გუშინ, 24 ივნისს, ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში, ხორვატია იტალიას დაუპირისპირდა. მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.

ხორვატები მოდრიჩის გოლით დაწინაურდნენ, თუმცა სპალეტის გუნდმა 90+8 წუთზე ანგარიშის გათანაბრება მოახერხა, "სკუადრა აძურადან" გოლი ცვლილებაზე შემოსულმა ძაკანიმ გაიტანა.

ამ შედეგით იტალია B ჯგუფში მერვედფინალში მეორე ადგილით გავიდა, ესპანეთი პირველი ადგილიდან, ხოლო ხორვატია 2 ქულით მესამე ადგილზეა და მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი თითქმის დაკარგული აქვს.

შეხვედრის შემდეგ 38 წლის ნახევარმცველმა ლუკა მოდრიჩმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"საფეხბურთო ღმერთი ყოველთვის სამართლიანი არ არის, იტალიასთან, ისევე, როგორც ალბანეთთან, გოლები ბოლო წუთზე გავუშვით. ფეხბურთი ზოგჯერ დიდი იღბლის მომტანია, ხანდახან კი - სევდის. მიუხედავად ყველაფრისა, შეგვიძლია ვიამაყოთ იმით, თუ როგორ დავიცავით ჩვენი ქვეყნის სახელი. ეს დღე ჩვენთვის ძალიან სევდიანია", - განაცხადა მოდრიჩმა.

38 წლის მოდრიჩი ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ევროპირველობებზე გოლი გაიტანა.

დათო
ისე ალბანეთს ხელი რატომ წამოკარით, არ არის სუსტი გუნდი და არც ასაგდებად მოსახსენიებელი
სოსო
ქვედა კომენტარის ავტორს: რა დამსახურება აქვს ხორვატიას და ის პირველ რიგში, რომ ამდენი წლის განმავლობაში 98-დან შექმნა იმედი პატარა ქვეყნებისთვის, რომ თურმე შესაძლებელია ბობოლებთან არა მარტო ბრძოლა, არამედ ხშირად გამარჯვებაც კი. აღარაფერს ვიტყვი ამ ხნის განმავლობაში თუ როგორი ფეხბურთელები მისცა ფეხბურთს. მოდრიჩიც კმარა. რაც ზემოთ ვახსენე, ცოტაა?
Superman
ვიხუმრე ჩემო ძმაო, არ მეგონა თუ გეწყინებოდა. უბრალოდ მოდრიჩს რომ ხმის ამოღების უფლება არ აქვს მაგაზე გამეცინა. მეტი რა კარიერა უნდა ქონდეს კაცს რო ხმა ამოეღებოდეს :)) ბოდიშს გიხდი თუ ცუდად მიიღე
სოსო
უკაცრავად, მაგრამ შეგიძლიათ უფრო დაწვრილებით აგვიწეროთ, რა დამსახურება აქვს ხორვატიას ევროპულ ფეხბურთში? ერთი ჩვეულებრივი, ზომაზე მეტად გაპიარებული გუნდია, რომელიც რუსეთთანაც კი დაცვაში ზის და პენლებამდე მისვლას ცდილობს, ეგაა სულ
jiji
საერთოდ იტალიისტი ვარ თანაც ყველაფერში,მაგრამ ხორვატიას რომ მოეგო იტალია 3 ქულით გავიდოდა და ხორვატიაც.უბრალოდ ხორვატიას დიდი დამსახურება აქვს ევროპულ ფეხბურთში.
ბექა
ისე რამდენჯერმე ვნახე სპეციალურად, ფრატეზის ბურთი ხვდება მარჯვენა მხარზე და მერე მარცხენა ხელზე. როგორც ვიცი, სხეულიდან ასხლეტილი ბურთი თუ ხვდება ხელზე, იქ პენალტი არაა, თუ წესები შეიცვალა და მე ვცდები?
Superman-ს
რა დღეში გაქვს ბიჭო ნერვები, ან სანზონელებმა რა დაგიშავეს, ან "უბნის ბესეტკას" რას ერჩი, ან მე ვიღაც გადამთიელი მოდრიჩის გულისთვის რატომ მიძაბავ
რიო
რაღაც ხორვატული ფეხბურთის მზე ჩადის ,იმედია დროებით.
Superman
ხმა მაშინ არ უნდა ამოიღო როცა ვიღაც სანზონელი ჯაბა ხარ და უბნის ბესეტკიდან ნიშნის მოგებით წერ კომენტარებს და თან ცალი ხელით აჭარაზე სლოტებს თამაშობ. ხოლო როდესაც ლუკა მოდრიჩი ხარ, შეგიძლია საერთოდ არც გაჩუმდე.
ზაკო
ეგ სიტყვები ლუკიტო სიტი-რეალის შემდეგ რომ გეთქვა უფრო ღირსეული იქნებოდა
ჯაბა
ალბანეთს რომ ვერ მოუგებ, იქ ხმა არ უნდა ამოიღო
ზაკო
მართალი ხარ ლუკა, მაგრამ ეგ სიტყვები სიტი-რეალის შემდეგ რომ გეთქვა უფრო ღირსეული იქნებოდა
alex
შემეცოდა ხორვატია
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
მადრიდული დუეტი "მილანში" აღდგება? - კაზემირომ შესაძლოა, სერია A-ს მიაშუროს
ხორვატია ზედიზედ მეოთხედ გავიდა მსოფლიოს ჩემპიონატზე
ალეგრი "რეალის" მწვრთნელად დანიშვნის შემთხვევაში თან ორი ფეხბურთელის გადაყვანას მოითხოვს
ლუნინი "მილანში" გადასვლაზე შეიძლება მოდრიჩმა დაიყოლიოს
მაესტრო ლუკა - მოდრიჩს 40 წლის ასაკში კონტრაქტის გახანგლძრივებას შესთავაზებენ
"ერთხელ იცით, რონალდო რის გამო ატირა?" - მოდრიჩმა მოურინიოზე ისტორია გაიხსენა