დღეს, 10 აგვისტოს მოლდოვურ ქალაქ ორხეიში ქართველი 21-წლამდელები მოლდოველ თანატოლებს ამხანაგურად გაეჯიბრებიან
დღეს, 10 აგვისტოს მოლდოვურ ქალაქ ორხეიში ქართველი 21-წლამდელები მოლდოველ თანატოლებს ამხანაგურად გაეჯიბრებიან. ევროჩემპიონატის შესარჩევ ტურნირამდე ამ შეხვედრას ორივე ნაკრები გენერალურ რეპეტიციად განიხილავს.

თუმცა, როგორც ჩანს, მასპინძლებისთვის ამ მატჩს სხვა დატვირთვაც აქვს. აშკარაა, ევროთასებზე ქართულ კლუბებთან მარცხმა მოლდოველები ძალიან გაამწარა - ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპიდან "ზესტაფონმა" "დაჩია" გამოაგდო, თბილისის "დინამომ" ევროპის ლიგიდან კი - "მილსამი". ახლა მოლდოვაში მცირე რევანშზე ფიქრობენ. ვითარება გაამძაფრა "დაჩია"-"ზესტაფონის" მატჩამდე და განაკუთრებით მის შემდეგ კიშინიოველთა მთავარი მწვრთნელის, იგორ დობროვოლსკის არათუ უტაქტო, არამედ უცენზურო კომენტარებმა.

ეტყობა, კიშინიოვური მატჩის პერიპეტიებს უკვალოდ არ ჩაუვლია: ახალგაზრდათა სანაკრებო მატჩამდე ქართველ ფეხბურთელებზე არცთუ სასიამოვნო ტონით ალაპარაკდა მოლდოვის ახალგაზრდული ნაკრების თავკაცი სერგეი კირილოვიც: "ქართველი ფეხბურთელები არა მხოლოდ ტექნიკურები, არამედ ტემპერამენტიანებიც არიან. ამიტომ ჩემს ფეხბურთელებს მოვუწოდებ, არ აჰყვნენ მათ არასპორტულ ქცევაში, ითამაშონ ისე, როგორც ნამდვილ მამაკაცებს შეშვენით, ცხადია, ფეარ პლეის პრინციპების დაცვით. ვფიქრობ, მატჩი საინტერესო და მიმზიდველი იქნება", - განუცხადა "სოკერ მოლდოვას" კირილოვმა.

სამწუხაროდ, მხოლოდ მოლდოვაში არ აქვთ ქართველ ფეხბურთელებს სიმულანტებისა და მოჩხუბრების სახელი, ეს კი უნდა გვახსოვდეს და გავითვალისწინოთ რათა ნაკლი გამოვასწოროთ, თუმცა ძნელი ასახსნელია, როდის აქეთაა მოლდოველი "ნამდვილი მამაკაცი", ქართველი კი მისი ანტიპოდი?

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები კი მატჩისთვის ემზადება. ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, ოთარ გაბელიას გუნდი უკვე სრული შემადგენლობით შეიკრიბა. 8 აგვისტოს, საღამოს მთავარმა მწვრთნელმა ფეხბურთელები მსუბუქად ავარჯიშა, რადგან ლეგიონერების დიდი ნაწილი კიშინიოვში ახალი ჩასული იყო და მათ გადატვირთვას მოერიდა.

გუნდთან ერთადაა დავით კაკულიაც, რომელიც ბელცის "ოლიმპიაში" წლეულს ჩაირიცხა და ჩვენებიდან ერთადერთია, რომელიც მეტოქე ქვეყნის ჩემპიონატში გამოდის. მიუხედავად იმისა, რომ ლევან მჭედლიძემ იტალიიდან ჩამოსვლა ვერ მოახერხა, თავდასხმა მაინც შთამბეჭდავად გამოიყურება. რაც შეეხება მხოლოდ ოთხი მცველის წაყვანას, ეს ამ ხაზში არსებულ პრობლემებზე მეტყველებს. გაბელია არც მალავს, რომ უკანახაზელთა დეფიციტი აშფოთებს.

საბოლოოდ, ახალგაზრდული ნაკრები მოლდოვაში ასეთი შემადგენლობით შეიკრიბა:

მეკარეები: თორნიკე ზარქუა, დავით ლეგაშვილი

მცველები: ნიკოლოზ აფაქიძე, გივი იოსელიანი, ლაშა კალანდაძე, ნიკოლოზ ჯიშკარიანი.

ნახევარმცველები: თორნიკე თარხნიშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი, ნიკა ძალამიძე, ნიკა კვეკვესკირი, ზაქარია ბეგლარიშვილი, ვალერი ყაზაიშვილი, ირაკლი ხუციძე, ჯაბა ჯიღაური, ლუკა გუგუჩია, ზვიად სიხარულია, დავით კაკულია.

თავდამსხმელები: ირაკლი შეყილაძე, გიორგი ჭანტურია, ირაკლი ქობალია.

ჩვენი და მოლდოველი ახალგაზრდების მატჩი თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
U16. კვარაცხელიას ულამაზესი გოლი და საგოლე პასი - საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან პენალტების სერიაში დამარცხდა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა