ქართველები
  • ქართველი სპორტსმენები
  • ფეხბურთი
    • ეროვნული ნაკრები
    • ეროვნული ლიგა
    • ეროვნული ლიგა 2
    • ლეგიონერები
    • თასი
    • ასაკობრივი ნაკრები
    • სხვადასხვა
    • ევროპა ლიგა
    • კონფერენს ლიგა
    • ინგლისი
    • ესპანეთი
    • იტალია
    • გერმანია
    • საფრანგეთი
    • მსოფლიო
    • ჩემპიონთა ლიგა
    • ევროპის ჩემპიონატი
    • სხვადასხვა
    • ქალთა ფეხბურთი
    • ტრანსფერები
    • კალათბურთი
      • ეროვნული ნაკრები
      • სუპერლიგა
      • თასი
      • NBA
      • ლეგიონერები
      • ევრო ლიგა
      • ევროპის ჩემპიონატი
      • მსოფლიოს ჩემპიონატი
      • ასაკობრივი ნაკრები
      • სხვადასხვა
      • ჭიდაობა
        • ძიუდო
        • თავისუფალი
        • კლასიკური
        • ქართული
        • სუმო
        • სამბო
        • ქალთა ჭიდაობა
        • ბერძნულ-რომაული
        • ჩოგბურთი
          • როლან გაროსი
          • უიმბლდონი
          • ავსტრალიის ღია პირველობა
          • ამერიკის ღია პირველობა
          • მონტე კარლო
          • ATP ცინცინატი
          • მადრიდის მასტერსი
          • რომის მასტერსი
          • მაიამის მასტერსი
          • სხვადასხვა
          • რაგბი
            • ეროვნული ნაკრები
            • დიდი 10
            • თასი
            • ლეგიონერები
            • 6 ერი
            • ტესტები
            • ერთა თასი
            • მსოფლიო თასი
            • ასაკობრივი ნაკრები
            • სხვადასხვა
            • ფორმულა 1
              • მონაკოს გრან-პრი
              • ბრიტანეთის გრან-პრი
              • იტალიის გრან-პრი
              • ბელგიის გრან-პრი
              • ბაჰრეინის გრან-პრი
              • საუდის არაბეთის გრან-პრი
              • იაპონიის გრან-პრი
              • ჩინეთის გრან-პრი
              • მაიამის გრან-პრი
              • ემილია-რომანიის გრან-პრი
              • აბუ დაბის გრან-პრი
              • MMA
                • UFC
                • სხვადასხვა
                  • კრივი
                  • ველოსპორტი
                  • ტანვარჯიში
                  • ცურვა
                  • ჭადრაკი
                  • მძლეოსნობა
                  • ძალოსნობა
                  • მკლავჭიდი
                  • ტყვიის სროლა
                  • კარატე
                  • ნიჩბოსნობა
                  • მშვილდოსნობა
                  • ფარიკაობა
                  • წყალბურთი
                  • ხელბურთი
                  • ფრენბურთი
                  • ავტოსპორტი
                  • ჰოკეი
                  • თხილამურებით სრიალი
                  • ფიგურული სრიალი
                  • საინტერესო ამბები
                  • სხვადასხვა
                  • ფიტნესი
                  • ფიგურული ციგურაობა
                  • სხვა სახეობები

"ასე იცის, როცა მწვრთნელი ვარსკვლავს ვერ ცვლის, მიუხედავად იმისა, რომ თამაში არ მისდის"- რას წერს ადვოკატი ზვიად კორძაძე?

"ასე იცის, როცა მწვრთნელი ვარსკვლავს ვერ ცვლის, მიუხედავად იმისა, რომ თამაში არ მისდის"- რას წერს ადვოკატი ზვიად კორძაძე?

<p>ადვოკატი ზვიად კორძაძე ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოსა და თურქეთის 1:3 მატჩს გამოეხმაურა.</p><p>ასე იცის, მწვრთნელს თვითონ როცა არ სჯერა, რომ გუნდს მეტი შეუძლია. როცა მწვრთნელი ვარსკვლავს ვერ ცვლის, მიუხედავად იმისა, რომ თამაში არ მისდის. როცა გაჰყავს ყველაზე კრეატიული ფეხბურთელი, რომელსაც მიჰყავს თამაში, აგვიანებს გამტანი თავდამსხმელის შემოყვანას და მეკარეს ნებას აძლევს, ბოლო წუთზე წინ წავიდეს, როცა ბურთების შეფარდება მნიშვნელოვანია ტურნირზე. მოკლედ, სანიოლმა წააგო ეს თამაში.</p><p>ბიჭებს მადლობა, იომეს, იბრძოლეს და რაც მთავარია, კარგი ფეხბურთი ითამაშეს. იღბალი ცალკე თემაა. ქოჩორაშვილი რომელიმე დიდ გუნდს რატომ არ აჰყავს, არ მესმის.</p><p>არა უშავს, ყველაფერი წინაა. საქართველო", - წერს ზვიად კორძაძე სოციალურ ქსელში.</p><p>შეგახსენებთ, ჩვენს ჯგუფში მეორე ტური 22 ივნისს გაიმართება - საქართველო ჩეხეთს, თურქეთი კი პორტუგალიას დაუპირისპირდება.</p><p><p><p><br></p>

  • ნიკა

    კანონებზე ფეხბურთელებს ვკითხოთ აზრი, ფეხბურთზე - იურისტებს და სოფელიც აშენდება!

  • შენგელია

    ფეხბურთს უყურეთ და მერე ისაუბრეთ. ხვიჩასთვის პასის მიღების მომენტებს დააკვირდით, მის წინ რამდენი ფეხბურთელი დგება და თუნდაც უბურთოდ, ოდნავ სახიფათო ზონაში გადაადგილებისას 3 მეტოქე რომ დასდევს. საერთოდ, რაგგონიათ, ან რას ელით, ნახევარ გუნდს მოატყუებს და გაიტანს? საფრანგეთის, ინგლისის, იტალიის ნაკრებებს, თუნდაც სხვებს რომ ბევრად ცნობილი ვარსკვლავები ჰყავთ, რა გააკეთეს ისეთი, რომ აღფრთოვანდით და ემოციები ვერ დამალეთ? ხვიჩა მისთვის დაკისრებულ ფუნქციას კარგად ასრულებს. ჯადოქარი არ არის, არც მეტოქეებია რამით ნაკლები. წარმატება საქართველოს ნაკრებს

  • დო მაჟორი

    ზერელე და უსაფუძვლო კომენტარია, ბატონო კორძაძევ! საჯარიმოში მას 2-3 მცველი ხვდება, რადგან ერთს უმეტეს შემთხვევაში იოლად ჯაბნის. ამ დროს ჩვენს სხვა ფეხბურთელს ეხსნება სივრცე საგოლე მომენტისათვის! ელემენტარულია!

  • გია_544

    ხათუნამ თუ გააკეთა კომენტარი უტყუარი იქნება ) როგორც ეშმაკს ჯვარის, ისე გეშინიათ სიმართლისა და აზრის!

  • ქომაგი

    წადი რა, შენ საქმეს მიხედე ზვიად. გამომივიდა აქ დიდი მცოდნე. სხვების არ იყოს კიდევ, ყველას რომ სანიოლზე მაგარი მწვრთნელი ჰგონია თავი. ამ სისულელეებს დაანებეთ თავი, ზოგადად სოცქსელებში, ესეც ბულინგია და ცუდად მოქმედებს ბიჭებზე. თქვენ თუ მართლა გინდათ ნაკრების წარმატება, ნუ აკრიტიკებთ და მითუმეტეს ნუ ლანძღავთ სანიოლს და ფეხბურთლებს! მათაც აქვთ ინტერნეტთან წვდომა. ეხლა მხოლოდ გაამხნევეთ, რომ დამთავრდება, მერე რამდენიც გინდათ აკრიტიკეთ

  • ხათუნა

    ადვოკატმა თუ გააკეთა კომენტარი, უტყუარი იქნება. ხვიჩას არ ჰყავს თავისი კლასის თანაგუნდელები, რომ უფრო მეტად შეუწყონ ხელი. "კვარას ხარჯზე გამოჩნდნენ ეგენი, მუდამ 2-3 კაცი ჰყავდა ფეხზე და სივრცეები კვარას ხარჯზე გვქონდა. თურქებმა შეტევებით ცენტრიდან აგვიკლეს, სადაც ქოჩორას და ჩაკვეს სივრჩე იყო და 2 გოლიც მაქედან გავიდა" ერთი ახლობლის აზრი დააკომენტარე. წესიერად ვერც პასი მიაწოდეს ხვიჩას, ვერც გამოიყენეს განსაკუთრებით ბოლოში მისი ჩაკიდული ბურთი, თავადაც ცოტა ფრთხილად თამაშობდა, ცოტა ჟილკა აკლდა,რამოდენიმეჯერ აართვეს ბურთი, მაგრამ რასაც წერენ ხვიჩაზე, სრულიად არ ვეთანხმები

  • ბუხუტი

    სამწუხაროდ სანიოლიმ წააგო ეს თამაში დროა დაცვა შეიცვალოს და მართლა ათამაშეთ ვისაც შეუძლია და სკამზე ყავს დამჯდარი,მწვრთნელმა ამდენი შეცდომები არ უნდა დაუშვას რახდება,აზაროვი საზანოვი დატოვა ვინც წაიყვანა ვისაც შეუძლია დაცვა სკამზე ყავს შეცვლა არ გააკეთა,11 კაცით დაცვაში ყოფნა გაგონილა როდემდე ეს უსამართლობა დაგვაწყდა ნერვები ისედაც არა გვაქ.ბიჭებს მადლობა თავგანწირისათვის დამთავრებული არაფერია წინ გამარჯვებისკენ,იმედია გამუასწორებს სანიოლი

  • ალეკო

    გონივრული ეჭვი მაქვს, რომ ის ცვლილებები და სწორედ იმ დროს, როდესაც ისინი მოხდა, სანიოლის ინიციატივა არ იყო, გარედან აიძულეს...

  • დორმიდონტ

    დამშვიდდიით, ნერვებს გაუფრთხილდიით, შესაბამისად ჯანმრთელობასაც! მწვრთნელი უნდა იყოს პრინციპული, მისთვის ე.წ."ავტორიტეტი" არ უნდა არსებობდეს, თორემ ატყდება ერთი ამბავი მე გენერლის ცოლი ვაარო და მე კიდევა საყვარელიო!:)) შესაბამისად გამოვა უგემოვნო აჯაფსანდალი! თუ მოგება და გამარჯვება გსურს უნდა იმოქმედო შესაბამისად! და არა იმას უყურო ეს ავტორიტეტია და ის ვიღაცის ფავორიტიო! ეხლა რაც შეეხება თამაშს, არც თურქები წყვეტდენ ციდან ვარსკვლავებს და იმათ ფონზე რაც გამოვჩნდით კი ნახა ყველამ. და ბოლოს ე.წ. მთავრობის მამებმა და ქალაქის მერიკომ დროულად იზრუნონ და მოამზადონ გორგასლის 1 ხარისხის ორდენები!!! მარტო ღირსებისა საკმარისი არააა:)))

  • გიორგი

    ალთუნაშვილმა რა და რატომ დაკარგა ამაზე არ მიდის კამათი პროფსირ! როცა გატანილ/გაშვებული ბურთების რაოდენობა ძალზე მნიშვნელოვანია, მეკარის მოწინააღმდეგის საჯარიმოში ყოფნაა ძალზე გაუმართლებელი, რისკი კი იმაზე ბევრად მეტი ვიდრე მეკარის გატანილი გოლის ალბათობა!

  • გიორგი

    საქართველოში ფეხბურთი ის თემაა, რომლის გულშემატკივარიც „გინეკოლოგი“ არასდროს ყოფილა! ბატონ კორძაძეს ალბათ ბევრი დაეთანხმება. ყველა მოვლენას თავის მიზეზი აქვს და „არაგინეკოლოგმა“ მწვრთნელებმა რომ წაგებული მატჩის კომენტირებისას მეტი პროფესიონალიზმი და არ არაფრისმომცემი დიპლომატია გამოავლინონ, უკეთესი მგონია!

  • .

    და ამის მერე საშა ჩივაძის კომენტარი დადეთ და კლარენს ზეედორფის! ეს კაცი ვინაა ამის კომენტარი რო გვაინტერესებდეს??? აღაბეკას ბიძაშვილმაც შეაფასა გუშინ თამაში და მაგის აზრიც დადდეთ.

  • ნიკა

    გინეკოლოგი თუ მოგვაწვდის თავის შეხედულებას კარგი იქნება. სანიოლს სულზე მიუსწრებს.

  • ამო

    ვეთანხმები, სანიოლმა წააგო. თურქეთთან და ჩეხებთან მხოლოდ პირველ ნომრად უნდა ვითამაშოთ.

  • გოგას

    კაცი თუ სიმართლეს ამბობს ხაზარაძის ადვოკატი იყოს და თუ გინდა მიკლუხო მაკლაის.

  • md

    ფეხბურთზე გვაინტერესებს კიდევ მოსამართლის,პროკურორის,მზარეულის და პროქტოლოგის აზრი )))

  • ზურა

    100% -ით ვეთანხმები "martali" ს, საუკეთესო დაცვა შეტევაა. ცხადაძე იყო მაგარი შემტევი თამაშით და შეტევაში კომბინაციების მრავალფეროვნებით, ისწავლოს სანიოლმა მისგან, ვითამაშოთ მოგებაზე, მითუმეტეს ახლა უფრო მაღალი კლასის შემტევები გვყავს, ვიდრე ცხადაძის დროს.

  • ტარიელი

    მეც მიმაჩნია,რომ ჩაკვეტაძე არ უნდა შეეცვალა.რომ შეხედა,არ წაუვიდა თამაში კვარას,უნდა შეეცვალა და საერთოდ, დააგვიანა შეცვლა.ზივზივაძე უნდა გამოეყვანა უკვე მეორე ტაიმის დასაწყისში და არა თამაში ფაქტიურად დამთავრებული რომ იყო. სანამ საჯარიმომდე არ მოვიდოდნენ თურქები,მანამდე ფაქტიურად არ ეთამაშებოდნენ,აძლევდნენ ძალიან დიდ სივრცეს,რაც იმაზე მეტყველებს,რომ დაცვით თამაშს თამაშობდნენ და მივედით კიდევაც ლოგიკურ შედეგამდე.

  • Karena

    შემწვარი გოჭი :))

  • შალო

  • იულონი

    მამარდას წინ წასვლა კი არ იყო შეცდომა პროფსირ, გადმოვარდნილი ბურთი ალთუნაშვილმა რომ დაკარგა ის! ტაქტიკა კონტიგენტის მიხედვით ოპტიმალური იყო; მაღალ პრესინგს ჩვენ ვერ ვახერხებთ, ბუდუ ბურთის ამომტანი არაა... ხვიჩას ყოველ წუთს შეეძლო რაღაც ექნა, ის ფსიქოლოგიური ფაქტორიცაა სხვებისთვის ...

  • ტყაჩუ

    ძალიან სასაცილო და დილეტანტური მსჯელობაა! ბუდუ ბურთის ამომტანი არაა, კიტე არ იყო, წითას არ გამოუვიდა ... ჩვენ პორტუგალია, საფრანგეთი და ინგლისი არა ვართ, არაა დიდი არჩევანი ... მაღალი პრესინგი არ იყოო .. არ გვყავს შესაბამისი კონტიგენტი ... ასე ვითამაშეტ ბერძნებთანაც ...ქოჩორად ბურთი რომ გასულიყო? კვარამ ვერ ითამაშა და ამიტომ გასაგდები და დასახვრეტია? რომელი ფეხბურთელი იცით, რომელიც ყველა თამაშს კარგად თამაშობს?

  • zura222

    მართალია ეს ადუკანტი ! ჩაკვეტაძე არ უნდა გამოეცვალა ერთერთი საუკეთესო იყო და არც დაღლია და მაგარი გატეხილში იყო რომ შეცვალა @ და ქოჩორაშვილს რაც შეეხება--მამანაცოვიჩმა(ამას უკვე ცუდი გაგებით არ ვამბობ ! ოღონდ ასე გააგრძელოს თამაში და კიდევ მოუმატოს და თუ უნდა სააკაშვილოვიჩი იყოსDD)თუ ასევე ჩაატარა დარჩენილი თამაშები ამ ევროზე 100% დაესევიან ტოპ გუნდები და ვნახავთ მაგას ან ბავარიაში ან რეალში ან მილანში ან ინგლისში !

  • დათო

    1 თამაშით ნუ გადაწყვეტთ ყველაფერს,იღბალმა გვიმტყუნა,ამას მთელი მსოფლიო აღიარებს გარდა ყოვლისმცოდნე ქართველებისა

  • ჯეკო

    წიტამ და კვარაცხელიამ რაც გააკეთა მაგის 10% მაინც რომ გააკეთოს თქვენ და თქვენთან ოჯახმა, საქართველო აყვავდება. არ შეიძლება ესეთი კრიტიკა ბიჭების,წიტას რაც შეეძლო მაგ სიტუაციაში ყველაფერი გააკეთა. მიდიოდა შეტევაზე ქმნიდა საშიშ მომენტებს. იღბალმა გვიმტყუნა მაგრამ ყველაფერი წინ არის.

  • Martali

    პირველი ტურის ბოლო შეხვედრა იყო და ვინმემ ითამაშა ასეთი საზიზღარი წინა საუკუნის კატენაჩოს პაროდიით? რატომ არ იძახით სიმართლეს? ვინმეს მოგეწონათ ნაკრები პირველ გოლამდე და მეორე ტაიმში მეორე გოლამდე? ალბანეთსაც არ უკადრიათ იტალიასთან და რატო გვაქვს ეს სუსტის და დამარცხებულის და მეტი აღარ შეგვიძლიას კომპლექსი? თუ ყველა ნაკრები თამაშობს ფეხბურთს სანიოლი რატო 11 კაციან დაცვას? თან გებებში არ გვაქვს და არც გვქონია ეს. და ერთადერთი შანსია შეტევა. რამდენიც წავედით და მწვთნელმა ნება დართო შეტევის შევჭამეთ თურქები და ბიჭებს მადლობა და ეს კანონზომიერიცაა გრანდების გარდა ვინმეს ყავს ნაკრებში იტალიის საუკწთესო ავსრტრიის საუკეთესო საფრანგეთის ლიგის 2 მაგარი და ესპანეთის საუკეთესო მეკარე? და მწვთნელი საშინელება დაცვის იქით ცხოვრებაში რომ არ გაუხედია. ეხლა მეტყვით ჩემპიონატზე რომ გაგვიყვანაო? და ერთა ლიგა რომ ყოფილიყო წინა თითქმის ყველა თაობის ნაკრები გავიდოდა აქამდეც. ჯგუფებში მესამეზე გავდიოდით სულ და გრანდების გარდა ყველას ვუგებდით ჯგუფში ხანდახან გრანდებსაც ვამწარებდით. და თუ ეხლა გავედით მხოლოდ ბიჭების თავგანწირვით და სტადიონზე მაყურებლით.

  • Karche ra

    სანიოლ სიგუას მიეცი შანსიიი და პირობას ვდებ თბილისიდან გვასახელებსსსს...

  • თენგო

    გასაგებია ყველა უნდა ჩასულიყო საჯარიმოში მაგრამ უკან ერთი ტანდაბალი ვინმე მაინც დამდგარიყო

  • კახას

    80კი არა 180 მილიონი ღირს

  • ...

    და რამოდენიმე ადამიანი რომ მარტო კვარას მეურვეობდა თამაშობდა, და ეს სხვებს აძლევდა შედარებით თავისუფლებას, ეს არაფერი??? დაანებეთ ამ ბიჭს თავი!

  • zebu

    ვიცოდი და თამაშსიც ჩანდა, რომ მაგარი მომზადებული ნაკრები გვყავს, მაგარი ბიჭები არიან, კარგ ფორმაში..., ეს მწვრთნელის დამსახურებაცაა, მაგრამ გუშინდელი სამწუხარო მარცხიც მწვრთნელის (არჩეული ტაქტიკის გამო,რომელიც მე-2 ტაიმშიც არ შეცვალა და შეცვლებიც არასწორად განახორციელა) დამსახურებაა.

  • ბ. დილანიშვილი

    არ ვიცი ზვიადი უფრო ხარ თუ კორძაძე, თუ ორივე, მაგრამ ფეხბურთი შენი თემა არ არის. გაუმარჯოს საქართველოს ნაკრებს!

  • კახა

    ერთი შეკითხვა მაქვს ღიირს 80 მილიონი ხვიჩა?იქნებ ვინმემ დაწეროს პასუხი,კლუბში შეიძლება ვარსკვლავებს წყვიტავს ნაკრებში ნელ ნელა უკლებს და რიგითს ემსგავსება

  • ლუკა

    ბრავო ბიჭებს!პირველად შემეცოდა ნაკრებიც და მთელი საქართველო,არ იყო წასაგები მატჩი.რაც შეეხება კომენტარებს,ახლა ბიჭებს გამხნევება ჭირდება!გამოტყდით,რომ ასეთ საოცარ თამაშს არ ველოდით და არც არასდროს უთამაშია ნაკრებს.მიდით ბიჭებო!წინ საქართველო!

  • ლევან მაღლაკელიძე.

    წიტას ნაცვლად შენგოლია უნდა ყოფილიყო, კვარა გაეყვანა და მის პოზიციაზე ჩაკვე გადაეყვანა, გამოთავისუფლებულ ცენტრსი, სემტევი ზივზივაძე. მარჯვენა გარემარბის ადგილზე კი გოცოლა ან საბა. თამაში მოგებული იყო, რად უნდა ამას ბევრი ბჭობა. როცა ამას არ აკეტებ, ან კომპეტენცია არ გყოფნის, ან შეტქმულებასააქ ადგილი, ნებისმიერი რამ ჩაიტვლება შეთქმულებად, გაყიდვააა, პოლიტიკაა და რაც გნებავთ. რატომ ვფიქრობ ასე? როცა წინასწარვე აანონსებ რომ წარმატება მიღწეულია ევროპაზე გასვლით, და თუ ვერ მოვიგებთ ჯგუფის თამასებს არაუშავს და ესეც წარმატებაა, სხვას ვერაფერს ვერ ვფიქრობ

  • გიორგი

    ვინ არის და რას წარმოადგენს ეს ადვოკატი ზვიადი, რომ მისი მოსაზრება მოგყავთ აქანე? რომელი ექსპერტი იგია?

  • Gocha

    Es kvaracxelia moagvaret !!!!!!!!! Ra unda gaiget

  • სვანსკი

    რატომ ვკმაყოფილდებით ჩვენ ქართველები მიღწეულით? გავედით ევროპაზე და მორჩა? რატომ არ ვლაპარაკობთ შეცდომებზე? ეს არ არის ფეხბურთის თამაში და მერე გამართლება არ გამართლებაზე ლაპარაკი. კვარა შეისწავლესო? მაგაშია საქმე,რომ ვერ იყენებ იმ ძვირფას რესურს რაც გყავს და მერე რამდენი გყავს....სანიოლი ვერ ქაჩავს ასეთ დონეს,მაგრამ ნახევარზე მეტი ისეთი ფეხბეურთელებისგან შედგება რომლებსაც შეუძლიათ თურქეთის გუნდი დიდი ანგარიშით დაამარცხონ. ტაქტიკოსი მწვრთნელი პირველი ტაიმის შემდეგ სულ სხვა გუნდს გამოიყვანდა, სანი ჩვენ მეტი გვჭირდება უნდა წახვიდე

  • inviz9

    ბაკარიას ნუ მიედ მოედები პოლიტიკა აქ არაფერ შუაშია-ეს ის შემთხვევაა, როცა კორძაძე მართალია-სანიოლმა წააგო ეს თამაში როცა მწვრთნელი გუნდს ავალებს რომ ღრმა დაცვაში ითამაშოს და ცენტრზე უფრო ქვევით დახვდეს მეტოქეს, რომელიც პრესინგს გეთამაშება,შენ კი ბურთის ამომტანი მოთამაშე არ გყავს-ამით მეტოქეს უადვილებ შენს დაჩაგრვას მწვრთნელი რისი მწვრთნელია რომ თუ ტაქტიკის შერჩევა შეეშალა, მთელი ერთი ტაიმისა და 20 წუთის შემდეგაც ვერ ხვდება, რომ ეს ტაქტიკა შესაცვლელია და იგივე ბურთის დამჭერი დავითაშვილი უფრო ადრეა გამოსაყვანი, მხოლოდ არა ჩაკვეტაძის შეცვლით, რომელიც ერთ-ერთი მებრძოლი და საუკეთესო იყო მოედანზე კვარა გასაყვანი კი არა გადასაგდები იყო-მთელი თამაში დასეირნობდა კი არ დარბოდა-პირველი გოლიც მაგან დააგვიანა და თავისუფლად დაარტყმევინა საკუთარ მეურვეს საერთოდ დააკვირდით როცა მნიშვნელოვანი თამაშია კვარა ფსიქოლოგიურ წნეხს ვერ უძლებს და ვერ თამაშობს-ასე იყო საბერძნეთთან, ასე იყო თურქეთთან და ნაპოლის რეალთან თამაშებში ერთი დრიბლინგი ვერ გააკეთა, ერთი დარტყმა ვერ შეასრულა, მგონი წონაშიც მოიმატა-სისწრაფე დააკლდა-კომენტატორსაც კი წამოსცდა გუშინ კვარა უფრო სწრაფადო უამრავი სივრცე ქონდა ხოლმე რამდენჯერმე, მაგრამ მაინც ვერაფერი გააკეთა და მერე ნუ დაიწყებთ მის გამართლებას მჭიდროდ ეთამაშება ორ-ორი მეურვეო-ვინც მაგაში 80 მილიონს გადაიხდის იმის თავში ჩამახედა დაცვაში ხომ საერთოდ არ ინძრევა ხოლმე, დგას მეტოქის ორ მოთამაშეს შორის-არც ერთთან მიდის არც მეორესთან ახლოს რომ ბურთი აართვას-მერე ღა იწყებს ახლოს მისვლას როცა პასი გაკეთებულია და ბურთი მეტოქეს აქვს-მოკლედ ქმნის დაცვაში მუშაობის ილუზიას, რეალურად კი არ უშლის ხელს დაგვიანებული შეცვლები, არასწორი ტაქტიკა და გავბანძდით ევროპის თვალწინ-შედეგი რომც მიგვეღო ფრე რაზედაც ასე ოცნებობდა სანიოლი -ამ თამაშით შორს ვერ წავალთ ერთ-ერთი ყველაზე კარგი და ნიჭიერი თაობა 1996-1998 წლებში ყავდა საქართველოს-ქინქლაძე, ჯამარაული, ქეცბა, არველაძეები-და რა? მაშინაც "ჩაჯმ-ბი" გამოდიოდნენ მოედანზე და თამაში მის დაწყებამდე წაგებული ქონდათ და გუშინაც დამფრთხლებმა დაიწყეს თამაში და მივიღეთ ის რომ 18 წლის ბიჭებმა გაგვაბანძეს ორივემ გაგვიტანა, თუმცა ილდიზის თამაშგარეში მყოფი ტერფის გამო გადაგვჩით მერე მეორეჯერ გაგვიმართლა და გოლი გავიტანეთ და შესვენებაზეც გავედით ყველაფერი. ამის მერე რომ მაინც უიღბლობას აბრალებ ეს დათვური სამსახური და მაამებლობაა-სიმართლე უნდა ითქვას რომ შემდეგში მაინც გამოსწორდეს სიტუაცია მადლობა დაცვას კარგი თამაშისათვის და განსაკუთრებით ქოჩორას, ჩაკვეს და ჟორჟს ვისი ცუდი თამაშისაც გვეშინოდა იმათმა გაამართლეს და ვისი იმედიც გვქონდა მეკარეს და შეტევას ვგულისხმობ იქ პირიქით მოხდა სანიოლი არ გავუშას ფედერაციამო-მგონი ღვთისავარმა დაწერა ამ რამდენიმე დღის წინ ნაკრების მწვრთნელი ფეღბურთელებს ვერ ზრდის-ის იმ მოკლევადიანი შეკრებების დროს როდესაც ნაკრების თამაშია მაქსიმალურად კარგად უნდა იყენებდეს იმ რესურსს და ფეხბურთელებს რაც სხვა მწვრთნელებმა და გუნდებმა მიაწოდეს-ანუ პირველ რიგში ტაქტიკა უნდა შეარჩიოს სწორად ანუ სტრატეგია თამაშისა, თუ რაღაცა არ ამართლებს ოპერატიულად უნდა ჩაერიოს და დროული ცვლილებებით ეცადოს შეცვალოს სიტუაცია მოედანზე რომელი ერთი თვისება აქვს სანიოლს? ვაისივით ვერ გრძნობს თამაშის რიტმს და 90-ე წუთზე გამოყავს ბუდუ! რისთვის გამოიყვანა ბურთის მიტანა თავდასხმამდე მთელი თამაში გვიჭირდა და თანაც 90-ე წუთზე? დებილია თუ დაგვცინის? საბერძნეთთან გაუმართლა რომ ამ ფრთხილი ტაქტიკით არ წავაგეთ და ძლივს პენლებით გავძვერით და არა კარგი თამაშით წავიდეს სანიოლი გზას ხეირი დააყაროს-მისი როლი ნულია ! ქართველი ჯიგრიანი მწვრთნელი გვინდა და არა ეს მუმია! სამწუხაროდ ჩეხები უფრო ძლიერი გუნდია ვიდრე თურქები და მათთან უფრო მეტად გაგვიჭირდება. გუშინდელი თამაშის სასურველად დამთავრების შანსი გავუშვით ხელიდან შიშის და გაუბედაობის გამო ახლა თურქეთი და პორტუგალია ფრეს ითამაშებენ, მერე პორტუგალია ამოგვტენის, მანამდე სავარაუდოდ ჩეხეთიც გადაგვირბენს რადგან ფიზიკურად ძალიან ძლიერები არიან და ეს ტურისტული გასეირნებაც გერმანიაში დამთავრდება ევროპას კი დიდხანს ემახსოვრება "ჩაჯმ-ლი" საქართველოს ნაკრები, რომელიც კიდევ კაი ხანი ვერ მოხვდება ფინალურ ეტაპზე სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია

  • შულაია

    ჯერ ერთი, კომენტების ნაწილი ამ ადვოკატის გაშავებას ცდილობს,რომელმაც უბრალოდ საკუთარი აზრი ჩამოაალიბა და დაწერა საჯაროდ საკუთარი გვარისა და სახელის მიუთითებით,ხოლო მასზე ვინც წერს -ვინ არის,ვის დაკარგვიაო და აქილიკებენ ათასი სულელურ ფსევდონიმს არიან ამოფარებული. მეორე და მთავარი, თანამედროვე სპორტი და განსაკუთრებით ფეხბურთი მართლა ზღაპარი არ არის-ბოლო რომ აუცილებლად კეთილი იყოს, არამედ უდიდესი ბიზნესი-ფულია, პოლიტიკასთან გადაჯაჭვული, ხოდა როდესაც ფეხბურთის ევროპელი მამების მიერ, სუსტი გუნდების ფინალურ ეტაპზე მოხვედრის ხელშეწყობის პოლიტიკით ვისარგებლეთ და ევროზე მოვხდით, როგორც გვჩვევია, ეგრევე დაიწყო გაუთავებელი ბაქი-ბუქი და ჩამოყალიბდა ზღვარგადასული მოლოდინი რომ აუცილებლად ჯგუფიდან უნდა გავიდეთ.არადა ყვველას დაავიწყდა შესარჩევის ფიასკო-ესპანელებთან განადგურება,შოტლანდიასთან და ნორვეგიისთვის ვერც ერთი თამაშის მოგება, ის რომ ფიფას რეიტინგში ლამის მე-80 ვართ, ნაკრების ძირითადი ბირთვი ან ნაკლებათ ძლიერ ჩემპიონატებში თამაშობენ ანაც საერთოდ მე-2 ლიგებში გამოდიან, ღმერთს მადლობა ამ მასობრივი ფსიქოზის ფონზე ჩვენა ნაკრებმა მოახერხა და ჩემის მოკრძალებული აზრით, ისტორიაში საუკვეთესო თამაში აჩვენა-მხოლოდ გატანილი გოლის შემდეგ, თორემ მანამდე იყო სრული კატასტროფა და წარმოდგენაც არ მინდა რომ არა ვარი და რამდენიმე სანტიმეტრიანი აფსაიტი რაც მოხდებოდა. ტოლსწორად და სანახაობრივად კი ვეთამაშეთ გოლის შემდეგ თურქებს,მაგრამ სამწუხაროდ კლასით მაინც გვაჯობეს და მოგვიგეს. გამოდის რომ ტყუილად არ წაიყვანეს ის 18 წლის ბიჭი რეალში და არა ჩვენი ლიდერი-კვარა, მათი თამაშის მქკ-ტი ისე განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან როგორც რეალი და ნაპოლი.....კიდევ ერთი, ის ხალხი ვინც კვარას გუშინ კვარადონას ეძახდა,სხვადასხვა გრანდებში გადაყავდა ასეული მლ-ბის სანაცვლოდ და საერთოდ ბრიყვულად გვიმტკიცებდნენ რომ მთელი საფეხბურთო სამყარო ხვიჩას გარშემო ტრიალებსო დღეს ლანღავენ და წაგებას მას აბრალებენ, ისე როგორც სანიოლს, იმას კი არ ფიქრობენ,რონ წიტას,მექვაბიშვილს,კვირკველიას, კაშიას, იგივე კვარას და სხვებს მეტი არ შეუძლიათ და ისედაც საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი დადეს...თავს ზემოთ ძალა არ არისო ხომ გსმენიათ...ცუდია რომ ამ მტკივნეული- ემოციური მარცხის შემდეგ ჩეხებთან უფრო გაგვიჭირდება და ეხლა ნაღდათ არ არის კვარას და სანიოლის ლანძღვა გინების დრო...ზღაპარი გრძელდება, მართალია მისი კეთილი ბოლოსი ნაკლებათ მჯერა მაგრამ მაინც...

  • თამაზი

    რას ლანძღავთ ამ კაცს , აზრის გამოთქმის უფლება ყველას აქვს. ჩვენთან საკუთარ აზრს არ გამოთქვამენ, სხვის აზრს აკრიტიკებენ. მეც მგონია რომ მწვრთნელმა წააგო.

  • თენგო

    სამწუხაროდ დადგა ის მომენტი როცა კიტეს ტრავმის შემდეგ შემცვლელი საძებარი გახდა, არადა კიტე, ჩაკვე და კვარფაცხელია, კიდე არაბიძე აღარ არის საჭიროო...., ასევე მარცხენა ფრთა, აზაროვის არ წაყვანა........

  • ...

    მართალია.. კვარამ ძალიან უკლო საქართველოს ნაკრებში შედეგს. სანამ დაოჯახდებოდა, მეტად კონცენტრირებული იყო და მაქსიმუმს აკეთებდა.. ამ ბოლო დროს კი ეს ის კვარა აღარაა

  • მომპირკეთებელი

    ამნაირი ცხიმის გროვები სანიოლის ფეხბურთს რომ აკრიტიკებენ, ხაზარაძე და სააკაშვილი პატრიოტიზმზე, წითლიძე და პატარაია ქალის კდემამოსილებაზე რომ წაიკითხავენ ლექციას, უგულავა ბიუჯეტზე ... ჭიაბერაშვილი და თარხნიშვილი სამართლიან არჩევნებზე ... ვინ დაგვიდგება წინ!

  • დავით

    შეუცვლელი არავინ არ არი უნდა შეეცვალა, აზაროვი რატო არ წაიყვანა ამაზე არავინ დაფიქრებულხართ?

  • მირონ

    ქანეშნა, ვინ მისცა ამას ფეხბურთზე საუბრის უფლება, კალოშა და კობახა უფრო ინტელექტუალურად ჩაანალიზებენ:)

  • ანდრო

    ეს ვინაა საერთოთ?სპორტული საიტია და ადვოკატების აზრი რატო წერია?

  • სოხუმელი ვეტერანი

    ხვიჩა ის ფეხბურთელია, რომელსაც ყოველთვის შეუძლია თუნდაც ერთი მომენტის შექმნა, რომელიც მატჩის ბედს გადაწყვეტს და ბოლო წუთები(სხვაზე რომ არ ვილაპარაკოთ) ამის ნათელი დასტურია. უბრალოდ გუშინ იღბალმა ზურგი შეგვაქცია.

  • ბექა

    კვარას არ წაუვიდა თამაში, მაგრამ ამის მიუხედავად გაყვანა როგორ შეიძლებოდა ტრავმა ქონდა თუ რა? რო გაეყვანა ძალიან დიდი უპირატესობა ექნებოდათ თურქებს. 2-3 კაცი მეურვეობს ეს დიდ სივრცეებს უხსნის სხვა ფეხბურთელებს და ბოლოს თითქმი 100% იანი საგოლე შექმნა. ასე რომ კვარას დონის ფეხბურთელი როცა გყავს არ გაიყვანო უნდა(ჯვარი სწერია) ტრავმა თუ არ მიიღო

  • ფეოლა

    ეგ ყველა დეტალი და ყველა შესაძლო ვარიანტი მოქმედებისა წინასწარ უნდა იყოს გაწერილი მატჩსმდე და ნაფიქრი და არა სპონტანურად მიღებული წამებში! აი რა შემთხვევაში რას ვაკეთებთ, თუ ასე წავიდა საქმე მაშინ რას ვაკეთებთ, ამან თუ ტრამვმა მიიღო მაშინ ვინ შემყავს, ის თუ გამიგდეს რა გადაწყობას ვაკეთებ და ასე შემდეგ!!! 500 სხვადასხვა ვარიანტი უნდა გათვალოუოველი თამაშისას წინასწარ და მერე არ უნდა გქონდეს მსგაზე საფიქრალი! მეორეც თამაშის ბოლოს იმ გადმოვარდნილ ბურთს რო ვერ საამუშავებ როცა იცი რომ კარები ცარიელია და მეტოქე წაგართმევს და გოლი მოყვება ნაკრებში არ უნდა ითამაშო კაცმა, მითუმეტეს შენსა და მოწინააღმდეგეს შორის 5 მეტრი როცაა!!!

  • ბაკარია

    ჯერ ერთი ვარსკვლავი იმის ვარსკვლავია, რომ ყოველ წუთს შეიძლება არაორდინალური რამ გააკეთოს და მის შეცვლას სამართლიანი კრიტიკა მოყვებოდა! მეორე - თუ ბუდუს შემოყვანაზეა ლაპარაკი, ის სულ სხვა სტილის მოთამაშეა და ნაკლებპროდუქტიულია, როცა ბურთი სწრაფადაა ამოსატანი ... მესამე - თუ შეცვლაში შენს კლიენტებს ხაზარაძეს და ჯაფარიძეს გულისხმობ, ესაოდა ადამიანების მოტყუება ეხერხებათ და ისინი უნდა შეეყვანათო, ისინი განაცხადში არ ყოფილან! :)) ეცადე ილაპარაკო იმაზე, რაც იცი, შენი ბოღმა შეინახე!

  • ნიკოლოზი

    პასი თვითონ უნდა მოძებნო, პასმა კი არ უნდა მოგძებნოს ფეხბურთელი! მეორეც --- ბურთთან 4 მეტრში როცა იყო ხოლმე თურქი და მეტრნახევარში ქართველი რატომ ხდებოდა რომ თითქმის ყოველთვის თურქი ასწრებდა ბურთზე მისვლას ქართველს? ჩვენები ეია ბრძოლაში არ შედიოდნენ არსსდროს! განსაკუთრებით პირველ ტაიმში!!!

  • sss

    ყველა ყველაფრის სპეციალისტი რომაა საქართველოში იმიტომ არის ჩვენი საქმე კარგად.ყველამ ვიცით სხვამ რა და როგორ უნდა გააკეთოს და სხვისთვის ჭკუის სწავლებაში მაგრები ვართ თანაც ურემი რომ გადაბრუნდება შემდეგ.

  • მერაბი

    მართალი ხარ! ფეხბურთელს უნდა შეეძლოს 90 წუთი სირბილი თუნდაც გაუჩერებლივ! მეორე ტაიმში ნახევარდაცვა კონტრშეტევაზე ცენტრს ვერ ცდებოდა, ფეხებს ძლივს ერეოდნენ! მამუჩაშვილს რო არ წაიყვან ან აზაროვს რომლებსაც 120 წუთი შეუძლიათ ისე ითამაშონ რომ არ დაიღალონ და კლასიც მაღალი აქვთ მაგიტომ ვიღებთ ეგეთ შედეგებს! ნორმატივს რომ ვერ აბარებს ფეხბურთელი ნაკრებში არ უნდა იყოს ის! ან თუნდაც იმ გადმოვარდნილი ბურთის ვერ გაჩერება რა უსაშველობა იყო ისეთი მესამე გოლო რო მოყვა, თუ ვერ აჩერებ შე მამაცხონებულო მოიშორე მაინც ერთი შეხებით, მარჯვნივ ორი ჩვენი ფეხბურთელი ცარიელი იყო!!!

  • sss

    მართალი ხარ ჯიგარ კანკავასთან ერთად ხურცილავა და ძოძუაშვილი გაუვალი დაცვა იქნებოდა.

  • Pepelu

    სრულიად გარეშე პირს, საკმაოდ საეჭვო რეპუტაციით რატომ აძლევთ ხვიჩას გალანზღვის უფლებას!!! ვინ არის ეს კაცი და საერთოდ რა გაუკეთებია ან ქვეყნისთვის ან ფეხბურთისთვის? არ გრცხვენიათ საერთოდ რეებს აკეთებთ!! ზურცხულია ეს ყველაფერი!!! სპორტალლ აბა თქვენ იცით დაბლოკეთ მიუღებელი კომენტარები :)))))))

  • ენვერიკო

    მარტო წიტაიშვილს ვერ გაამტყუნებ,მე ვიტყოდი წიტაიშვილი კავარაცხელიას ტანდემი იყო სუსტი და ეგ უფრო კვარას ბრალია.წიტაიშვილი რომ მიხვდა მაგას იმიტომაც ურტყამდა კარში.

  • კახა

    ვანბასტენი და პლატინი გამოუვლია მწვრთნელს როცა არ წასვლის თამაში და ვინაა კვარა მაგათთან რომ ვერ უბედავენ გამოცვლას, მარა სანიოლი ხო პრინციპული მწვრთნლი არაა. ნოდარ ახალკაცი უნდა ამ ბიჭებს და მერე გენახათ ბევრი 13 მაისი

  • ჯიბო

    აი როგორი არ უნდა იყოს ახალფაზრდა ფეხბურთელი! შეხედეთ კვარაცხელიას და კარგად დაიმახსოვრეთ.

  • მური

    კვარადონა??? რა მოსატანია მარადონასთათ კვარაცხელია. გადავირიე ეს რა ვნახე. კაცი ვერ ურტყამს კარში, უაზროდ “ მატაობს” და კიდევ არც ისე სხარტი მოთამაშე აღმოჩნდა . ის სახელი რაც შეუქმნეს …

  • აჩი

    კარგით რა? თუ ვერაფერი ყოფილა როგირ მოგვიგეს? ეს ერთი, მეორეც თურქებს აშკარა უპირატესობები ჰქონდათ შეტევაში. მწვრთნელი რომ მაღალი დონის არ არის აშკარაა. კვარამაც კკადი ვერ აჩვენა საერთოდ. სამწუხარო წაგება

  • Guja

    მართალი ხარ 100პროცენტი

  • ჯონდი

    არ მაინტერესებსო და კითხულობ,აკომენტარებ. თუ არ გაინტერესებს ვინმე გაძალებს ან კითხვას ან კომენტარს?

  • დავითი

    ერიჰაააა

  • გარსია

    რა სადაო ,რომ კვარაცხელია შესაცვლელი იყო.მე თუ მკითხავ კვარას სკამი მოუხდებოდა შემდეგ თამაშზე,დამიჯერეთ ეგ მაგრად შველის.ქოჩორა ოქრო არაა,ბაჯაღლოა!!!!

  • gogi

    ქართელები მაქსიმალისტები ვართ შედეგში და რატომღაც საქმის კეთებაში არა. ნამდვილ გულშემატკივრი ისაა ვინც წუხს ქართულ ფეხბურთზე და არა ნაკრების შედეგზე.

  • პს

    კავარადონაზეც ამბობ ?

  • hm

    რავი 1 ქართველი 11 ოსმალოს უდრისო ის ვინ იყო რომ ამბობდა

  • უსახელო

    სრული სიმართლეა რასაც ეს კაცი ამბობს. კვარაცხელია პირველი ტაიმის შემდეგ გამოსაცვლელი იყო იქნებ უკეთესადაც წასულიყო საქმე. დავითაშვილი და ზივზივაძე უფრო ადრეუნდა შემოეყვანა. ზუსტადაც სანიოლმა წააგო ეგთამაში და მრჩეველიც არყავს ნორმალური ვინმე. ისე ვერაფერი გუნდი ყოფილა თურქეთი შეგვეძლო გაგვეხია დასანანია.

  • Sergo

    Netai advokaturashic egetive kompetenturia es batoni?

  • გოგა

    ხაზარაძის ადვოკატი საიდან ამოჩიჩქნეთ? ხვალისთვის ველით გია ხუხაშვილის, ნანუკა ჟორჟოლიანის, ბაია პატარაიას, ლაშა ბუღაძის კომენტარებს. და ა.შ. კომენტარებს.

  • რეზო

    შენ ვისაც გინდა შემოევლე,მაგრამ ყველას აქვს აზრის გამოხატვის უფლება,და რაც დაწერა ადვოკატმა სრული სიმართლეა.

  • G.LA

    იკა-ს იკა გაიღვიძეე? კანკავამ თვითონ თქვა უარი ნაკრებში თამაშზე, რა შუაშია სანიოლი ან სხვა ვინმე? კვარაზე გეთანხმები.

  • გიო

    საქმე იმაშია რო მე პირველად გავიგე შენი სახელი და გვარი ადვოკატო, და ხვიჩასი კიდე მთელი ჩემი ცხოვრება მეცოდინება!! და ბიჭების კიდე

  • ასეაააააააააააააა

    გამოუვიდა-არ გამოუვიდა თამაშის ფეხბურთელია კვარჯადონა

  • გიგი

    ათმა ქართველმა დღეს თერთმეტ ოსმალს ვერ მოუგო

  • სიმართლე

    ნაპოლიმ ხელფასი კი არ უნდა მოუმატოს, არამედ უნდა დააკლოს და მერე ირბენს ან თუ არ ირბენს, ეყოფა რაც იშოვა და შოულობს

  • მართალია ცამდე

    სწორს ამბობს ეს კაცი. რომ არ ან ვერ ვიტყვით სიმართლეს, ამით მოვიგებთ რამეს პატივცემულებო??????????????? ადრე როცა ინდომებდა, ბაზაზე ეძინა და თავის თავზე მუშაობდა. რაც მოიწყო პირადი საქმე, დაიკიდა ყველაფერი და "სხვა" რამეზე ფიქრობს. საჭიროა დასვა სკამზე და მერე თუ უნდა კვლავ მოინდომებს

  • საბურთალო

    ნაკრებში მხოლოდ ის გამოიძახეთ, ვინც ბუდუსავით, დაწოლილი თავით თამაშობს, ანუ უუუზომოდ ჯილკიანი და არა თავში ავარდნილი ამპარტავანი....................

  • მირო+

    ამას ვამბობდი რომ რამე და წავაგოთ ნუ გადაუსმევთ ხაზზს ყველაფერს!! ეს სასწავლი გვაქ ჩვენ და კიდოო ბევრი რამე,ძალიან გული დაგვწყდა ყველას მაგრამ გუნდმა ითამაშა და ბოლოს იომა კიდეც!! მამარდა რო არ ჩასულიყო ერთი გოლის გამო ეგ გოლი რას მოგვიტანდაო ამას დაწერდა მავაანი და კარგით რა(( მუმლი მუხასაო არზნევ))

  • როგორ არა

    თურქებს ათათურქის ბანერები ჰქონდათ გადმოკიდებული , ქართველებს კი — კანკავას.

  • ლაზი აზნაური არზნევ მუსკია

    ვაი შენს პატრონს უბედურეს, შენსას!

  • ლაზი აზნაური არზნევ მუსკია

    პუტი მეპურემ უნდა გამოაცხოს ადვოკატო! საქმეს მიხედე! ერო, ნუ იქნები მოკლე მეხსიერების დს გახსოვდეყ რა გააკეთა და რას აკეთებს ხვიჩა კვარაცხელია ჩვენი ერისთვის! შემდეგ თამაშებში ვნახავთ, როგორც არაერთხელ! მაგას შემოვევლე და მთელს ნაკრებს!

  • )))

    რა უნდა გელაპარაკოს ადამიანმა...

  • გიო

    ეს ადვოკატი კორძაძე დავგუგლე და პირველად ვნახე. ვაბშე ვინაა? ხო , კი , დღეს იბრძოლეს ბიჭებმა, მადლობა ყველაფრისთვის, შეცდომები იყო როგორც გიჭების ისე სანიოლს, წარმატებები ჩვენ ბიჭებს

  • ასეა ეს

    საერთოდ არ ვათამაშებდი არავის, ვისაც თავის თავზე დიდი წარმოდგენა აქვს და ერთ ადგილსაც არ ანძრევს ქედმაღლურად. რაც აგენტი ჰყავს " ვარსკვლავს", ზუსტად იმას დაემგავსა და წინ ვეღარ მიდის. სათავისოდ კარგად არის, ფული აქვს , დაოჯახდა და მაგას საცხოვრებლად კი ეყოფა, გულშემატკივრების კი .........

  • იკა

    შენგელია თითქოს დაუფასებელი ფეხბურთელია, ისედაც თავმდაბალი ბიჭი ჩანს, არადა რა კარგი მოძრაობები აქვს, კარგი დარტყმები

  • gia

    გასაკვირია, ,ასეთ დიდ ფორუმზე როცა მილიარდზე მეტი მაყურებელი გყავს, ვარსკლავად ითვლები, ყველა შენ მოგჩერებია და აფლავებ თამაშს, ევროპის მასშტაბით არც თუ ისე ძლიერ გუნდთან, რომელშიც 18 -19 წლის ბიჭები ბრწყინავენ (განსაკუთრებით გიულერი) ე.ი რბილად რომ ვთქვათ არამყარ ფსიქიკასთან გვაქს საქმე ან უფრო რთულად არის ყველაფერი

  • თავადი

    აუ,იცი რას გეტყვი ზვიად? და იცით რას გეტყვით ხალხნო? შამილის ნუ გადააბრალებთ ხოლმე,ჯერ იყო და წავიდეს -წავიდესო. მერე საქართველო რომ გავიდა ფინალურ ეტაპზე, ყველა გაჩუმდით და სანიოლზე ხმას არავინ არ იღებდა. ეხლა, ისევ სანიოლია შუაში? " სიმართლე ილაპარაკეთ და სიმართლეს ჩახედეთ თვალებში" და არა მწვრთნელი,მსაჯი,ამინდი და კიდევ რაღაცა სისულელეები. P. S. ვისაც კიდევ საქართველოს წარმატება არ უხარიათ,ხომ ხვდებით რას ვიტყვი? დედამის დავუკავშირდები დეპეშა-ტელეგრამით.

  • იკა

    ქოჩორა მართლაც იმსახურებს კარგ გუნდს. ზოგადად ბიჭებმა ყველაფერი დადეს და მადლობა ამ თავდადებისთვის. კვარას ხასიათი არ აქვს ძლიერი, როგორ ვთქვა არ ვიცი, უფრო სწორად რომ ვთქვა, ამპარტავანი ფეხბურთელია და მაქსიმუმს როცა ვერ დებს, მაგრად აჭრება ხოლმე ფსიქოლოგიურად და საერთოდ აღარ მისდის ხოლმე თამაში. ქოჩორა კარგი თვისებების ფეხბურთელია, გაწონასწორებული, დისციპლინირებულიც. წინ ორი თამაში გვაქვს! ისე ძლიერი ცენტრი როგორ გვჭირდება, ტექნიკური და ფიზიკურად ძლიერი, ჩემის აზრით შეიძლებოდა კანკავას მეორე ტაიმში გამოყვანა, მაგრამ ევროპაზეც არ წიყვანა სანიოლმა! საერთოდ სანიოლი თუ არის გაგებაში, ვეტერან ფეხბურთელს რომელსაც დიდი დამსახურება აქვს ნაკრების წინაშე, მაგრად ატკინა გული

  • სიმართლე (oficial)

    რაც იღბალს ეხება; უფრო ჩვენ არ გაგვიმართლა, ვიდრე იმათ გაუმართლათ

  • სიმართლე (oficial)

    ასეთ და უფრო უკეთეს გოლებსაც გაიტანს ალბათ გიულერი, მაგრამ საქმე მარტო მაგაში არ არის, პირველ ტაიმში საჯარიმოს ხაზთან წაართვა ბურთი ხვიჩას იგივე გიულერმა და ქოჩორაშვილის ხარიხაზე გარტყმული ბურთის დარტყმისასაც მაგან შეუშალა ხელი. არ უკადრისობს წინ და უკან სირბილს 19 წლის ბიჭი და იხარჯება ბოლომდე

  • ზურა

    საბერძნეთთან კვარა არ იყო მნაგრამ მოვიგეთ. ყველაზე ჯილკიან ბუდუს დავაყენებდი მის ნაცვლად. არ ინძრევა , ესე ჰგონია, რომ მასზეა ყველაფერი დამოკიდებული. ფაქტია, რაც დაოჯახდა, სულ უკან მიდის მისი საქმე, სიმართლე ეგაა. ვილის მინიმუმ მეორე ტაიმის დასაწყისში უნდა შეეცვალა ბუდუთი 100 %

  • ილია

    შეგვეძლო უკეთესი შედეგი, არის რესურსი მეტი გუნდურობის შეგრძნებაში,გადამწყვეტ ფაზაში.რა თქმა უნდა არა ინდივიდუალური უნარების უარყოფის ხარჯზე.

  • დათო

    ამან თავის უშუალო საქმეში ხო ააშენა კლიენტები და ფეხბურთის ექსპერტობა ღა აკლდა

  • გიო

    მაჩაიძეც ეგრე იყო ბურთს ათრევდა და ახალკაცმა რომ დასვა სკამზე მერე ათამაშდა დინამო...ეს ბურთსაც ვერ ინარჩუნებს დაპროგრამებული ერთი მოძრაობით ცდილობს დასარტყმელ პოზიციაზე გასვლას და თან დაბნეულია 36 წუთზე იყო რეალური მომენტი

  • მართალი

    ბიჭებს რომ არ ებრძოლათ სტადიონი რომ არ დანგრეულიყო დინამოზე და პენალტებში ანუ ლატარეაში რომ არ გაგვმართლებოდა რას დაწერდით სანიოლზე? ყველა ფეხბურთის მცოდნე უკეთესი მწვრთნელი იქნებოდა ვიდრე ეს. სანამ გოლს გაგვიტანდნენ ასე უნდა გვეთამაშა? ვინმე ტურნირზე თამაშობს ასეთ 11 კაცით დაცვაში ფეხბურთს. არ გვიდევს გენებში ეს დაცვაში დგომა და შემადგენლობით გრანდებს თუ არ ჩავთვლით ერთ ერთი უძლიერესი გუნდი გვყავს და რატო არ ვთამაშობთ რაც ვიცით და გამოგვდის? არც იმათი მესმის ასე რომ არა დაიღლებიანო და თუ კლუბებში არ იღლებიან აქ რატომ უნდა დაიღალონ. ბიჭებს კი მადლობა დაგლიჯეს რამდენჯერაც მწვთნელმა ნება დართო ფეხბურთი ეთამაშათ

  • ამატაკი

    საოცარია პირდაპირ! ბიჭებო თქვენ სადმე სხვა სპორტს ხომ არ უყურებთ. კარგი, ბატონო, შეიძლება თქვა რომ არ იყო ეს ხვიჩას საუკეთესო მატჩი, მაგრამ მისი გამოცვლით, თანაც ზოგიერთის "აზრით" მეორე ტაიმის დასაწყისში, რაიმე შანსი გაჩნდებოდა? გადაახვიეთ მაინც და კიდევ უყურეთ. ბოლოსდაბოლოს გოლის მომენტში ვინ წამოიწყო, წარმართა, მუხტი მისცა შეტევას. საიდან გაუჩნდა ქოჩორას სივრცე? თურქები გათავაზიანდნენ ქართველების ხათრით, თუ კვარამ გაიყოლა მათი უმეტესობა? კარგად შეხედეთ. ფლანგიდან მუდმივი სიმწვავე თავისი გამჭოლი პასებით საიდან გაჩნდა? გაუგებარია რას ითხოვთ ხვიჩასგან, როცა გეგმა გაქვთ მკაცრად ცენტრის ხაზამდე გამაგრება, გაგყავს ერთადერთი კრეატიული ცენტრის ხაზში მოთამაშე ჭაკვეტაძე და შემოგყავს ლოჩოშვილი-ალთუნიშვილით. გათამაშებით ბურთი ვერ ამოგაქვს- გაპრესინგებენ, მაღალი ბურთზე ვინ უნდა იბრძოლოს - მიქაუტაძემ? თუ კვარას უნდა მოეხსნა ჰაერში და წაეღო გოლამდე? საერთოდ როცა პრეტენზიებს აფრთქვევთ მავანის მიმართ, იქნებ თან დააყოლოთ კონკრეტულად რა დაგაკლდათ მისგან თამაშის ამ სცენარში. პ.ს. სერიოზულად გგონიათ რომ კვარას გარეშე ამ თამაშში რაიმე, თუნდაც მცირე შანსი გვქონდა? თუ კი იქნებ ახსნათ როგორ დააპირებდით მაგ საქმეს?

  • ნიკოლოზი

    შეცდომა იყო მამარდაშვილი მიერ კარის დატოვება, დაცვა განსაკუთრებით პირველ ტაიმში ბევრ შეცდომას უშვებდა უბრალოდ გვიმართლებდა, თავდასხმაში იყო მომენტები როცა ერთი თავდამსხმელი ბურთიანად გარბოდა ხუთი მოწინააღმდეგის ფეხბურთელის ალყაში და დანარჩენი ჩვენი მოთამაშეები ცენტრიდან ნელი ნაბიჯით მიძუნძულებდნე და ელოდებოდნენ როდის დაკარგავდა ბურთს!!! ვისაც სირბილი ეზარება სახლში წამოწვეს დივანზე!!!! ნაკრებში ის გამოიძახეთ ვინც თავგანწირვით ბოლომდე იბრძვის და თავს არ ზოგავს!!!!

  • ლევან

    ჩაკვე გასაყვანი არ იყო (ყველამ ვიცით ვინ უნდა გაეყვანა მწვრთნელს),ბუდუ,შენგელია და გველესიანი იყო შემოსაყვანი, ბიდუ გასაგებია რატომაც, გველესიანი კი სტანდარტულებიდან თავით მაგრად თამაშობს,შეიძლებოდა ბოლო ორ კუთხურზე გამოგვდომოდა, შენგელიას კი მაგარი დარტყმები აქვს და წვიმიან ამინდში გამოგვადგებოდა(უბრალოდ ტრამვის მერე როგორ ფორმაშია არ ვიცით).ქოჩორა გუნდის ნამდვილი ლიდერი იყო, ცივსისხლიანი და დაუღალავი. მიქაუტაძე ნამდვილი გოლეადორია

  • ოთო

    იქნებ თქვენ წასულიულიყავით ნაკრების მწვრთნელად

  • ილია

    მადლობა ბიჭებს თავდადებისათვის.გადამწყვეტ მომენტებში მეტი კრიატიულობა,პასის განცდაა საჭირო.მთელი საქართველო გთხოვთ.ასე უფრო იქნებით გმირები.

  • maxare

    კვარაცხელია გინდ ყოფილა და გინდ არა, მაგის გარეშე უკეთესად ითამაშებს ნაკრები, ბალასტია გუნდისათვის

  • yw

    მართალია, წიტაიშვილი სუსტი რგოლი იყო, ხშირად არამართებულად ანელებდა ტემპს და, შესაძლოა, მარცხენა ფლანგზე ხვიჩას სუსტი თამაში გარკვეულწილად ამის ბრალია, შენგელია უკეთესი იქნებოდა, ჩაკვეტაძის გაყვანა ვერც მე გავიგე, ლოჩოშვილის შემოყვანაც, ალბათ კვირკველიას შეცვლისთვის ემზადებოდა, მაგრამ ამ ყველაფერთან ამ საიტზე რა შუაშია ადვოკატ კორძაძის არაკვალიფიციური კომენტარი? ადმინ, არ დაბლოკო ჩვეულებრისამებრ, ან ახსენი, რა ნახე ამ კომენტარში მიუღებელი

  • !!!

    ვერაფრით ვერ ვხსნი წიტაიშვილი რატომ დააყენა შენგელიას მაგივრად სასტარტოში,ლუქსემბურგთან გამარჯვება ბუდუსთან ერთად შენგელიას უდიდესი დამსახურებაც იყო!!

  • ზურაბ სუხაშვილი

    დიახ მართალია ეს კაცი, კვარა ფორმაში არ იყო ან ვერ იყო, ამიტომ უნდა შეცვალო.

  • გიო9

    აზრის გამოხატვის უფლება ყველას აქვს და რაც შეეხება მამარდაშვილის ჩასვლას საჯარიმოში ვფიქრობ გამართლებული იყო რადგან წაგების შემთხვევაში გასვლის შანსი ფაქტიურად იკარგებოდა და გარისკა თუმცა არ გაგვიმართლა

  • -

    ხომ ხარ ხაზარაძის ადვოკატი, უთხარი იყიდოს წალენჯიხის " იუვენტუსში ".

  • მოქალაქე

    აბსოლუტურად გეთანხმები ძმაო. კვარაცხელია იყო შესაცვლელი მეორე ტაიმში და შემოსაყვანი დავითაშივილი. თამაში უფრო გათანაბრდებოდა. დიდის ალბათობით

  • )))

    შენ საერთოდ თამაშს უყურე?

  • გეგი

    ან რატომ უნდა გამოაქვეყნო ამისი აზრი საერთოდ.ხალხი დგას და ილანძღება და არაფრის ღირსები არ ვართ რა.იმის მაგივრად გავამხნევოთ ბიჭები დგანან და უაზროდ აყენებენ შეურაწყოფას ვირაც ვირაცეებს

  • QT

    ბიჭო, აი ასეთ დროს, ასეთი კარტოფილი ხალხის კომნეტარებს რატომ აქვეყნებთ ????

  • მამუკა

    ეს მე მგონი ადვოკატზე უფრო მაგარი მწვრთნელობაშია და შემდეგი შესარჩევი ციკლი ამას დავაწყებინოთ

  • Gigola

    ვერ ვითამაშეთ ვაღიაროთ ოთხმოცი პროცენტი დაცვაში გავატარეთ ესე თამაშს ვერ მოიგებ

  • ალექს

    რა ყოჩაღ, 3-1 წაგება?, ყოჩაღ ქოჩორაშვილს ეკუთვნის, მაგრამ გუნდს არა.

  • !

    სანიოლმა შეცდომები დაუშვა,მამარდაშვილს არ უნდა დაეტოვებინა კარი, მწვრთნელს ამაზე უნდა მიეთითებინა,ესპანეთთან კვარაცხელიას ყვითლისა არ ოყოს,მწვრთნელები რას აკეთებენ ამ დროს? ყველა თვითნებურად იქცევა.

  • თაზო

    საქართველოს ნაკრებს საერთოდ ამ თამაშის მოგება შეეძლო 1-1 მერე! დასანანია ძალიან რომ ცოტათი მეტად პრაგმატულები არ ვიყავით და შექმნილი მომენტები სათანადოდ ვერ გამოვიყენეთ

  • ლევანი

    მარტო კვარამ რა ქნას, არც პასის მიმცემი ყავს და არც მიმღები,

  • მირო

    ვერ გაბედა სანიოლმა ხვიჩას გაყვანა.მეორე ტაიმის 10-15 წუთის მერე,როცა ხედავდა,რომ არაფერი გამოსდიოდა,უნდა გაეყვანა,ღმერთის წყალობით თავდასხმაში დიდი არჩევანი გვაქვს.ლოჩოშვილი,რომელსაც არ უთამაშია ბოლო არც ერთ გადამწყვეტ მატჩებში და თავის გუნდშიც კი ზამენაზე ზის,საერთოდ რა შუაში იყო???წაგების მიუხედავად ბიჭებმა დიდებულად ითამაშეს,ღირსეულად გაართვეს თავი პირველ გამოცდას,უბრალოდ თურქეთს მაგრა გაუმართლა.შეიძლება ასეთი ბურთები მეორეჯერ ვერც კი გაიტანონ ამ ფეხბურთელებმა კარიერაში.ბედიც გინდა ფეხბურთში,რაც დღეს დაგვაკლდა.

  • ..

    შენგელია უნდა დაეყენებინა სასტარტოში,მერე ბუდუ და საბა ლობჟანიძე უნდა შემოეყვანა

  • Lasha

    გაიხარე 100% გეთანხმები !!!!

  • გიორგი IV

    ყოჩაღ ბიჭებს მაგრად იომეს.ერთი კაცით ნაკლები იყვნენ მითუმეტეს!კვარა სად იყო ხოარ დაგინახიათ ვინმეს?)))

  • Cheroeli

    ხვიჩა რომ შეეცვალა მაშინ გენახათ აქ წივილ-კივილი.მე 60-ე წუთზე ყველა იწყებს შეცვლებს,ეს აგვიანებს ყოველთვის.კიტეიშვილის გარეშე ეს გუნდი არაფერია,მე მის ადგილას კარიერის ბოლო თამაში რომ მქონოდა მაინც ვითამაშებდი.

  • paata

    ბიჭებმა მაგრად ითამაშეს და სანიოლმა წააგო აი ლოგიკა მითუმეტეს იურისტის ვერაფერს იტყვი

  • budu44

    წიტა რატო იყო სასტარტოში? ბოლოს როდის ითამაშა ნაკრებში? მეორე გოლი აჩუქა ოსმალებს! შენგელია რატო არ დააყენა და აზაროვი წიტაზე ასეთი სუსტია? ამიხსენით ვნმემ.

  • ზაზა

    ჩაკვეტაძის გაყვანა დანაშაული იყო. კვირას მარგი ქმედების კოეფიციენტი ნულის ტოლი. წიტაიშვილი პირველივე ტაიმში იყო შესაცვლელი. ეს თამაში სანიოლმა წააგო, როგორც მწვრთნელმა. გუნდს მადლობა და წარმატებები მომავალ თამაშებში...

  • თენგო

    1თურქები თავისუფლად მოქმედებდნენ საჯარიმოში 2 შესაცვლელი იყო კვარაცხელია და არა ჩაკვეტაძე

  • გელა

    ეს ვინაა საერთოდ??

  • ალექს

    ჰო კვარაცხელია რომ შეეცვალა თამაშს აუცილებლად მოიგებდა არა? და რომ შეეცვალა და წაეგო მერე რაღას იტყოდი. ან შეცვლაზე შემოსულმა რომელმა ფეხბურთელმა გაამართლა და კვარაზე ან სხვაზე უკეთესად ითამაშა? ამ თამაშმა რეალობაში დაგვაბრუნა მეც და ალბათ ბევრი სხვაც. სუსტი დაცვა, ფიზიკურად მოუმზადებელი ნახევარდაცვა.ერთადერთი ნათელი წერტილი გუნდში მამუჩაშვილი.

  • ქართველი

    წიტაიშვილს რატო ათამეშებს საერთოდ, ყველაზე მაგარი ნაკრები გვყავს, არასწორი ტაქტიკით ათამაშებს, ჩაკვე ყველაზე მეტად იხარჯება მოედანზე, კვარას არ წაუვიდა თამაში და უნდა შეეცვალა

  • დავითი

    თამაში წააგო სანიოლიმ,ჯერ შემადგენლობა როგორი დააყენა და გუნდს სათანადო თვითდაჯერება აკლდა,აქ მწვრთნელზე ბევრი რამ დამოკიდებული!

  • ქომაგი

    ეს თამაში სანიოლმა წააგო. კვარაცხელია ვერაფერს ვერ აკეთებდა, პასებს არ იძლეოდა, 90 წუთის განმავლობაში ერთხელაც ვერ გასცდა თურქ მცველებს, მიუხედავად ამისა მწვრთნელმა მთელი თამაში ათამაშა. ზივზივაძე რომელმაც ნახევარფინალში 2 გოლი გაიტანა, ერთა ლიგის ფინალი გვათამაშა და ევროპაზე გასვლის შანსი მოგვცა მწვრთნელმა მხოლოდ 5 წუთი ათამაშა. ლოჩოშვილის მოედანზე გამოყვანა დიდი შეცდომა იყო. ასევე სამწვრთნელო შტაბიდან არავინ უთხრა მამარდაშვილს რომ კარი უაზროდ არ უნდა დაეტოვებინა და მესამე გოლო არ უნდა მიგვეღო. ბოლო გაშვებულმა გოლმა შეიძლება გადამწყვეტი როლო შეასრულოს ჩვენი ჯგუფიდან გასვლაში. იმ შემთხვევაში თუ საქართველო 3 ქულას დააგროვებს შეიძლება ამ მესამე გოლის გამო ვერ გავიდეთ ჯგუფიდან.

  • მწარე

    ჩაკვე და წიტა იმიტომ შეცვალა, რომ ტაქტიკა შეცვალა. შემტევ ტაქტიკაზე გადავიდა. 4X4X2. შემდეგ საერთოდ 3X4X3 ზე გადავიდა.

  • Status quo

    მართალს ამბობს ეს ადვოკატი.

  • გეგი

    აუუ დაიწყეს უკვე პროფესოტრობა რა.ბიჭო ყველამ საკუთარი საქმე რომ ვაკეთოთ და მივხედოთ მას ამ ქვეყანაში, მეტი კომპეტენტურობით უკეთესი არ იქნება ჩვენი ქვეყნისთვის უფრო?მაგდენს ვერ ხვდებით განა?

  • მდააა

    მაგასზე უკეთესი ვარსკვლავი სახლში დატოვა….!!!გამოვლენ ახლა პოდკასტებში კიკინება და არველაძეები და ეგეთი ბევრი ექსპერტები და დაიწყებენ ვილიკო კარგი მწვრთნელი არისო …ალთუნაშვილი უნდა იყოს თურმე ნაკრებში და არაბიძე საზონოვი და აზაროვი არა თურმე …ალთუნაშვილის გარდა რამდენი უვარგისი ფეხბურთელია და ზემოდან რამდენი პენსიონერი …პრობლემა ასაკი კი არაა პრობლემა ის არის რომ ვერ ინძრევიან მაგრამ ჯინზე მაინც თამაშობენ…..ჯაბა ჯიგარი ხაააარ !!! მაგრამ წაგეყვანა რა ისიც ….

  • ჯუდო

    სანიოლიმ წააგო ეს თამაში.ამ მწვრთნელის კვალიფიკაცია ასეთ დონეს აღარ შეეფერება.

  • roni

    მწვრთნელს რას სთხოვ? რა დონისაც არის იმ დონის ტაქტიკას ადგენს... სომხეთს კარგი მწვრთნელი ყავთ ესპანეთში ჭიპ მოჭრილი აზერებსაც კარგი მწვრთნელი მოყავთ ცნობილი.. ეს სანიოლი სად გამოჩრიკეს არ ვიცი თან უხარიათ 200 ათას ვუხდითო.. 200 ათასი აქეთ უნდა მოგვცეს პრაქტიკებს რომ გადის ჩვენთან.... ვაი საქართველო ვის ხელში ხარ საუკუნეებია.......

  • Kata

    ფეხბურთი როგორ იცის ამან ეგ არ ვიცი მაგრამ შემწვარ გოჭს ნაღდად გავს :))))))

  • გია

    100%-თ გეთანხმები, ჩაკვეტაძე კი არა კვარა უნდა შეეცვალა, წიტაიშვილიც ადრე უნდა შეეცვალა

  • გოგა

    ვეთანხმები აბსოლიტურად ყველაფერში თავის პათოსიანად მაგრამ ვინაა ეს კაცი და ამის პოსტი რატომ დევს აქ?

  • Ika77 2

    ჯერ ერთი ამ ადამიანის აზრი ვის აინტერესებს.მეორე კიდევ თქვენც არ უნდა აქვეყნებდეთ ამისთანა ადამიანის კომენტარებს.რომელი მცოდნე და კომპეტენტური ეგაა.

"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა

"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი

შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!