<p>"ნაპოლის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია "პარტენოპეისთან" ხელშეკრულებას გაახანგრძლივებს. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიელი სატრანსფერო ექსპერტი ჩირო ვენერატო ავრცელებს.</p><p>წყაროს ცნობით, ახალი კონტრაქტის მიხედვით, ხვიჩას ხელფასი 5 მილიონი ევრო და დამატებით ბონუსები იქნება. გარდა ამისა, ხელშეკრულებაში გამოსასყიდი თანხაც იქნება მითითებული.</p><p>"ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლისთან" კონტრაქტს აუცილებლად გაახანგრძლივებს. მისი ხელფასი 5 მილიონი ევრო და პლუს, ბონუსები იქნება. ხელშეკრულებაში გამოსასყიდი თანხაც ჩაიწერება. "პარტენოპეის" ახალი მწვრთნელი ანტონიო კონტე ევროპის ჩემპიონატზე გერმანიაში ხვიჩას შეხვდება", - განაცხადა ვენერატომ Rai-სთან ინტერვიუში.</p><p>შეგახსენებთ, "კვარას" ნეაპოლურ კლუბთან მიმდინარე ხელშეკრულება 2027 წლის ზაფხულში ეწურება.</p><p><p><p><p><br></p>
დავით 67
სოსო-ს.რა ვიცი აბა რა გითხრა. ვერ ვუგებთ ჩვენ ერთმანეთს ამ საკითხში. მე სხვანაირი ხედვა მაქვს
სოსო
დავით 67-ს.კი,დავით სწორედ ასე დავწერე.მუშის დღიური ფასი,მაშინ 50 ლარი იყო.მე 5 ლარი შევთავაზე და არავინ გამოჩნდა.მეც სწორედ იმიტომ დავწერე,რომ რა შეკითხვაც ახლა შენ დასვი,ეს შეკითხვა მაშინვე დაგესვა.ორი წელია ოსიმენი და კვარა,თანაბრად ეწევიან ლიდერის უღელს,წელს ოსიმენს ტრავმები ჰქონდა და ხვიჩას მეტიც კი მოუწია.დე ლაურენტისმა აიღო და ოსიმენოს ისედაც სხვებზე მეტი ხელფასი,10 მილიონამდე გაუზარდა,ხვიჩას კი ეუბნება,შენ როცა მიგიღე და სტაჟიორის ხელფასი დაგინიშნე,ის კონტრაქტი ჩაამთავრეო.არც ერთი წესიერი დირექტორი,ასე არ მოიქცევა.ვინც მოიქცა,კი დაემხო თავზე ნაპოლი.საერთოდ არ უთამაშიათ ძირითადშიდა კი იღებენ ის ფეხბურთელები,ხვიჩაზე მეტ ხელფასს,არაფრის კეთებაში.რატომღა უნდა ეცადონ ვარსკვლავად გახდომა,თუ არავინ დაუფასებს?ხვიჩა პროფესიონალია და მაინც სხვებზე კარგად თამაშობს,მაგრამ აღარც ის იკლავს თავს და სხვა ფეხბურთელები ხომ საერთოდ ფეხებზე იკიდებენ ნაპოლის ინტერესებს.მოტივაცია აღარ აქვთ,რადგან არაფერს ელიან,გუნდის პრეზიდენტისაგან.სადაც მოთხოვნაა,იქ მიწოდებაც არის,მაგრამ საამისოდ,გადახდაა საჭირო.არ გადაიხდი,ვერც ვერაფერს მიიღებ.2000 წელს საოცრად გვალვიანი წელი იყო.40 მეასედ ფართობზე დავთესეთ სიმინდი და როცა დრო მოვიდა,კულტივაციის გაკეთების შემდეგ,მამაჩემმა ორი მუშა ნახა დასახმარებლად,ძირების გამოსათოხნად და გასათხელებლად.ორივემ თავისი ფასი უთხრა და მამაჩემსაც ვაჭრობა არ დაუწყია,რაც სთხოვეს,შეჰპირდა.გამოუთოხნეს ძირები,მაგრამ აღმჩნდა,რომ ერთს ნაკლები ფასი უთხოვია და მეორეს რამდენიც მისცა,რომ დაინახა,მამაჩემს უსაყვედურა.ორივეს ისე გადაგიხადეთ როგორც მომთხოვეთო,უთხრა მამაჩემმა,მაგრამ მეზობელები იყვნენ და ეგეც არ იყოს,რომ დაგვჭირვებოდა,მეორედ აღარ გამოგვყვებოდა.ამიტომ მამაჩემმა,მასაც მეორე მუშის თანხამდე შეუვსო,გადასახადი.იმ ზაფხულს,ისეთი გვალვა წავიდა,იმ ნაკვეთში,მარცვალი სიმინდი ვერ ავიღეთ.მამაჩემმა იმ ბიჭს უთხრა,აბა მაშინ რომ მებუტებოდი,ახლა დამიბრუნებ იმ ფულსო?ორივეს გაეცინა და მაგით დამთავრდა ყველაფერი,მაგრამ ეს ამბავი იმიტომ მოვყევი,რომ როცა ორი ადამიანი თანაბრად მუშაობს და ერთს მეორეზე მეტს მისცემ,მეორე აუცილებლად ნაწყენი დარჩება.წინასწარი პირობა ერთია,მაგრამ უსამართლობა უკმაყოფილებას იწვევს და მეორედ მისი იმედი აღარ უნდა გქონდეს.ასეთი შემთხვევაც იყო ჩვენთან.პატრონმა ვენახებში მუშების ბრიგადა ამუშავა,მაგრამ კარგი მოსავალი ვერ მიიღო და ფულის მხოლოდ ნაწილი გადაუხადა,მეტის საშუალება არა მაქვსო.მეორე წელს,მასთან აღარავინ წავიდა და იძულებული გახდა,ვენახები გაეყიდა.სათანადო ანაზღაურების გარეშე,არავინ გაგიჩერდება და სხვასთან წავა.პატივისცემა ერთხელ შეიძლება,ორჯერ,რამდენჯერმეც,მაგრამ ერთი და ორი წელი,მხოლოდ პატივისცემის გამო,არავინ გაგიჩერდება,თუ ძალიან დიდი პატივისცემა არ ახსოვს შენგან და ფინანსურადაც გამართული არ არის.ჰო,საყვედური რომ არ მითხრა,შენ სად იყავიო,ვენახებს ვუვლიდი.ფურჩქვნისა და წამლობის პერიოდი იყო და არ ეღალატებოდა.
დავით 67
სოსო-ს! მაინც ვერ გაიგე რას ვამბობ. ადრე მახსოვს რომელიღაც კომენტარში წერდი კახეთში ვენახები მაქვს და მუშას 5 ლარს ვთავაზობ რაღაცაზეო (გასვლაზე მგონი) და არავინ მოდისო სამუშაოდო ( შეიძლება თანხა მეშლება) . კითხვა: რატომ 50-ს ან მეტს არ სთავაზობ? აქაც მაინცადამაინც მუშის პოზიციიდან რომ უყურებ, შენც დირექტორის პოზიციიდან შეხედე. ეგეც რომ არ იყოს ხვიჩას არასოდეს გამოუხატავს უკმაყოფილება ხელფასზე. უფრო სხვანაირ შედარებას მოვიყვან კიდევ. დაუშვათ შენ ხარ დირექტორი ან რამე საწარმოს ხელმძღვანელი მე მოგიყვანე მუშა და შევთანხმდით მის ხელფასზე ( ორივეს გვაწყობს) გივიმ მოგიყვანა ასევე მეორე მუშა და დაგარწმუნა რომ იმაში რომ ამ კაცს ამდენი გადაუხადეო და შენც დათანხმდი. მერე მუშაობის პერიოდში ჩემმა მუშამ თავი გამოიჩინა ( კარგად იმუშავა, ამ დროს მე არც კი მოვდივარ შენთან ხელფასის გაზრდის თხოვნით, შენ ხელფასს გაუზრდი????? თუ მეტყვი კიო, არ დავიჯერებ. ეგ არის და ეგ. აურელიომ იცის თავის საქმე. ის მომავალ წელს ააშენებს გუნდს. შარშანდელი წარმატება რატომღაც ყველას გავიწყდებათ. მარტო იმას გაიძახით ხვიჩამ გახადა გუნდი ჩემპიონიო
სოსო
დავით,ოსიმენიც და კვარაც,ორივე ფეხბურთელია.ჩათვალე,რომ მუშაა და ტოლ სამუშაოში,ერთს,მეორეზე ორჯერ მეტს უხდიან.ერთი რომ ხელოსანი იყოს და მეორე ხელის მუშა,კიდევ ჰო,მაგრამ ერთნაირი ხარისხით შრომობენ და მის ნახევარს გიხდიან.არც ერთი თავმოყვარე მუშა არ გაჩერდება დიდხანს,ასეთ უფროსთან.შენ ნახე,მე როგორ ვმუშაობ,მოგწონს,მაგრამ გადახდა არ გინდა?კარგად იყავი გენაცვალე,შენ შენთვის,მე კი ჩემთვის.ეს არის ბუნებრივი საქციელი.თქვენი ლოგიკა კი,კაკო ყაჩაღში რომ არის:-"მერე მე ძროხა ვის ჩავაბარო,სადღა ვიშოვი,კარგ მეძროხესა?!"დე ლაურენტისი კი ჰგავს,იმ ავ ბატონს,"ერთი აჯამი,გულქვა,ბოროტი",მაგრამ მას როგორ დაუჯდა,ისიც გეხსომებათ.თავიც დაიღუპა და კაკო ყაცაღიც აიძულა,ყაჩაღად გავარდნილიყო.გამძაფრებული უსამართლობა,გამძაფრებულ წინააღმდეგობას იწვევს და ბოლოს,ყველა წაგებული რჩება.ამ პოსტშიც და ადრინდელებშიც,ჯუღელის ცუდ როლზე არ ვსაუბრობ მუდამ?გარეგნულ ფაქტორზე და მასზე გამოხმაურებებზე კი,სრულიად გეთანხმებით.არც მე მომწონს მოხატულები,გარეგნულად მოუწესრიგებლები რომ გამოდიან,მაგრამ მათ როგორებიც მოსწონთ საკუთარი თავები,რა უფლება მაქვს ისე გამოსვლა ავუკრძალო?კარგად ითამაშონ,გაიმარჯვონ,გაგვახარონ და ჩემი თავი ენაცვალოთ.თვითონ თუ არ მკითხეს აზრი,არასოდეს არავის დავუწუნებ გარეგნობას,თუ რა თქმა უნდა,ვიღაცამ წესიერების საზღვრებს არ გადააბიჯა.
დავითი 67-ს
დაკვირვებული ვარ, რომ რაღაც არაადექვატურ შედარებებს აკეთებთ ხოლმე. :) ანუ, ოსიმენისა და ხვიჩას მიერ გუნდისთვის მოტანილი სარგებელი, თქვენ შეგიძლიათ შეადაროთ დირექტორისა და მტვირთავის მიერ გაწეული შრომის თანაფარდობას? :) გასაგებია, რომ კომუნისტების დროსაც მოსწრებიხართ, მაგრამ არაასაჭირო მენტორის ტონით სხვების ჭკუის სწავლება. ბებერი ხარის რქები ყოველთვის არ ხნავენ. :)
გოგია
შური და ბოღმა არაფერ შუაშია, მით უმეტეს, თქვენი კომუნისტების დროინდელი მსგავსი ემოციები. თუ ნაპოლიში შესაძლებელია, რომ ფეხბურთელს ჰქონდეს 10 მილიონი ხელფასი, ხვიჩას რატომ უნდა ჰქონდეს ამის მეექვსედი? არავის არ შურს ოსიმენის. ობიექტურად არასწორია ამხელა სხვაობა ხელფასებს შორის. ხვიჩა ხომ ვიღაც ღრმა თადარიგის ფეხბურთელი არაა ნაპოლიში.
დავით 67
სოსო-ს! შენმა კომენტარმა კომუნისტებისდროინდელი შურბოღმა გამახსენა)). იმის შვილს თუ აქვს, ჩემს შვილს რატომ არ უნდა ჰქონდეს. იმის შვილს თუ ლევისი აცვია, ჩემი შვილი რითია ნაკლები და ა.შ ოსიმენს თუ აქვს 10მლნ, რატომ არა აქვს ხვიჩას და ა.შ.ხომ ხედავ უამრავი ადამიანი ჯერ კიდევ გარეგნულ ფაქტორებს აქცევს ყურადღებას, ზოგს ხვიჩას წვერი არ მოსწონს, ზოგს მისი ვარცხნილობა ზოგსაც კიდევ ბუდუს ენის გამოყოფა. თითქოს ეს იყოს მთავარი და თავდადადებული თამაში მეორეხარისხოვანი. რა ვერ გაიგეთ ასეთი რომ ოსიმენის ხელფასი მისი აგენტის დამსახურებაა. ანდა როდის მომხდარა ისე თუნდაც საქართველოში, რომ ვინც ბევრს მუშაობს პირობითად მტვირთავად ,დირექტორზე მეტი ხელფასი ჰქონოდეს. თითქოს გუშინ დაიბადეთ და ვითომ არ იცით რომ სამართლიანობის შეგრძნება და პროფესიულიზმი სხვადასხვაა. თუ რა როგორ უნდა იყოს ამაზე არ ვამბობ. ვამბობ იმას რაც არის ამ ქვეყნად და რაც სულ იქნება
დავით 67
კომუნისტებისდროინდელი შურბოღმა მახსენდება. იმის შვილს თუ აქვს, ჩემს შვილს რატომ არ უნდა ჰქონდეს. იმის შვილს თუ ლევისი აცვია, ჩემი შვილი რითია ნაკლები და ა.შ ოსიმენს თუ აქვს 10მლნ, რატომ არა აქვს ხვიჩას და ა.შ.ხომ ხედავთ უამრავი ადამიანი ჯერ კიდევ გარეგნულ ფაქტორებს აქცევს ყურადღებას, ზოგს ხვიჩას წვერი არ მოსწონს, ზოგს მისი ვარცხნილობა ზოგსაც კიდევ ბუდუს ენის გამოყოფა. თითქოს ეს იყოს მთავარი და თავდადადებული თამაში მეორეხარისხოვანი
გიგო
ზღაპარი დაწერეს და ზღაპარს ზღაპარი აღარ დაამატეს.
ნაპოლეონი
ამის ფეხბურთი ჩათვალე დამთავრებულია. . . რა ნაპოლი რის ნაპოლი. . რომ ინარჩუნებს რა მიზანი აქვს. . ლიგის მოგება?. . 200 მილიონად გაყიდოს ხომ. . .არავინ ეს ბიჭი არ აქცია ლიდერად და თავად ხომ ისედაც არ იქცა.მე ვგულისხმობ კლუბს თორემ ნაკრებში ცოტა ზემოდან ყურება კი დაიწყო.არადა ნაპოლიში უნდა იყოს ქურდი. . . ვგულისხმობ გასახდელს.ხოდა ბიძიკო ისევ არ მოგცემენ პასებს და ისევ შენით თუ გაიელვებს და ეგ იქნება. .პსჟ იყო დიდი შანსი თან შეუთანხმდი.რა ნაპოლი ხალხო რის ნაპოლი. . .
რეალობას
მესმის ობიექტურად არ მოგვწონს ჯუღელი მაგრამ ის არ დაგავიწყდეთ რომელ ქვეყანაში ვცხოვრობთ. რაც არ უნდა ევროპისკენ ვიწევდეთ ჩვენთან მაინც ყოველთვის იქნება "ქართული ჯიგრული პონტი". შესაბამისად ვერ ადგება ხვიჩა და ოჯახის ახლობელს ვერ გაუშვებს. ერთადერთი ვარიანტი თავად ჯუღელმა უნდა თქვას უარი კვარას აგენტობაზე მარა მაგის გამკეთებელი არ მგონია იყოს.
!
სანაია ჩააყენოს საქმის კურსში კვარაცხელიამ,მაინც მასზე ამოსდის მზე და მთვარე
soc.press
გამოსასყიდი თანხა თუ იდება დაგეწერათ ბარემ მოცულობა, თუ ინტრიგას უნარჩუნებთ საკითხს? ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რა თანხა ჩაიწერება ხელშეკურულებაში, თუ 150 მილიონის ჩადებას უპირებენ, ეს იმას ნიშნავს, რომ ნაპოლიში მოუწევს კარიერის ბოლომდე ყოფნა, ამიტომ ასეთი მშრალი ინფორმაციის დაწერას, აჯობებს საერთოდ არაფერი ითქვას.
სოსო
5 მილიონი,ძალიან ცოტაა ხელფასად და გააჩნია ბონუსად რამდენი მოიაზრება.ოსიმენს 10 მილიონი აქვს და უკვე ორი სეზონია,ხვიჩა მასზე უფრო მეტი თუ არა,მასზე ნაკლები მნიშვნელობისა არ არის.ნაპოლის შემადგენლობაში,10 თამაშში დაასახელეს საუკეთესო ფეხბურთელად,ორჯერ კი,თვის საუკეთესოდ.ასე რომ მასზე ორჯერ ნაკლებზე რომ დათანხმდეს,ერთი წლის შემდეგ,ძალიან დაბალი გამოსასყიდი უნდა ჩაუწერონ,რომ ხვიჩას სურვილის შემთხვევაში,მისთვის სასურველ გუნდს,გამოსყიდვა და ხვიჩასთვის კარგი ხელფასის გადახდა არ გაუჭირდეს.არ მინდა მანდ დარჩეს,მაგრამ დაბმული ჰყავთ,ბიჭი დე ლაურენტისს და ჯუღელს.ნაპოლი ევროტურნირებზე ვერ გავიდა და მე თუ მკითხავთ,ერთგულების ბონუსიც ერგება,გუნდიდან არ წასვლის გამო.რა თქმა უნდა თუ არ წავიდა!
რეალობა
ხვიჩა ჯუღელს უნდა დაემშვიდობოს.
ირაკლი
მხოლოდ ასეთ აფერისტებს შეიძლება გაეჩარხათ თავის დროზე ნაპოლსა და რუსულ გუნდ შორის კონტრაქტი, რითაც ხვიჩამ ფაქტიურად ისარგებლა და იტალიის ჩემპიოინიც და საუკეთესო ფეხბურთელიც გახდა. მაგრამ ლაურას ხელში ჩავარდნა მტრისას.
zura222
კვარა არ ენდო მაგ აფერისტებს ! შანსი თუ მოგეცემა აუცილებლად მოშორდი მაგათ
მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ვილიარეალმა" ქვედალიგურ გუნდს პენალტების სერიაში სძლია
[VIDEO] გოჩოლეიშვილს შეეძლო მატჩის გმირი გამხდარიყო - "ჰამბურგი" თასზე "ჰოლშტაინთან" პენალტების სერიაში დამარცხდა
[VIDEO] ალისონის განსხვავებული შეფასებები - "ლივერპული" "სანდერლენდთან" წაგებას გადაურჩა
"არსენალმა" ეკვადორელი ტყუპები შეიძინა
"ტოტენჰემის" მეკარემ შესაძლოა, კარიერა "ინტერში" გააგრძელოს
"ახლა გუნდებს სჯერათ, რომ ჩვენთან დადებითი შედეგის მიღწევა შეუძლიათ" - სლოტმა "სანდერლენდთან" მატჩი შეაფასა
კიტეიშვილის "შტურმი" სახლში დამარცხდა და ვერ გალიდერდა
მესი იჯარით "ბარსელონაში" დაბრუნდება? - კომენტარი დეკომ გააკეთა
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
"ბორჯღალოსნების" მეტოქეები - მსოფლიოს ჩემპიონი სამხრეთ აფრიკა, იტალია და რუმინეთი ავსტრალიის მსოფლიო თასზე
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა
კვარაცხელია Globe Soccer Awards-ის ფინალისტებშია - როგორ მივცეთ ხმა ქართველ ფეხბურთელს
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
ჩაკვეტაძის გაუმჯობესებული თამაში და მეტი დრო მოედანზე - "უოტფორდის" მწვრთნელმა ქართველზე ისაუბრა
მობილიზაცია შეეხო - უკრაინის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს ფრონტის ხაზზე გააგზავნიან
სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
კვარაცხელია Globe Soccer Awards-ის ფინალისტებშია - როგორ მივცეთ ხმა ქართველ ფეხბურთელს
დე ლაურენტისს ფულით ვერ მოთაფლავთ - აურელიომ პრინციპულობა კიდევ ერთხელ გამოაჩინა
"გაცილებით დაბალ დონეზეა, ხვიჩაზე ეს ამას არ ამართლებს..." - რას წერენ პსჟ-ის ფანები კვარაცხელიას შესახებ "მონაკოსთან" მატჩის შემდეგ
საფრანგეთის თასზე ქართველების გუნდების მეტოქეები გაირკვა
[VIDEO] "ჩელსიმ" "ბარსელონა" გაანადგურა, "ბაიერმა" "სიტის" მოუგო - ჩემპიონთა ლიგაზე დაძაბული მატჩები გაიმართა
იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე
კონტე: "ყარაბაღთან" გამარჯვების მოსაპოვებლად დიდი ძალისხმევა დაგვჭირდება
[VIDEO] ნერესს ვეღარ აჩერებენ - "ნაპოლიმ" სტუმრად "რომას" სძლია
[VIDEO] ნერესის დუბლი - "ნაპოლიმ" "ატალანტას" სძლია
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
რას ვნახავთ დეკემბერში - პსჟ-ს მატჩები და თბილისის "დინამო" ახალგაზრდულ ლიგაზე