ბაქოს საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალის მე-4 ტური მიხეილ მჭედლიშვილისთვის უიღბლო გამოდგა
ბაქოს საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალის მე-4 ტური მიხეილ მჭედლიშვილისთვის უიღბლო გამოდგა: ქართველი დიდოსტატი თეთრი ფიგურებით ბელარუს სერგეი ჟიგალკოსთან დამარცხდა. მეოთხე გამარჯვება იზეიმა ლაზარო ბატისტა ბრუზონმაც (კუბა), რომელმაც ივან ჩეპარინოვს (ბულგარეთი) მოუგო.

ტურნირის რეიტინგფავორიტი შაჰრიარ მამედიაროვი (აზერბაიჯანი) ევგენი რომანოვს (რუსეთი) დაუზავდა. ყაიმზე შეთანხმდნენ რაუფ მამედოვი (აზერბაიჯანი) და ელთაჯ საფარლი (აზერბაიჯანი), დმიტრი ანდრეიკინმა (რუსეთი) პერეს დომინგესს (კუბა) აჯობა.

ტურნირზე მესამე გამარჯვება იზეიმა თორნიკე სანიკიძემ - შავი ფიგურებით მან ჯახანგირ აგარაგიმოვი (აზერბაიჯანი) დაამარცხა. ჩვენებურთა დანარჩენი პარტიები ასე დამთავრდა: მერაბ გაგუნაშვილი-ბაჰრუზ რზაევი (აზერბაიჯანი) 0,5:0,5, გიგა ყუფარაძე-ჰოუია იდანი (ირანი) 0,5:0,5, შაჰრიარ რაჰმანოვი (აზერბაიჯანი)-დავით მაღალაშვილი 0:1, ზაურ მამადოვი (აზერბაიჯანი)-გაიოზ ნიგალიძე 0:1. სალომე მელიამ უკვე მესამე შეხვედრა წააგო, ამჯერად ბათუხან დასტანთან, რომელიც ქართველ დიდოსტატს რეიტინგში 198 პუნქტით (!) ჩამორჩება. გათამაშების ცხრილში სამი მარცხის შემდეგ ნახევარი ქულა ჩაიწერა ბაჩანა მორჩიაშვილმა: იგი ტურკან მამედიაროვს დაუზავდა.

მონაგარი 4 ტურის შემდეგ: ბრუზონი, ჟიგალკო-4-4, ანდრეიკინი, რომანოვი-3,5-3,5, ჩეპარინოვი, ვალეხო, სუტოვსკი, მჭედლიშვილი, დრეევი, საფარლი, მამედოვი, მამედიაროვი, სანიკიძე, ვოლკოვი, მაღალაშვილი, იორდანესკუ-3-3... ყუფარაძე, ნიგალიძე, გაგუნაშვილი-2,5-2,5, მორჩიაშვილი, მელია-0,5-0,5 ქულა.

მეხუთე ტურში ქართველი მოჭადრაკეები მეტოქეებს ასე დაუწყვილდნენ: სანიკიძე-დრეევი, მაღალაშვილი-მამედოვი, ჩეპარინოვი-მჭედლიშვილი, დომინგესი-ყუფარაძე, ნიგალიძე-გაგუნაშვილი, მორჩიაშვილი-ხალაფოვა, კოვსარინია-მელია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა