ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

გია გრიგალავა: მოედანზე "ბარსელონასთან" შეხვედრას ვისურვებდი

გია გრიგალავა: მოედანზე "ბარსელონასთან" შეხვედრას ვისურვებდი

"ვოლგას" ქართველმა მცველმა, რომელსაც 5 აგვისტოს 22 წელი შეუსრულდა, კლუბის საიტზე ქომაგთა კითხვებს უპასუხა
საქართველოს ნაკრებისა და ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგას" მცველს, გია გრიგალავას 5 აგვისტოს 22 წელი შეუსრულდა. კლუბის ოფიციალურმა საიტმა იუბილარს დაბადების დღე მიულოცა და თან გულშემატკივრებს საშუალება მისცა, ფეხბურთელისთვის შეკითხვები დაესვათ.

საიტზე შემოსული შეკითხვებიდან 12 საუკეთესო შეირჩა და ჩვენებურმაც მათ პასუხები გულახდილად გასცა.

1. გია, თქვენ სამშობლოში ამბობენ: "თუკი ოჯახში ბიჭი ჩნდება, სულ ცოტა, ჭიდაობაში სპორტის ოსტატობის კანდიდატი გახდება". თქვენ თუ გიცდიათ ძალები ჭიდაობაში მოგესინჯათ, სანამ ფეხბურთის თამაშს დაიწყებდით?

- (ეღიმება). არა, ჭიდაობით გატაცებული არასდროს ვყოფილვარ. ბავშვობაში სხვადასხვა სპორტულ სექციებში კი მართლაც დავდიოდი. სადღაც 13 წლამდე კარატეშიც ვვარჯიშობდი, მაგრამ პარალელურად უკვე დავდიოდი ფეხბურთზე და საბოლოოდაც, სპორტის ამ სახეობამ ყველა სხვა გადაწონა.

2. გაიხსენეთ თქვენი ბურთთან პირველი კონტაქტი, პირველი თამაში.

- არცკი მახსოვს, როდის შევეხე პირველად ბურთს. ვერც პირველ თამაშს ვიხსენებ, ეს ხომ ძალიან დიდი ხნის წინ იყო. მახსოვს, რომ ცხრა წლისა როსტოვის საფეხბურთო სკოლაში ჩავეწერე. უბრალოდ, სტადიონი იყო სახლთან ახლოს და ვარჯიში მსურდა. შემდეგ კი ყველაფერი სერიოზულად წარიმართა...

3. გია, მამათქვენი - საბჭოთა კავშირის სამგზის ჩემპიონია რაგბიში. ფეხბურთელად თქვენ ჩამოყალიბებაში მან რა გავლენა იქონია?

- ის ყოველთვის მხარში მედგა და იწონებდა ჩემს არჩევანს. არასდროს დაუძალებია რაგბის თამაში. და რა თქმა უნდა, მისგან რჩევებს არა მხოლოდ როგორც მამისგან, არამედ როგორც ყოფილი სპორტსმენისგანაც ვიღებდი. 14 წლამდე ის ვარჯიშებსა და თამაშებზე სულ დამყვებოდა, შემდეგ კი ოჯახი საქართველოში დაბრუნდა საცხოვრებლად, მე კი რუსეთში ფეხბურთის გამო დავრჩი.

4. თუ გახსოვთ პირველი აღებული ხელფასი და როგორ დახარჯეთ ის?

- დღე ნამდვილად არ მახსოვს, მაშინ 14-ის ან 15 წლის ვიყავი. სამაგიეროდ ზუსტად მახსოვს თანხა, მაგრამ მისი დასახელებისგან თავს შევიკავებ (ეღიმება). ის ფული თანატოლებთან ერთად სასუსნავში დავხარჯე.

5. გია, როგორ გახდით მცველი? თავიდან მეც, როგორც თქვენ, თავდამსმხელის პოზიციაზე ვთამაშობდი, მაგრამ კარგი დრიბლინგი არ მქონდა და როდესაც დაცვის ცენტრში ვითამაშე, აღმოვაჩინე, რომ ეს პოზიცია უფრო შემეფერება. დღეს უკვე მომწონს ეს ამპლუა, თქვენ კი, როგორც ბრწყინვალე მცველი, ჩემთვის სამაგალითო ხართ.

- მართლაც, თავდასხმაში ბავშვობაში ვთამაშობდი, მაგრამ შემდეგ დაცვაში მიმიჩინეს ადგილი. ალბათ იმიტომ, რომ პასის მიცემა არავისთვის მსურდა (იცინის).

გულთბილი სიტყვებისთვის გმადლობ და ყოველთვის ვეცდები მათ გამართლებას.

შეკითხვის ავტორს ვეტყვი, რომ ჩვენი პოზიცია ძალიან საპასუხისმგებლოა და შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს. წარმატებას გისურვებ!

6. გია, თილისმა გაქვთ? ამბობენ, თამაშის წინ მაისურზე საკუთარ ნომერზე შეხედვას წარმატება მოაქვსო, თქვენ თუ აკეთებთ ასე და საკუთარ ნომერს თუ ანიჭებთ მნიშვნელობას?

- თილისმა, როგორც ასეთი, არ მაქვს. ასეთ რაღაცებს დიდ მნიშნველობას არ ვანიჭებ, თუმცა მაქვს გარკვეული "რიტუალები", რომელსაც მატჩის წინ ვატარებ და თქვენი ნებართვით, არ გავამხელ.

რაც შეეხება ნომერს, ყოველი მატჩის წინ, როდესაც გასახდელში შევდივართ, სადაც ჩვენი მაისურები კიდია, გვინდა თუ არა, ვხედავთ საკუთარ ნომერს (იცინის). წესით, ყოველთვის უნდა ვიმარჯვებდეთ, მაგრამ როგორც ხედავთ, ეს ყოველთვის არ ჭრის.

"რვიანი" - ჩემი საყვარელი და ვფიქრობ, იღბლიანი ნომერია. 8-იანთან ბევრი რამ მაკავშირებს, თუნდაც ის, რომ წელიწადის მერვე თვეს გავჩნდი. თანაც, "8" - უსასრულობის სიმბოლოა და მე ის ძალიან მომწონს.

7. რატომაა, რომ ქართველი ფეხბურთელები გატანილ გოლებს ნაცონალური ცეკვით არ აღნიშნავთ? ვფიქრობ, ეს კარგი სანახავი იქნებოდა! თქვენ თუ იცეკვებთ, თუკი გოლს გაიტანთ?

- (იცინის). ასე რომ იყოს მიღებული, ალბათ მეც ვიცეკვებდი. საქმე ისაა, რომ ჩვენი ცეკვა ხანგრძლივია და თუკი დავიწყებთ, თამაშის კარგა ხნით გადადება გახდება საჭირო...

ისეკი, როდესაც დღესასწაულებზე მეგობრები ვიკრიბებით და ამის განწყობა გვაქვს, ვცეკვავთ. სხვათა შორის, ცეკვაზე ხუთი წელი ვიარე.

8, რომელი ცნობილი ფეხბურთელის თამაში გხიბლავთ? დიდი ფეხბურთელებიდან რომელთან ისურვებდით შეხვედრას? რომელია თქვენი საყვარელი გუნდი?

- დღეს უამრავი კარგი ფეხბურთელია. ბავშვობაში კუმირი არ მყავდა, თუმცა ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი ზინედინ ზიდანით. რაც შეეხება შეხვედრას (დაფიქრდა), არცკი ვიცი... მოედანზე ალბათ "ბარსელონასთან" შეხვედრას ვისურვებდი (იცინის). ჩემი საყვარელი გუნდები კი "მილანი" და "მანჩესტერ სიტია". მათი თამაში ყოველთვის მხიბლავდა.

9. გია, პრემიერლიგაში თამაშისას ყველაზე მეტად რომელი გუნდის წინააღმდეგ გაგიჭირდათ?

- ამ კითხვაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხის გაცემა გამიჭირდება. განსაკუთრებული განსხვავება გუნდებს შორის არ არის. ყველაფერი განწყობასა და ჩვენივე თამაშზეა დამოკიდებული.

10. პრემიერლიგაში არასდროს გაგიტანიათ. თანაგუნდელებმა რომ დაგრთონ ნება, მნიშნვნელოვანი მატჩის ბოლო წუთზე, საყაიმო ანგარიშზე, პენალტის დარტყმას გაბედავთ?

- რა პრობლემაა? ასეთი შემთხვევები ბავშვობაში მქონია. პრემიერლიგაში კი, ასეთი რამ ჯერ მართლაც არ ყოფილა.

11. მცველი-ფეხბურთელი ცხოვრებაში რამდენად ხართ თქვენი ახლობლების დამცველი? თუ აქეთ გჭირდებათ ხოლმე დაცვა?

- ალბათ, კი! (ეღიმება). სერიოზულად კი, ამ კითხვით უმჯობესი იქნება, ჩემს ახლობლებს, ნათესავებს, ნაცნობებსა და მეგობრებს მიმართოთ. კითხვის მეორე ნაწილზე კი მოგახსენებთ: დაცვა არ მჭირდება, ჯერჯერობით არავინ მემუქრება (იცინის).

12. გულშემატკივრები თქვენგან ბრწყინვალე თამაშს ელიან, მათგან საპასუხოდ თქვენ რას მოელით?

- რომ ბოლოდმე სწამდეთ ჩვენი. შევეცდებით, არ დავაღალატოთ. გვინდა, რომ გულშემატკივრები ყოველ მატჩზე მოდიოდნენ სტადიონზე, მხარს გვიჭერდნენ და ტრიბუნები ყოველთვის სავსე იყოს.

მადლობა ყველას, ვინც მხარს გვიჭერს და განიცდის ჩვენს გამო. მადლობა კითხვების ავტორებს!

- გია, ახლა კი მთავარი კითხვა: საუკეთესო შეკითხვის ავტორად რომელს დაასახელებთ?

- ჩემს საფეხბურთო მაისურას იმ ბიჭს ვაჩუქებ, რომელმაც, ჩემი არ იყოს, თავდამსხმელის პოზიციიდან მცველის პოზიციაზე გადაინაცვლა (გია გრიგალავასგან საჩუქარი ნიჟნინოვგოროდელმა ანდრეი მიგელმა მიიღო).

მომზადებულია fcvolgann.ru-ის მიხედვით

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს

Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე

L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა