ფაბიან გიფერმა ტვინის შერყევა "მაინცთან" ბუნდესლიგის პირველი ტურის შეხვედრაში მიიღო და ბოლო თვის მოვლენები აღარ ახსოვს
ლევერკუზენის" ბაიერის" მეკარემ ფაბიან გიფერმა გერმანიის ჩემპიონატის მატჩში მეტოქესთან შეჯახებისას მეხსიერება დაკარგა. გიფერმა თავის ტრავმა 7 აგვისტოს, პირველი ტურის გასვლით მატჩში "მაინცთან" (0:2), ერიკ მაქსიმ ჩუპო-მოტინგომთან შეჯახებისას მიიღო.

21 წლის მეკარე 84-ე წუთზე დაშავდა და შეხვედრა ბოლომდე არ მიუყვანია. თამაშის შემდეგ გოლკიპერი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას ექიმებმა ტვინის შერყევა დაუდგინეს. რამდენიმე დღის შემდეგ გიფერმა მეხსიერების ნაწილობრივ დაკარგვის შესახებ განაცხადა.

გიფერის თქმით, მას არ ახსოვს, როდის ითამაშა მისმა გუნდმა "მაინცთან" ან როგორ ემზადებოდა ამ მატჩისათვის. მეკარეს არც ის ახსოვს, როგორ ემზადებოდა "ბაიერი" სეზონისთვის ავსტრიაში ბოლო საწვრთნელო შეკრებისას. როგორც ჩანს, გიფერს პრობლემა ბოლო თვის მოვლენების გახსენებასთან აქვს.

ახლა გიფერი გერმანიის ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩს "ვერდერთან" გამოტოვებს. ამასთან დაკავშირებით "ბაიერის" მთავარ მწვრთნელ რობინ დუტს მეკარეებთან სერიოზული სირთულეები შეექმნა. ძირითადი მეკარე რენე ადლერი მწყობრში სექტემბრამდე ვერ ჩადგება, ამერიკელი დევიდ იელდელი კი ტრავმის შემდეგ ჯანმრთელობის აღდგენას განაგრძობს, რომელიც მან 30 ივლისს, დრეზდენის "დინამოსთან" გერმანიის თასის მატჩში მიიღო.

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა