მონრეალის მასტერსის გახსნის ცერემონია სერბი ჩოგბურთელის ნოვაკ ჯოკოვიჩის საღამოდ გადაიქცა
მონრეალის მასტერსის გახსნის ცერემონია სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩის საღამოდ გადაიქცა. პროფესიულ ჩოგბურთელთა ასოციაციის პრეზიდენტმა ადამ ჰელფანტმა ნოლეს ATP-ის პირველი ჩოგანისთვის განკუთვნილი პრიზი გადასცა.

"ამ პრიზის მიღება უდიდესი პატივია ჩემთვის, რადგან ყველამ იცის იმ მოთამაშეთა გვარები, ვისაც ეს ჯილდო მიუღია, - განაცხადა ნოვაკმა. - განსაკუთრებით სასიამოვნოა ამ პრიზის მიღება სწორედ აქ, მონრეალში, სადაც 2007 წელს იმ მომენტისთვის კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი ტიტული მოვიგე".

2007 წელს ჯოკოვიჩმა მონრეალში მართლაც ფენომენალური შედეგი აჩვენა - ერთმანეთის მიყოლებით დაამარცხა მსოფლიოს სამი პირველი ჩოგანი - ენდი როდიკი (3), რაფაელ ნადალი (2) და როჯერ ფედერერი (1) და მთავარი პრიზი მოიპოვა. გარდა ამისა, ის გახდა პირველი მოთამაშე ტურში, ვინც ერთი შეჯიბრში მოახერხა ნადალისა და ფედერერის ძლევა.

შეგახსენებთ, რომ ჯოკოვიჩი 4 ივლისს გახდა მსოფლიოს პირველი ჩოგანი, როცა უიმბლდონის ნახევარფინალში ჟო-ვილფრიდ ცონგა დაამარცხა და ფინალში გავიდა. სერბი რიგით 25-ე ჩოგბურთელია ისტორიაში, ვინც კლასიფიკაციის უმაღლეს საფეხურზე მოექცა.

"რთულია ჩოგბურთის ისტორიაში სხვადასხვა ეპოქის შედარება, მაგრამ თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენს სპორტში ასეთი კონკურენცია არასოდეს ყოფილა, - განაცხადა ადამ ჰელფანტმა. - სწორედ ამიტომაც არის ნოვაკის მიღწევა უნიკალური. წლევანდელი შედეგებით ის არა მარტო ჩოგბურთის, არამედ მთლიანად სპორტის ისტორიაში შევა".

მონრეალის მასტერსი პირველი ტურნირია სერბისთვის პირველი ჩოგანის რანგში და აქ გამარჯვების შემთხვევაში პირველი ჩოგბურთელი გახდება ისტორიაში, ვინც სეზონში ხუთ მასტერსს მოიგებს. წელს ჯოკოვიჩმა უკვე გაიმარჯვა ინდიან უელსის, მაიამის, მადრიდისა და რომის მასტერსებზე. თანაც ოთხივე შემთხვევაში ფინალში რაფაელ ნადალს აჯობა.

წელს ჯოკოვიჩს 49 მატჩში 48 მოგება და ერთი წაგება აქვს. ერთადერთი მარცხი მას როლან გაროსის ნახევარფინალში როჯერ ფედერერმა აგემა.

მონრეალში ნოვაკი პირველი წრეში თავისუფალია, მეორეში კი მისი მეტოქე რუსი ნიკოლაი დავიდენკო იქნება. თუმცა ჯოკოვიჩს პირველ დღეს მაინც მოუწია კორტზე გასვლა, რადგან სათამაშო პრაქტიკის სწრაფად აღსადგენად წყვილებშიც თამაშობს. აქ მისი პარტნიორი თანამემამულე იანკო ტიპსარევიჩია. სერბულმა წყვილმა პირველ წრეში იყოჩაღა და სამ სეტში დაამარცხა ინტერნაციონალური დუეტი მარკ ნოულზისა (ბაჰამის კუნძულები) და ფილიპ პეტცშნერის (გერმანია) შემადგენლობით. მატჩის ანგარიშია - 5:7, 6:3, 12:10.

ახლა, მეოთხედფინალში გასასვლელად ჯოკოვიჩსა და ტიპსარევიჩს მეშვიდე ნომრად განთესილ პოლონელებთან - მარიუშ ფირსტენბერგთან და მარცინ მატკოვსკისთან მოუწევთ შეხვედრა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა