ორ დღის წინ შვეიცარიელი 30 წლის გახდა და ATP-ის ოფიციალურმა ვებგვერდმა ლეგენდარული ჩოგბურთელის კარიერაში 30 საინტერესო ფაქტი გაიხსენა
ორ დღის წინ შვეიცარიელი როჯერ ფედერერი 30 წლის გახდა და ATP-ის ოფიციალურმა ვებგვერდმა ლეგენდარული ჩოგბურთელის კარიერაში 30 საინტერესო ფაქტი გაიხსენა.

1 - მსოფლიოს პირველი ჩოგანი იყო 285 კვირის განმავლობაში;

2 - ზედიზედ რვა წლის განმავლობაში (2003-10) რეიტინგის ტოპ-ორეულში იკავებდა ადგილს;

3 - სამჯერ აქვს მოგებული სეზონში "დიდი სლემის" სამი ტურნირი (2004, 2006, 2007);

4 - მხოლოდ ოთხი შეხვედრა წააგო 2005 წლის სეზონში (81-4), რაც მისი კარიერის რეკორდია;

5 - ხუთჯერ დაასრულა სეზონი პირველი ჩოგანის რანგში. ხუთჯერ აქვს მოგებული სეზონის შემაჯამებელი ტურნირი;

6 - ექვსჯერ მოიგო უიმბლდონი. ამდენივეჯერ ჰქონდა 20-მატჩიანი (ან მეტი) მოგებათა სერია;

7 - "დიდი სლემის" ტურნირების შვიდიდან შვიდი ფინალი ჰქონდა მოგებული, სანამ 2006 წელს როლან გაროსზე რაფა ნადალთან დამარცხდებოდა;

8 - ზედიზედ რვა წლის განმავლობაში (2003-10) "დიდი სლემის" მინიმუმ ერთ ტურნირს იგებს. თუ ამერიკის ღია პირველობაზე გამარჯვებას ვერ შეძლებს, ეს სერია წელს შეწყდება;

9 - მინიმუმ ცხრა ტიტული აქვს მოგებული სამ სხვადასხვა საფარზე - გრუნტზე, ბალახსა და ჰარდზე. მანამდე მხოლოდ ჯიმი კონორსმა შეძლო იგივეს გაკეთება;

10 - ზედიზედ ათჯერ გადიოდა "დიდი სლემის" ტურნირების ფინალში: 2004 წლის უიმბლდონიდან 2007 წლის აშშ-ის ღია პირველობის ჩათვლით;

11 - ზედიზედ 11 წელია (2001-11) პროფესიულის ტურის მინიმუმ ერთ ტურნირს იგებს;

12 - კარიერის რეკორდი დაამყარა 2006 წელს - სეზონში 12 ტიტული მოიგო;

13 - თავის პირველ სრულფასოვან სეზონში (1999) 13 მატჩი მოიგო;

14 - ამდენჯერ ჰყავს დამარცხებული მსოფლიოს ამჟამინდელი პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი (23 მატჩიდან);

15 - 2004-06 წლებში ჩატარებული 262 მატჩიდან მხოლოდ 15-ჯერ დამარცხდა;

16- მოგებული აქვს "დიდი სლემის" 16 ტიტული;

17 - ამდენჯერ მოიგო "მასტერსის" სერიის ტურნირი;

18 - 2005 წლის უიმბლდონიდან 20010 წლის ავსტრალიის ღია პირველობამდე 19-ჯერ ითამაშა "დიდი სლემის" ტურნირების ფინალში (გამოტოვა 2008 წლის ავსტრალიის ღია). 18 ქვეყანაში აქვს მოგებული ATP-ის ტიტული;

19 - ცხრამეტი წლის ასაკში მოიგო ATP-ის პირველი ტიტული (2001 წლის 4 თებერვალი, მილანი);

20 - ზედიზედ ექვსი წლის განმავლობაში (2004-2010) "დიდი სლემის" ტურნირებზე მინიმუმ 20 მატჩს იგებდა. ოცჯერ ჰყავს დამარცხებული მსოფლიოს პირველი ან მეორე ჩოგანი;

21 - ამ ასაკში მოხვდა ის პირველად რეიტინგის საუკეთესო ათეულში - 2002 წელს (მე-6 ნომერი);

22 - ამდენჯერ იყო განთესილი პირველ ნომრად "დიდი სლემის" ტურნირებზე. ამავე ასაკში გახდა მსოფლიოს პირველი ჩოგანი;

23 - ზედიზედ 23-ჯერ გავიდა "დიდი სლემის" ტურნირების ნახევარფინალში (2004 წლის უიმბლდონიდან 2010 წლის ავსტრალიის ღიას ჩათვლით). ჯამში 23-ჯერ უთამაშია "დიდი სლემის" ტურნირების ფინალში;

24 - ზედიზედ 24-ჯერ მოიგო ფინალური მატჩი (2003 წელი, ვენა - 2005 წელი, ბანგკოკი);

25 - ამ ასაკში კარიერის რეკორდი დაამყარა - 2006 წლის სეზონში 92 მატჩი მოიგო;

26 - ზედიზედ 26-ჯერ დაამარცხა რეიტინგის ტოპ-ათეულის წევრები (2003, მასტერსის თასი - 2005 წლის ავსტრალიის ღიას მეოთხედფინალი);

27 - ზედიზედ 27 მატჩი მოიგო "დიდი სლემის" ტურნირებზე. ასეთი შედეგი ორჯერ ჰქონდა: 2005 წლის უიმბლდონის პირველი რაუნდი - 2006 წლის როლან გაროსის ფინალი, 2006 წლის უიმბლდონის პირველი რაუნდი - 2007 წლის როლან გაროსის ფინალი;

28 - ამ ასაკში მოიგო "დიდი სლემის" ბოლო ტიტული (2010 წლის ავსტრალიის ღია);

29 - ზედიზედ 29-ჯერ ითამაშა "დიდი სლემის" ტურნირების ფინალში (სერია გრძელდება);

30 - ზედიზედ 30-ჯერ იყო პირველ ან მეორე ნომრად განთესილი "დიდი სლემის" ტურნირებზე (2004 წლის აშშ-ის ღია - 2011 წლის ავსტრალიის ღია).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა