ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ხვიჩა კვარაცხელია: როდესაც უკრაინაში ომი დაიწყო, ვიფიქრე - "მე აქ ვერ გავჩერდები", ჩემი ქვეყნის, ჩვენი ისტორიის გამო კლუბს გამოვუცხადე, რომ უნდა წავიდე

ხვიჩა კვარაცხელია: როდესაც უკრაინაში ომი დაიწყო,  ვიფიქრე - "მე აქ ვერ გავჩერდები", ჩემი ქვეყნის, ჩვენი ისტორიის გამო კლუბს გამოვუცხადე, რომ უნდა წავიდე

Theplayerstribune-ზე ხვიჩა კვარაცხელიას ვრცელი და ემოციური ბლოგი გამოქვეყნდა. საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის“ ლიდერი იხსენებს ბავშვობას, წერს საქართველოზე, ნეაპოლში ცხოვრებაზე, საბერძნეთთან ჩატარებულ ისტორიულ მატჩსა და ევრო 2024-ის მოლოდინებზე:

"კარგი, მოდი ასეთი რამე ვცადოთ.

ჰკითხე ნებისმიერ ქართველს, ვინ მოიგებს ევროპის ჩემპიონატს.

ჩვეულებრივ, გამვლელ ქართველს. პატარა ბავშვს, მაღაზიის გამყიდველს… არ აქვს მნიშვნელობა.

ჰკითხე! იცით, რა მოხდება?

ჯერ, სანამ გიპასუხებენ … შეგხედავენ. ეს ნეტავ გიჟი ხომ არააო?

ვინ მოიგებსო??

„საქართველო მოიგებს ევროპის ჩემპიონატს. რა თქმა უნდა.“ რა თქმა უნდა.

მოგაშტერდებიან ასეთი კითხვის დასმისთვის: დებილი ხომ არ ხარ?

„საქართველო თუ არა - ვინ მოიგებს?!?!?!“

„სულელი ხარ. ძალიან სულელი.“

ზოგი ამბობს: „ეს ხომ პირველად გადიხართ ევროპის ჩემპიონატზე.

არა უშავს! არ აქვს მნიშვნელობა!

„საქართველო მოიგებს!“ ასე გიპასუხებს მოხუცებული ქალბატონი.

ქართველები ასეთები არიან. ყველაფერში.

იცი, რომელია საუკეთესო სამზარეულო?

ესპანური? იტალიური? იაპონური? ჰა-ჰა-ჰა-ჰა.

ქართული!!!!!

საუკეთესო მუსიკა?

ქართული!!!!

მართლა, არ ვიცი, რატომაა ასე. ალბათ, უფლისგან მოდის. თითქოს ასეთებად ვიბადებით. საქართველოში ყველაფერი საუკეთესოა.

მეც ასე ვამბობ.

ასე რომ, ჩემთვის… რა თქმა უნდა, ხინკალი საუკეთესო კერძია და რა თქმა უნდა, შეგვიძლია ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვება. მე არ გამოვრიცხავ!

ახლა ჩემი აქ ყოფნა გამაოგნებელია. დიდი არ ვარ, ჯერ მხოლოდ 23 წლის ვარ, მაგრამ ბევრი ღელვა გამოვიარე – ცხოვრებაში, ფეხბურთში. სერიოზული რბოლა, ნამდვილი ამერიკული მთები, თუ რა ჰქვია იმ ატრაქციონს? Roller coaster. ასეთია ჩემი ცხოვრება.

მოგიყვები.

პატარა რომ ვიყავი, ზაფხულში, როდესაც სკოლა არ იყო, ყოველდღე გავდიოდით გარეთ ფეხუბურთის სათამაშოდ. ბავშვები ბევრნი ვიყავით. პატარა ტურნირებს ვაწყობდით. ოთხი კორპუსი იყო და ცენტრში გვქონდა “სტადიონი"„ ოღონდ ცემენტის. მოგვიანებით, ტორფი გვეღირსა, მაგრამ თავიდან ცემენტზე ვთამაშობდით. სულ ახლეჩილი გვქონდა ხოლმე მუხლები, დასისხლიანებული.

და ყველაზე მაგარი, იცი, რა იყო? ხალხი ფანჯრებიდან გვიყურებდა, ჩვენი გულშემატკივრები იყვნენ.

ქართველებს უყვართ სპორტი, მაგრამ ფეხბურთი მაინც განსაკუთრებულად. სულ ასე იყო. რა მატჩიც უნდა იყოს - მაინც უყურებენ. ამხანაგური იქნება თუ გარეთ მოთამაშე ბავშვები - არ აქვს მნიშვნელობა, მაყურებელი ყოველთვის გყავს.

ხანდახან ღამე ვთამაშობდით, როცა წესით, ბავშვებს სძინავთ. ვიწყებდით ხოლმე ჩხუბს და თამაშზე კამათს და ბავშვებს ვაღვიძებდით. მშობლები გვიბრაზდებოდნენ და ეს იყო ღამის თამაშების დასასრული. ნამეტანს ვხმაურობდით და დაგვასრულებინეს ჩვენი "ჩემპიონთა ლიგა“.

მე ძალიან არ ვყვიროდი, ძირითადად, მშვიდად ვიყავი. პირველი არასოდეს ვიწყებდი ჩხუბს. ზოგჯერ ამბობდნენ, ეს ბიჭი მორცხვიაო (ახლაც ასე ამბობენ), მაგრამ არ ვარ მორცხვი, უბრალოდ, ყველას პატივს ვცემ.

მაგრამ. მაგრამ!!!

ჩემს მეგობრებს ან ახლობლებს თუ ეხებიან, ვმხეცდები. მენტალიტეტია ასეთი, ხომ გესმის? მე პირველი არასოდეს ვიწყებ ჩხუბს, მაგრამ შემიძლია დავასრულო. განსაკუთრებით, მეგობარი თუ მყავს გასაჭირში და უნდა დავეხმარო.

დედაჩემი ვერ იტანდა ამ ჩემს ჩვევას. სულ მეუბნებოდა: "რატომ ჩხუბობ? დაწყნარდი.“

მაგრამ ჩემს სამშობლოში მეგობარს გასაჭირში არავინ დატოვებს.

თბილისის "დინამოს" აკადემიაში სიარულისას მეტი ფეხბურთი და ნაკლები ჩხუბი მქონდა. სწავლება ისეა გამართული, იცი, რომ შეგიძლია კარგი ფეხბურთელი გამოხვიდე. შეხედე ჩვენს ეროვნულ ნაკრებს - თითქმის ყველა მოთამაშემ ამ აკადემიაში ისწავლა.

ძნელი იყო. პირველ გუნდში ვიყავი და ჩემზე უფროსი მოთამაშეები ცოტა სხვანაირად მიყურებდნენ, თითქოს ამბობდნენ: "ეს ბიჭიღა გვაკლდა!“

მაშინ პატარა ვიყავი და არავინ მიცნობდა.

"ვინაა საერთოდ ეს ბიჭი?“ 15 წლის ვიქნებოდი… სერიოზულ მოთამაშეებთან მქონდა საქმე და ჩემი მისამართით შემთხვევით გამიგონია ნათქვამი: "ახლა ეს ბიჭიც თამაშობს და ალბათ წავაგებთ“ ან კიდევ: "არა რა, ოღონდ ეს ბიჭი არა“.

ცოტა მეტირებოდა… ვფიქრობდი, რომ ცუდად ვთამაშობდი და გული მტკიოდა. ასე რომ, ჩემს თავს ვუთხარი: მე ამათ ნაღდად უნდა ვანახო, რომ შემიძლია კარგად თამაში.

ჩემი მენტალიტეტი მაშინ გამაგრდა. მოტივაცია იყო ჩემთვის და მარგო.

შემდეგ რუსეთში წავედი, მოსკოვში. 17 წლის ვიყავი, თითქმის 18-ის. პატარა ვიყავი და სულ მარტო. ჩემი მშობლები ნერვიულობდნენ, მამაჩემი განსაკუთრებით. გამიძნელდა, დიდი სტრესი იყო ოჯახის დატოვება.

ვარჯიში როცა დავიწყე, ჩემს თავს ვუთხარი: აქ რისთვის ჩამოვედი? ჩემი ოჯახის გვარი მაისურზე მაწერია, ესე იგი, ჩემი ოჯახი ჩემთანაა. მათთვის უნდა ვიმუშაო, მხოლოდ ჩემთვის არა. არ მაქვს უფლება, გული ავუცრუო, აუცილებლად უნდა იამაყონ ჩემით.

ასე რომ, გავმაგრდი.

რუსეთში ქართველი საბა კვირკველიაც იყო და ძალიან დამეხმარა. სხვა მოთამაშეებთან ურთიერთობაში მეხმარებოდა, თავისთან ერთად მატარებდა ხანდახან და მიცავდა. თამაში როდესაც დავიწყე, მწვრთნელს ძალიან მოვეწონე. დიდ პატივს ვცემ, იმიტომ, რომ სერიოზული ზრდა მქონდა იმ პერიოდში - ფიზიკური, გონებრივი და პირადი.

ოღონდ მარტოსული ვიყავი. საწვრთნელ ბაზაზე ვცხოვრობდი, მეგობრები არ მყავდა. მგონი, მხოლოდ მე და დაცვის ბიჭები ვიყავით. დანარჩენი მოთამაშეები სხვაგან ცხოვრობდნენ, მე სულ მარტო ვიყავი, მარტო დავდიოდი. ცოტა დამთრგუნველი ადგილი იყო. მართლა, არ ვხუმრობ! სადღაც უღრან ტყეში, გარეთ გასეირნებაც არ გამოდიოდა, იმიტომ, რომ ქუჩის ძაღლები და არამარტო ძაღლები იყო გარშემო. სულ ბაზაზე ვიყავი, არსად არ გავდიოდი, მოსკოვის ცენტრშიც კი არ წავსულვარ. არსად.

ღამე ბაზაზე შუქი არ იყო. ხანდახან ღამითაც ვვარჯიშობდი, დამატებით მინდოდა მუშაობა, თან უშუქოდ. ასეთ მომენტებში შეშინებული დაცვა მომვარდებოდა ხოლმე, სიბნელეში ვერ მცნობდნენ.

"ეი, ვინ დარბის მანდ????“

მე.

დრიბლინგი სიბნელეში.

დაცვის ბიჭი კარგი ადამიანი იყო. სულ მეუბნებოდა: "მორჩი რა, დაამთავრე.“

მაგრამ სხვა საქმე არ მქონდა, ვერაფერს ვერ ვაკეთებდი, მხოლოდ ფეხბურთზე ვფიქრობდი. ასე ღამღამობით ვმუშაობდი, ყოველ ღამე.

სულ იმას ვფიქრობდი, რომ არ შემიძლია ცუდად თამაშის გამო დავბრუნდე საქართველოში. კარგად უნდა ვითამაშო. ბევრი უნდა ვიმუშაო. ჩემი ოჯახი და ქვეყანა მიყურებს.

საქართველოს, ქართველ ხალხს მუდამ გულით ვატარებ. სამშობლოს სიყვარული ასეთია. ყველაფერს ჩემი ქვეყნისთვის ვაკეთებ, ჩემი გულშემატკივარი ბავშვებისთვის (თუნდაც არ იყვნენ გულშემატკივრები, მაინც ქართველები არიან და მათთვის ვაკეთებ ყველაფერს).

სულ მინდა, რომ ვაამაყო.

2022 წელს უკრაინაში ომი იწყება. ომი დიდი სირცხვილია. ვფიქრობ, კაცთმკვლელობა საერთოდ არ უნდა არსებობდეს. მგონი, მარტივია - მშვიდობა უნდა სუფევდეს. ასე რომ, როდესაც ომი დაიწყო, ვიფიქრე „მე აქ ვერ გავჩერდები“, ჩემი ქვეყნის, ჩვენი ისტორიის გამო კლუბს გამოვუცხადე, რომ უნდა წავიდე.

გადავედი ბათუმის "დინამოში", მსოფლიოში საუკეთესო ქვეყანაში. იცი, რომელ ქვეყანას ვგულისხმობ!!

სახლში დაბრუნება მაგარი იყო. დავფრინავდი სიხარულისგან. სტადიონები სავსე იყო ხოლმე მაყურებლით. თითქოს ჩემს უბანში დავბრუნდი და ისევ ცემენტზე ვთამაშობ.

ოღონდ დასისხლიანებული მუხლები აღარ მქონდა.

ნაპოლიში გადასვლა ბადრის დამსახურებაა. ბადრი - მამაჩემია.

მარადონა მისი კერპი იყო.

მამაჩემი ძალიან კარგი ფეხბურთელი იყო. აზერბაიჯანში თამაშობდა. ბავშვობაში სულ მის ვიდეოს ვუყურებდი და ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი იყო მამა.

ვინმე მესიზე ან რონალდოზე თუ ლაპარაკობდა, მე ვპასუხობდი ხოლმე, „არა, არა, არა … მამაჩემი უკეთესია.“

შვიდი ან რვა წლის ბავშვები ვიყავით და ვკამათობდით საუკეთესო ფეხბურთელებზე. დანარჩენები ამბობდნენ: „რონალდინიო არის ყველაზე მაგარი.“

მე კი სულ ვამბობდი: „არა, არა, არა, თქვენ მამაჩემი არ გინახავთ.“

ჰა-ჰა-ჰა-ჰა.

„მამაჩემი უკეთესია, ვიდეოს განახებთ!“

YouTube-ზე თუ მოძებნი, ბევრს არაფერს ამოაგდებს, მაგრამ მე DVD მქონდა. დედა სულ მაყურებინებდა. მამა ძალიან მაგრად ასრულებდა თავისუფალ დარტყმებს. იმდენად შთამბეჭდავი იყო, ჩემს მეგობრებს სულ ვეპატიჟებოდი ჩემთან, რომ ენახათ.

რა თქმა უნდა, როდესაც წამოვიზარდე, მეც მივხვდი, რომ რონალდინიო… ჰო, შეიძლება უკეთესიც იყოს.

ოღონდ სულ ცოტათი.

ბავშვობიდან მესმოდა, როგორ აღმერთებდა მამაჩემი მარადონას.

ასე რომ, როდესაც ჩემმა აგენტმა მითხრა, რომ ნაპოლი მეპატიჟება, უბედნიერესი ვიყავი, მაგრამ მამა? ვერ იჯერებდა.

მამა მეუბნებოდა, „ნაპოლისთვის უარის თქმა არ შეგიძლია! მარადონას კლუბს უარს ვერ ეტყვი!“

მოკლედ, ბევრი არ გვიფიქრია. არანაირი დებატი არ ყოფილა ამ თემაზე.

„უნდა წახვიდე.“

ემოციებს ვერ აღვწერ. მე ვამბობდი: „წავედით. ჩქარა. დროზე უნდა ჩავიდე.“

ნეაპოლში როდესაც ჩავედი, პირველი, რაც მითხრეს ჩემმა თანაგუნდელებმა, იყო: „იმღერე.“

ვახშამზე ტრადიციაა სიმღერა. ყველა ახალი მოთამაშე მღერის. მეც ვიფიქრე, რა პრობლემაა?

კიმ მინ ჯემ დაიწყო და… რა ჰქვია იმ სიმღერას?

„Gangnam Style.“

მაგარი იყო. მართლა ძალიან მაგარი, ამიტომ ზეწოლა ვიგრძენი.

ჰოდა, ავირჩიე სიმღერა.

ადრე, როდესაც რუსეთში ვთამაშობდი ყაზანის "რუბინში", ერთმა ახალმა მოთამაშემ იმღერა რაღაც სიმღერა ვახშამზე. კარგი იყო. მართალია, სიმღერა არ ვიცოდი, მაგრამ მაშინ ვიფიქრე, „შემდეგში სადაც წავალ, ეს სიმღერა უნდა ვიმღერო“.

სიმღერა ასეთია „ლალა, ლა, ლა, ლა...“

ეს ვიმღერე "ნაპოლისთან" პირველ დღეს. ჩემმა თანაგუნდელებმა, როდესაც გაიგონეს, მითხრეს: „შენ გონიერი ბიჭი ყოფილხარ. კარგი შთაბეჭდილების მოხდენა გინდა "ნაპოლის" ქომაგებზე, ხომ?“

მე აზრზე არ ვიყავი.

ვახშმის შემდეგ მარიო რუი მეუბნება: „ეს სიმღერა არის Live is Life. მარადონას სიმღერაა, მან გახადა პოპულარული მოთელვითი ვარჯიშების დროს, მატაობისას.“

გეფიცები, არ ვიცოდი, მაგრამ გულშემატკივრებს მართლა გაუხარდათ ამ სიმღერის გაგონება. იღბალია, მეტი არაფერი.

მახსოვს, ნეაპოლში პირველი დღეები ყველგან მარადონას ვხედავდი. მარადონა, მარადონა, მარადონა. იქ მარადონა - ღვთაებაა. მამაჩემს მოვუყევი და მეუბნება: „დროზე ჩამომიყვანე მანდ!“

თავიდან ვარჯიშებზე ტაქსით დავდიოდი, იმიტომ, რომ ჩემი მანქანა არ მყავდა. მერე, როდესაც ვნახე, როგორ დაჰყავთ მანქანები, ვიფიქრე: „შანსი არაა, მე აქ მანქანას ვერ ვატარებ.“

სასტუმროში მივედი თუ არა, ხედები მეცა თვალში… ღმერთო, ცხოვრებაში ასეთი სილამაზე არ მინახავს, მართლა.

მახსოვს, ქალაქში სასეირნოდ დავდიოდი და 70 წლის მოხუცებიც კი უკვე მიცნობდნენ. ჯერ თამაშიც არ მქონდა დაწყებული და ხალხი უკვე მაჩერებდა და მეუბნებოდა „შენ ხარ კვარაცხელია?!“

„დიახ, გახლავართ!“

მე ახალგაზრდა ბიჭი ვარ, ბათუმის "დინამოში" ვთამაშობდი, ძნელად წარმოსათქმელი სახელი მაქვს, მაგრამ ბებიები, ბაბუები - ყველა მიცნობს.

მეგობრებს ხშირად ვეუბნები: ქართველები და ნეაპოლელები თითქმის ერთნაირები ვართ. ფეხბურთზე ერთნაირად ვგიჟდებით. ცხოვრებას საერთოდ რაღაცნაირად… გიჟურად ვცხოვრობთ. არ ვიცი, ზუსტად როგორ გამოვთქვა, ალბათ ცეცხლი, ენერგიაა ამის საწყისი. საქართველოშიც ასე ვიცით.

ჩემს ქართველ მეგობრებს სულ ვეუბნები: „ნეაპოლური პიცა და პასტა უნდა გასინჯოთ.“

სხვას რას ვეუბნები?

„ერთი მატჩი უნდა ნახოთ Stadio Maradona-ზე“.

არასოდეს დამავიწყდება, როგორ მოვხვდი პირველად "მარადონას სტადიონზე". შიგნით ულამაზესი იყო, გასახდელებიც კი. თამაშის დაწყებამდე მე არ მაქვს მოედანზე გასვლის ჩვევა. ზოგი მოთამაშე გადის, ბალახს სცდიან, მუსიკას უსმენენ ხალხთან ერთად. მე არასოდეს გავსულვარ, მაგრამ "მარადონას სტადიონზე" პირველად ვიფიქრე: იქნებ გავალ მაინც, უნდა ვნახო.

გავდივარ და… თვალწარმტაცია! თან გახურებისას უკვე სავსეა სტადიონი. შეუძლებელია ემოციების აღწერა. ისმის ის სიმღერა: „ლა, ლა, ლა“ მოთელვის დაწყებისას, შემდეგ სხვა მარადონას სიმღერა იწყება" „ოლე, ოლე, ოლე“ და მერე გულშემატკივრები მღერიან" „დიეგო, დიეგო“.

ასე რომ, ახლა, როდესაც გახურებას ვიწყებ, მეც ყოველთვის ვმღერივარ „დიეგო, დიეგოს".

მამაჩემს უყვარს ძალიან.

გულშემატკივრები კიდევ სულ სხვა ამბავია. შარშან, სკუდეტო რომ მოვიგეთ, "იუვენტუსის" შემდეგ, ვბრუნდებით ნეაპოლის აეროპორტში და ავტობუსში ჩასხდომას ვცდილობთ, მაგრამ გულშემატკივრებმა ისეთი ფერადი ბოლი დააყენეს, რომ ვეღარაფერს ვხედავდით. ავტობუსში სუნთქვაც გვიჭირდა, მძღოლს კონდიციონერი ჩავართვევინეთ, ოდნავ შვება რომ გვქონოდა, მაგრამ ამანაც ვერ გვიშველა. ფაქტობრივად, ვერ ვსუნთქავდით და გარშემო მხოლოდ ლურჯ-თეთრი ბოლი იდგა.

სამაგიეროდ, ხალხი იყო უბედნიერესი. მთელი ქალაქი მეშვიდე ცაზე იყო. ყველა, სულ ყველა…

და მეც.

ძალიან, ძალიან ბედნიერი ვარ მარადონას კლუბში თამაშით.

ცოტა ძნელი ბავშვობა მქონდა საქართველოში. აქ დეტალებს მოვერიდები, მაგრამ სულ არ იყო ადვილი, ხომ გესმის? ახლა ბედნიერი ვარ, იმიტომ, რომ "ნაპოლიში" თამაშით ჩემს ქვეყანას ვახარებ. ყველა გვიყურებს, ყველა გვადევნებს თვალყურს.

საქართველოში რომ ვბრუნდებოდი და ვხედავდი, ბავშვებს მაისურებზე ჩემი გვარი აწერიათ - ვერ ვიჯერებდი. მეგონა, ეს კვარაცხელია ალბათ ვინმე სხვაა.

ასეთ რამეზე არც მიოცნებია, იმდენად მიუღწევლად მეჩვენებოდა. დღეს კი, როცა ვხედავ, შთაგონებას მაძლევენ.

ახლა კი ევროპის ჩემპიონატი… შეგვიძლია საქართველო გავაბედნიეროთ.

ქართველებისთვის ეს ყველაფერი სიზმარივითაა.

მართალია, რომ საქართველო საუკეთესოა. ყველაფერში. ოღონდ, მგონი, გულის სიღრმეში არავის სჯეროდა, რომ ევროპის ჩემპიონატზე გავიდოდით. არავინ ამბობდა, მაგრამ ყველა ასე ფიქრობდა.

საბერძნეთის წინააღმდეგ ფინალური პლეი-ოფი ცოტა მძიმე იყო. ყოველდღე, ყოველ წამს ამ თამაშზე ვფიქრობდი.

ჩემს თავს გამუდმებით ვეუბნებოდი: უნდა მოვიგოთ. უნდა გამომივიდეს, ჩემი მეგობრების გულისთვის. ჩემი თანაგუნდელებისთვის. ჩემი ხალხისთვის.

სტრესი. ზეწოლა, რასაკვირველია.

ყველა ბოლომდე დავიხარჯეთ, 100 პროცენტით. პენალტებში განსაკუთრებით. პენალტები ჩემთვის ყოველთვის 50-50-ზეა. არავინ არ იცის, როგორ დასრულდება.

პენალტები როცა დაიწყო და მამარდაშვილმა ბურთი მოიგერია, ერთი ნაბიჯით წინ წავიწიეთ. საშინლად ვნერვიულობდი, ვერ ვწყნარდებოდი, ნამეტან ზეწოლას ვგრძნობდი. ყველას გავერიდე, არ მინდოდა, ვინმეს ვენახე.

მარტო.

ვკანკალებდი. რა თქმა უნდა, საუკეთესო მეკარე გვყავს, მაგრამ მაინც ვნერვიულობდი. ვფიქრობდი, ღმერთო, მიდით, ბიჭებო. ბოლო პენალტი კვეკვესკირის იყო და ვუთხარი, ნიკა, შენ უნდა დაასრულო.

გოლი რომ გაიტანა, მიწაზე დავეცი და „ვაიმე, გამოგვივიდა“-მეთქი.

ყველა უბედნიერესი იყო.

ჩემმა ცოლმა თამაშის მერე მნახა და მკითხა, მთვრალი ხომ არ ხარო, გასახდელში ლუდი დალიეო? მე ვუპასუხე, რომ უბრალოდ ბედნიერი ვარ!!!!

მგონი, ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი საუკეთესო დღე იყო.

უამრავი ხალხი იყო ყველგან… ყვიროდნენ, ცეკვავდნენ. სასტუმრომდე ვერ მივაღწიეთ ავტობუსით. პოლიციამაც ვერ შეაჩერა ხალხი. შხაპიც არ მიგვიღია, მაისურები გამოვიცვალეთ და ხალხთან გავედით ცერემონიაზე. ყველა მღეროდა და თან ტიროდა. ბედნიერების ცრემლები…

ის დღეები დაუვიწყარია.

საქართველოს ისტორიაში შევედით.

ახლა კი… რა თქმა უნდა, გვაქვს შანსი. რატომაც არა?!?!? რატომ უნდა ვთქვათ "არა"?

თურქეთის წინააღმდეგ ვთამაშობთ და მერე ჩეხეთთან და პორტუგალიასთან. ძნელი იქნება? იქნება. მწარე იქნება? იქნება. ვთხოვ თუ არა კრიშტიანუ რონალდუს მაისურს? შეიძლება. ალბათ ვთხოვ. კაი, ვთხოვ ნამდვილად. რატომაც არა? ჩემი კერპია და ვეტყვი კიდევაც, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მოგება არ შეგვიძლია.

ფეხბურთი - ფეხბურთია. არავინ, არასოდეს არ იცის, რა და როგორ მოხდება. ხომ არავინ ფიქრობდა, რომ საერთოდ გავიდოდით ჩემპიონატზე?!

ახლა ისევ არ სჯერათ. ამბობენ, საქართველოს შანსი არ აქვსო.

ყველა ამას იძახის.

მაგრამ, მე, იცი, რას გეტყვი?

მე ასე ვიტყვი...

აბა, ჯერ ქართველებს ჰკითხეთ.

წყარო

• კი

იასონ, ჯიგარო!

• gel-100

პატრიოტი კიარა მოღალატე ხარ მეტი არაფერი,,ზივზივაძესაც უნდა მოეკეტა და არ ჩარეულიყო მაგ ამბებში ფეხბურთელების საქმე არაა პოლიტიკა,,ჯერ ესერთი სად ნახეთ ან ვინ ნახა რო წაქცეულ კაცს ურტყავდნენ ათნი?? ფაქტები თუ გაქვთ გვაჩვენეთ თუარადა ეგეც ისეთივე ტყუილი გამოვა როგორც მიშიკო განუბაჟებელის ამბავს რო გვტენიდით მოკვდება თუ არ გამოუშვითო არადა კაცი კოკაინის ლომკაში იყო,,გამოჩნდა და ამის მერეც გამოჩნდება ვინ დგას სწორ მხარეს და იმედია ყველა მოღალატე და გადაგვარებული ორიენტაციის ადამიანი თავის ადგილას მოხვდება სადაც დაიმსახურეს,,გრიგორიადისების და მაგისთანა ახალგაზრდების საბლატაო არ არის საქართველოში აქ სხვა მენტალიტეტი და გაგებაა,,აქ დედას ხელს არ კრავენ და მამას დანით არ ჭრიან არც სხვის შვილს იმეტებენ სასიკვდილოდ ((მოლოტოვის სროლას ვგულისხმობ პოლიციელზე)) ვიღაც-ვიღაცეები ჯერ იმაში გაერკვიეთ ვის მხარეს დგახართ და ვის უკრავთ ტაშს და მერე ისე ურჩიეთ სხვებს რა იქნება უკეთესი

• roni

შენ ბიძია ერთი კაი გამოძინება გინდა დაწექი ეხლა და შემდეგ თამაშამდე იძინე..... ამდენი რამის დაწერას მერეც მოასწრებ პენსიაში რომ გახვა.. ეხლა საქმე უნდა აკეთო კიარუნდა აწკაპუნო კლავიატურა.

• ларису ивановну хочу))))

დღეს ხვიჩა და ბიჭები სასწაულებს შემოგვთავაზებენ. დაელოდეთ, სულ ცოტა დრო დარჩა თურქების ძვლებიანად შეჭმამდე. ))) წინ საქართველოოოოოოოოოო!!!!!!!!!

• Aleksandre

გაიხარე კვარა. ცრემლები წამომივიდა რომ წავიკითხე. რამდენი შრომა ჭირდება წარმატებას.

• გიორგი

სწორედ ფიქრობ და ცხოვრობ ხვიჩა, ასაკის მიუხედავად, ამიტომ დიდ მწვერვალებს დაიპყრობ. მთავარია შენს მრწამს არ უღალატო. წარმატებას გიშურვებ წინსვლასა და განვითარებაში!

• მაო

რაის პატრიოტი."ჩასაფრებული"უნდა დაგერქვა

• იმერთ მეფე სოლომნ

ბოლომდე იბრძოლეთ და ტყვეები არაიყვანოთ!!!!

• დავით 67

კაიფი ის არის ქოცებს რომ თავისიანად მიაჩნიათ ხვიჩა)). არადა ბევრმა იცის მისი პოზიცია. უნდათ როგორმე ათქმევინონ თუ ვისი პოზიცია უკავია. მე გეტყვით: არავისი. ზოგმა უტვინომ ისიც იკადრა და დაწერა რუსეთში რატომ წახვედიო. ე.ი პატრიოტი არ ხარო. არადა უახლესი საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში მასზე მეტი არავის არ გაუკეთებია ქვეყნისთვის. არც პოლიტიკოსს და არც სხვას.

• ჟორა

ბიჭებო, დაცვას მიხედეთ დაცვას, წინ ხვიჩაც ეტოფა თურქებს.

• G.LA

ჩვენი ბრილიანტის ბიჭი დღეს იფრენს ევროპაზე. ხვიჩა გაგვახარე შენ ეს შეგიძლია. გამარჯვებას გისურვებ.

• Nnn

ბიჯმა სუფთა ქართული სიყვარულით გამსჭვალული ინტერვიუ მისცა და ესენი ეგრევე პოლიტიკური სათაური მისცეს... იმის არ იყოს უკრაინას რო უფრო ბალეშიკობენ... ჯერ ჩვენი გვიყვარდეს ხალხო.. ცვენც ვიყავით ომში , მაგრამ ზედ არავინ გადაგვყოლია... ხვიჩა საამაყო ქართველი ხარ.. უმრავლე საქართველოს ასეთი ვაჟკაცები

• მანფრედ კალცი

ხვედელიძე, გოლი მინდა! ორი გოლი! გენაცვალეთ, ბიჭებო! დღეს სამშობლოსთვის უნდა იომოთ!

• დედა მამაა, თუ მამაა დედა?))))

ბიჭებო, პირველ გოლს რომ შეაგდებთ, ეგრევე მეორე და მესამე მიაყარეთ, გონს მოსვლას ნუ დააცდით. ყვითლებს უფრთხილდით, არ გაჩერდეთ, ცენტრს ნუ დათმობთ, წინ სწრაფი პასები და ყველაფერი გამოგივათ. დღეს საქართველომ უნდა იგუგუნოს!

• პატრიოტი

ნუ ამბობ - 2022 წელს უკრაინაში ომი იწყება, არ არის სწორი, უნდა გეთქვა- 2022 წელს რუსეთმა დაიწყო ომი უკრაინაში,ისე, როგორც 2008 წელს საქართველოში, მაგრამ მაინც მიყვარხარ და წარმატებებს გისურვებ, ისე ჯობია პირდაპირ ილაპარაკო, რა, არ ეთანხმები ზივზივაძეს, რომ არ შეიძლება ახალგაზრდას ათი პოლიციელი ურტყამდეს, თუ დააშავა, დაადეთ ხელბორკილი და წაიყვანეთ, ხომ ვხედავთ, რომ წინააღმდეგობას არ გიწევთ

• თენგაბი

შემოგევლე ხვიჩა. სამშობლოს სიყვარულით გამთბარი წერილია. შენ ჩემთვის, შენი ხალხისათვის იმაზე გაცილებით მეტი ხარ, ვიდრე ფეხბურთელი, თუ გინდ ყველაზე წარმატებული. ჩვენი იმედი ხარ. გისურვებ წარმატებებს და უფლის წყალობა არ მოგკლებოდეს.

• C

ამ უსაყვარლეს და უმაგრეს სტატიაში ეს ფრაზა რატომ დადეთ სათაურად? რა იააფფასიანი ხრიკია ყურადღების მისაქცევად. ხვიჩა საოცსრი ბიჭია, კეთილშობილი და მართალი. მოაშორეთ ეს თქვენი ბინძური პოლიტიკური შეხედუკებები და ამბიციები და დამპლური მოლოდინები ამ ბიჭს და მადლობა უთხარით, თქვენთვის, ჩვენთვის ასე რომ თამაშობს და ასეთი სუფთა რომაა. ტფუ ტფუ ტფუ. მიდით ბიჭებო , ხვიჩა და ნაკრებო წარმატებები !

• ხვიჩუნია

ამ განცხადებაში მაგრად იტყუება ბავშურად რომ არ დაესანქცირებინათ რუსეთი არსად არ წახვიდოდი ცოტა ხანი მაინც.....მაგ ლოგიკით მანამდეც არ უნდა გეთამაშა თუ აგვისტოს ომზეა საუბარი..იმენა ბავშვი!!!რას გაშინებენ ვინ გაძალებს პოლიტიკურ განცხადებას?!

• zura222

ნათქვამი--ნიჭიერი კაცი ყველაფერში ნიჭიერიაო ! კვარა ფეხბურთელის კარიერას რომ დაამთავრებ შეგიძლია მწერლობა დაიწყო ! )))))

• saso

ცოტა ლაპარაკი, მეტი საქმე, ჩემო ხვიჩა. ესე, ჯობია დამიჯერე.

• ჯონი

ყველას შენი იმედი გვაქვს ხვიჩა , არ გაჩერდე!! საქართველოს გაუმარჯოს!!!

• SLR

რა მაგარი მონოლოგია, ასე მხოლოდ ჭეშმარიტი პატრიოტები აზროვნებენ. წარმატებები ჩვენო ვარსკვლავო!!!

• DAVE

კვარა !!!!

• დ.დ.

გულით გულშემატკივრებო ! დედები თუ გყავთ, გულიანად მოიკითხეთ . . . . . . . . . ! ! ! ! ! ! !

• ბოკინიოს

პოლიტიკაა თავიდან ბოლომდე აბა რა არის. რუსეთი, ოკუპაცია, ევროპა, ქვეყნის ისტორია და ა.შ. აბა კვარა არ დაიწყებდა ახლა გაზი ყველა სოფელს დაპირებებს

• Aba hee

ჯიგარი ხარ ხვიჩა,წარმატებები ბიჭებს,წარმატებები საქართველოს❤️❤️❤️

• იბრუხ მართალი

შენ საერთოდ სხვაგან ხარ ჩემი ძმა. გულ ანთებული ახალგაზრდობა კი არა უწიგნური, მოტყუებული და მოდას აყოლილი ხალხი იდგა ამ დღეებში რუსთაველზე. დღეს რა ხდება სად არიან ?

• გიორგი

ხვიჩა შენ ჩვენი ქვეყნის სახე ხარ. მე ბედნიერი ვარ, რომ ქართველ ხალხს აბედნიერებ შენი თამაშით და არამარტო თამაშით შენი სიტყვით, საქმით თავდაბლობით. ზოგჯერ კრიტიკაც აუცილებელია ეს მოტივაციაა მომავალი წარმატებებისთვის. იმედი მაქვს კიდევ ბევრ სიხარულს გვაჩუქებ .წარმატებები ხვიჩას.

• იასონას უდარი

უცნაურია,უკრაინის ომის შემდეგ რატომ გადაწყვიტა წამოსვლა? თუ ქართველი ხარ და შენი ქვეყნის ისტორია იცი,და თუ ამას აქცევ ყურადღებას,საერთოდ არ უნდა წასულიყავი. სიმართლის თქმაზე აცრილები ხართ? დაწერე,საქართველოში ყურადღებას არავინ მაქცევდა,სხვა გზა არ მქონდა და წავედი რუსეთში,ხოლო როცა გამოჩნდა საშუალება წამოვედი ეგრევე.ხომ მარტივია? ასე უფრო დასაფასებელი იქნებოდა,თუმცა არა,მაინც უაზრობას აწვებით და უკრაინას აკვეხებთ ყველგან. ვიღაც იტყვის რო ასე ფიქრობს და თავისი შეხედულება აქვსო,თუმცა ის ავიწყდება რო არავინ აკრიტიკებს ამის გამო. წახვედი რუსეთში და ასე გადაწყვიტე,შენი საქმეა და როგორც გინდა ისე მოიქეცი,მე ამასთან პრობლემა არ მაქვს. სამაგიეროდ,პრობლემა მაქვს მსგავს განცხადებებზე და უაზრობებზე,თითქოს უკრაინის ომმა გამოაჩინა რუსეთის იმპერიული ზრახვები,მანამდე ანგელოზი ქვეყანა იყო და ნეტარი მთავრობა ყავდა. მე პრობლემა არ მაქვს არც ვინმეს რუსეთებში წასვლაზე,არც რუსი მოქალაქეების აქ შემოსვლაზე,ნაცისტი არ ვარ.უბრალოდ,თეთრზე არ მითხრა შავიაო და პრობლემა არ გვექნება ერთმანეთთან. ვინც გინდა ის იყავი და რაც გინდა ის გქონდეს გაკეთებული,როცა სხვა ქვენის სიყვარულს ან პატივისცემას გამოხატავ,ხოლო შენსას იკიდებ,არ არის მთლად კარგი საქმე. 2008 წელს ომი გვქონდა,ორი წლით ადრე ხალხი გამოყარეს და ემბარგო დაგვადეს,კიდევ ორი წლით ადრე ცხინვალში შეტაკებები იყო,უფრო ადრე აფხაზეთის კონფლიქტი იყო,უფრო ადრე თებერვლის ომი და ოკუპაცია,ხოდა ეს როცა იცი და შენ მაინც მიდიხარ სათამაშოდ,მერე უკრაინის გამო მოდიხარ,რა გამოდიხარ ხვიჩა ბიძიკო? ამ ქვეყანას საქართველო ქვია და ეცადე წარმოდგენა არ შემაცველვინო შენზე,ბევრს კიდევ ამ ქვეყანაში. ყველაფერს გაგიტარებენ ამ ქვეყანაში,თუმცა ქვეყნის უპატივცემულობას არავინ გაპატიებს,გინდ ხვიჩა იყავი კვარაცხელია და გინდ ბაგრატიონ მუხრანსკი.

• Guderian

იდეაში მართალი ხარ, ოღონდ ეგ მითხარი მანქანაში რუსეთიდან შემოტანილ ბენზინს რომ ასხამ ეგ თუ გახსენდება? ფქვილიც რუსულია ისე...ძალიან კარგი პოსტია და კვარაც მაგარი ქართველია, კარგი ადამიანია, შენ კიდევ ამხელა სტატიაში მარტო ეგ დაინახე...ბუდუ გამახსენა, ქვეყანა ინგრეოდა და იმან ათი კაცი ერთსა სცემდაო ეგ დაინახა, თუმცა ლაწირაკი, განსაკუთრებით გოგოები ცოლშვილს რომ უტრიალებდნენ პოლიციელებს ეგ ვერა... არცერთის საქციელი არაა მისაღები, ამიტომ სპორტსმენები, ცნობილი სახეები უნდა ეცადონ შერიგებას, გაერთიანებისკენ მოწოდებას,ეს გააკეთა ეხლა ხვიჩამ თან ისე, რომ გულში რაც ედო ისიცა თქვა

• გულით შემატკივრები

ჰოო, აბაა... მარტო სამშობლოზე ფიქრობდი ახალგაზრდულ ნაკრებს რომ არ დაეხმარე... რუსთაველზე 15-16 წლის ვაჟკაცებს ცემითა ხოცავდნენ და 23 წლის მუტრუკი სამშობლოსთვის ბურთს დასდევდი... გულშემატკივარს ვერ მოატყუებ: გულითასტკივა ! ბავშვების და ახალგაზრდების მაგალითი უკვე ვერ იქნები!!! ეს ყველას არ შეუძლია ... კარგათ აგორავე ბურთი, ჩვენი თვალი გაახარე ლამაზი თამაშით... ნაკრებში ისე მოიკალი თავი, როგორც რუსთაველზე გულანთებული და ამაყი თაობა იკლავდა თავს (შენთვისაც სხვათა შორის). წარმატება ნაკრებს და შენ წარმატება! მაგრამ დროშა ბუდუს და ქოჩორას ხელშია. ღმერთი იყვეს თქვენსკენ, ბიჭებო! ჩვენ ყოველთვის თქვენსკენა ვართ გულით შემატკივრები !

• მდააა...

სტატია არვიცი და შენი ასეთი კომენტარი ნამდვილად არ იყო საჭირო.

• ბოკინიო

და რა იყო პოლიტიკური? თქვა რაც გააკეთა.

• ბს

მე ის მიკვირს წერისას აზრებს როგორ ალაგებ, იმიტომ რომ წაკითხულიდან შინაარსი ვერ გამოგაქვს! ისე საინტერესოა: კითხვა არ იცი და როგორ წერ, შე ნიჭიერო მზეო!

• Bs

წარმატებები ბიჭებო! ჩვენ ყველას გვჯერა რომ ბოლომდე იბრძოლებთ და არ დანებდებით, და შედეგი იქნება, აუცილებლად! მოხდეს რაც მოსახდენია! წინ, გამრჯვებისაკენ!

• Pepelu

ხვიჩა არის ნამდვილი ქართველი!! და ნამდვილი სუპერვარსკვლავი!!

• რეალობა

დაანებეთ თავი ხვიჩას. ხვიჩა რუსეთში რომ წაიყვანა ჯუღელმა, მაშინ პატარა ბავშვი იყო. ბევრს ჯერ არ ესმის, მაგრამ ხვიჩა ერის ლიდერად ჩამოყალიბდება მალე. თან ამას ფეხბურთის თამაშით გააკეთებს, და არა პოლიტიკური პარტიების გაწევრიანებით. საქართველო უყვარს, წესიერი კაცია, ასახელებს სამშობლოს და სხვებსაც კარგ მაგალითს აძლევს.

• თაზო

ავტორ დღეს მაინც დაანებე თავი ასეთი სათაურების გაკეთებას

• alexandre

მშვენიერი სტატიაა. მადლობა. ეს იბრუხი კი, ალბათ, მართალია. მაგრამ ცდება. არაფერი პოლიტიკური არ არის, მხოლოდ გრძნობები და განცდებია. გააპოლიტიკურა კი იბრუხმა, ყველაფერში რომ პოლიტიკას ხედავენ, ან უბრალოდ არაობიექტური და დაზომბებულია. წარმატებები ხვიჩას და ნაკრაბს! სრულიად საქართველოს!

• იბრუხ მართალი

ეჰ კვარა შენც ორმაგი სტანდარტებიც კაცი ყოფილხარ. თუ ქვეყნის ისტორიაზეა საქმე ჩვენ რა ომი არ გვქონია რუსებთან თუნდაც უახლოეს 2008 წელს?! რატო მიდიოდი მაშინ რუსეთის პრემიერლიგაში სათამაშოდ?. წადით და ბურთი გააგორეთ, შეეშვით ამ პოლიტიკურ განცხადებებს. ისე აუცილებელი იყო ამ სტატიის დადება თამაშამდე რამდენიმე საათით ადრე ?

"უდინეზეში" გოგლიჩიძის დებიუტი შედგა - მისი გუნდი 1/16-ფინალში გავიდა

Geo Team: არის პირადი კონტრაქტი - ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" ტრანსფერი ბოლომდეა მისაყვანი

სიგუას ახალ გუნდში დებიუტი ევროტურნირზე შედგება

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება

ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა

"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა

[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს

"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა

"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი

"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?

"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა

"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა

ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია

"როცა ენრიკე ამას აკეთებს, კვარაცხელია კარგად ვერასდროს თამაშობს" - ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი

[VIDEO] პსჟ-ს კაპიტანმა "ტოტენჰემთან" გამარჯვება ქართულის ცეკვით აღნიშნა

ხომ არ შეიცვალა ენრიკეს დამოკიდებულება ხვიჩას მიმართ და როგორ იქნება ზედიზედ მეორე ლიგა?

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

[VIDEO] ლუის ენრიკეს ექსპერიმენტი და "კვარა" შეცვლაზე - პსჟ-მ "ნანტს" მოუგო

ლუის ენრიკე რევოლუციურ ცვლილებებს აპირებს - იქნება კვარაცხელია სასტარტოში?