს,მას პოტენციალი აქვს,ჭირდება ახალი გარემო,ეს ერთგვარი გამოცდა იქნება მისთვის,ის,რომ მოუმატებს ეჭვი არ მეპარება,მე,როგორც ბარსას ფანი,ვისურვებდი ბარსელონაში.
არ გინდათ ჯუღელის გაპრავება
ჯუღელმა რაც თქვა ეგ იყო არაპროფესიონალური, არაეთიკური და ხვიჩასთვისაც ცუდი. ჯერ ერთი სხვის საქმეში ჩაერია. თავის კლიენტს უნდა მიხედოს. მეორე, საიდან იცოდა ჯუღელმა ოსიმენის ამბები, ძირითადად ხვიჩასგან ხომ. არ გინდათ ეხლა ჯუღელის გაპრავება. მანდ იმაზე არაა სწორად გამოიცნო თუ არა. უბრალოდ უნდა მოეკეტა და მორჩა
იასონას უდარი
"თურმე მაგარი ვყოფილვარ"-ჯუღელი მართალი აღმოჩნდა თუ არა,არ უნდა ექნა ის ამბავი,თუმცა თავის დროზე ჯუღელის მხარე მეჭირა ხვიჩას გამო. მაშინინაც ვთქვი რო არ არის სწორი,არაკოლეგიალურია ასეთი ქმედება,თუმცა ის ამბავიც არ უნდა ატეხილიყო. საქართველოში განათლების დონე დაბალია,ამიტომ ყველაფერი ახსნას საჭიროებს. რატომ არ იყო სწორი იმ ყველაფრის თქმა-ნებისმიერ დიდ ორგანიზაციას აქვს აქციები და როცა დროზე ადრე ქვეყნდება გოლეადორის დაკარგვის ამბავი,აქციათა ფასი ვარდნას განიცდის და ორგანიზაცია ზარალში მიდის. ასევე,შეშფოთება იქნებოდა აქციონერებში და პრატნიორებში,სპონსორებსა და გულშემატკივრებში,რაც ფინასნებს დაარტყავდა. საქართველოში ვიღაცამ დააბრეხა რო შაქარი აღარ შემოვიდოდა და შაქრის ფასი ასტრალებში გავიდა,ხოდა ასეთ დონეზე მოლოდინებს უარყოფით მეტი აქვს. მერედა,გუნდში სიტუაციას არევდა დიდი ალბათობით,რაც თამაშის ხარისხზე აისახებოდა და აისახა კიდეც. თუმცა მაგის ბრალი არ ყოფილა მარტო ნაპოლის ცუდი ფორმა. გულშემატკივარი შეიძულებდა ფეხბურთელს და მის დისკომფორტს გამოიწვევდა. ამიტომაც,მამუკას არ უნდა ეთქვა და უნდა დაფიქრებულიყო.
ჟორა
იძულებით გაკეთებული საქმე პროგნოზის გამართლებად არ ჩაითვლება, ასე, რომ ჯერ არაა გადაწყვეტილი "ბოროტი ხარ თუ არა".
მე არ ვარ ბოროტი
ამ დროს სად არიან ოსიმენის ქართველი ფანები?
იტალიის ნაკრებში გატუზოს შემცვლელი ცნობილია
კონტე: იტალიის ნაკრების მწვრთნელად კონტეს ავირჩევდი
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
"ლივერპული" ალისონს წასვლაში არ უნდა შეეწინააღმდეგოს - მთავარია, მამარდაშვილის დუბლიორი დაიმატონ" - ინგლისური მედია
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ალისონი სპალეტის შეთავაზებას დათანხმდა - მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
"ამის მიზეზი საერთოდ არ არსებობდა" - ჯერარდმა მამარდაშვილი გააკრიტიკა
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
ენცო ფერნანდესმა "რეალში" ტრანსფერთან დაკავშირებით მინიშნება გააკეთა
ქართველი ტალანტი ჩაკვეტაძის სტილითა და ტოპჩემპიონატის პერსპექტივით - რა აახლოებს ხვიჩას "ოქროს ბურთთან" - ნუკრი რევიშვილი ბევრ თემაზე
[PHOTO] ლამის დაასახიჩრეს. სლოტის თქმით, წამოსაწოლად ჩადიან - ოსიმენს და ლანგს ოპერაცია გაუკეთეს
სიტუაცია იცვლება და იძაბება - პსჟ-ის მორიგი სუპერ ტრანსფერისთვის კარგი შანსი ეძლევა
[VIDEO] "ნაპოლიმ" "მილანსაც" მოუგო და მეორე ადგილზე აღზევდა
124 დღის შემდეგ - "ნაპოლის" რომელუ ლუკაკუ უბრუნდება
"კონტესთან კარგი ურთიერთობა არ მქონდა" - "ახალ კვარად" წოდებულმა ლანგმა "ნაპოლის" დატოვების მიზეზი განმარტა
[VIDEO] აი, ასე სცემენ თურქეთში პატივს ოსიმენს - ნიგერიელმა ქომაგების ამ ქმედებისას ცრემლები ვერ შეიკავა
ლუკაკუს "ნაპოლიში" ვარდი შეცვლის? - "პარტენოპეი" ვეტერან ფორვარდს უახლოვდება
ისევ არ გამოცხადდა - გაუვა ლუკაკუს "ნაპოლისთან" ურჩობა?
ახლა სტერლინგი? - კონტე "ნაპოლის" პრემიერლიგის ყოფილი ფეხბურთელებით აკომპლექტებს
"ამდენი მატჩები ფეხბურთსა და ფეხბურთელებს კლავს!" - კონტეს ემოციური კომენტარი "ფიორენტინასთან" გამარჯვების შემდეგ
"კლუბის ამ გადაწყვეტილების გამო ვისჯებით" - ფერნანდესთან ერთად მარესკას კუკურეიაც გამოექომაგა
ჯუღელის ნათქვამი მალე აცხადდება? - საუდის არაბეთში ოსიმენის კონტრაქტის გამოსასყიდს იხდიან, "მანჩესტერ იუნაიტედი" სხვა ფორვარდს იმატებს
რა უშლის კვარაცხელიასა და ოსიმენის ტანდემის პსჟ-ში აღდგენას ხელს?
"მის ჩანაცვლებას ვცდილობდით, მაგრამ ეს შეუძლებელია" - დე ლაურენტისმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"დე ლაურენტისი დათმობაზე წავიდა, ჯუღელის პირობები დაკმაყოფილდება" - "კვარას" ახალი ხელშეკრულების დეტალები ცნობილია
კონტე: იტალიის ნაკრების მწვრთნელად კონტეს ავირჩევდი
კიდევ ერთი ქართველი "ნაპოლიში"? - "პარტენოპეი" გიორგი წიტაიშვილის დამატების ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] ომში იყვნენ თუ "ენფილდზე" - ოსიმენს თაბაშირი დაადეს, ლანგმა თითის ნაწილი დაკარგა
კვარაცხელიამ რეკორდი დაამყარა და მამარდაშვილის თამაშზე კომენტარი გააკეთა
"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
დრაქსლერმა კატარულ გუნდში გადასვლა გადაწყვიტა
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
"ოქროს ბურთი 2026". რეიტინგი განახლებულია - რა შანსები აქვს "კვარადონას"?
"ოსიმენმა "გალათასარაის" პრეზიდენტს "ლივერპულის" გაგდების შემთხვევაში ეს სთხოვა" - თურქი ჟურნალისტი საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს
"ნაპოლიში" ასეთი არ ყოფილა" - კაპელომ კვარაცხელიაზე ისაუბრა
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ნაპოლიმ" ლუკაკუს ულტიმატუმი წაუყენა
"კვარაცხელიას ტრანსფერზე 6 თვე ხმაურის გარეშე ვმუშაობდით" - აგენტმა სიტუაცია განმარტა
"ჩელსი" როსენიორის გადაყენებას არ აპირებს
"ხვიჩა უკმაყოფილო იყო, ოსიმენი კი ამას აკეთებდა..." - კალცონამ მისი მწვრთნელობის დროს "ნაპოლის" კულისებში მომხდარი ამბები მოჰყვა
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
"ნაპოლი" მთავარი თავდამსხმელის გარეშე დარჩა
მარეზს საუდის არაბეთში ეპატიჟებიან