Sports Zone-ს ცნობით, "ნაპოლის" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას გარემოცვა ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტს აურელიო დე ლაურენტისს ფეხბურთელის მომავლის განხილვის მიზნით შეხვდა.

გამოცემის მტკიცებით, კვარაცხელიას წარმომადგენლებმა დე ლაურენტისს აცნობეს, რომ პსჟ ტრანსფერში 100 მილიონი ევროს გადასახდელად მზადაა. თუმცა, კლუბის მფლობელმა უპასუხა, რომ ეს იმ თანხის მხოლოდ ნახევარია, რა ფასადაც ხვიჩას გაასხვისებს.

ადრე "კორიერე დელო სპორტმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ "პარი სენ ჟერმენმა" "ნაპოლის" და "კვარას" დიდებული წინადადებით მიმართა: 110 მილიონი ევრო ტრანსფერში, თავად ქართველს კი - 4-5-წლიანი კონტრაქტი და სეზონურ გასამრჯელოდ 11 მილიონი.

დე ლაურენტისი თანახმაა, 10 მილიონად შეძენილ კვარაცხელიას 4-5 მილიონი (პლუს, პრემიალურები) გადაუხადოს, ოღონდ ხელშეკრულებაში გამოსყიდვის უფლების პუნქტის შეტანის კატეგორიული წინააღმდეგია.

კოკო
კაცმა არ ვყიდიო, რა ვერ გაიგეს.
რეზო
ბიჭო რა არ მოგწონთ….სწორია ასე ჩარევა მამამისი და მენეჯერის 5 მილიონს ხელფას გიხდიან და ამათმა არა… 6 მილიონი უნსა მოქვცეოო… არაა სწორი… ! თან როცა იცი რომ მასზე ხარ დამოკიდებული
სოსო
დავით,თვითონაც ხედავ,რომ გაშვებას არ აპირებს.მოუმატა და მოუმატა ფასი!მსუყე ლუკმა ჩაიდო პირში და ბოლომდე ცდილობს გამოჭმას.ეგ ისეთი ღორია,მადა არასოდეს მოაკლდება,სანამ განავალს(ბოდიში ამ სიტყვაზე) არ შეაჭმევენ,გემრიელი ლუკმის ნაცვლად.სანამ არ დარწმუნდება,რომ ხვიჩას დატოვება უფრო საზარალოა მისთვის,ვიდრე გაშვება,მანამდე კლანჭებს არ გაუშვებს.ხვიჩა ფაქტობრივად ტრეფიკინგის რეჟიმშია და ყველას აქვს უფლება,თავისუფლებისათვის იბრძოლოს.
ბს
არსებობს კონტრაქტის დარღვევის შემთხვევაში ჯარიმის გადახდის წესი, თუნდაც ეს არ იყოს კონტაქტში გაწერილი. რატომ არავინ ახსენებს ამას? ნუთუ დარღვევის შემთხვევაში ას მილიონზე მეტია ჯარიმა? თანაც კონტრაქტში უეჭველი უნდა იყოს მუხლი დარღვევის შემთხვევაში რა პასუხისმგებლობა ეკისრება დამრღვევს. ვერ გავიგე რა თამაშია? წარმოუდგენელია ათ მილიონად შეძენილი ფეხბურთელის კონტრაქტში, რომლის ხელფასი 1 მილიონზე ცოტა მეტია , ას მილიონზე მეტი იყოს ჯარიმა. რა ხდება ვერ გავიგე
ადნენამიანნიდა
იხტუნაონ ახალა აგენტმა და მამამისმა. თავიდანვე ფულის გამო რომ გააკეთეს ყველაფერი.....მე მქონდა ზუსტად ამდაგვარი.ვარიანტი ჩემსს ბავშვსს 4 წლიან კონტრაქტს სთავაზობდნენ 1 წელზე გავაკეთეთეთ ახლა უფრო ძლიერ გუნდში უნდათ გადაყვანა....ეს აგენტი რა გაგიჟდა ამ ნაპოლიზე ვაა .....ლაურენტესი დებილი ნუ გგონიათ გამოგიჭირათ იტალიურმა მაფიამ.
Buxra
რა 100 მილიონი? რა 100 მილიონზე მეტს ითხოვენ? 25 მილიონზე მეტი ეს არ ღირს ესეგ გაბერილი ფასებიდა. გამომდინარე, ბავარიამ რობენი შეიძინა 17 მილიონად ცნობისთვის.
100%
მე გავყიდდი ამის მაგივრად,რომ ვყიდულობდე 65 მილიონზე მეტს არ გადავიხდი
საბა
არ ჭირდება ძმა კონტრაქტის ბოლომდე წვალება. დაიწყება ახალი სეზონი და ითამაშოს ზამთრის შესვენაბამდე ისე როგორ იმ ფეხბურთელმა რომელსაც გუნდში ყველაზე დაბალი ხელფასი აქვს. ხოდა ზამთარში სირი ბებერი ვინუჯდენი იქნება არა 100 არამედ 60 გაყიდოს. 60 კიდე ყველა დიდი გუნდი გადაიხდის ამაში( თუნდაც ბარსაც იშოვის მაგდენს). ოღონდ ცუდათ უნდა ითამაშოს ყველა ოფიციალურ კლუბური თამაში. აი ნაკრები იქნება, ამხანაგური თამაში კლუბში თუ კონტეს ვარჯიშები გიჟივით უნდა იყოს. ვირივით ირბინოს და ბოლომდე დაიხარჯოს კონტესთან რომ ფორმაში იყოს. დარწმუნებული ვარ კონტე ამას მოამატებინებს სულ ცოტა ფიზიკურად მაინ. დაანახოს იმ ბებერ სირს რომ აქ კლე არწვინ არის. ასე თუ მოიგცევა ეს სოფლის გუნდი ნიტო შტო ხვიჩას დაკარგავს იაფად, არც კონტე გაჩერდება ასეთ გუნდში და ზამთარშიც ისიც უშველის თავს. ეგაა სულ დაიკიდოს ნეაპოლელების სიყვარული და მიხედოს თავის თავს. ხვიჩას საქართველოს სიყვარულიც ეყიფა, აფერისტი ნეაპოლელებს თუ არ ეყვარებათ არაა პრობლემა. იმ მომავალი დიდი გუნდის გულშემატკივრები შეიყვარებენ სადაც ამ სოფლიდან წავა.
lasha
დღევნდელი მოცემულობიტ 50 70 მილიონი მეტი არ ღირს რეალური ფასი ეხლა ნუ გამოხტები ხვიჩას მეხოტბეები მეც მინდა რომ კარგად და ჟილკიანად თაამაშობდეს მაააგრაამ სხვაა რეალობააა ეს ფაქტია ვისა რეალობის დანახვა აარ გინდათ გაიკეთეთ ვაარდისფერი სათვალეები გააუშვიშენ კიდე ფარჩაკო ვაჭრუკაანა ლაურენტისო
რეალობა
დღევანდელი თამაშის შემდეგ აურელიო იტყვის, რომ 100 მილიონი მხოლოდ მესამედია იმ 300 მილიონის, რა ფასადაც ხვიჩას გაასხვისებს.
სოსო
ხვიჩა გაუძელი, არ დარჩები მშიერი 1 მლ იმყოფინე, არ გაუგრძელო ხელშეკრულება მაგ ღორს, ეს ორი წელიც მალე გავა და დასვი ქონიან ნიჩაბზე მერე.
ირაკლი ქუთაისელი
აბსოლუტურად გეთანხმებით. ხვიჩა სხივივით გამოჩნდა ჩვენს ჩაბნელებულ ფეხბურთში. მის გამოა ახლა მშობლები შვილების ვარჯიშებს რომ ესწრებიან. მის გამო დაგვაკვირდნენ ევროპელებიც და იმედია ეს ყველაფერი 4-5 წელიწადში შედეგს იქონიებს. ახლა მთავარია თვითონ განვითარდეს, გაიზარდოს როგორც პროფესიონალი, არ დაკმაყოფილდეს მიღწეულით, არ იზარმაცოს და უკეთესი შედეგიც მოვა.ეს გაგვიხარდება ჩვენც, სხვა ყველა ვარიანტი მე პირადად გულს ჩამწყვიტავს
ვა რა დონეა
ნორმალური ქართველისათვის მთავარია კვარა როგორ ითამაშებს საქართველოს ნაკრებში და არა რამდენ მილიონს გადაუხდიან გუნდში.საუბედუროდ კარგა ხანია ნაკრებში მაღალ დონეზე არ უთამაშია.აღარ მოგწყინდათ კვარას მილიონებზე ჭორაობა, საიდანაც ერთი ცენტიც არ შეგვხდებათ?
555
აბსოლუტურად გეთანხმები ციციკორე ბიძია
კაკო
არაფერი ძამიკო რატომ უნდა დააგდოს ტემპით მერე ფასიც დავარდება და ყველაფერი აირევა პირიქიდ უნდა მოუმატოს და ერთი სეზონი უნდა დარჩეს ნეაპოლში ოთხეულში გავიდეს და მერე მართო პესეჟე კი არა პაპა კარლომაც გდარეკოს ფლორენტინოსთან და უთხრას ეს ბიჭი მჭირდებაო და მერე ფლორენტინო პერესმა იცის როგორ მიუდგეს იმ ფულის ღორს ლაურენტისზე მაქვს ლაპარაკი.წარმატებები კვარას ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს ამინ ამინ ამინ
ABARA
ბატონ-ყმობა აქ არაფერშუაშია. კლუბსა და მოთამაშეს შორის ხელშეკრულება ფორმდება ორმხრივი შეთანხმების და არა იძულების ნიადაგზე. აგენტის როლი და ფუნქცია კი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ შეძლებისამებრ საუკეთესო პირობები გამოივაჭროს ფეხბურთელისთვის, როგორც ხანმოკლე, ასევე ხანგრძლივ პერსპექტივაში. ხვიჩა დღეს რა სიტუაციაშიც აღმოჩნდა, სრულად მისი აგენტის "დამსახურებაა" , ეს ბიზნესია და არა საქველმოქმედო არენა, ამიტომ ბუნებრივია, თუ საკუთარ პოზიციებსა და ინტერესებს არგუმენტირებულად არ დაიცავ, ნებისმიერი კლუბის მფლობელი შეეცდება მაქსიმალურად მისთვის მისაღები პირობები მოგახვიოს თავს და მეტი სარფი ნახოს ნაკლებ დანახარჯად, რაც სრულიად ბუნებრივი სურვილია.
ჯეჯე
ლაურენტისსაც მოსწონხარ. ვინმემ, დავით 69 გამაცანითო, გამოუცხადებია.
Ვისტი
კვარას აგენტის მცველად არ გამოვდგები, მაგრამ სანამ კვარა ნაპოლიში გადავიდოდა რამდენი წელი არ ჰქონდა ნათამაშები ქართველს ტოპ 5 ლიგაში? კვარა იმიტომ არის ძვირფასი რომ თავიდან გაჭრა ყინული და ამიტომაც ყველაზე რთული გზის გავლა უწევს. ამიტომ დათმო ხვიჩამ ან მისმა აგენტმა ამდენი უფებები რადგან ნულიდან დაიწყეს ყინულს გაჭრა. იმ მომენტში სხვა გამოსავალი შეიძლება არც იყო. რამდენი ახალგაზრდა ფეხბურთელი თამაშობს ხვუჩას შემდეგ ტოპ 5 ქვეყანაში? რამდენს აკვრდებიან? ამიტომაც არის ეს ტრანსფერი ყველაზე მაგარი ქართულ ფეხბურთში რაც გაკეთებულა. აუცილებლად მოგვარდება ხვიჩას წინაშე უსამართლობა, ამით ნაპოლი უფრო ზიანდება, რადგან კარგად ჩანს როგორ "აფასებენ" ფეხბურთელებს. ერთი წელი კიდევ არ გაახანგრძლივებს კონრაქტს და ახალ გუნდს გადასვლის ბონუსს გამოართმევს.
მერა
ეტყობა, ძალიან გაუჭირდება ხვიჩას ლაურენტისისგან თავის დაღწევა,თან ასეთი სლაბი აგენტის ხელში.ამ კაცს რეკორდის დამყარება უნდა,10 მილიონად შეძენილი 200-დ გაყიდოს.უფრო იმას ჰგავს,რომ არ უნდა გაშვება და უნდა კაპიკებზე არბენინოს კონტრაქტის ამოწურვამდე.თუ ასე მოხდა,ხვიჩამ თამაშს უნდა მოუკლოს და დააგდოს თავისი ფასი,აჩვენოს ამ წუწურაქს, რომ არაფერში გამოადგება და გააყიდინოს.რა ვიცი,სხვა ვერაფერი მოვიფიქრე.
12
აგენტის პრობლემა ის იყო რომ 5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. 3 ჰა ჰა 4 წლიანს გავაფორმებდი. არც ნაპოლი იქნებოდა წინააღმდეგი. გაამართლებდა თუ არა უცნობი ფეხბურთელი არც ნაპოლი იყო ბოლომდე ამაში დარწმუნებული. ხელფასს კი მეტს ვერ მოსთხოვდნენ, ევროპაში კვარას კარგად არ იცნობდნენ და მეტს არ დაუნიშნავდნენ.
ხვიჩას!
კონტრაქტი, კონტრაქტად, მაგრამ იტალია დემოკრატიული ქვეყანა მგონია და ნუთუ არ აქვთ კანონი რომელიც ასეთ, ბატონ-ყმობის დამაბრუნებელ კონტრაქტს ბათილად გამოაცხადებდა?
ციციკორე
ზოგს რომ ჰკითხო, ჯუღელი გენიოსია-საჯაროდ იმიტომ საუბრობს, ლაურენტისს აშანტაჟებსო. მაგ ჭკუაზეა ლაურენტისი, პერეგავორას დააშანტაჟებიოს თავი.
ABARA
ასეა, როცა აგენტად საბჭოთა ყაიდისა და მენტალობის ოროსანი "ძელავიკი" გყავს! კიმ მინ ჯეს მაგალითი გამოდგება აქ, როცა მისმა აგენტმა ასევე არც თუ ძლიერი თურქეთის ლიგიდან ნაპოლიში გადასულ კიმს გამოსასყიდ თანხად 50 მილიონი ჩაუდო ხელშეკრულებაში. რატომ დათანხმდა დე ლაურენტისი მაშინ კიმის აგენტის პირობებს? იმიტომ, რომ არგუმენტირებული პოზიციით მივიდა და ადექვატურობის ფარგლებში ჩააჯინა, როგორ მისი და კლიენტის სურვილი, ასევე ნაპოლის ხელმძღვანელობის მოლოდინები. საბოლოო ჯამში კიმმა ფანტასტიკური სეზონი გამოაცხო და ბავარიაშიც უპრობლემოდ გადაბარგდა. ასევე იქნებოდა ხვიჩას შემთხვევაში, მცოდნე აგენტი რომ ყოლოდა და გამოსასყიდ თანხად თუნდაც 70-80 მილიონი ჩაედო ხელშეკრულებაში. ესეც გადამლაშებული თანხა იქნებოდა იმ ხელფასის გათვალისწინებით, რომელიც მაშინ ხვიჩას დაუნიშნეს (1.25მლნ), თუმცა სულ არაფერს ნამდვილად ჯობდა. 2022 წლის აგვისტოში დე ლაურენტისიც ყაბულს იქნებოდა მსგავს წინადადებაზე და პირველივე სეზონის ტრიუმფალურად დასრულების შემდეგ ხვიჩაში მინიმუმ 2-3 გრანდი გადაიხდიდა აღნიშნულ თანხას, თანაც სიამოვნებით, ხელფასად კი მინიმუმ 6-7 მილიონს აიღებდა და ვინ იცის, დღეს რა მიღწევებზე ყოფილიყო გასული. მესმის ოჯახი, სენტიმენტები და მრავალწლიანი ახლო ურთიერთობა, თუმცა საქმე საქმეა და როცა დიდ ასპარეზზე გადიხარ, საქმის ხარისხიანად საკეთებლად შესაბამისი დონის, ცოდნისა და გამოცდილების პროფესიონალი უნდა დაიყენო გვერდით და არა უვიცი მოხალისე, რომელსაც თავი კიტრი გონია.
ქომაგი
მაგაზე უკეთეს კაცთან არ გღირსებოდეს ურთიერთობა, თუ ასე მოგწონს. მოტივირებულიც იქნები სულ!
555
აბსოლუტურად გეთანხმები სოსო ბატონო.
გიორგი IV
მილიონიანი კონტრაქტი წელიწადში 5 წლით!გამოსასყიდის გარეშე!დაღუპა ბიჭი ჯუღელმა.კიდე დელაურენტისს ლანძღავენ.))
Gfg
ნუ გაახანგრძლივებს კონტრაქტს და მოუწევს გაშვება
ტოტტი
ამიტომ უნდა გყავდეს ფეხბურთის კარგი აგენტი რომ ასეთ მაფიოზ გუნდის მეპატრონეებთან ლაპარაკი შეეძლოს და რაღაც რაღაცეების გათვლები. მაგალითად გამოსასყიდი თანხის ჩაწერა და ა.შ
დავით67
ისე ხვდები მაინც რა აბსურდი დაწერე? რა გოლფი და რა შაშკი. ასეთ დროს ფეხბურთელმა უფრო მაგრად უნდა ითამაშოს რომ მსოფლიო ყურადღება მიიქციოს. ისედაც მოკლე კარიერაში არათუ სეზონის, არამედ ერთი თამაშის ჩაგდების უფლებაც არ აქვს ფეხბურთელს.
დავით 67
მე მომწონს ლაურიენტისი, ესმის საგანი, იცის რომ ხვიჩა იმსახურებს მეტს, მაგრამ არ უხდის საკმარიად. ეს ზოგჯერ ფეხბურთელის მოტივაციისთვის უკეთესიცაა.
სოსო
ეს არაკაცი იმას იზავს,რომ ხვიჩა ახალ კონტრაქტზე დაეთანხმება და გარეტ ბეილის მსგავსად,გოლფის თამაშში გაატარებს დროს,სტადიონზე კი,სასეირნოდ გავა.მისი საქციელი,გაიძვერობაც აღარ არის,ეს უკვე ბოროტობაა.მერე თვითონ შეეხვეწება,წადიო,აქედან.ჯუღელს რომ ნამუსის ნატამალი ჰქონდეს,ბოდიშს მოუხდიდა ოჯახს და წავიდოდა.
რეალობა
ახალ კონტრაქტში ნორმალური გამოსასყიდი ფასი უნდა იყოს. ამ პუნქტის დათმობა არ შეიძლება. ხვიჩამ არ უნდა მოაწეროს ხელი, თუ არ იქნება კონტრაქტში მისაღები გამოსასყიდი ფასი.
მერა
მოკლედ,ამ ლაურენტისს ვერ მოიშორებს ხვიჩა,თუ რამე არ მოიფიქრა თავის დასახსნელად.დღეს არ არსებობს ფეხბურთელი,რომელიც 200 მილიონი ღირს.სპეციალურსდ ბლოკავს,უნდა თავისთან კაპიკებზე არბენინოს.ამ კავს ის ხვდება,რომ ხვიჩამ ცუდად თამაში დაიწყოს,ფასი დაიგდოს და გააყიდვინოს თავი კაპიკებში.
მამუკა
ძალიან გაიძვერაა ეს ლაურენტისი, არც ხელფასს უზრდის, არც სხვა გუნდში უშვებს, ერთი წელი ფაქტიურად დაპირებებში გაიყვანა, როცა ოსიმენს პირველივე მოთხოვნაზე 10 მილიონი გაუხადა ხელფასი და ამ დროს კვარას 1 მილიონზე არბენინებენ
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა
"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
პსჟ-ს ტრავმის გამო შემტევი გამოაკლდა
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
ტიკნიზიანი: სომხეთის დედაქალაქი მაიამია - ყოველ სომეხს აშშ-ს პასპორტი უნდა ჰქონდეს
პსჟ-ს და კვარაცხელიას უნიკალური მიღწევა - ამითაა ლუის ენრიკეს გუნდი გამორჩეული
18-წლამდელთა ნაკრები გიორგი ნემსაძემ ჩაიბარა
წლის საუკეთესო მებრძოლი - პოპულარულმა MMAJunkie-მ და ESPN-მა მერაბ დვალიშვილი აღიარეს
მეინუს აღარ გაუშვებენ - "მანჩესტერ იუნაიტედი" თავის აღზრდილს მინიმუმ ზაფხულამდე დაიტოვებს
"ბარსელონა" დაცვას გააძლიერებს - რა გეგმები აქვთ კატალონიელებს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე
"მილანმა" ორიჯის კონტრაქტი გაუწყვიტა - თითქმის 2-წლის უთამაშებლობის მიუხედავად, ის 4 მილიონს გამოიმუშავებდა
"თამაშობ და იცი, რომ ალისონი დაბრუნდება, მაშინვე სათადარიგოთა სკამზე ხარ" - კელეჰერი "ლივერპულიდან" წასვლაზე
გვარდიოლას გვარდიოლის დიდი ხნით შენარჩუნება უნდა - "სიტი" იოშკოსთან ახალ კონტრაქტზე მუშაობს
[PHOTO] მხოლოდ პირსახოცით - "შახტარის" ფეხბურთელის მეუღლის მიერ სააბაზანოდან გამოქვეყნებულ თამამ ფოტოებს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა
ზირკზე კვლავ სერია A-ში? - მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია
დასაევი: საფონოვი რა, ასეთი დიადია?
"ჩვენი სტადიონი "დიეგო მარადონა" ნაგავსაყრელია!" - "ნაპოლის" პრეზიდენტმა მორიგი ხმამაღალი განცხადება გააკეთა
"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა
124 დღის შემდეგ - "ნაპოლის" რომელუ ლუკაკუ უბრუნდება
"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
დე ლაურენტისს ფულით ვერ მოთაფლავთ - აურელიომ პრინციპულობა კიდევ ერთხელ გამოაჩინა
ეს ნაცნობი დე ლაურენტისია - აურელიო კონტეს ემშვიდობება, თანაც უფასოდ
ნამდვილად დე ლაურენტისია? - "ნაპოლის" პრეზიდენტმა მოულოდნელი განცხადება გააკეთა
კონტეს პირადი მოთხოვნით - "ნაპოლის" "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველის გაფორმება ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე სურს
კვარაცხელიას მსგავსი ტრანსფერი ზამთარში? - რას გეგმავენ პსჟ-ში შეტევის ხაზში
100 საუკეთესოში მე-14 ადგილზე - ხვიჩა The Guardian-ის რჩეულებს შორის მოხვდა
კერპია - პსჟ ლუის ენრიკეს წარმოუდგენელ კონტრაქტს გაუფორმებს
ნაახალწლევს პსჟ-ს და "კვარას" მარათონი იწყება - იხილეთ კალენდარი
[VIDEO] ნერესმა "ნაპოლის" იტალიის სუპერთასი მოაგებინა
დე ლაურენტისი: კონტეში ეჭვი გეპარებოდათ?
პსჟ-ს და კვარაცხელიას უნიკალური მიღწევა - ამითაა ლუის ენრიკეს გუნდი გამორჩეული
32 მილიონად ნაყიდს 80 მილიონად გაყიდის - დე ლაურენტისმა შეიძლება მაკტომინეის ტრანსფერით გვარიანად იხეიროს
პსჟ-ს ტრავმის გამო შემტევი გამოაკლდა